თემურ შაშიაშვილის გამოსვლა ფორუმზე “ქართული დიასპორა – დღევანდელობა და გამოწვევები” (სტენოგრამა)

დიდი მადლობა. ბატონო თავმჯომარე. მე ვარ თემურ შაშიაშვილი.

არ ვარ დიასპორის წარმომადგენელი, მაგრამ ვარ  დიდი თანამგრძნობი ამ ხალხისა. მქონდა საშუალება, ბატონი რეზო ჩხეიძის დავალებით, კონგრესის მზადების პერიოდში დაახლოებით 7-8 ათას ჩვენს უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეს შევხვედროდი და კარგად ვიცი მათი განწყობა.   ეს განწყობა ჩამოყალიბებულია დოკუმენტში, ემიგრანტთა განწყობა – გადაძახილი, რომელიც გავუგზავნეთ სამინისტროსაც, პრემიერ-მინისტრსაც და განტავსებულია საიტზე tetrebi org მსურველებს შეგიძლიათ გაეცნოთ.

მე მიმაჩნია, რომ ამ შეკრებით დიასპორის  სამინისტრო კარგ საქმეს აკეთებს და უფლება არ მქონდა არ მიმეღო პერსონალური მოწვევა და აქ არ მოვსულიყავი. პირველ რიგში სამინისტროსადმი კეთილი განწყობის გამო და გარდა ამისა, უცხოეთში ჩვენს თანამემამულეებთან უაღესად საინტერესო და დატვირთული შეხვედრები  ბევრ რამეს მავალებს, რომ ვთქვა.

უპირველეს ყოვლისა, უნდა აღვნიშნო, რომ ჩვენი მეგობრები უცხოეთში და ჩვენ, ერთ ენაზე ვერ ვლაპარაკობთ. მათი განწყობა და საუბარი არის სხვა,   ჩვენი საუბარი არის სხვა. აქ  ვსაუბრობთ  ძალიან კულტურულად  და მე ეს მინდა დავაფასო. ყველა შეხვედრაზე ძალიან კულტურული გამოსვლებია. ეს ქართული გენის გამოხატულებად მიამაჩნია.  მეც გარკვეულწილად ხელისუფლებას წარმოვადგენდი  და  კარგად ვიცი, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები მუდმივად ვართ თავის მართლების, ან ახსნა განმარტების რეჟიმში. ძალიან რთულ მდგომარეობაში ცხოვრობს ჩვენი ხალხი ქვეყნის გარეთ და ამავე დროს, ეს ხალხი არის ქვეყის დიდი კაპიტალი.

დიახ, ეს ხალხი არის ქვეყნის დიდი ინტელექტუალური კაპიტალი. და ამავე დროს, ეს არის კაპიტალი, თუნდაც იმ მხრივ, რომ ამ ხალხმა იცის   ევროპა და რომ არც ნამდვილი ევროპა.  რუსეთი,   ამერიკა არ არის ისეთი, როგორც ტელევიზიები გველაპარაკებიან.

უცხოეთში მე მითხრეს , თორმეტი გრანტი გვაქვს დაფინანსებული საქართველოში და რატომ არ აქცევთ ამას ყურადღებასო. სამინისტროში ვინმე ალბათ  კურსშია რომ ვიღაცეები იღებენ გაჭირვებული ადამიანების ცხოვრებაზე გრანტებს და ამას არავინ არ აქცევს ყურადღებას.

ჩემი მთავარი წინადადება ასეთია. პრემიერ-მინისტრთან შეიქმნას დიასპორების საჭო.  30 მდე ქვეყანაა, სადაც ქართველები ცხოვრობენ ისტორიულად, თუ ბედის უკუღმართობი სგამო და ამ ხალხს უამრავი მეგობრები ჰყავთ. . მათ ბევრი რამის გაკეთება შეუძლიათ საქართველოსთვის. ამის გამოუყენებლობა იქნება დანაშაული. მე ვხედავდი რეალურად, როგორი მონდომებული იყო დიასპორის მინისტრი და სამინისტო, მაგრამ ვიცი, როგორ უჭირთ სამინისტროებს ურთიერთობა. არ არის კარგი კოორდინაცია. ერთადერთი  ეს არის პრემიერ-მინისტრი, რომელსაც შეუძლია 30 ქვეყნიდან თითო  წარომადგენელი მოიწვიოს. ვინ უნდაიყოს ესეთი პიროვნება? ეს უნდა იყოს ადამიანი, ვისაც იმ ქვეყნის ხელისუფლებაში აქვს ავტორიტეტი, ვისაც იმ ქვეყნის მოსახლეობაში აქვს  ავტორიტეტი, და ვისაც ჩვენს დიასპორაში აქვს ავტორიტეტი.

მე რეალისტი ვარ და ვიცი, რომ ერთი   ბიუჯეტი შემოდის გარედან. ამ ხალხმა ჩვენ გადაგვარჩინა და დადგა მომენტი ეს პოტენციალი კიდევ უფრო კარგად გამოვიყენოთ.

გთავაზობთ ამას და ვიცი,  მინისტრი მხარს უჭერს, ალბათ საგარეო საქმეთა სამინისტროც მხარს დაუჭერს. გახსოვთ ალბათ ბატონი რეზო ჩხეიძის ინიციატივა „ყოველთა ქართველთა საქართველოს შვილთა და მეგობართა მსოფლიო კონგრესის“ მოწვევის შესახებ .

ჩვენ გვინდა ეს კონგრესი ჩატარდეს არა საქართველოში, არამედ ყველა იმ 30 ქვეყანაში  , სადაც ცხოვრობენ ჩვენი თანამემამულეები. ერთმა ტელევიზიამ პირდაპირი სატელევიზიო გადაცემები  გააკეთოს.  ეს იდეა მოწონებულია პატრიარქის მიერ.   ჩვენ, საზოგადოების წარმომადგენლები შევძლებთ, რომ მსოფლიოს 30 ქვეყანაში შევხვდეთ თანამემამულეებს. მოვისმინოთ მათი მძიმე საუბარი,მათი განწყობა. მე დარწმუნებული ვარ საქართველოში ძალიან დიდ იმედს გამოიწვევს ასეთი შეხვედრები, ასეთი კონგრესების ჩატარება. ეს უნდა დასრულდეს თბილისში , თუნდაც თბილისობის დღეებში ყოველთა ქართველთა და არა მარტო ქართველთა. ასევე საქართველოს შვილთა, ვინც თვლის რომ საქართველოს შვილია, ან კიდევ საქართველოს მეგობარია  კონგრესით.  მით უფრო, რომ  მომდევნო წელი ( ჩვენ ეს წელიც გავუშვით ხელიდან) შოთა რუსთაველის 850 წლისთავია.

ჩვენ ვაპირებთ  ეს პროექტი წარვადგინოთ მთავრობაში, იმედი გვაქვს, მხარდაჭერა გვექნება ქვეყნის გარეთ მცხოვრები ადამიანებისა და ეს საბჭო შეიქმნება.

აქ წარმოდგენილი იყო პროექტები.  ამ ადამიანებს უნდა ვუთხრათ, კონკრეტულად სად შეუძლიათ მათ  მონაწილეობა. ჩვენ ვეუბნებით  ამ ადამიანებს , რა კარგადაა ჩვენთან ყველაფერი. მაგრამ ესენი რომ ჩამოდიან, ამას რეალურად ვერ ხედავენ. ეს მარტო ამ ხელისუფლების დროს კი არ ხდება. ასე  იყო ადრე და ასეა ეხლაც.

როგორ დავძლიოთ ეს. ამ შეხვედრებზე ერთი აბარებს ანგარიშს, მეორე ლაპარაკობს პრობლემებზე. მე კი ვფიქრობ, რომ მომავლის საუბარი უნდა იყოს ამ შეხვედრებზე და უნდა ვღებულობდეთ სერიოზულ გადაწყვეტილებებს, რომლებსაც მთავრობა, პრემიერი შემდგომ დაამტკიცებენ.

2 მლნ ადამიანი დაახლოებით ცხოვრობს უცხოეთში, არ მინდა ეხლა მეტად ჩავუღრმავდე ამ საკითხებს, მაგრამ 2 მლნ მდე ამორჩეველი ცხოვრობს ქვეყნის გარეთ, ანუ , უფრო მეტი, ვიდრე ქვეყანაშია. თუ ჩვენ ევროპა გვინდა, ნახეთ იტალიის, საბერძნეთის გერმანიის გამოცდილება. იქ სხვა ქვეყნებში ირჩევენ დეპუტატებს. 50 ათასზე ერთ დეპუტატს რომ ვირჩევთ,. 50 ათასზე მეტი ამომრჩეველი ცხოვრობს ათენში, სალონიკში, იტალიაში… შედეგად იცით, რა მოხდება? გამთლიანდება საქართველო, თუ ამ გადაწყვეტილებას მივიღებთ. რატომ აქვს ჩვენს საუბარს, ჩვენი მეგობრების საუბარს ასეთი მნიშვნელობა? ხვალ-ზეგ იხსნება ახალი პარლამენტი, მოვიდა ახალი ხელისუფლება. რომელსაც არ ჰყავს ხელისშემშლელი, ამიტომ მას რეალურად ბევრის გაკეთება შეუძლია. ქვეყნის გარეთ მომისმენია, ფულის გამოგზავნის პრობლემებია, გარეთ პროდუქტის გატანის პრობლემებია…. აღარ მინდა საუბარი საშუამავლო ფირმებზე. ჩვენი ღვინის ქარხნები გვეხვეწებიან 2 დოლარად წაიღეთ პროდუქციაო და ამ დროს, საშუამავლო ფირმებს უჭირავთ ხელში მთელი ბაზარი და არავის იქ არ უშვებენ..

რომელ ქვეყანაში აქვთ ბანკებს ისეთი სამეწარმეო საქმიანობის უფლებები, როგორც ჩვენთან? როცა ბანკთან არსებული სამეწარმეო ფირმა იგივე ბანკიდან 1.5%   იღებს სესხს. სხვა სამშენებლო ორგანიზაციას იგივე სესხი ეძლევა 8 % -დ. ამით ისპობა კონკურენცია.

ხელისუფლებას აქვს ორი ფუნქცია. ერთი – კონკურენტული გარემო შექმნას ქვეყანაში. და მეორე – დაცული ადამიანი. კონკურენტულ გარემოზე ვიტყვი, რომ არ არის ქვეყანაში. რეალურად 100 ბანკირს უჭირავს ქვეყანა ხელში. მესმის ეს არ არის ადვილი გადასაწყვეტი. მაგრამ  ის უნდა გადაწყდეს. ბანკებთან დაკავშირებულ პრობლემებზე  საუბრობს ყველა.

გამოსავალს ვხედავ იმაში, რითაც დავიწყე: პრემიერ-მინისტრთან საბჭოს შექმნა, კვარტალში ერთხელ მაინც ამ ხალხთან შეხვედრა. ეს ხალხი ჩამოვა ძალიან სერიოზული წინადადებებით, რომლებსაც ისინი წინასწარ გამოაგზავნიან. სამინისტროებში მოხდება ამ წინადადებების განხილვა და როცა ისინი ჩამოვლენ, უკვე მოხდება გადაწყვეტილებების მიღება.

მე შევისწავლე ბევრი ქვეყნის გამოცდილება. რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი. შეიქმნას ერთ მილიარდიანი ფონდი, თუ ქართველი კაცი უცხოეთში მოძებნის ინვესტორს, რომელიც აბრუნებს ქართველ ხალხს აქეთ და შექმნის წარმოებას საქართველოში, სადაც დაუშვათ 50 კაცს დაასაქმებს, სადაც 25 უცხოეთიდან ჩამიყვანილი ჩვენი თანამემამულე იქნება. ეს არის ერთი წინადადება. არ ვამბობ რომ გადასარევი წინადადებაა. მაგრამ არის შემოთავაზება  და თუ ასეთი საბჭო ჩამოყალიბდა, იქნება ბევრი შემოთავაზება და წინადადება.

მოდით, გავმთლიანდეთ იმაში რომ ყოველთა ქართველთა მსოფლიო კონგრესი და ის, რაც იქნება შოთა რუსთაველის იუბილესთან დაკავშირებით, ეს იქნება უდიდესი მხარდაჭერა.

ჩვენ გვინდოდა რომ ათონის მთაზე ჩატარებულიყო პირველი კონგრესი, მერე ნიკეაში, რომელიც ქუთაისთანაა დაძმობილებული, მერე ათენში,  გათვლილი გვქონდა  სხვა ქალაქებშიც.

დიდი სამუშაო გაქვთ თქვენ გაწეული, ჩვენც რაღაც გავაკეთეთ ამ მიმართულებით, შევაერთოთ ეს ყველაფერი, ვაქციოთ მომდევნო წელი ყოველთა ქართველთა დიდი კონგრესის წლად და როგორმე ვიფიქროთ, ვიზრუნოთ ყველამ. რომ პრემიერთან შეიქმნას ამ ადამიანების შემადგენლობით საბჭო. რომელშიც სახელმწიფოს ერთი   წარმომადგენელი  მაინც იქნება. დიდი მადლობა

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *