მართვის სისტემაა ავადმყოფი

 


სამწუხარო
ის არის, რომ ქვეყანაში, რომელსაც ყველა პირობა აქვს, იყოს წარმატებული,მართვის სისტემაა ავადმყოფი. იგი ებრძვის ზნეობრივს, კომპეტენტურს, ქვეყნისთვისმომართულს. ახალისებს მონური ფსიქოლოგიის  მედროვეებსა და კარიერისტებს. სწორედამის შედეგია, რომ  რაც დრო გადის, სუსტდება და იკარგება ქართული ინტერესი,საქართველო  ზესახელმწიფოთა დაპირისპირების მძლავრ ცენტრად იქცა, ქვეყანამ პრაქტიკულად დაკარგა ეკონომიკური (და არა მარტო) დამოუკიდებლობა, ჯართად იქცა სამუშაო ადგილები, ქვეყანა კი უცხოური პროდუქციის ბაზრად… ქვეყნის გარეთ, ძირითადში, ნედლეული გაგვაქვს, ქვეყნის გარედან – მზა პროდუქცია შემოგვაქვს. როგორც იმპორტით, ასევე ექსპორტით, სამუშაო ადგილებს უცხოეთში ვქმნით.  დავფიქრებულვართ კი, ამაზე? უფრო მეტიც, უცხოეთის ქვეყნებში მონური შრომისათვის გავწირეთ მოსახლეობის უდიდესი ნაწილი.

 ისტორიულად ინტელექტთან და მიწასთან, მიწათმოქმედებასთან დაკავშირებულ ქვეყანაში, ხალხის გამოკვების უმწვევესი პრობლემა დგას.  მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ვერ იღებს არსებობისათვის საჭირო კალორიების ნახევარსაც კი. ექსპერტთა ზედაპირული ანალიზითაც ნათლად ჩანს, რომ დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ, ვერც ერთმა ხელისუფლებამ ვერ შეძლო ქვეყნის შესაძლებლის 10 პროცენტის მოქმედებაში მოყვანა. ამავე გათვლებით, იმ ფულით, რომელიც ბიუჯეტშია, გაცილებით მეტი საქმის გაკეთება შეიძლება, ვიდრე რეალურად კეთდება. ეს ექსპერტთა გათვლებია და არა ჩვენი პარტიის.

„თეთრების“ ძირითად ნაწილს მეცნიერები და სერიოზული პრაქტიკული გამოცდილების ადამიანები შეადგენენ და ამიტომ დარწმუნებულად ვამბობთ, ბიუჯეტის ამ ფულით მინიმუმ, ხუთჯერ მეტი საქმის გაკეთება  შეიძლება და მთავარი დანაშაული ის არის, რომ ბიუჯეტი ორიენტირებულია არა განვითარებაზე, არამედ ისედაც უაღრესად შეზღუდული თანხების დარიგება-განაწილებაზე და ამას ვეძახით სოციალურად ორიენტირებულ ბიუჯეტს.

პარადოქსია, დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ, ყველა  ხელისუფლება
ტრაბახობდა, რომ ჩვენი ბიუჯეტი სოციალურად ორიენტირებულიაო, თუ ეს ასე იყო, ხალხი რატომ ცხოვრობს უარესად და რაც დრო გადის, ღარიბი კიდევ უფრო მეტად რატომ ღარიბდება მაშინ, როცა მდიდარი კიდევ უფრო მდიდრდება.

ვერც ერთმა დღემდე არსებულმა ხელისუფლებამ ვერ შეძლო ნაბიჯების გადადგმაც კი, ქვეყნის განვითარების რელსებზე გადასაყვანად. კაცობრიობის ისტორიამ გამოიმუშავა და მარტივი ენით გვითხრა დიდმა ფინანსისტმა და ეკონომისტმა, ადამ სმიტმა: ბევრი ფული არის იმ ქვეყანაში და იქ ცხოვრობენ კარგად, სადაც ქვეყანა უშვებს იმ პროდუქციას, რომელიც ქვეყნის გარეთ იყიდება. თუ ქვეყანაში წარმოებული პროდუქცია მხოლოდ ქვეყნის შიგნით იყიდება, ასეთ ქვეყანას ფულიც არ სჭირდება. ეს ურთიერთშორის პროდუქციის გაცვლის პროცესი უფროა. ადამ სმიტის აზრით, დაქცეულია ქვეყანა, თუ რასაც აწარმოებს, მხოლოდ შიგნით მოიხმარება და დამატებით გარედანაც შემოდის პროდუქცია. ის თვლიდა და დღევანდელობა ამას ადასტურებს, რომ ასეთი ხელისუფლება მტრობს საკუთარ ქვეყანასა და საკუთარ ხალხს. ნახეთ, რით იწყებს თავის მოღვაწეობას აშშ ახალი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი. გამოცდილ და მაღალკვალიფიციურ სპეციალისტთა მონაწილეობით, შექმნა ორი კომისია, ერთს ევალება ამერიკის ბაზრის ამერიკული პროდუქციით დატვირთვა -გაჯერება და ქვეყნის გარეთაც ამერიკული პროდუქციის გატანის საგრძნობი გაზრდა, მეორეს- საშუალო ფენის გაძლიერება.

დასკვნა თქვენთვის მოგვინდია.

სრულად დარჩეს ამ წელში ნათქვამად ვიფიქროთ მომავლის საქართველოზე

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *