(საქართველო და მსოფლიო) გამოუცხადებელი დევალვაციის ქრონიკა

იოსებ არჩვაძე: ქვეყნის ორ მთავარ ინსტიტუტს, რომლებსაცევალება ფინანსური სტაბილურობის უზრუნველყოფა, ამჟამადხელს არ აძლევს ლარის გამყარება

 

სახელმწიფოს ყველანაირი რესურსი ამოეწურა

ორ წელიწადზე მეტია, ეროვნულმა ვალუტამ გაუფასურებადაიწყო, როდესაც ეს შესამჩნევი გახდა და მოსახლეობაცშეაწუხა გაძვირებული პროდუქტების ფასებმა, ხელისუფლებისწარმომადგენლებმა მაშინვე დაიწყეს ექსპერტთა მოსაზრებებისგაკრიტიკება: “ზოგიერთი ექსპერტი უპასუხისმგებლოგანცხადებებს აკეთებს”; “მოსახლეობა შეცდომაში შეჰყავთ”; “გარე ფაქტორებმა ლარზე უარყოფილთად იმოქმედა”; “პატარაშოკუნიებიადა .. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებიდანერთი თვის შემდეგ კი ლარმა კატასტროფულად დაიწყოგაუფასურება და ნოემბრის ბოლოს ხელისუფლებაც მიხვდა,რომ ესშოკუნიაარ იყო და თვითონ ჩავარდაშოკში”, რისშემდეგაც პრემიერმა რამდენიმეპუნქტიანი გეგმა წარმოადგინალარის გადასარჩენად. ამ გეგმაში შედის ავტომობილებზეაქციზის ფასის მომატება და ნავთობის გაძვირება, იქვედაამატეს, რომ ხელს შეუწყობენ ელექტრომობილების ბაზარზეშემოსვლას.

პრემიერის ეს გადაწყვეტილება არ მოსწონთ ეკონომიკის ექსპერტებს, ამბობენ, რომ ის ყველა რეკომენდაციას ბანკების მმართველებისა და მსხვილი ბიზნესმენებისგან იღებს, რაც მცდარი და სახელმწიფოსთვის დამღუპველია, და რომ საქართველოს ხელისუფლება, უკვე 25 წელიწადია, ბიზნესის მძევალია. ამ ყველაფრის შემხედვარე ხალხი კი სოციალურ ქსელში გაზაფხულზე ცარიელი ქვაბებით ქუჩაში გამოსვლას გეგმავს, თუმცა არ გამორიცხავენ, რომ ეს გაზაფხულამდეც მოხდეს.

რამდენიმე დღეში ახალი წელი დადგება და პროდუქტებზე ფასები კატასტროფულად გაიზრდება. “ახლა მარხვაა, ძირითადად, თევზს ყიდულობს ხალხი, მაგრამ ისიც ძალიან გაძვირდა. მაგალითად, ორაგული 19 ლარი ღირდა და ახლა 40 ლარი ღირს”, _ გვითხრა ერთ-ერთი სუპერმარკეტის მენეჯერმა.

“ნავთობის ფასის გაზრდა ნებისმიერ სულელს შეუძლია”, _ ეს ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს სიტყვებია.

მიიღო თუ არა გონივრული გადაწყვეტილება საქართველოს პრემიერმა კვირიკაშვილმა და შესაძლებელია თუ არა, არსებულ ვითარებაში ეროვნული ვალუტის გაუფასურების შეჩერება _ ამ საკითხებზე გვესაუბრება ეკონომიკის ექსპერტი, პროფესორიიოსებ არჩვაძე:

_ (დო)ლარი ჩვენი მღელვარებისა… საქართველოს მოსახლეობა დიდი შეშფოთებით ადევნებს თვალს ლარის “დრეიფს” და ყველაზე ტევადი სიტყვა, რომელიც აღნიშნული პროცესისადმი მის დამოკიდებულებას გამოხატავს, არის “სადამდე?!”. შეშფოთება გასაგებია, რადგან მხოლოდ ოქტომბერში ლარი აშშ დოლარის მიმართ 7.92 პუნქტით (2.3297-დან 2.4089-მდე) დაეცა, ნოემბრის პირველ ნახევარში კი _ კიდევ 8.10 პუნქტით (2.4899-მდე). ლარის დევალვაციით სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური დისკომფორტი, მიუხედავად ხელისუფლების ცალკეული წარმომადგენლების ოპტიმისტური და დამამშვიდებელი განცხადებებისა, ნამდვილად არსებობს და ამიტომ საჭიროებს ადეკვატურ რეაგირებას, აღმასრულებელი ხელისუფლებისა და საქართველოს ეროვნული ბანკის ერთობლივ მიზანმიმართულ ძალისხმევას.

ამასთანავე, ლარის დევალვაციის პრობლემატიკაში, სულ ცოტა, ორი ასპექტი მაინც უნდა გამოიყოს _ ლარის გაუფასურების მიზეზები და ლარის გაუფასურების გავლენა მოსახლეობის მყიდველობით უნარიანობაზე.

ლარის გაუფასურების ობიექტურ მიზეზებს მიეკუთვნება:ეკონომიკური ზრდის დაბალი ტემპი, ექსპორტისა დასაქართველოში განხორციელებული უცხოური ინვესტიციებისშემცირება, ფულადი გზავნილების არასაკმარისი დონე, აშშდოლარის პოზიციების გამყარება საერთაშორისო ფინანსურბაზრებზე

_ რა სუბიექტური მიზეზით ეცემა ლარის კურსი და რატომ ვერხდება ამის თავიდან აცილება?

_ სუბიექტურ ფაქტორებს განეკუთვნება ეროვნული ბანკის მიერ რეფინანსირების მოკლევადიანი სესხების კომერციული ბანკებისთვის მიწოდება და მიმოქცევაში ლარის მასის მნიშვნელოვანი ზრდა _ წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით 12.1%-ით, რაც იმავე პერიოდში ეკონომიკურ ზრდას 4-ჯერ და მეტად აღემატება.

ცალკე უნდა გამოიყოს ის გარემოება, რომ საქართველოშიმოქმედი ყველა ბანკის საკონტროლო პაკეტი, ერთისგამოკლებით, უცხოელი რეზიდენტების ხელშია და საბანკოსექტორის წლიდან წლამდე მზარდი მოგება, ბუნებრივია, მათხელში ხვდება და დაუბრკოლებლად გადის საქართველოდან.იმავეს თქმა შეიძლება საბანკო სექტორის გამსხვილების პროცესში ერთი ბანკის მიერ მეორის შთანთქმისა და ამ უკანასკნელის საქართველოს საკრედიტო ბაზრის დატოვების გამო საქართველოდან მრავალი ათეული მილიონი აშშ დოლარის გატანის შესახებ.

საქართველოს ეროვნული ბანკის მთავარი ამოცანა, მოქმედიკანონმდებლობით, ფასების სტაბილურობაა და არა ვალუტისკურსის. პარლამენტის დამტკიცებული ფულად-საკრედიტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების თანახმად, საქართველოში 2016 წლის მიზნობრივ ინფლაციად 5%-ია განსაზღვრული. წლის ბოლომდე რამდენიმე დღე რჩება და ხუთპროცენტიანი ინფლაციის ნაცვლად 0.2-პროცენტიანი დეფლაცია გვაქვს, ამიტომაც ეროვნულ ბანკს არავითარი ინსტიტუციური ინტერესი არ აქვს, რომ დევალვაციას, როგორც სამომხმარებლო ფასების პოტენციური მუხტის მატარებელ პროცესს, ხელი შეუშალოს.

მეორე მხრივ, საქართველოს პარლამენტის მიერ 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში, ლარი-დოლარის გაცვლითი კურსი 2,40-ითაა განსაზღვრული. ეს კურსი რომ მართლაც 2,40-ზე “დაჯდეს”, წლის ბოლომდე დარჩენილი რამდენიმე დღის განმავლობაში ლარი/დოლარის თანაფარდობის საშუალო მაჩვენებელმა დაახლოებით 2,92 უნდა შეადგინოს, ამიტომ აღმასრულებელხელისუფლებასაც ხელს აძლევს ლარის გაუფასურება, რადგანვალუტის გაუფასურების შემთხვევაში ბიუჯეტში უფროსწრაფად და უმტკივნეულოდ ხდება ქვეყნის შიდავალდებულებების გასტუმრებისთვის ესოდენ საჭიროსახსრების მობილიზება. გამოდის, რომ ქვეყნის ორ მთავარინსტიტუტს, რომლებსაც ევალებათ ფინანსური სტაბილურობისუზრუნველყოფა, ამჟამინდელ პირობებში ინსტიტუციურადხელს არ აძლევს ლარის გამყარება, მოკლედ, “გამოუცხადებელიდევალვაციის ქრონიკაა”.

განსხვავებული, შეშფოთებული დამოკიდებულება აქვს მოსახლეობას ლარის გაუფასურებისადმი. საქართველოს საშინაო სამომხმარებლო ბაზარი, ადგილობრივი წარმოების სიმწირის გამო, მთლიანად იმპორტზეა დამოკიდებული _ იქ რეალიზებული საქონლის მხოლოდ 30 პროცენტია ადგილობრივი წარმოების, ხოლო 70 პროცენტი _ იმპორტირებული; თანაც, იმპორტის თანაფარდობა საქართველოს მთლიან შიდა პროდუქტთან 55,4 პროცენტია, მაშინ, როდესაც მსოფლიოს სხვა ქვეყნების უმრავლესობაში ეს მაჩვენებელი საქართველოსთან შედარებით გაცილებით დაბალია.

ლარის დევალვაცია მოსახლეობის კეთილდღეობას ურტყამს არამხოლოდ სამომხმარებლო ბაზარზე ფასების მოსალოდნელიგაძვირების მაღალი ალბათობით, არამედ საბანკომომსახურების, კრედიტების გაძვირებითაც. საქართველოშისამომხმარებლო ფასები არ იზრდება იმიტომ, რომ მოსახლეობისშემოსავლების სულ უფრო დიდი ნაწილი იხარჯება არაპროდუქციის შესაძენად, არამედ საბანკო სესხებისმომსახურებისთვის.

_ პრემიერის გადაწყვეტილებით, ავტომობილებზე აქციზისგადასახადი იზრდება. ეს, შესაძლოა, ბიუჯეტს წაადგეს, მაგრამრა ქნას გლეხმა, რომელსაცგასისინებულ” “მერსედესზემეტადთხილის გადმოსაზიდად ძველიოპელიურჩევნია?

_ ეს დაკანონებული “რეკეტია”. ცნობილია, რომ სახელმწიფო ყველაზე დიდი “რეკეტირია”. გადასახადებიდან თავის არიდებაც ძალიან ცუდია, მაგრამ გადასახადებმა ბიზნესი არ უნდა დაახრჩოს, ოპტიმალური ვარიანტი უნდა გამოიძებნოს.

_ ნავთობიც ძვირდება. ეს გონივრული გადაწყვეტილებაა?

_ ნავთობზე ფასის მომატება იძულებითი ნაბიჯია, წამგებიანი რეპუტაციისა და საზოგადოებრივი მხარდაჭერის კუთხით. ხელისუფლებას არჩევანი არ აქვს. ხელისუფლებამ გადაწყვიტა, კატას ერთბაშად მოაჭრას კუდი, მოკლედ, დაჟეჟილს გატეხილი სჯობია.

_ კრიზისის მომენტში მთავრობა კონსულტაციას ბანკირებთანდა მსხვილ ბიზნესმენებთან გადის? ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომხელისუფლება ბანკირებისა და ბიზნესმენების მძევალია?

_ საბანკო საქმიანობა უნდა ეფუძნებოდეს ისეთ პრინციპებს, რომლებითაც საზოგადოების აზრი მეტად იქნება გათვალისწინებული. რაც შეიძლება დაბალ ნიშნულზე უნდა იყოს საბანკო სექტორის გავლენის დონე, არადა, ჩვენთან მაღლა იწევს. საბაზრო სექტორი საზოგადოების აზრს არ ითვალისწინებს, გამოსწორებაზე არავინ ფიქრობს. ეროვნულ ეკონომიკას ბანკი არ ემსახურება, მათი მარჟა უფრო მეტად იზრდება, ვიდრე ქვეყნის ეკონომიკა, რაც მთავარია, მოსახლეობის ცხოვრების დონე სწორედ ბანკების მიზეზით ეცემა.

_ დაარეგულირებს ხელისუფლება არსებულ ვითარებას თუ მასლარი გადაიყოლებს?

_ ფასების ზრდა აშკარაა, სახელმწიფოს ყველანაირი რესურსი ამოეწურა. ახალი წელი მოდის და ფასების მატებით გამოწვეული უკმაყოფილება გაიზრდება. ეს განსაკუთრების შესამჩნევი იქნება ახალი წლის შემდეგ, როდესაც საახალწლოდ ოჯახები ყველანაირ დანაგოზს დახარჯავენ.

_ ასეთ შემთხვევაში მთავრობა არ უნდა გადადგეს?

_ ჯერ მელანი არ შეშრობია ქაღალდს, რომლითაც მთავრობა დამტკიცდა. ვნახოთ, რა ბიუჯეტს წარმოადგენენ და მის მხარდასაჭერად რა არგუმენტებს დაასახელებენ.

ნებისმიერ ხელისუფლებას აქვს გარკვეული ვადა, რათა კრიზისიდან გამოსავალი მოძებნოს. საზოგადოებას აქვს თმენის ვალდებულება, ხოლო ვადის გასვლის შემდეგ, თუ დადებითად არაფერი გადაწყდა, მთელი ძალით იფეთქებს დაგროვილი უარყოფითი მუხტი. გაზაფხული ნებისმიერი ხელისუფლებისთვის კრიტიკული პერიოდია, რადგან რესურსები იწერება და პროტესტი მატულობს. ვფიქრობ, ჩვენს შემთხვევაში თანხვედრა იქნება _ საპროტესტო მუხტი და დაურეგულირებელი მდგომარეობა, გაზრდილი ფასებით გამოწვეული დისკომფორტი ვნებათაღელვას შემოიტანს. დაველოდოთ მთავრობისთვის განკუთვნილ ათდღიან ვადას, მოვითმინოთ და ვნახოთ, რა მოხდება.

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *