ატმოსფერული ჰაერის გაბინძურება თბილისში .

ეკოლოგიურ მეცნიერებათა აკადემიის წევრი, თემურ ვეკუა თბილისში ჰაერის დაბინძურებასთან დაკავშირებულ კვლევას აქვეყნებს.

1. ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების მონიტორინგი. მონიტორინგის სადგურები განთავსებულია თბილისში ოთხ ადგილას:

ა)წერეთლის გამზირი 105.
ბ).ალ.ყაზბეგის გამზირი,წითელ ბაღთან.
გ).ვარკეთილი 3,1-ლი მიკრორაიონი,მე-2 კორპუსის მიმდებარე ტერიტორია.
დ).მარშალ გელოვანის გამზ.6.

ხდება 8 ინგრედიენტის გაზომვა -NOx,NO2,NO,SO2,PM10,PM2,5,O3,CO.გამოიყოფა კი 300-მდე ინგრედიენტი.არ იზომება ბენზოპირენი,ფორმალდეგიდი,ბენზოლი,აკროლეინი,ტყვია,ამმიაკი და სხვა ადამიანის ჯანრმთელობისთვის საშიში ინგრედიენტების კონცენტრაცია.ტყვია აღმოჩენილია მოსახლეობის სისხლის ანალიზებში.გამაბინძურებელი ინგრედიენტების სიცოცხლის ხანგრძლივობა 4-5 წელია.

არის კი ოთხი სადგური თბილისისთვის საკმარისი,შერჩეული ადგილები ახასიათებენ კი სრულფასოვნად თბილისში ჰაერის გაბინძურების არსებულ მდგომარეობას.საინტერესოა რა პრინციპით შეირჩა ეს ადგილები.თბილისში არის სხვა უფრო“ცხელი“ადგილი,მაგალითად სააკაძის მოედანი,ჭავჭავაძის გამზირი,დ.აღმაშენებლის გამზირი,სხვა ადგილები,სადაც პერმანენტულად „საცობებია“. სხვა ადგილებიც ვიზუალურადაც ჩანს.უფრო მნიშვნელოვანი იქნებოდა „ცხელ“წერტილებში (ირგვლივ) დადგენა რამდენი ბრონქიტი,ალერგიული დაავადები,იმუნური სისტემის დაქვეითება გამოწვეულია ჰაერის გაბინძურებით და ამ დაავადებების დინამიკა.არაფერს ვამბობთ ონკოდაავადებებზე.გასაზომი ინგრედიენტები უნდა დავადგინოთ იმის მიხედვით,რა ზიანს აყენებენ ადამიანის ჯანრმთელობას.

2. გაზომვის მონაცემთა ანალიზი. სადგურების მონაცემებით საქმე თურმე არც ისე ცუდად არის,ინგრედიენტების კონცენტრაციები ნორმაშია ან ცოტათი ნორმის ზევით.
დავუშვათ მართლა ასეა.მაგრამ ყველა ინგრედიენტის მნიშვნელობა ნორმაშიც რომ იყოს,მათი ჯამური (კუმულაცია)ეფექტი შეიძლება იყოს სასიკვდილო.ეს არ არის გათვალისწინებული.არ არის გათვალისწინებული გაზომვისას ჰაერის ინვერსია,სუმაცია.სასურველია თბილისის ჰაერის გაბინძურების ეპიურების აგება გამაბინძურებელი ინგრედიენტების რანჟირებით.აუცილებელია მოძრაობის ინტენსივობის გათვალისწინება.

3. კვების პროდუქტების გაბინძურება ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვით. ცალკე გამოსაყოფია კვების პროდუქტების გაყიდვა თბილისის ქუჩების ისეთ ადგილებში,სადაც აღწევს მანქანების გამონაბოლქვი.თბილისში ბევრია ასეთი ადგილი.ზაფხულში კვების ობიექტებიც გარეთ არის გამოტანილი.

4.ბენზინგასამართი სადგურების დისლოკაცია,მათი სამუშაო ზონების გაბინძურება. შეკითხვა (ადრესატები თქვენ დაასახელეთ)-არის თუ არა ბენზინგასამართი სადგურები თბილისში დისლოცირებული სანიტარული ნორმების დაცვით?თვითონ სადგურებში როგორ არიან მომუშავე ოპერატორები დაცული-მანქანაში საწვავის ჩასხმისას ხდება 1,4 გრ/ლიტრზე საწვავია აორთქლება,სამუშაო ზონა გაჟღენტილია საწვავის ორთქლით.

5. სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის წილი მიწის საერთო ფართობში. ძალიან საინტერესოა მიწის ფართობის რამდენი % უკავია სატრანსპორტო ინფრასტრუქტურას თბილისში.ევროპულ დედაქალაქებში სავალ ნაწილს უკავია მიწის 15- 20%-მდე.

6.გამონაბოლქვის სტრუქტურის სეზონურობა. გამონაბოლქვების სტრუქტურა სეზონურად იცვლება-ზამთარში ემატება გათბობის ქვაბების გამონაბოლქვი-ემატება CO2,H2S,N2 და სხვა.როგორი ხარისხის არის აზერბაიჯანული გაზი?თბომაჩვენებლები რომ დაბალია ჩანს.საცხოვრებელ ბინებში ხომ რადონი გამოიყოფა ამ გაზის გაზქურებში წვის შედეგად.ეს საკითხი ითხოვს დეტალურ შესწავლას.რადონი ხომ რადიაციის წყაროა.

7. ჰაერის გაბინძურებით მიყენებული ეკონომიკური ზარალი. სასურველია თუ დაითვლება ის ეკონომიკური ზარალი,რომელსაც ჰაერის გაბინძურება აყენებს თბილისს.

8. თბილისის ატმოსფერული ჰაერის გაბინძურების შემცირების ღონისძიებები.
აუცილებელია რადიკალური ზომების გატარება.
1)ძველი მანქანების (20 წლის და ზევით) უტილიზაცია და მფლობელებისთვის გარკვეული კომპენსაციის მიცემა,პროგრამა „უტალიზაციის“ შემუშავება.

2)პროგრამა“კატალიზატორის“შემუშავება.

3)თბილისის დაძმობილებული ქალაქების მონაწილეობით(მერები და ექსპერტები),ევროკავშირის და ნატოს ექსპერტების ჩართვით ეკოლოგიური კონფერენციის „თბილისის ეკოლოგია“ ჩატარება,მათი რჩევების და მათგან დახმარების მიღება.

4)ამ კონფერენციის რეკომენდაციების საფუძველზე თბილისს“სუფთა ჰაერი“პროგრამის დამტკიცება და რეალიზაცია.

5).თბილისის მოძრაობის უსაფრთხოების და ეკოლოგიური კონტროლის პოლიციის შექმნა.მისი ფუნქცია-მოძრაობის დამღრვევების(მძღოლები და ფეხით მოსიარულებების) გამოვლენა,მანქანების ეკოლოგიური მდგომარეობის(გამონაბოლქვების ექსპრეს-გაზომვა,ვიზუალური და სანიტარული მდგომარეობის შემოწმება),“საცობების“ ნეიტრალიზაცია,მოძრაობის რაციონალური რეგულირება,მანქანების უადგილო და „სტიქიური“ გაჩერებების გამოვლენა,ტექდათვალიერების კონტროლი.

6)მორატორიუმის გამოცხადება სამშენებლო ინდუსტრიაში.

7)თბილისის ეკოლოგიური რუქის შედგენა,“ცხელი“და კრიტიკული ადგილების გამოვლენა.ამ რუქის გათვალისწინებით მშენებლობის ნებართვების გაცემა,კრიტიკულ წერტილებში სასწრაფო ღონისძიებების დაგეგმვა და გატარება.
თემურ ვეკუა.26.09.2018

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *