დღეს მტყუან-მართალის გარკვევის დრო არ არის, დედა-სამშობლისთვის ერთობის დროა და ჩირად არა ღირს, ვისაც ეს არ ესმის,ვისაც ეს არ აქვს გაცნობიერებული..

გიზო ბატონო,დიდი მადლობა. მეიმედებით მწერლები,რომ თბილისელებისთვის წართმეულ თბილისს სწორედ ქუთაისის  და იმერეთის მწერალთა ერთობით, ქვეყნის სხვადასხვა ქალაქებისა და მხარეების მწერალთა შემოერთებით,საქართველოს დამანგრევლის ანტიქართული სიმძიმე მოვაშიროთ და ქვეყანაში დიდი ქართული ერთობის განწყობა შევქმნათ.
რაც დრო გადის,მით უფრო ვრწმუნდები,რომ,როგორც მეოცე საუკუნის დასაწყისში,ასევე ოცდამეერთეს იგივე, უფრო მძიმედ  გამოკვეთილი პრობლემის მოხსნის გზა ქუთაისზე გადის.ძლიერი ქუთაისის გარეშე ,თბილისი ძლიერი ვერ იქნება და ძლიერი თბილისისა და ძლიერი ქუთაისის გარეშე საქართველო ვერ იქნება ძლიერი.

ქუთაისის ამ როლს პატრონად მწერლები ,მეცნიერები,შემოქმედებითი და მოაზროვნე ადამიანები უნდა გაუხდნენ.იმედი  იმაშია,რომ ქუთაისს კიდევ აქვს ძალა გააკეთოს დიდი ეროვნული შემოძახილი..გადარჩენა იწყება მაშინ,როცა ეს ცნობიერდება მწერლებში.

ბატონი ავთანდილის,საქართველოში ერთ-ერთი გამორჩეული მწერლის (ეს ნამდვილად არ არის ადვილი), იუბილე ამ გზით სვლის ერთი კარგი მაგალითი იყო…ამის თაობაზე ვისაუბრე ფბ ის პირდაპირ ეთერში  და არც ვაპირებ გაჩერებას.

მადლობა თქვენ,ქალბატონ ცირა შალაშვილს,რომ შევძელით არაუბრალოდ იუბილეს ჩატარება, არამედ დიდი ქართული განწყობის გამოკვეთა და ამაში ბატონი ავთანდილის შემოქმედება,მისი, როგორც “განთიადივით კაცის” სახელი დაგვეხმარა.

შეუძლებელი არაფერია,მით უფრო, როცა გვაქვს საოცარი მაგალითი,როდის და რა პერიოდში შეძლო ბატონმა ავთანდილმა არამარტო გადაერჩინა ჟურნალი“განთიადი“არამედ სწორდ გამორჩეულ ჟურნალად ექცია საქართველოსთვის.

თავისთავად ფაქტი,რომ ქუთაიში ათწლეულებია გამოდის ლიტერატურული გაზეთი “უქიმერიონი”,ორი ლიტერატურული  ჟურნალი-“განთიადი” და “მწვანეყვავილა” ,რაც მთავარია, სამთავე ზოგადქართულია, ებძვრს ნიშნავს,ძალაა დიდი ქართული ერთობისთვის! ეჭვი არ მეპარება,რომ ბატონი თემურ ლანჩავა, გამორჩეული მწერალი და საზოგადო მოღვაწე,ქუღაისისა და იმერეთის სამწერლო ორგანიზაციის თავკაცი, ყველას თანადგომით,შეკრავს მწერლობას,შემოგვიერთდებიან მეცნიერები,  მხატვრები, თეატრალები, მუსიკოსები, არქიტექტორები,ჟურნალისტები, ქართულად მომართული მოაზროვნენი და დიდ შემოძახილს გავაკეთებთ დავით აღმაშენებლის ქალაქიდან მთელი საქართველოსთვის! ამ შანსის ხელიდან გაშვება ღალატის ტოლფასია!

ღმერთმა დაგვიფაროს ამისგან ქუთაისში! ყველაფერი წინაა,მწამს და მჯერა,შეუძლებელს შევძლებთ დედა-სამშობლოსთვის ქუთაისში ასეთი ერთობით. მტერსაც არ ვუსურვებდი ამ პროცესიდან გვერდზე გადგომას!იმ დღემ დიდი ძალა მომცა!

ეს განწყობა არის ბატონ ავთანდილში,ეს განწყობა იყო დარბაზში,ამ განწყობით ჩამოვიდნენ მეგობრები სამეფრელოდან, აჭარიდან,გურიიდან, იმერეთის სხვა ქალაქებიდან.ამ განწყობის პირადი წერილი გამოუგზავნა ქალბატონმა მაყვალა გონაშვილმა იუბილარს,ამ განწყობით მიმართეს იუბილარს და შეკრებილთ ცნობილმა მწერლებმა ვასილ ბესელიამ და ერეკლე საღლიანმა,ამ განწყობის სიტყვებით დამტვირთეს ბატონებმა როინ მეტრეველმა და რეზო მიშველაძემ. ამის დასტურია ილია ჭავჭავაძის  მედალიც,იუბილარს რომ გადაეცა…ილიას სიტყვები მახსენდება “მორიგება ერთმანეთის  შეუბღალავად!” აი,რა გვჭირდება დღეს საქართველოში. ეს დაიწყო ქუთაისში გამართულმა ავთანდილ ყურაშვილის იუბილემ!
დღეს მტყუან-მართალის გარკვევის დრო არ არის, დედა-სამშობლისთვის ერთობის დროა და ჩირად არა ღირს,ვისაც ეს არ ესმის,ვისაც ეს არ აქვს გაცნობიერებული.

ეს წელი დავით აღმაშენებლის საიუბილეი წელია – 950 შესრულდა. ამ წელს სრულდება წლების წინ დაწყებული ეროვნული დოქტრინის შემუშავების პროცესი.. მისი მიღება მომდევნი წლის 8 თებერვალს, დავითობასაა განსაზღვრული, გელათში,  გელათის აკადემიის ისტორიულ კედლებში! დარწმუნებული ვარ , ეს დღე დიდ ქართულ განწყობას შეკრავს და იქნება დიდი ქართული შემოძახილის დღე ! ეჭვი არ მეპარება, რომ ამ დღეს ერთად ვიქნებით და ამ დღეს სწორედ დავითის მასშტაბს მისცემს ქუთაისი !

ბოლოს ისევ ავთანდილ ყურაშვილთან დაკავშირებით, ანუ იმაზე რითაც დავუწყეთ და რისთვისაც შევიკრიბეთ !დღეებია,რაც შევდექი ხუთ ტომად აკინძულ ათანდილ ყურაშვილის შემოქმედებას…ყოველ სტრიქონში სიყვარულია —მამულის და ადამიანის!

ვამაყობ და მიხარია! მწამს და მჯერა ქვეყნის მომავლის,იმის რომ დადგება დრო საქართველოში იქნება არა გარე ძალთაგან მართული და არა მათი, არამედ საქართველოს,ქართველი ხალხის მსახური ხელისუფლება!

დიახ,”ქუთაისი დღეს ხომალდია ოკეანეში !(ა.ყ.)
ვადასტურებ და გაცილებით მეტად ყველა სიტყვას, რომელიც წლების წინ დავწერე ავთანდილ ყურაშვილთან დაკავშირებით წერილში – ” განთიადივით. კაცი ‘
იხ. გიზო თავაძე: მწერლის იუბილე და კაკალი თხილი…

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *