პაატა ელბაქიძე: ამას ვაცხადებ მე, კაცი რომელიც დავიბადე და გავიზარდე ქუთაისში

“თეთრების” პრეს-ცენტრი  აქვეყნებს  ჩვენი უკრაინაში მცხოვრები თანამემამულის. პაატა ელბაქიძის კომენტარს რომელიც სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა. ,

pppმოგესალმებით უკრაინიდან, სამწუხაროა რომ ვერ ვახერხებ ბატონ თემურისთან ფეისბუქზე დამეგობრებას   რადგანაც მეგობრების რაოდენობის ლიმიტი ამოწურული აქვს. მაგრამ    ორიოდე სიტყვით მინდა გამოვთქვა ჩემი აზრი და კომენტარი გავაკეთო მის ფოტოსთან მიმართებით.

თემურ შაშიაშვილი  არის დიდი ქართველი და დიდი ქუთაისელი, კაცმა რომელმაც ყოველთვის პირადულზე მაღლა სახელმწიფო ინტერესები დააყენა, კაცს რომელსაც სარგებლის გარდა არაფერი მოუტანია მისი ქვეყნისა და ქალაქისათვის. კაცს, რომელსაც არასოდეს უფიქრია საკუთარი მატერიალური კეთილდღეობისათვის (თუმცა ეს შეეძლო, მითუმეტეს იმ დროში) კაცს რომელსაც ალბათ არ ეძინა და მუდამ ფხიზლობდა. კაცმა რომელმაც გადაარჩინა ქუთაისი, გადაარჩინა მხედრიონისა და ნგრევისაგან, გადაარჩინა გარყვნისა და შეურაცყოფისაგან. კაცს, რომელსაც მშობელზე მეტად უყვარს მისი ქალაქი. მთელი პასუხისმგებლობით ამას ვაცხადებ მე, კაცი რომელიც დავიბადე და გავიზარდე ქუთაისში, ამასთან დავამატებ – ბატონი თემურის წასვლის შემდეგ , ჩვენმა ქალაქმა დაკარგა ბევრი რამ, დაკარგა ღირსეული მესაჭე და ერთგული პატრონი. რომელსაც კიდევ შეეძლო ბევრი სიკეთის მოტრანა. ბატონო თემურ, სანთელ-საკმეველი თავის გზას არ დაკარგავს და   უფლის მადლი დაგიფარავთ თქვენ და თქვენს ოჯახს თქვენი ქალაქისათვის გაწეული სამსახურის გამო, გაიხარეთ, უფლის წყალობა არ მოგაკლდეთ“.

ეს არ არის პირველი მსგავსი სახის კომენტარი, თუ მიმართვა, რომელიც ხან ფოსტით, ხან კი სოციალური ქსელების მეშვეობით მოდის „თეთრების“ ლიდერის მისამართით. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ მისი გამოქვეყნება. განსაკუთრებით დღეს, როცა სრულიად საქართველო და კერძოდ ქუთაისი მოკლებულია სახელმწიფოებრივად მოაზროვნე კადრებს.  განსაკუთრებით დღეს, როცა ქვეყანაში გაუფასურებულია ყველაფერი ქართული, და უპირატესი მნიშვნელობა არაქართულს, მდარეს და პრიმიტიულს ენიჭება, განსაკუთრებით დღეს, როცა ქუთაისის ცენტრში, დავით აღმაშენებლის ძეგლის ნაცვლად მავანთ მაკდონალდსის წამოჭიმვა განუზრახიათ, და სამწუხაროდ, ქუთაისის დღევანდელი ხელმძღვანელობა ამას არანაირ წინააღმდეგობას არ უწევს, იქნებ, პირიქითაც, ხალხის დასაქმების საბაბით ხელსაც კი უწყობს”.

ჩვენ მადლობას გამოვხატავთ ადამიანების მიმართ, ვინც მაღალ შეფასებას აძლევენ სახწლმწიფოებრივად მოაზროვნე საკუთარ ქვეყანაზე შეყვარებული ადამიანების მოღვაწეობას. აქ არაა მთავარი რომ ეს მიმართვა თეთრების ლიდერის მისამართით გაკეთდა. ქვეყანაში უნდა წახალისდეს ეროვნული ინტერესების გამტარებელი, მოაზროვნე და პრინციპული ადამიანები, რომლებისთვისაც უპირველეს ყოვლისა იქნება საქართველო. რომლებიც აირჩევენ ქართულ, მხოლოდ ქართულ გზას.

ამისთვის დიდი ბრძოლა გვაქვს გასავლელი. მაგრამ მსოფლიო პროცესები გვიჩვენებს, რომ წინ გამარჯვება გველოდება. მოქმედების დროა!

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *