”ქართულ-ოსურმა მისიამ“ კულტურის მინისტრს მოთხოვნით მიმართა

დღეს ,,ქართულ-ოსურმა მისიამ“ საქართველოს კულტურის მინისტრის გურამ ოდიშარიას სახელზე მომზადეული საგანგებო მოთხოვნა კულტურის სამინისტროს გადასცა.
მისია  გურამ ოდიშარიასაგან კ.გამსახურდიას სახელობის სოხუმის დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობაზე დიმიტრი ჯაიანის დაბრუნებას მოითხოვს. ,,ეს აღარ არის თხოვნა, ეს უკვე მოთხოვნაა, რადგან ოქტომბრის მერე ქვეყანის პოლიტიკურ არენაზე მომხდარი ცვლილებების გამო, იმედი გვქონდა  სოხუმის თეატრში სამართლიანობა აღსდგებოდა და დიმიტრი ჯაიანს თანამდებობაზე დააბრუნებდნენ. თუმცა, ჩვენთვის გასაკვირად, ეს საკითხი კულტურის სამინისტროში ჯერაც არ განხილულა, შესაბამისად, სწორედ ჩვენ შევეცდებით ეს საკითხი აქტუალური გავხადოთ,“ – აცხადებენ ,,ქართულ-ოსურ მისიაში“.
დოკუმენტს ხელს აწერენ ,,ქართულ-ოსური მისიის“  საპატიო წევრები. მინისტრის მოსაზრება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი, როდესაც გურამ ოდიშარია მივლინებიდან საქართველოში დაბრუნდება. სწორედ ამ დროისათვის ,,ქართულ-ოსური მისიის“  წარმომადგენლები მინისტრს შეხვდებიან და პირადად  მოისმენენ მის  გადაწყვეტილებას.
,,ქართულ-ოსური მისიის“  მიერ მომზადებული მიმართვის  ტექსტს საქართველოს კულტურის მინისტრისადმი სრულად გთავაზობთ:
                                                                     
                                                                     საქართველოს კულტურის მინისტრს
                                                                     
                                                                      ბატონ გურამ ოდიშარიას
 
ბატონო გურამ,
 
,,ქართულ-ოსური მისია“ მოხარულია, რომ ეძლევა საშუალება გამოხატოს თქვენდამი ღრმა პატივისცემა და მოგმართოთ ჩვენთვის ერთი მეტად მნიშვნელოვანი წინადადებით.
ჩვენი მისიის ღირსეული წევრი გახლავთ დიდი ქართველი მსახიობი, რეჟისორი და უბრალოდ, ნამდვილი ქართველი კაცი – დიმიტრი ჯაიანი.
ძნელია ბატონ დიმაზე, როგორც ხელოვანზე, საზოგადო მოღვაწეზე, მოქალაქეზე საუბარი, ვინაიდან ეს ყველაფერი მასში არაჩვეულებრივად შერწყმულია, ერთიანი და განუყოფელია. თავის ცხოვრებითა და შემოქმედებით ის რჩება ოჯახის ინსტიტუტის ერთ უპირველეს დამცველად, ქალისადმი რაინდული დამოკიდებულების მაგალითად, ზოგადკავკასიური ღირებულებების მებაირახტედ. ბატონი დიმა სამშობლოს მომავალს ხედავს აფხაზთა, ოსთა, ქართველთა შეურყვნელ ძმობაში, რომელსაც ბოლო წლებში შეეხო უცხოთა და შინაურთა არაერთი ბინძური ხელი.
დადგება დრო, როდესაც ქართულ-აფხაზური ძმობის აღდგენის უახლესი ისტორიის ბალავრად ჩაითვლება ბრწყინვალე პიესის მიხედვით დადგმული სოხუმის დრამატული თეატრის სპექტაკლი ,,ზღვა, რომელიც შორია“, ხოლო მასში ბატონი დიმას წვლილი – ყველაზე მძიმე დროში კაცად დარჩენისა, რამეთუ ის სცენის გარეთაც იგივეა, რაც სცენაზე: ძმობის სიყვარულით ანთებული, სინათლეს და სითბოს დღესაც რომ უხვად უნაწილებს აფხაზ ძმებს.  ის სცენის გარეთაც მოვლენათა ცენტრშია, თავს ვალდებულად თვლის იყოს იქ, სადაც სამშობლოს უჭირს.  ის ერთდროულად არის ბავშურად მიამიტი და უმკაცრესად შეუვალი, ყველა კეთილი საქმის რიგითი ჯარისკაციც და უპირველესი ორგანიზატორიც, შეცდომილისადმი მიმტევებელი და მოღალატისადმი დაუნდობელი; ის არასდროს თამაშობს არც სცენაზე, არც ცხოვრებაში – ის ასეთია და სხვაგვარად არ ძალუძს.
უძველესი და კეთილშობილი რემდენიმე ქართული გვარის შთამომავალი, თავად არის განსახიერება კეთილშობილებისა, სუფთა დამოკიდებულებისა ყველაფერი იმის მიმართ, რასაც ეხება, რაშიც მონაწილეობას იღებს, რის ცხოვრებისეულ უღელსაც ეწევა.
ყოველივე აღნიშნულის დაწერა განაპირობა ადამიანურმა ვალდებულებამ, რომელიც თავისი კაცური ურთიერთობებით დაგვაკისრა ბატონმა დიმამ. მაგრამ, გარდა ამისა არის კიდევ ერთი – მორალური ვალდებულება, რომელიც განაპირობა კონკრეტულმა ფაქტმა;
,,ნაციონალურმა“ ხელისუფლებამ ბატონი დიმა განსაკუთრებით მას შემდეგ აითვალწუნა, რაც 2009 წლის მაისში ,,საქართველოს ხალხთა ასამბლეის“ პირველ კონგრესზე ქალაქ სოჭში მისმა თეატრმა უჩვენა სპექტაკლი ,,ზღვა, რომელიც შორია“. 500 კაციანი დარბაზი დუღდა ხვალინდელ დღეზე ჩაფიქრებულ აფხაზთა, ოსთა, რუსთა, ქართველთა ცრემლით.
მსოფლიოში ცნობილ ფალავანს, ოლიმპიურ ჩემპიონს ალექსანდრ ივანიცკის ბავშვივით მოდიოდა ცრემლი. ეს ჩვენი თვალით ვიხილეთ ქვემო ხელისმომწერთა აბსოლუტურმა უმრავლესობამ. ეს არ არის ლირიული გადახვევა, ეს არის მკაცრი სინამდვილე, რის გამოც სააკაშვილის რეჟიმმა თეატრს ჩამოაცილა ბატონი დიმა. მას დიდი კაცობა და მაღალი ხელოვნება არ აპატიეს.
ვფიქრობთ, ბატონი დიმიტრი ჯაიანის კანდიდატურის განხილვა და შესაძლებლობის შემთხვევაში, სოხუმის დრამატული თეატრის ხელმძღვანელად გამწესება, უპირველესად იქნება სამართლიანობის აღდგენა. ამავე დროს, ეს იქნება დიდად სარგო საქმე ქართული ხელოვნებისათვის, აფხაზურ-ოსურ-ქართული ურთიერთობებისათვის,  ქართულ საზოგადოებრივ ცხოვრებაში კაცობის დაფასების დაბრუნებისათვის.
გადაწყვეტილება მიღბულია ერთხმად ,,ქართულ-ოსური მისიის“  2013 წლის 9 ივლის გამართულ დამფუძნებელთა  სხდომაზე
 
,,ქართულ-ოსური მისიის“ დამფუძნებელთა სახელით:
 
რეზო ამაშუკელი – პოეტი, რუსთაველის პრემიის ლაურეატი, „ქართულ- ოსური მისიის“თავმჯდომარე

ლერი ხაბელოვი –საქართველოს პარლამენტის კომიტეტის თავმჯდომარე, მრავალგზის მსოფლიო და ოლიმპიური ჩემპიონი ჭიდაობაში, „ქართულ- ოსური მისიის“ თანათავმჯდომარეფერდინანდ ლორთქიფანიძე -ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, „ქართულ- ოსურიმისიის“ თანათავმჯდომარე, რუსეთის მხატვართა შემოქმედებითი კავშირის წევრი,საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა საენციკლოპედიო-საგამომცემლო ფონდის „ენციკლოპედია“ – ვიცე-პრეზიდენტი საქართველოს ჩოხოსანთა საზოგადოების უხუცესთა საბჭოს წევრი

მერაბ ჯიბლაძე –  ფიზიკა–მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს  ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი

რობერტ ბაბლიძე –ფიზიკა-მათემატიკურ მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი

რომან რურუა – საზოგადო მოღვაწე, მეხიკოს 1968 წლის  ოლიმპიური ჩემპიონი,  მრავალგზის მსოფლიო და  საბჭოთა კავშირის  ჩემპიონი ჭიდაობაში

გიორგი ავსაჯანიშვილი – რესპუბლიკის დამსახურებული არქიტექტორი, საქართველოს, სსრკ მინისტრთა საბჭოს, სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, კოსტა ხეთაგუროვის პრემიის ლაურეატი, სამხატვრო აკადემიის პროფესორი

თეიმურაზ შაშიაშვილი – პარტია „თეთრების“  თავმჯდომარე,   გელათის მეცნიერებათააკადემიის აკადემიკოსი, საქართველოს პოლიტიკურ მეცნიერებათა აკადემიიის წევრიშალვა წიკლაური – პოლიტემიგრანტი, ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისოორგანიზაციიის EGFM -ის გერმანული სექციის წევრი, ეროვნული მოძრაობის ვეტერანი

ვასილ კადენეცი – საქართველოს კაზაკთა უმაღლესი ატამანი, აფხაზეთიდან დევნილი.გენერალ-ლეიტენანტი, ეკონომიურმეცნიერებათა დოქტორი
ვალერი ჩხეიძე – გენერალ-ლეიტენანტი, პოლიტოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი,სახელმწიფო პრემიის ლაურეატი

თამაზ ჭეიშვილი – ჟურნალისტიინესა იამანიძე – ფიზიკა-მათემატიკურ მეცნიერებათა კანდიდატი, საქართველოს პედაგოგიური მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, საავტორო სკოლის დამფუძნებელი.

მარინა კაჟაშვილი – პედაგოგი, დევნილი ცხინვალიდან, სამხრეთ-ოსეთის ადმინისტრაციის ყოფილი იუსტიციის მინისტრინათია ავსაჯანიშვილი – პოეტი

ნანა ხურითი -ხელოვნებათმცოდნე
ნარგიზა ლომთაძე ჟურნალისტი, ღირსბის მედლის კავალერი, წიგნების „უკვდავება“ ორი ტომის მთავარი რედაქტორი წიგნი ეძღვნება სამაჩაბლო-აფხაზეთში დაღუპულთ ხსოვნას) შეიარაღებული ძალების ვეტერანი
შორენა დარჩია – ჟურნალისტი
ნონა ხუბულოვი – პედაგოგი
გიმრი ბაწელაშვილი  –  ფერმერი
ლედი ხვინგია  –  ჟურნალისტი,  PR სპეციალისტი
გიორგი გაგლოევი  – მშენებელი,  კავკასიის სახლის პრეზიდენტი
დიაკვანი – მამა ელიზბარი დიაკონიძე
მერაბ გაგლოევი – მოქანდაკე,  საქართველს მხატვართა კავშირის  წევრი, ეროვნულ და სოციალურ ურთიერთობა აკადემიის აკადემიკოსი
Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *