(მედიანიუსი)ხელისუფლება იღებს კაბალურ სესხს! – თემურ შაშიაშვილი

„თეთრების“ ლიდერი, თემურ შაშიაშვილი, როგორც გაუმართლებელს, ისე მიიჩნევს საერთაშორისო ორგანიზაციებიდან ხელისუფლების მიერ აღებულ სესხებს.

„ყველაზე მეტად განვიცდი იმას, რომ ხელისუფლებამ ნაცვლად იმისა, რომ ჩვენი მილიონრებისგან მოგვეკრიბა თანხები და ამის საკმაოდ სერიოზული რესურსებია ქვეყნის შიგნით, ვიღებთ ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით კაბალურ სესხს. ეს ის სესხებია, რომლებსაც თავის დროზე სააკაშვილი იღებდა საერთაშორისო ორგანიზაციებიდან და რამაც მიგვიყვანა იქამდე, რომ საქართველო სესხების ოდენობით ერთ-ერთი გამორჩეული ქვეყანაა მსოფლიოში! სამწუხაროა, რომ დღეს ხელისუფლება იგივე კურსს აგრძელებს!“ – აცხადებს „თეთრების“ ლიდერი

თემურ შაშიაშვილს მიაჩნია, რომ ხელისუფლების ეფექტურობა იზომება არა იმის მიხედვით, თუ რას აკეთებს ამ მომენტში, არამედ იმის მიხედვით, რამდენად ეფექტურად ახერხებს ქვეყნის პოტენციალის მაქსიმალურად ამოქმედებას. ამ კრიტერიუმით როგორც წინა, ასევე მოქმედი ხელისუფლებები არ იმსახურებენ მაღალ შეფასებას.

აღნიშნულ კომენტარს „თეთრების“ პრესცენტრი ავრცელებს.

წყარო: http://medianews.ge/ge/khelisufleba-ighebs-kabalur-seskhs-temur-shashiashvili/68688

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *