“თეთრების” მილოცვა რომან რურუას მისი დაბადების 75 წელთან დაკავშირებით

“თეთრები” დიდი პატივისცემით ულოცავს დიდ მამულიშვილს, მართლაც და, “ბეჭებდაუდებელ ფალავანს” ბატონ რომან რურუას დაბადების 75 წელს. კაცს, რომელმაც  მართლაც შეუძლებელი შეძლო სპორტშიც, ბიზნესშიც, რაც მთავარია, ცხოვრებაში. რისი დასტურიცაა მისი ოჯახი, ცხოვრების წესი, საქმისა და მეგობრების დამოკიდებულება… კაცს, რომელმაც სასწაული  მოახდინა და წალკოტად აქცია კლდე-ყორე…

ჩვენმ მოხიბლული ვართ მისი ტკივილით და სიყვარულით სავსე პუბლიკაციებით და იმ წიგნით, რომელიც მას საჩუქრად მიუძღვნეს “ქართული ერთობის დარბაზის” დამფუძნებლებმა, მეცნიერთა საინიციატივო ჯგუფის – “ეროვნული თანხმობისათვის”  წევრებმა, “საქართველოს ხალხთა ასამბლეის” ხელმძღვანელებმა. წიგნის ავტორთა შორისაა ჩვენი პარტიის ლიდერი, თეიმურაზ შაშიაშვილი.

ეს წიგნი არა მარტო  ბატონი რომან რურუას კაცობის დასტურია, არამედ ჩვენ ყველას, უპირველესად პოლიტიკურ პარტიებს და პოლიტიკოსებს გვაჩვენებს, ხელისუფლებას კონკრეტული ენით ეუბნება რისი  გაკეთება შეიძლება ქვეყანაში, რა რესურსები გააჩნია, მართლაც, ღვთისმშობლის წილხვედრ საქართველოს.

“მინდა ვიცხოვრო ბედნიერებით სავსე სამშობლოში” – ასეა დასათაურებული ეს წიგნი. და იგი  ზუსტად გამოხატავს ყოველი ქართველის სანუკვარ ოცნებას და იმ შესაძლებლობებს, რომელიც ამ ქვეყანას გააჩნია.

საოცარია, ერთმა კაცმა 3 ჰექტარ მიწაზე კლდე-ყორეში შექმნა რამდენიმე ოჯახისათვსი თვითკმარი ეკონომიკა. რატომ არ შეიძლება იგივე გაკეთდეს ქვეყანაში, რომლის ბაზარზეც 80-85% უცხოური პროდუქცია დევს?

დაწყებული საქმე უნდა გაგრძელდეს. რომან რურუას და უფროსი თაობის ღირსეულ წარმომადგენლებს არ აქვთ უფლება, შორიდან უყურონ ქვეყნის  ამ მდგომარეობას და რეალურად არ იმოქმედონ მისი სასიკეთოდ შეცვლისათვის. სწორედ ისინი ახალგაზრდობისა და საქართველოს სხვადასხვა თაობის წარმომადგენლებთან ერთად სათავეში უნდა ჩაუდგნენ მოძრაობას:

გვინდა ვიცხოვროთ ბედნიერებით სავსე სამშობლოში!  – ეს რეალურია. თუ ინტელიგენცია დაარღვევს საკუთარ დუმილს და  მეცნიერება გამოვა შეშინებული მდგომარეობიდან.

რომან რურუამ სწორედ ამიტომ შემოკრა დიდი ზარი… მისი პუბლიკაციებია ეს ზარი… მისი ეზო-გარემოა ეს ზარი… მისი ცხოვრების წესია ეს ზარი.

მადლობა მას, მართლაც,მართლაც მუხლჩაუხრელ კაცს ამ სიმამაცისათვის. სწორედ ამ განწყობით ვულიცავთ ბატონ რომანს 75 წლის იუბილეს.

“თეთრების” პოლიტიკური საბჭო

პ.ს. აქვე ვაქვეყნებთ ყველა მასალას, რომელიც რომან რურუას იუბილესთანაა დაკავშირებული

(ვიდეო)რომან რურუა – 75. მადლიერების საღამო საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში (25.11.2017წ)

(ვიდეო) ჭიდაობის მოცარტი

არნოლდ გეგეჭკორი: საერთო დღესასწაულად გადაქცეული იუბილე

(gmtv.ge) კალენდარი, რომლის ყოველი ფურცელი მატიანეა-უკვე გაყიდვაშია!

(ვიდეო) ეს რწმენის გაძლიერების შეხვედრა იყო.. (შეხვედრა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქთან 24.11.2017წ)

რომან რურუა – 75 (კალენდარი)

(video) რომან რურუას წიგნის პრეზენტაცია: “მინდა ვიცხოვრო ბედნიერებით სავსე სამშობლოში”

რომან რურუას ინტერვიუ

ეს დიდი პასუხისმგებლობის შეხვედრა იყო….(რომან რურუას იუბილესადმი მიძღვნილი მადლიერების საღამო. 25.11.2017წ)

(gmtv.ge)ლეგენდარული მოჭიდავე 75 წლის გახდა (ვიდეო)

(gmtv.ge) სოფლიდან წამოსული დიდი ქართველი 

(გალერეა)რომან რურუას მის ეზო-გარემოში მივულოცეთ იუბილე…

ტარიელ ხარხელაური : “ჩემთვის თვითონ რომან რურუა არის საოცრება…”

პატრიარქმა რომან რურუას იუბილე მიულოცა და საჩუქარიც უსახსოვრა

gmtv.ge) რომან რურუას პატრიარქი პირადად მიულოცავს იუბილეს

(მარშალპრესი) პატრიარქი რომან რურუას იუბილეს მიულოცავს

ბეჭებდაუდებელი ფალავნის ჭიდილი დროსთან რომან რურუა – 75 – მადლიერების საღამო

რომან რურუას 75 წლის იუბილისადმი მიძღვნილი მადლიერების საღამო გაიმართება

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *