თემურ შაშიაშვილი: ესაა სამარცხვინო დამოკიდებულება საქართველოს მიმართ.
რატომ გვთხოვენ დასავლეთის ორგანიზაციები, ვაპატიოთ სააკაშვილის ის, რასაც არ აპატიებდნენ პრეზიდენტს არც ერთ დემოკრატიულ ქვეყანაში? სამარცხვინოა, როგორც იქცევიან საერთაშორისო ორგანიზაციები, ის რაც ეხლა ევროპის საპარლამენტო ასამბლეამ გააკეთა, ღირსეული ქვეყანა რომ ვიყოთ, იმ ორგანიზაციიდან უნდა გამოვდიოდეთ. თქვენ წარმოგიდგენიათ, საზოგადოებრივ არხზე ფინანსური შემოწმება რომ შევიდა, მათ ეს თავისუფალ მედიაზე ზეწოლად მონათლეს. უცხოეთში არაფრის პატიება არ შეუძლია ასეთ ხალხს, ყველაზე ცუდი ისაა, რომ საფრანგეთში და იტალიაში რისი პატიებაც არ შეიძლება უმაღლესი თანამდებობის პირისთვის, ასეთი ხალხი ჩვენ გვმოძღვრავს, რომ ყველაფერი ვაპატიოთ ვადაგასულ პრეზიდენტს. თქვენ ჩამორჩენილი ქვეყანა ხართ და უნდა აპატიოთო. ამიტომ ვამბობ, საქართველოს ისეთი ხელისუფლება უნდა ყავდეს, რომელიც ქვეყნის გარედან არ იმართება. შევარდნაძე 70% გარედან იმართებოდა, მაგრამ ყველაფერში მათ ჭკუას არ ეკითხებოდა, ამიტომაც პრეზიდენტობის ვადის ამოწურვამდე ერთი წლით ადრე ის გადააგდეს. სააკაშვილი რადგან მათ ყველაფერში ემორჩილება, მისი დასაჩუქრება გადაწყვიტეს. საერთაშორისო ორგანიზაციებმა ჩათვალეს, რომ ეს კაცი ერთი წლით მეტი ხნით უნდა იყოს პრეზიდენტი და ამ დროს ჩუქნიან. ესაა სამარცხვინო დამოკიდებულება საქართველოს მიმართ…



