“სადისკუსიო დარბაზის” საინფორმაციო განცხადება

 

tv.9სადისკუსიო დარბაზმა მხარს ვუჭერთ მეცნიერთა ჯგუფის განცხადებაში ჩამოყალიბებულ მოსაზრებებს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებისა და რეჟიმის გასამართლების თაობაზე და ვიღებთ გადაწყვეტილებას ღია დისკუსიის დაწყების შესახებ.

ჩვენ არ ვთვლით, როგორც ეს გამეფებულია პოლიტიკურ პარტიებსა და პოლიტიკურ ბელადებში, რომ ჩვენ ვართ ჭეშმარიტების მატარებელნი, რომ მხოლოდ ის არის მართალი, რასაც ჩვენ ვამბობთ. ჩვენ შემოგთავაზეთ პოზიცია დისკუსიისათვის.
ჩვენ გვინდა, რომ ამ დისკუსიამ გააერთიანოს საქართველო. გააერთიანოს ქვეყანაზე დაფიქრებული ადამიანები, ქვეყნის შიგნითა და გარეთ, გააერთიანოს, რათა განხორციელდეს პრინციპი: ქვეყანას ყველა დონეზე მართავს ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება, ხელისუფლებას მართავს საზოგადოება, საზოგადოებას მართავს ინტელექტი და ზნეობა და ყველაფერი ეს ხდება მხოლოდ მაშინ, როცა ხელისუფლების წყარო არის ხალხი.

ეს არის დემოკრატიული მსოფლიოს ცხოვრების წესი. ჩვენ ვდგავართ იმ ხალხთან და იმ პოლიტიკურ ძალებთან ერთად, რომელთაც მსგავსი ხედვა აქვთ.

ჩვენი შეხვედრები და დისკუსიები ქვეყნისთვის საჭირბოროტო საკითხებზე რეგულარულ სახეს მიიღებს: მოეწყობა შეხვედრები მოსახლეობასთან, სხვადასხვა სოციალურ ჯგუფებთან, პოლიტიკურ პარტიებთან და პოლიიტკურ პარტიებში და არასამთავრობო სექტორთან…. აგრეთვე სახელისუფლებო წრეებთან, მოქმედი პარლამენტის წევრებთან. ასევე მოეწყობა შეხვედრა-დისკუსიები დამოუკიდებელი საქართველოს ყველა მოწვევის პარლამენტარებთან, განსაკუთრებით 1990 წლის მოწვევის უზენაეს საბჭოსთან, რადგან სწორედ მან ჩაუყარა საფუძველი დამოუკიდებელი საქართველოს პრინციპებს, ჩაატარა რეფერენდუმი დამოუკიდებლობის საკითხზე და 1991 წლის 9 აპრილს გამოაცხადა საქართველოს დამოუკიდებლობა“.

სადისკუსიო დარბაზი ვგეგმავთ შეხვედრას საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბატონ ბიძინა ივანიშვილთან. დარწმუნებული ვართ, ბატონი ბიძინა გაიზიარებს წინადადებას ღია დისკუსიაში მონაწილეობის თაობაზე.

ჩვენ ვაცხადებთ, რომ სადისკუსიო დარბაზი ღია იქნება ნებისმიერი მოქალაქისათვის.

სადისკუსიო დარბაზი არ გამორიცხავს რეფერენდუმის ან პლებისციტის მოწყობას საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ყველა ნორმის დაცვით.
კომუნიკაციის გაადვილების მიზნით, შექმნილია სპეციალური ბლოგი „სადისკუსიო დარბაზი“ (http://sadiskusiodarbazi.blogspot.com/), ფეისბუქის გვერდი „სადისკუსიო დარბაზი“ (http://www.facebook.com/SadiskusioDarbazi?ref=hl) ყველას შეუძლია თქვენი მოსაზრებები მოგვაწოდოს ელექტრონული ფოსტით sadiskusiodarbazi@gmail.com

სადისკუსიო დარბაზის სახელით
პაატა ცნობილაძე იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი მსოფლიო იურისტთა ასოციაციის პირველი ვიცე-პრეზიდენტი

27.05.2013წ.

პ.ს. სადისკუსიო დარბაზის განცხადება მიღებულია 2013 წლის 27 მაისს სასტუმრო „სიმპათიაში“

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *