პოლიტპატიმრების გათავისუფლებისა და პოლიტდევნილების მიმართ სისხლის სამართლის საქმეების შეწყვეტის თაობაზე

 

წინამდებარე დოკუმენტი შედგენილია პოლიტიკურ დევნილთა აქტიური მონაწილეობით. განსაკუთრებული როლი ეკუთვნის პოლიტიკურ დევნილს ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთ გამორჩეულ მოღვაწეს, ჩეხეთში პოლიტიკური თავშესაფარის სტატუსის მქონე გიორგი ალანიას. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს დოკუმენტი როგორც ახალი ხელისუფლების, ასევე უამრავი ჩვენი ქვეყნის მოქალაქისა და მეგობრის განწყობას

საქართველოს პარლამენტს

მიმართვა

მოგმართავთ მთავრობის სრული შემადგენლობის დამტკიცების შემდგომ, პირველ რიგში მიიღოთ შესაფერისი ზომები პოლიტპატიმრების განთავისუფლებისა, პოლიტდევნილების მიმართ სისხლის სამართლის საქმეების შეწყვეტისა და რეაბილიტაციის თაობაზე.

ყოფილ პოსტკომუნისტური ქვეყნების გამოცდილებიდან (ჩეხეთის რესპუბლიკა) და პირადი მოსაზრებიდან გამოდინარე გთავაზობთ შესაბამისი ნორმატიული აქტებისა და ზომების მიღებას.

პირველ რიგში მინდა ავღნიშნო ის, რომ პოლიტპატიმრებისა და პოლიტდევნილების მიმართ მიუღებელია ამნისტიის გამოყენება. ამ მექანიზმს წინა ორი ხელისუფლება იყენებდა, რაც ფაქტობრივად პოლიტიკური ნიშნით დევნილთა დანაშაულის აღიარებას ნიშნავს. დროის ფაქტორის გათვალსიწინებით და სამართლიანობის სწრაფი აღდგენის მიზნით აუცილებელია დღეს საქართველოში არსებული საკანონმდებლო ბაზის გამოყენება.

1. პოლიტპატიმრების უმოკლეს ვადაში განთავისუფლება:
ა.) გასამართლებული პოლიტპატიმრების დაუყოვნებლივ პირობითი განთავისუფლება.. ასეთი ფორმა გამოყენებული იქნა ჩეხეთში 1989 წლის ხავერდოვანი რევოლუციის შემდეგ. თვით ჩეხეთის ყოფილი პრეზიდენტი ვაცლავ ჰაველი იქნა ამ ფორმით განთავისუფლებული ციხიდან.
ასეთი სახით პოლიტპატიმრის განთავისუფლებისათვის არ არის აუცილებელი სასამრთლო პროცესი. განთავისუფლებულ პოლიტპატიმარს კი განთავისუფლების შემდგომ შესაძლებლობა აქვს რეაბილიტაციის თაობაზე სასამართლოში სარჩელის შეტანის და მატერიალური კომპენსაციის მოთხოვნისა.
ბ.) ის პოლიტპატიმრები, რომელთა საქმეზე სასამართლო პროცესი არ არის დაწყებული, განთავისუფლდებიან პროკურატურის დადგენილებით საქმის შეწყვეტის თაობაზე, რამეთუ აღნიშნულ საქმეში გამოძიებით არ იქნება დადგენილი სისხლის სამრთლის დანაშაული.

გ.) ზემოთ აღნიშნული ორივე კატეგორია, ანუ გასამრთლებული და გაუსამართლებელ პოლიტპატიმართა სტატუსის დადგენა ხდება ნდობით აღჭურვილი არასამთავრბო ორგანიზაციების და პოლიტიკური პარტიების ერთობლივი კომისიის წარდგენით.

2. პოლიტდევნილების რეაბილიტაცია და მათზე აღძრული საქმეების შეწყვეტა:
ა). პოლიტდევნილები რომელებსაც არ აქვთ საქართველოს საზღვრებს გარეთ მიღებული პოლიტიკური სტატუსი, ანუ იმყოფებიან ქვეყნებში სადაც თავშესაფარის სტატუსის მოთხოვნის საშუალება არ არსებობდა, ან კიდევ სტატუსი მოითხოვეს მაგრამ, ჯერ არ აქვთ მიღებული, ან კიდევ გარკვეული მიზეზების გამო თავშესაფარის მოთხოვნა არ აქვთ წარდგენილი.
ამ კატეგორიის პოლიტდევნილების მიმართ პროკურატურა საქმის შეწყვეტის გადაწყვეტილება გამოაქვს ისე, როგორც ეს გაუსამართლებელ პოლიტპატიმერების შემთხვევაში არის გათვალისწინებული 1. ბ).
პოლიტიდევნილის სტატუს დაგენა ხდება არასამთავრბო ორგანიზაციების და პოლიტიკური პარტიების ერთობლივი კომისიის წარდგენით, როგორც ეს 1. გ). პუნქტშია მოცემული.
ბ). პოლიტდევნილები, რომელთაც საქართველოს საზღვრებს გარეთ აქვთ მინიჭებული პოლიტდევნილის სტატუსი, ან ეს სტატუსი ადრე ჰქონდათ მიღებული.
ამ კატეგორიის პოლიტდევნილების მიმართ პროკურატურა საქმის შეწყვეტის გადაწყვეტილება გამოაქვს ისე, როგორც ეს გაუსამართლებელ პოლიტპატიმერების შემთხვევაში არის გათვალისწინებული 1. ბ).
ამ კატეგორია პოლიტდევნილებისათვის სტატუსის ხელმეორედ დადგენის აცუილებლობა არ არსებობს, რადგან საქართველოს საზღვრებს გარეთ ეს სტატუსი ოფივიალურად უკვე მიღებული აქვთ. საკმარისია მიღებული დევნილის სტატუსის გამოგზავანა.
ორივე პუნქტში ა). და ბ). პოლიტდევნიელებს შემდგომ უფლება აქვთ რეაბილიტაციის თაობაზე სასამრთლოში სარჩელის შეტანის და მატერიალური კომპენსაციის მოთხოვნისა.

3. სინდისის პატიმრების განთავისუფლება და რეაბილიტიაცია.
ა) პირობით განთავისუფლდნენ საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც არაპოლიტიკური ნიშნით წინა რეჟიმების მიერ განზრახ იყვნენ დადანაშუაულებულნი, ან გამოძიების შეცდომით
წარმოების მსხვერპლნი გახდნენ.
ბ). სინდისის პატიმრების მიმართ გამოყენებულ იქნას იგივე მიდგომა რომელიც მოყვანილია პუნქტებსი 1. ბ). გ).
გ). ზემოთ აღნისნული კუთხით დევნილთა მიმართ გამოყენებულ იქნას იგივე მიდგომა რომელიც მოყვანილია 2. ბ). გ.)

საქართველოში დღემდე არც ერთხელ არ მომხდარა პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულთა და პოლიტდევნილთა არც რეაბილიტაცია და არც კომპენსაციის ანაზღაურება, რაც ფაქტობრივად დაუსჯელობისა და უსამართლობის სინდრომად იქცა ქვეყანაში. სახელწიფო ყოველთვის ვალდებულია დაიცვას თავსი მოქალაქე და აღკვეთოს უსამართლობა განურჩევლივ მთავრობის და პოლიტიკურ რეჟიმის ცვლილებისა. ყოველი ახალი მთავრობა მემკვიდრეობით იღებს პასუხისმგებლობას თავის მოქალაქეების მირთ.

პ.ს. თუ საქართველოს კანონმდებლობა არ ითვალსიწინებს პირობით განთავისუფლებას, მაშინ შესაძლებელია გამოყენებულ იქნას სხვა შესაბამისი ფორმა, რომელიც არ ითვალსიწინებს თანხის გადახდას.

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *