თავისუფალი აზრის დარბაზი (13.06.2005)

თავისუფალი აზრის დარბაზი#4
13 ევნისის სტრენოგრამა

თემურ შაშიაშვილის გამოსვლა

_MG_0665თქვენ დაგირიგდათ რამოდენიმე დოკუმენტი. რომლის შესახებაც მინდა სერიოზული საუბარი წარიმართოს და განსაკუთრებით იმ დოკუმენტის მიმართ, რომლის სათაურია:

შეიძლება ერთმა ხელისუფლებამ თუნდაც ერთმა თაობამ სამუდამოდ გაყიდოს მიწა და ყველაფერი – მიწაში და მიწის ზევით?

დავფიქრდეთ, გავაანალიზოთ და შემდგომ გადავწყვიტოთ:

• თუ ნამდვილად ქართულ საქმეს ვაკეთებთ და თუ ქვეყნის გარეთ მოქმედი ანტიქართული ძალების შეკვეთას არ ვასრულებთ…
• თუ ნამდვილად გვინდა რეფორმა და სოფლად საბაზრო პრინციპების დამკვიდრება.
• თუ არ გვინდა, რომ ქართველ გლეხს, მიწის ნამდვილმეპატრონეს, თბილისსა და უცხოეთში მჯდომი ბატონი გავუჩინოთ, ბატონყმობა ხელახლა დავაკანონოთ.
მე მჯერა, სწორედ ამ განწყობით მოვედით დღეს ,,ტავისუფალი აზრის დარბაზში” ჩვენ – მეცნიერებისა და კულტურის წარმომადგენლები, სოფლის მეურნეობის სპეციალისტები, პოლიტიკოსები, და ამავე განწყობით, ვაპირებთ 16.00 საათისათვის მოსახლეობაში გასვლას და სპეციალური მიმართვბის დარიგებას. მათ შორისაა კანონპროექტი ,,სახელმწიფო საკუთრებაში დარჩენილი სასოფლო-სამეურნეო მიწების პრივატიზაციის შესახებ.

ჩვენი პოზიცია უაღრესად ქართული, კონკრეტული და კონსტრუქციულია, შესაბამისიბაშია მსოფლიოში მიმდინარე პროცესებთან. ამაში დარწმუნდება ყველა, ვინც ,,თავისუფალი აზრის დარბაზის~ მიმართვას გაეცნობა. არც ურაპატრიოტიზმია არც უთვისტომო კოსმოპოლიტიზმი. არც ქართულ პოლიტიკაში დამკვიდრებული გინების სტილი (იგინება ხელისუფლებაც და იგინება ოპოზიციაც) და არც ულტიმატუმის ენით საუბარი. ჩვენ ვითხოვთ, საკითხი გადაწყდეს ჩვენი ისტორიული გამოცდილების და მსოფლიოს წარმატებული ქვეყნების პრაქტიკის გათვალისწინებით. მიწის ნამდვილ მეპატრონესთან – გლეხობასთან, ვისი ოფლით და სისხლით არის გაჟღენთილი ქართული მიწა – დათათბირებით, ქართველ მეცნიერთა აზრის გათვალისწინებით. სიტყვამ მოიტანა და შევნიშნოთ, რომ ჩვენი ისტორიული გამოცდილება ადასტურებს – რაც ჭეშმარიტად ქართულია, ის ამავე დროს საუკეთესოა საქართველოში მცხოვრები ყველა მოძმე ერის ჭეშმარიტი მამულიშვილისათვის.

სწორედ ასეთი კონსტრუქციული განწყობის წერილი გაუგზავნა მოძრაობა ,,წინ საქართველოს~ მთავარმა კომიტეტმა პრეზიდენტს, პარლამენტის ყველა წევრს, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიას, საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების რექტორებს, პროფესორ-მასწავლებლებსა და სტუდენტობას, შემოქმედებით კავშირებს – კულტურისა და ხელოვნების მოღვაწეებს, აჭარის ხელმძღვანელობას, მხარეების გუბერნატორებს, ქალაქის მერებს, რაიონის გამგებლებს, საქართველოს ბეჭდვითი და ელექტრონული მედიის წარმომადგენლებს. ,,გავითვალისწინეთ რა ბ-ნი მიხეილ სააკაშვილის საჯარო განცხადება იმის თაობაზე, რომ ორ კაცსაც რომ ჰქონდეს მისგან განსხვავებული აზრი ქვეყნის უმნიშვნელოვანეს საკითხებთან დაკავშირებით, ის მათ შეხვდება”.

ჩვენ ერთი კვირის წინ პრეზიდენტის კანცელარიას ჩავაბარეთ წერილი, რომელშიც მას, მისივე განცხადებიდან გამომდინარე, ვთავაზობთ:

• პირდაპირ სატელევიზიო შეხვედრას ,,თავისუფალი აზრის დარბაზში~, რომლის წევრებიც არიან მეცნიერების და კულტურის ცნობილი მოღვაწეები, იურისტები, ეკონომისტები სტუდენტობისა და ახალგაზრდობის წარმომადგენლები და რომელთაც პრეზიდენტისაგან განსხვავებული პოზიცია აქვთ მიწის პრივატიზაციის კანონთან დაკავშირებით.
• ღია, თავისუფალი შეხვედრას ,,წინ საქართველოს~ მთAვარი კომიტეტის წევრებთან, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობა პროფესორი და დოქტორია და რომელთაც პრეზიდენტისაგან განსხვავებული პოზიცია აქვთ მიწის პრივატიზაციის საკითხთან დაკავშირებით.
• საჯარო შეხვედრას ფილარმონიის დიდ დარბაზში, თავისუფლების მოედანზე.
• პირდაპირ, ღია შეხვედრას გლეხობასთან, ფერმერებთან, სოფლის მეურნეობის სპეციალისტებთან – კახეთში, ქართლში, აჭარაში, სამეგრელოში, იმერეთში, სამცხე-ჯავახეთში, გურიაში, რაჭა-ლეჩხუმში, სვანეთში.
• ღია თავისუფალ შეხვედრას მეცნიერებთან.

,,ჩვენ ვთვლით, რომ სწორედ ასეთი დიდი დათათბირებით უნდა გადაწყდეს უდიდესი ბუნებრივი სიმდიდრის – მიწის_საკითხი. მშიერმა და დაუძლურებულმა ქვეყანამ და ხალხმა ის მაინც დაიმსახურა, რომ მიიღოს ზუსტი და ამომწურავი ინფორმაცია ამ უმწვავეს საკითხთა დაკავშირებით და, გარწმუნებთ, გონიერებით გამორჩეული ქართველი კაცი, საქართველოს ყველამოქალაქე, კარგად დაინახავს – ვინ ტყუის და ვინ არის გულწრფელი, ვინ გამოხატავს ქვეყნის ინტერესებს და ვინ – გარე ძალებისას. დავფიქრდეთ, შესაძლებელის კი საერთოდ იმის გამართლება, რომ ერთმა ხელისუფლებამ, თუნდაც ერთმა თაობამ, სამუდამოდ გაყიდოს მიწაც, მიწაში და მიწის ზემოთ არსებულიც. ბოლოს და ბოლოს, საქართველო ჩვენით ხომ არ იწყება და არ მთავრდება? 5, 10, 15 20, თუნდაც 99 წლიანი იჯარა იმიტომ მოიფიქრეს ჭკვიანმა ადამიანებმა, რომ ყველა თაობას ჰქონდეს საჭიროების შემთხვევაში, რაღაცის განკარგვის შესაძლებლობა. ან თუნდაც, ჩვენი გეოგრაფიული მდებარეობის ქვეყნისთვის რამდენად გამართლებულია გადაწყვიტოს მიწების პრივატიზების საკითხი უშიშროების კონცეფციის არქონის პირობებში? ისიც ვთქვათ, რომ არც სასურსათო უსაფრთხოების კონცეფცია გაგვაჩნია(?!) ბოლოს და ბოლოს, რა არის მიუღებელი იმაში, რომ მიწის პრივატიზების კანონის მიღება არ მოხდეს მანამ, სანამ არ გადაწყდება სახელმწიფოს ადმინისტრაციული მოწყობა, არ დადგინდება საზღვრები რაიონებსა და სოფლებს შორის. არ ჩატარდება დეგრადირებული მიწების რეაბილიტაცია. საერთოდ მიწის ინვენტარიზაცია და კადასტრი, არ იქნება მიღებული მიწის კოდექსი, არ დამკვიდრდება მიწის ,,მემკვიდრეობითი ქირავნობის~ (ილია ჭავჭავაძე) და იჯარის გაყიდვის უფლების პრინციპი, არ განისაზღვრება სარეზერვო მიწის ფონდი, არ შეიქმნება სოფლად განვითარებული ფერმერული მეურნეობის განვითარებისათვის საჭირო პირობები – მით უფრო – ანალოგიური ღონისძიებეი თავის დროზე გაატარეს აშშ-მა, გერმანიამ და სხვა წარმატებულმა ქვეყნებმა. ქვეყანა იქნება ბედნიერი, თუ მიწის საკითხზე მიღებული გადაწყვეტილება კი არ გაამწვავებს ქვეყნის შიგნით დაპირისპირებას, არამედ გააერთიანებს დაპირისპირებულ ძალებსა და ჯგუფებს, ქვეყანას საერთოდ.
დღეს სახელმწიფოს ხელმძღვანელობას ეძლევა უნიკალური შანსი, საქმით დაადასტუროს თავისი ეროვნულობა და დემოკრატიულობა.

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *