ქართველი პოლიტიკოსის განსაკუთრებული მისია

71-150x150

2011 წლის ოქტომბერს ქალაქ სოჭში გაიმართა ოსური კულტურის დღეები, რომელშიც  მონაწილეობდნენ   მსოფლიოს 40 ქვეყანაში (საფრანგეთი, აშშ,  დიდი ბრიტანეთი, შვეიცარია, გერმანია, და ა.შ) მცხოვრები ოსი ეროვნების მოქალაქეები.

ჩვენთვის, ქართველებისათვის, განსაკუთრებით საყურადღებოა ამ მოვლენის ერთი უნიკალური ფაქტი. 2008 წლის შეიარაღებული კონფლიქტის შემდეგ სრულიად ოსთა ამ რანგის შეკრებაში პირველად მიიღო მონაწილეობა ქართველმა სტუმარმა.

კულტურის დღეებს დაესწრო „თეთრების“ ლიდერი, თემურ შაშიაშვილი. იგი  მიწვეული იყო სოჭში ოსების დიასპორის  ხელმძღვანელის, ალექსანდრე მარგიევის მიერ საპატიო სტუმრის რანგში, როგორც ქართულ-ოსური მისიის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი.

განსაკუთრებული მიწვევით დამსწრე ბატონმა თ. შაშიაშვილმა განაცხადა:

– ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია და საპატიო, რომ ვარ   პირველი ქართველი, რომელიც ასეთი რანგის შეკრებაზე მიიწვიეს 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ.

ამ მისიის განსაკუთრებულობიდან გამომდინარე, თემურ შაშიაშვილმა მისასალმებელი სიტყვით მიმართა კულტურის დღეების მონაწილეთა 1 000 კაციან აუდიტორიას, რომელიც გამორჩეული სითბოთი იყო მიღებული. მან ორგანიზატორებს გადასცა მერაბ ბერძენიშვილის წიგნი, „დაუჯერებელი სიმართლე“ .

იქვე ქართულ და რუსულ ენებზე წაკითხული იქნა პოეტ რეზო ამაშუკელის მიმართვა ოს ხალხისადმი.

წარმოდგენილ ტექსტში ერთი დღის ოთხი გამოსვლაა გაერთიანებული: გამოსვლა დასკვნით საღამოზე, კულტურის ცენტრში, ოლიმპიურ ცენტრში, ვახშამზე.

 

 

 

 

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *