საქართველოში პოლიტიკური მოტივით გასამართლებულთა და დევნილთა რეაბილიტაცია

კანონპროექტი

ამ კანონის მიღებისას გათვალისწინებულია ის, ფაქტორიც რომ საქართველოში დღემდე არ მომხდარა არც კომუნისტურ პერიოდში რეპრესირებულთ რეაბილიტაცია, ამის გამო დასადგენია ამ კანონის მოქმედების საწყის ვადა. მაგალითისათვის შეგვიძლია გამოვიყენეოთ 1960 წლიდან 2012 წლის ჩათვლით.

აქედან გამომდინარე გრძელვადიანი სასამრთლო პროცესების აცილებისა და სამართლიანობის აღდეგნის მიზნით რეაბილიტაცია და მატერიალური კონპენსაცია უნდა განხორციელდეს ამ კანონის მიხედვით.

კანონის ძირითადი დებულებები აღებულია პოსტკომუნისტური ევრoპის ქვეყნების მაგალითზე.

I კანონის მიზანი

კანონის მიზანია გააუქმოს ყველა ის სასამართლო გადაწყვეტილება და შეწყვეტილ იქნას ყველა იმ სისხლის სამართლის საქმის წარმოება რომელიც ეწინააღმდეგება დემოკრატიული სახელმწიფოს ნორმებს, ანუ საერთაშორისო ნორმებიდან გამომდინარე ადამიანის უფლებების დარღვევად არის მიღებული. კანონი შესაბამის ორგანოებს შესაძლებლობას მისცემს სწარფი წესით გადახედოს პოლიტიკური მოტივით გამოტანილ ყველა განაჩენსა თუ სისხლის სამრთლის წარმოებასი მყოფ საქმეებს და უზრუნველყოფს ამ პირთა სწრაფი საყოველტაო რეაბილიტაცია.
ასევე უზრუნველყოფს ყველა უსამართლო განაჩენისა და უსამართლო დევნაში მყოფ პირთა მატერიალურ კომპენსაციას.

II კანონის მოქმედება

ამ კანონის მიღების შემდეგ გაუქმებულ იქნას ყველა სასამართლო გადაწყვეტილება რომელიც ეხება პოლიტიკური მოტივით ან უსანართლოდ გასამართლებულებს 1960 წლიდან 2012 წლის ჩათვლით.
§ 2
შეჩერებულ იქნას პოლიტიკური მოტივით, ან უსამრთლო ბრალდების საფუზველზე სისხლის სამრთლის საქმეების წარმოება 1960 წლიდან 2012 წლის ჩათვლით.

III კანონის შესრულება

§ 1
კანონის შეწრულება ევალება სასამართლოს და პროკურატურას.

§ 2
სასამართლო შეტანილი განცხადების საფუზველზე ახდენს გამოტანილი განაჩენის სწრაფი წესით გაუქმების სესახებ.

§ 3
პროკურატურა შეტანილი განცხადების საფუზველზე სისხლის სამრთლის საქმის შეწყვეტის განკარგულებას გასცემს.
ასევე პროკურატურას ამ კანონის ძალაში შესვლის დღიდან ევალება შეტანილი განცხადების გარეშე გადახედოს ყველა სისხლსი სამართლის სამეების წარმოებას და საქმის შეწყვეტის განკარგულებას გასცეს იმ სამეებზე, რომელიც არ შეიცავს სისხლის სამრთლის დანაშაულს.

IV მატერიალური კომპენსაცია

§ 1
ამ კანონის მიხედვით ყველა რეაბილიტირებულ პიროვნებას უფლება აქვს მიიღოს მატერიალური კომპენსაცია.

§ 2
პოლიტპატიმრებს დაუწესდეს მატერიალური კონპენსაცია პატიმრობაში ყოფნის პერიოდიდან გამომდინარე თვეში 2.500 ლარი თვეში.

§ 3
პოლიტდევნილებს დაუწესდეს მატერიალური კონპენსაცია სისხლის სამრთლის საქმეების წარმოების დაწყებისა და შეწყვეტის პერიოდამდე თვეში 1.500 ლარი.

§ 4
მატერიალური კომპენსაცია არ ვრცელდება იმ რეაბილიტირებულ პირებზე ვინც მატერიალური კონპენსაციის სასამართლო წესით მოითხოვს.

§ 4
ერჯერადი მატერიალური კომპენსაცია 30.000 ლარის რაოდენობით მიიღებენ ის რეაბილიტირებული პრირები, რომლებსაც ამ კანონით გათვალისწინებულ მოტივიდან გამომდინარე ჯამრთელობას მიყენებულ ექნა ზიანი და ამის საფუზველზე მიღებული აქვთ ინვალიდობა.

§ 5
მატერიალური კონპენსაციის მოთხოვნის უფლება გადადის რეაბილიტირებულის ოჯახე, მეუღლეზე და შვილებზე.

§ 6
მატერიალური კონპენსაციის 30% სახელმწიფო გადაიხდის კომპენსაციის ცნობიდან ერთი თვის ვადაში დანრჩენ თანხას 10 წლის განმავლობაში, წელიწადში ერთხელ სახლემწიფო ვალის სახით (ობლიგაცია) შესაბამის პროცენტული დანამატის სახით.

განმარტება.

კანონპროექტი სრულყოფილ ფორმისათვის აუცილებელია საქართველო პარლამენტის იურიდიული კომისიის მიერ დანამტებისადა ცვლილებების შეტანა.

პოლტპატიმრად თუ პოლიტდევნილად პიროვნების გამოცხადების წესი წარდგენილ იქნა საქართველოს მთავრობისადმი მიმართვაში.

“სტატუსის დადგენა ხდება ნდობით აღჭურვილი არასამთავრბო ორგანიზაციების და პოლიტიკური პარტიების ერთობლივი კომისიის წარდგენით.”

ეს წესი ვრცელდება უსამრთლოდ გასამრათლებულთა ან დევნილების მიმართაც.
ეს წესი არ ვრცელდება პოლიტდევნილებზე ან უსამრთლო საქმეების საფუზველზე მყოფ დევნილ პირებზე, ვისაც საერთაშორისო ნორმებიდან გამომდინარე დემოკრატიულ ქვეყნებში მიღებული აქვთ პოლიტიკური თავშესაფარი, რამეთუ ფაქტობრივად ეს სტატუსი უკვე მინიჭებული აქვთ.

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *