ჩვენი ღვთივბოძებული პოტენციალი, ჩვენი გეოგრაფია  ჩვენი დამონების საბაბი  გახდა..  

 

ghnხელისუფლება  იზომება  იმის  მიხედვით, მოჰყავს თუ არა მოქმედებაში ქვეყნის  პოტენციალი . საქართველოს დღეს  აქვს  უაღრესად  დიდი  ინტელექტუალური  პოტენციალი, და ჰყავს  წარმოუდგენლად  ძლიერი  ადამიანური  რესურსი.  – აცხადებს „თეთრების“ ლიდერი თემურ შაშიაშვილი,

„თეთრების“ ლიდერის აზრით, ქვეყნის გარეთ წასულთა სახით ისეთი  დიდი პოტენციალი აქვს , რომლის გამოუყენლობა არის დანაშაული. რადგან ამ ადამიანებმა რეალურად იციან,  რას ნიშნავს რეალური  ევროპა, ამერიკა, რუსეთი.

განსაკუთრებულად ხაზგასასმელია ქვეყნის  ბუნებრივი რესურსების მდიდარი პოტენციალი  და  და რაც უმთავრესია,  ქვეყნის გეოგრაფიული პოტენციალი.

„ერთადერთი ადამიანი, ვინც შეძლო გეოგრაფია  ექცია პოლიტიკად,  არის დავით აღმაშენებელი. მთელ მსოფლიოს უთხრა, არავის არ დაგიპირისპირდებით, მაგრამ თავზეც არ დაგისვამთო. დღეს კი   ჩვენი ღვთივბოძებული პოტენციალი, ჩვენი გეოგრაფია ბოლო ხანს ჩვენი დამონების საბაბი  გახდა.“  – აცხადებს თემურ შაშიაშვილი

„თეთრების“ პრეს-ცენტრი

23.06.2016წ

თემურ შაშიაშვილის გამოსვლა ეროვნული თანხმობის პარლამენტის ფორმირებისთვის საინიციატივო ჯგუგის შეკრებაზე

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *