თეთრების პოზიცია: დავიწყოთ შეთანხმების პროცესი

`
temuri1ჩვენ მიგვაჩნია რომ ქვეყანაში შექმნილი ჩიხური მდგომარეობიდან გამოსვლისათვის აუცილებელია პრეზიდენტის გადაგდომა, მაგრამ ეს სრულებითაც არ ნიშნავს სისტემური კრიზისიდან გამოსვლას, იგი მხოლოდ იწყებს ამ პროცესს.

ჩვენი აზრით ჩიხური მდგომარეობიდან, სისტემური კრიზისიდან გამოსავალი არის: იმ კონსტიტუციაში, რომელიც იქნება არა პოლიტიკური უმრავლესობის (როგორც ეს დღეს არის), არამედ საქართველოს მოსახლეობის ერთიანობისა და თანხმობის აქტი; დემოკრატიულ საარჩევნო სისტემაში და არჩევნების დემოკრატიულად ჩატარებაში, გაუყალბებელი არჩევნების სისტემის შექმნაში; ძალაუფლების რეალურ გადანაწილებაში ხელისუფლების შტოებს შორის, ხელისუფლებასა და პოლიტიკურ ოპოზიციას შორის ძალთა წონასწორობაში.

სწორედ ამიტომ ვთავაზობთ პოლიტიკურ პარტიებს – დავიწყოთ შეთანხმების პროცესი: საკონსტიტუციო ცვლილებებზე; დემოკრატიულ საარჩევნო სისტემაზე; კანონპროექტზე `ოპოზიციის შესახებ~.

ამ პროცესის დაწყების დაგვიანება მძიმედ დაუბრუნდება ქვეყანას მომავალში. ეს პროცესი კი წარმარტებულად რომ წარიმართოს, ჩვენ – ქართულ საზოგადოებას პოლიტიკურ პარტიებს ვთავაზობთ სამ, ჩვენი აზრით, სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვან ინიციატივას:

პირველი ეხება პოლიტიკურ პარტიათა ასამბლეის შექმნას, რომელსაც ექნება ერთადერთი მიზანი – მოამზადოს საკოსტიტუციო ცვლილებები, შექმნას დემოკრატიული საარჩევნო სისტემა და კანონპროექტი ,,ოპოზიციის შესახებ.” მეორე ეხება პარტიების საერთო შეთანხმებით სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანებისაგან `ნდობის დარბაზის~ შექმნას; მესამე კი _ `ეროვნული თანხმობის ხელისუფლების~ შექმნას და მისი ფორმირების პრინციპებს.

ზოგიერთი განმარტება: დღეს, უმძიმესი სისტემური კრიზისის პირობებში, უდიდესი მნიშვნელობა აქვს პოლიტიკური პროცესის მონაწილე თითოეული პარტიის პოლიტიკურ და სახელმწიფოებრივ პასუხისმგებლობას. ვიმედოვნებთ, რომ პოლიტიკოსი, პოლიტიკური პარტია, რომელსაც აქვს ასეთი პასუხისმგებლობა, არ ჩაერთვება არჩევნებში, თუ არა აქვს ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პროგრამა. მართალია, ყველა ერთხმად აცხადებს, რომ აქვთ ასეთი პროგრამები, მაგრამ მათ რატომღაც `ასაიდუმლოებენ~ და მათ გამოქვეყნებას არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში პირდებიან საზოგადოებას. უეჭველია, რომ ეს არის პოლიტიკური თამაში და არა პოლიტიკური, მით უფრო, სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობის გამოვლენა. ჩვენ გთავაზობთ, პოლიტიკურ პროცესში ჩართულმა პოლიტიკურმა პარტიებმა სრული კონსენსუსით საზოგადოების ნდობით აღჭურვილი ადამიანებისაგან, გამოჩენილი მოღვაწეებისაგან შევქმნათ `ნდობის დარბაზი~ და სწორედ მათ სამსჯავროზე გამოვიტანოთ ჩვენი პროგრამები ამ ორ უმნიშვნელოვანეს საკითხთან – კრიზისის დაძლევასა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასთან დაკავშირებით. `ნდობის დარბაზი~ კი ჩვენთან შეხვედრების ანალიზზე დაყრდნობით საზოგადოებას გააცნობს მოსაზრებებს იმის თაობაზე, თუ ვის აქვს ასეთი პროგრამები და რომელი პარტიების პროგრამებმა მიიქციეს მათი ყურადღება.

რაც შეეხება `ეროვნული თანხმობის ხელისუფლების~ შექმნას. ჩვენი აზრით, პოლიტიკოსთა აბსოლუტურ უმრავლესობას არა აქვს ქვეყნის მართვის არც თეორიული ცოდნა და არც პრაქტიკული გამოცდილება. მიგვაჩნია, რომ დღეს არც ერთ პოლიტიკურ ძალას არა აქვს ის შესაძლებლობა, რომ ასეთ დაძაბულ მომენტში დამოუკიდებლად და ერთპიროვნულად მართოს ქვეყანა, გამოიყვანოს იგი კრიზისიდან. ჩვენ ვფიქრობთ, რომ `ნდობის დარბაზი~, მეცნიერთა მონაწილეობით, შეიმუშავებს მოთხოვნებს, რომელთაც სასურველია აკმაყოფილებდეს პრეზიდენტი, მთავრობა, მინისტრები, არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით. და მხოლოდ ამის შემდგომ იგივე `ნდობის დარბაზმა~ და პოლიტიკურ პარტიათა ასამბლეამ შევქმნათ `ეროვნული თანხმობის ხელისუფლება~ ჩვენს გარეთ, ანუ პოლიტიკური პარტიების გარეთ. საქართველოს ბედნიერება პოლიტიკურ ქიშპობაში და მხოლოდ `მეს~ ძახებაში კი არ უნდა იყოს (როგორც ამას ადგილი აქვს დღეს), არამედ პოლიტიკოსთა მზადყოფნაში _ შეიქმნას პროფესიონალთა ხელისუფლება, _ ეროვნული თანხმობის ხელისუფლება (თავისი მონაწილეობის გარეშე).

ვთქვათ სკამებზე უარი, ხალხიც მეტად დაგვიჯერებს, სააკაშვილისაგანაც მალე განთავისუფლდებით და ქვეყანაც მალე დაიწყებს კრიზისიდან გამოსვლას~.

თემურ შაშიაშვილი

აპრილი 28,2009

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *