30 წლის წინათ იმერეთის რეგიონის პირველ ნოვატორს თეიმურაზ შაშიაშვილს გაუჩნდა იდეა გაეტარებია რეფორმა განათლების დარგში…

 “მადლიერება ოჯახიშვილობისა და ინტელექტის ნაერთია..დიდი მადლობა,ქალბატონო მზია, პედაგოგებო! თქვენ იმ პერიოდში შეუძლებელი შეძელით და თითოეულ მოსწავლეს ეპოქად უქციეთ ლიცეუმში სწავლის წლები”.. 

თეიმურაზ შაშიაშვილი

 

ორიოდე დღის წინ ისევ შეიკრიბა ქუთაისის ჰუმანიტარული ლიცეუმის კოლექტივი. ამჯერად შემცირებული რაოდენობით. რვა ჩვენთაგანი იმიერში გადასახლდა, ზოგი ისე შეცვლილა გამიჭირდა კიდეც მეხსიერებაში აღმედგინა. ერთმანეთს მოვეფერეთ, ერთმანეთის ნახვით, წარმატებებით, შვილების და შვილიშვილების კარგად ყოფნით გავიხარეთ კიდევ ერთხელ ვუხდით მადლობას მარინე უკლებას, ჩვენი შეხვედრების უცვლელ ორგანიზატორს. 5 მასწავლებელი დოქტორის სამეცნიერო ხარისხის მატარებელია. ამდენივე ზოგადსაგანმათლებლო სკოლის წარმატებული ხელმძღვანელი, ზოგს უკვე რამდენიმე წიგნი გამოუცია, ერთიც სასულიერო სემინარის პრორექტორია. მათ წარმატებებში წინ სვლაში და დამსახურებაში ლიცეუმს გარკვეული წვლილი მიუძღვის.

30 წლის წინათ იმერეთის რეგიონის პირველ ნოვატორს თეიმურაზ შაშიაშვილს გაუჩნდა იდეა გაეტარებია რეფორმა განათლების დარგში. მიუხედავად განათლების სამინისტროს სკეპტიკური დამოკიდებულებისა გამოგვიჩნდა ღირსეული კურატორი-მინისტრის მოადგილე კახა ქორიძე. იგი დაგვეხმარა ევროპის წარმატებული ლიცეუმების შესაბამისი პროგრამების მოძიებაში და ქართულ რეალობასთან მისადაგებაში.

ახალი ტიპის სასწავლების შენებას ცარიელი ხელებით შევუდექით. იდგა უმძიმესი 90_იანი წლები. საკონკურსო წესით შერჩეული გამოცდილი მასწავლებლების ძალისხმევით შედგა სამუშაო გეგმა, სასწავლო პროგრამა, სასწავლებლის შინაგანა წესი. მოსწავლეების საუკეთესო ნაკადი, ნიჭიერება, ცოდნის შეძენის სურვილი, სწავლებისადმი შემოქმედებითი მიდგომა, ანალიზის უნარი მათი წარმატების მატონიზირებელი ელემენტი გახდა.

არაერთგვაროვანი იყო დამოკიდებულება მიმდინარე პროცესისადმი პედაგოგიური საზოგადოების მხრივაც კი. ლიცეუმი 2 თვის გახსნილი იყო ბატონმა თეიმურაზმა სტუმრების დიდი არმია ( ამ დარგის 40 ხელმძღვანელი) გვაწვია. დიამეტრალურად შეცვალა სტუმრების აზრი გაკვეთილების მოსმენამ, მათმა მაღალმა ხარისხმა და პროცესში მოსწავლეთა აქტიურმა ჩაბმულობამ

. 1 წლის შემდეგ როდესაც ლიცეუმის 150 კურსდამთავრებულუდან მეასმედი სახელმწიფო უნივერსიტეტში უფასო გრანტით ჩაირიცხა ბატონი მეტრეველი ვერ ფარავდა გაოცებას და ეამაყებოდა რომ ეს გაკეთდა ქუთაისში, მის მშობლიურ ქალაქში ყოველწლიურად სამეცნიურო კონფერეციებში და ოლიმპიადებში მონაწილეთა რიცხვი ათეულებს ითვლიდა. თუმცა ახალი მთავრობისთვის მიუღებელი გახდა მისი არსებობა (მიზეზი იდეის ავტორისადმი დამოკიდებულება იყო) ლიცეუმი ჯერ საჯარო სკოლად გადაკეთდა და ერთ წელიწადში (ჩვენი ნასათუთები შენობა თვალში მოუვიდათ) და ლიცეუმი სხვა სკოლას მიუერთეს ალბათ არ გამინაწყენდებთ თუ მასწავლებელთა შორის ერთს განსაკუთრებულ პატივს მივაგებ ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი როზა დევდარიანი ღირსია ყველა რეგალიისა რაც შრომის შედეგად მიუღია ჩვენს შეხვედრაზე ქალბატონმა როზამ გვისახსოვრა საავტორო ჟურნალი “ბაბილო” ჟურნალის გამოცემას საფუძველი ლიცეუმში ჩაეყარა მასში აქტიურად იყო ჩაბმული ლიცეუმის მშობლიური ენისა და ლიტერატურის თითეული მასწავლებელი ჟურნალის გამოცემა კვლავ გრძელდება ეს საჩუქარია არამხოლოდ ფილოლოგებისათვის, არამედ თითეული ქართველ მკითხველისთვის. თუნდაც წერილი “როგორ ვკითხულობთ კლასიკას” რად ღირს უფრო ღრმად ვწვდებით ვისი გორისა ვართ, რა ზნეობრივი ნორმების მემკვიდრეები გახლავათ, რა არის ჩვენი კრედო და მოქალაეობრივი ვალი.

ქალბატონი როზა ღრმად მორწმუნე ქრისტიანია მისი ცხოვრების მამოძრავებელია მოყვასის სიყვარული, ღვრთიული კეთილშობილება და მაღალი ზნეობა. იგი სამაგალითოა არამხოლოდ ლიცეუმის თითეული მასწავლებლისვის. აქვს განსხვავებული წერის მანერა და იუმორის გრძნობითაა შეჯერებული მისი ქმნილებები. შეხვედრიდან დაბრუნებულმა მთელი ღმე “ბაბილოს” კითხვით ზეაღტაცებულმა გავათენე მეორე დღით ისევ მივუბრუნდი საოცარ სიამოვნევას. ღმერთმა გვიმრავლოს ქალბატონ როზას მსგავსი ადამიანები

მზია ყანჩაველი.

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *