საბრალდებო დასკვნა

 

saakსისხლის სამართლის Ν55555 საქმეზე მიხეილ ნიკოლოზის ძე სააკაშვილს, დაბ. 1967 წლის 21 დეკემბერს, ქ. თბილისში, უმაღლესი განათლების მქონეს, ჯერ კიდევ საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობაზე მომუშავეს, ცოლშვილიანს, ნასამართლობის არმქონეს, ბრალად ედება დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შემდეგი მუხლებით:
მუხლი 161. შეკრების ან მანიფესტაციის უფლების ხელყოფა 2. შეკრების ან მანიფესტაციის მოწყობის ანდა მასში მონაწილეობის უფლების განხორციელებისათვის უკანონოდ ხელის შეშლა ძალადობით, ძალადობის მუქარით ან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ჩადენილი იარაღის გამოყენებით, ან რამაც მასობრივი არეულობა, სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი გამოიწვია, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე. ბრალდებულ მიხეილ სააკაშვილის მიერ აღნიშნული დანაშაულის ჩადენა დადასტურებულია 2007 წლის 7 ნოემბერს მისი უშუალო ბრძანებით განხორციელებული მრავალათასიანი მიტინგის მონაწილეთა სასტიკი, არაადამიანური მეთოდებით დარბევის ფაქტით, რა დროსაც გამოყენებული იქნა მხუთავი გაზი და კანონით აკრძალული იარაღი.

მუხლი 154. ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა

2. ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა, ესე იგი მისი იძულება, გაავრცელოს ინფორმაცია ან თავი შეიკავოს მისი გავრცელებისაგან, ჩადენილი ძალადობის მუქარით ან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე ბრალდებულ მიხეილ სააკაშვილის მიერ აღნიშნული დანაშაულების ჩა¬დენა დადასტურებულია მისი უშუალო ბრძანებით ტელეკომპანიების “იბერიის”, “202”-ის, “იმედის” დახურვით და მიტაცებით, ჟურნალისტების მიმართ ძალადობის გამოყენების გზით 2007 წლის 7 ნოემბერს ტელეკომპანია “იმედში” შეჭრის, 2009 წლის 15 ივნისს შსს თბილისის პოლიციის სამმართველოს შენობის წინ ჟურნალისტების ცემის, აგრეთვე ჟურნალისტების მიმართ განხორციელებული დაშინებისა და მოსყიდვის ფაქტებით.

მუხლი 162. არჩევნებში, რეფერენდუმში ან პლებისციტში ნების განხორციელებისათვის ხელის შეშლა 2…. ჩადენილი: ა) სამსახურებრივი მდგომარეობის ან იარაღის გამოყენებით; ბ) მოტყუებით; გ) ძალადობით ან ძალადობის მუქარით; დ) ჯგუფურად, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან სამ წლამდე.

მუხლი 1641. ამომრჩევლის მოსყიდვა,

მუხლი 1643. არჩევნების გაყალბება …ამომრჩევლისათვის ფულადი სახსრების, საჩუქრებისა და სხვა მატერიალური ფასეულობების უსასყიდლოდ ან შეღავათიან ფასებში გადა¬ცემა ან მიყიდვა, უფასო მომსახურების გაწევა ან ფულადი სახსრების, ფასიანი ქაღალდებისა და სხვა მატერიალურ ფასეულობათა გადაცემის დაპირება რომელიმე საარჩევნო სუბიექტის მხარდაჭერის მიზნით… საარჩევნო სიების, ოქმების, ბიულეტენების, სარეგისტრაციო ჟურნალების და საკონტროლო ფურცლების განზრახ გაყალბება, – ისჯება თავისუფ¬ლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე. ბრალდებულ მიხეილ სააკაშვილის მიერ აღნიშნული დანაშაულების ჩადენა დადასტურებულია მისი უშუალო ბრძანებით განხორციელებული უამრავი გაყალბებით არჩევნების წინ, მისი მიმდინარეობისა და შემდგომ პერიოდში, რაც დადასტურებულია მრავალრიცხოვან მოწმეთა ჩვენებებით და სადამკვირვებლო ორგანიზაციების (მათ შორის საერთაშორისო) ოფიციალური დასკვნებით.

მუხლი 159. პირადი მიმოწერის, ტელეფონით საუბრის ან სხვაგვარი ხერხით შეტყობინების საიდუმლოების დარღვევა 2. პირადი მიმოწერის ან საფოსტო გზავნილის, ტელეფონით ან სხვა ტექნიკური საშუალებით საუბრის ანდა ტელეგრაფით, ფაქსით ან სხვა ტექნიკური საშუალებით მიღებული ან გადაცემული შეტყობინების საი¬დუმლოების უკანონოდ დარღვევა,- ბ) არაერთგზის; გ) სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით; დ) რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე. ბრალდებულ მიხეილ სააკაშვილის მიერ აღნიშნული დანაშაულის ჩა¬დე¬ნა დადასტურებულია მისი უშუალო ბრძანებით შსს-ს მიერ საქართ¬ველოში მასობრივად და სისტემატურად წარმოებული სატელეფონო და სხვა სახის უკანონო მოსმენების ფაქტებით.

მუხლი 160. ბინის ან სხვა მფლობელობის ხელშეუხებლობის დარღვევა 3. …ჩადენილი: ა) ძალადობით ან ძალადობის მუქარით; ბ) რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, გ) სამსახურებრივი მდგომარეობის ან იარაღის გამოყენებით, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე. ბრალდებულ მიხეილ სააკაშვილის მიერ აღნიშნული დანაშაულის ჩადენა დადასტურებულია მისი უშუალო ბრძანებით თბილისში, თაბუკაშვილის ქუჩაზე მრავალსართულიანი სახლიდან მობინადრეთა გამოყრით და ამ სახლის დანგერვით, აგრეთვე ასეულობით სხვადასხვა მოქალაქის იძულებით, რათა მათ “ნებაყოფლობით” დაეთმოთ სახელმწიფოსათვის საკუთარი უძრავი და მოძრავი ქონება.

მუხლი 1443. დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობა 2.…ღირსებისა და პატივის შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენება, რაც პირს ძლიერ ფიზიკურ, ფსიქიკურ ტკივილს ან მორალურ ტანჯვას აყენებს, ჩადენილი: ბ) სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით; გ) არაერთგზის; დ) ორი ან მეტი პირის მიმართ – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან ექვს წლამდე. ბრალდებულის მიერ აღნიშნული დანაშაულის ჩადენა დასტურდება პატიმართა მიმართ სასჯელაღსრულების დაწესებულებების თანამშრომელთა მხრიდან არაადამიანური, ღირსების შემლახავი მოპყრობის მდგომარეობაში სისტემატური ჩაყენებით, რაც დამკვიდრებულია მის მიერ პენიტენციურ სფეროში წარმოებული პოლიტიკის შედეგად. მუხლი 332. სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება 3. …სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ, ჩადენილი: ა) არაერთგზის; ბ) ძალადობით ან იარაღის გამოყენებით; – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე. ბრალდებულ მიხეილ სააკაშვილის მიერ აღნიშნული დანაშაულის ჩადენა დასტურდება მის მიერ “ნულოვანი ტოლერანტობისა” და ქუჩაში მოქალაქეთა ჩაცხრილვის მოწოდებების შედეგად ქვეყანაში დამკვიდრებული მასობრივი ძალადობის ფაქტებით, დაკავებულ პირთა მიმართ განხორციელებული წამებებით და არაადამიანური, ღირსების შემლახველი მოპყრობით.

მუხლი 181. გამოძალვა 4. … ესე იგი სხვისი ნივთის ან ქონებრივი უფლების გადაცემის ან ქონებრივი სარგებლობის მოთხოვნა, რასაც თან ერთვის დაზარალებულის ან მისი ახლო ნათესავის მიმართ ძალადობის გამოყენების მუქარა, ჩადენილი: გ) დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით; გ) ჩადენილი რეკეტირის მიერ, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თერთმეტ წლამდე. ბრალდებულ მიხეილ სააკაშვილის მიერ აღნიშნული დანაშაულის ჩადენა დადასტურებულია სისხლის სამართლის კანონმდებლობაში არსებული ”საპროცესო შეთანხმების” ნორმის გამოძალვის მიზნით გამოყენებით, რომლის საფუძველზე ათასობით ადამიანს ბრალდებულ სააკაშვილის ხელქვეითებმა სახელმწიფოს სახელით გამოსძალეს დიდძალი ქონება.

მუხლი 147. განზრახ უკანონო დაკავება ან დაპატიმრება 3. განზრახ უკანონო დაპატიმრება, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ცხრიდან თორმეტ წლამდე. ბრალდებულ მიხეილ სააკაშვილის მიერ აღნიშნული დანაშაულების ჩადენა დადასტურებულია მისი უშუალო ბრძანებით ირაკლი ბათიაშვილის, ნორა კვიციანის, მაია თოფურიას, თემურ ჟორჯოლიანის, რამაზ სამნიძის, ვახტანგ ტალახაძის, ზაზა დავითაიას, კოკა კვინიკაძის, ლუკა რამაზაშვილის, მერაბ რატიშვილის, ვლადიმერ ვახანიას, ზაზა ჩაკვეტაძის, ვახტანგ სუბელიანის და სხვა მრავალი უდანაშაულო პირის სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში პოლიტიკური მოტივებით განზრახ მიცემით და უკანონო დაპატიმრებით .

მუხლი 345. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ შეცვლა 2. დ) … რამაც გამოიწვია მძიმე შედეგი, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან რვა წლამდე. ბრალდებულ მიხეილ სააკაშვილის მიერ აღნიშნული დანაშაულის ჩადენა დასტურდება საქართველოს სახელმწიფოს საზღვრის უკანონოდ შეცვლის ფაქტობრივი მდგომარეობით, რაც გამოიწვია მის მიერ წარმოებულმა არაკომპეტენტურმა და დანაშაულებრივმა პოლიტიკამ.

მუხლი 310. საქართველოს საგარეო უშიშროების ხელყოფა 3. უცხო ქვეყანასთან ან უცხოეთის ორგანიზაციასთან ისეთი ურთიერთობის დამყარება, რომლის მიზანია საქართველოს წინააღმდეგ საომარი მოქმედების ან აგრესიის სხვა აქტის მომზადება ან განხორციელება, აგრეთვე სხვაგვარი ქმედება ასეთი აქტის პროვოცირების მიზნით, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ათიდან თხუთმეტ წლამდე. ბრალდებულმა მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობაზე მუშაობის პერიოდში უცხო ქვეყანასთან და უცხოეთის ორგანიზაციასთან დაამყარა ისეთი ურთიერთობა, რომლის მიზანი იყო საქართველოს წინააღმდეგ საომარი მოქმედების ან აგრესიის სხვა აქტის მომზადება. აღნიშნული დანაშაულის დამადასტურებელია ასეთი აგრესიის განხორციელება საქართველოში რუსეთის მხრიდან 2008 წლის აგვისტოში.

მუხლი 312. საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ხელყოფა 3. საქართველოს თავდაცვისუნარიანობის საზიანოდ საქართველოს სამხედრო ტექნიკის ან სამხედრო ობიექტის დაზიანება, მწყობრიდან გამოყვანა ან განადგურება… – ჩადენილი ომიანობის ან შეიარაღებული კონფლიქტის დროს, ანდა რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი გამოიწვია, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თორმეტიდან ოც წლამდე. აღნიშნული დანაშაულის დამადასტურებელია ბრალდებულ მიხეილ სააკაშვილის გაცემული ბრძანების შედეგად შეიარაღებული კონფლიქტის დაწყება და ამ კონფლიქტის დროს ასეულობით ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, უცხო ქვეყნისათვის საქართველოს სამხედრო ტექნიკის და თავდაცვის სხვა საშუალებების (მრავალმილიონიანი ქონების) გადაცემა. აღნიშნული დადასტურებულია საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნებით და უამრავ მოწმეთა ჩვენებებით .

მუხლი 308. საქართველოს ტერიტორიული ხელშეუხებლობის დარღვევა 2. საქართველოს საწინააღმდეგო მოქმედება, მიმართული უცხო ქვეყნი¬სათვის საქართველოს მთელი ტერიტორიის ან მისი ნაწილის გადა¬ცემისაკენ… რამაც საქართველოს მთელი ტერიტორიის ან მისი ნაწილის დაკარგვა ანდა სხვა მძიმე შედეგი გამოიწვია, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თხუთმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთით. ბრალდებული მიხეილ სააკაშვილი, საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობაზე მუშაობის პერიოდში, ახორციელებდა არაკომპეტენტურ პოლიტიკას, რამაც გამოიწვია რუსეთის აგრესია და ამ უკანასკნელის მიერ საქართველოს ტერიტორიის ნაწილის დაპყრობა. სააკაშვილის მიერ ჩადენილი დანაშაული დადასტურებულია კოდორის, დიდი და პატარა ლიახვის ხეობებისა და ახალგორის რაიონის ასზე მეტი ქართული სოფლის უცხო ქვეყნის ჯარის მიერ ოკუპაციით და რამდენიმე სახელმწიფოს მიერ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის სახელმწიფოებრიობის აღიარების ფაქტით.

მუხლი 109. განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში 3. ა) ორი ან მეტი პირისა; ბ) განსაკუთრებული სისასტიკით; ე) არაერთგზის… – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თექვსმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთით.

ბრალდებულ მიხეილ სააკაშვილის მიერ აღნიშნული დანაშაულის ჩადენა დასტურდება პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიას, ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის, მოქალაქეების ზურაბ ვაზაგაშვილის, სანდრო გირგვლიანის, ამირან რობაქიძის, გიორგი გამცემლიძის და მრავალი სხვა უდანაშაულო პირის მკვლელობებით.

ბრალდებულ მიხეილ სააკაშვილის ყველა დანაშაული დადასტურებულია ათასობით მოწმის ჩვენებით (საქმეს თან დაერთვება სასამართლოზე გამოსაძახებელ მოწმეთა და დაზარალებულთა მრავალათასიანი სია), აგრეთვე საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებათა სრული ერთობლიობით. ბრალდებულ მიხეილ სააკაშვილს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება არ გააჩნია, ხოლო დამამძიმებელი გარემოებაა ის, რომ მას ჩადენილი აქვს მძიმე და განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულები და მისი თავისუფლებაში ყოფნა ქვეყნისთვის და საზოგადოებისთვის წარმოადგენს სერიოზულ საშიშროებას.

აღნიშნულიდან გამომდინარე, 2010 წლის 1 ოქტომბრამდე მოქმედი საქართველოს სსსკ-ის 48-ე მუხლის II ნაწილისა და 416-ე მუხლების შესაბამისად, აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე განსჯადობის მიხედვით, განსახილველად უნდა გა¬დაეგზავნოს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიას.

საქართველოს მთავარი პროკურორი                           /ხელმოწერა/

P. S თვითეულ ამ დანაშაულში ბრალდებული სააკაშვილის გვევლინება ორგანიზატორად, წამქეზებლად ან დამხმარედ. სსკ-ის 24-ე მუხლის მიხედვით, ორგანიზატორია ის, ვინც მოაწყო დანაშაულის ჩადენა ან ხელმძღვანელობდა მის განხორციელებას, წამქეზებელია ის, ვინც დაიყოლია სხვა პირი განზრახი დანაშაულის ჩასადენად, ხოლო დამხმარეა ის, ვინც ხელი შეუწყო დანაშაულის ჩადენას.

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *