გივი გომელაური: ეს შემოთავაზებული „ამერიკული საარჩევნო მოდელი“ შესაძლოა სულაც არ იყოს ამერიკული ..

ვაქვეყნებთ გივი გომელაურის კომენტარს, ციტატაზე თემურ შაშიაშვილის ინტერვიუდან გაზეთ “ასავალ-დასავალს” 

ამერიკის შეერთებულ შტატები, სადაც არჩევნები მაჟორიტარულია, საქართველოს აძალებს, რომ პროპორციული სისტემით ჩაატაროს არჩევნები! თუ პროპორციული სისტემა უნაკლო და სამაგალითოა, ამერიკამაც ისარგებლოს ამ მოდელით და ამერიკაშიც პროპორციული არჩევნები ჩაატარონ!

ამერიკულ  საარჩევნო მოდელთან დაკავშირებით პირველ რიგში ვნახოთ რა არის ამერიკული საარჩევნო მოდელი:

1. წარმომადგენელთა პალატა (პარლამენტის ქვედა პალატის წევრები) აირჩევა ორი წლის ვადით; ანუ, ყოველ ორ წელიწადში ტარდება არჩევნები
2. სენატის (ზედა პალატის) წევრების 1/3 აირჩევა ყოველ ორ წელიწადში
3. წარმომადგენელთა პალატის და სენატის წევრობის კანდიდატებს პარტიული ნომენკლატურა კი არ წარადგენს, არამედ აირჩევა შიდა პარტიული არჩევნების შედეგად, რაც ჩვეულებრივი არჩევნებისგან დიდად არ განსხვავდება; მასში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ ადამიანს და სრულებითაც არ არის აუცილებელი, რომ პარტიამ დაგასახელოს კანდიდატად
4. გარდა ამისა, საყოველთო პირდაპირი წესით აირჩევა:
• შტატის გუბერნატორი, ხაზინის უფროსი, გენერალური პროკურორი, შტატის სენატი და კონგრესი
• ქაუნთის (რაიონის) აღმასრულებელი და საკრებულოს წევრები
• პირველი ინსტანციისა და სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეები
• პროკურორი და შერიფი/პოლიციის უფროსი
• განათლების (საშუალო განათლების) საბჭო

მოკლედ, ეს რომ ქართულ სინამდვილეში გადმოვიტანოთ გამოდის, რომ

1. პარლამენტი უნდა აირჩეს ორი წლის ვადით;
2. პარტიები დეპუტატობის კანდიდატებს წარადგენენ მხოლოდ წინასწარი არჩევნების გზით, რომელშიც კანდიდატად შეიძლება დასახელდეს ნებისმიერი პიროვნება; რაც მთავარია, ამ არჩევნებში მონაწილეობის მიღება შეეძლება ნებისმიერ ადამიანს და ეს არჩევნები უნდა ჩაატაროს დამოუკიდებელმა სტრუქტურამ.
3. ასევე, პირდაპირი არჩევნების გზით მოსახლეობამ უნდა აირჩიოს:
• მხარის გუბერნატორი, რაიონის გამგებელი/მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი, საფინანსო განყოფილების უფროსი, რეგიონალური პროკურორი, პოლიციის უფროსი, განათლების სამსახურის საზედამხედველო საბჭო
• ასევე, მოსახლეობამ უნდა აირჩიოს პირველი ინსტანციისა და სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეები

მოკლედ, ეს გახლავთ ამერიკული საარჩევნო მოდელი და თუ, მართლაც ასეთი სახის რეფორმაზეა საუბარი, იგი ნამდვილად იმსახურებას მხარდაჭერას. ამავე დროს, მაინც მაქვს ეჭვი, რომ ეს შემოთავაზებული „ამერიკული საარჩევნო მოდელი“ შესაძლოა სულაც არ იყოს ამერიკული ..”

 

Facebook Comments
Rate this post
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *