ბრძოლა საქართველოსთვის!

gerbi1

  • რეალური რეფორმების დროა!
  • საქართველო ქვეყნის გარედან მართვადი ხელისუფლების გარეშე!
  • გავერთიანდეთ და გავათავისუფლოთ საქართველო მარიონეტი ხელისუფლებისა და პოლიტიკოსებისაგან!
  • ჩვენი მთავარი საგარეო პრინციპებია: თანამშრომლობა – ყველასთან, მეგობრობა – მეგობართან, უფროსობა – არავისგან, მსახურება – საქართველოს!
  • შემოგვიერთდით!
  • დუმილი დღეს ღირსების დაკარგვის ტოლფასია! ვინც კარგ დროს ელოდება – ცუდს ახანგრძლივებს! დემოკრატი რეფორმატორები

ბრძოლა საქართველოსთვის!

ეს საკითხი მეოცე საუკუნის დასასრულსა და ოცდამეერთე საუკუნის დასაწყისში მთელი სიმწვავით დადგა საქართველოს წინაშე და რაც დრო გადის, მით მეტ სიმძაფრეს იძენს. დაკარგულია ტერიტორიები, გაიყიდა მიწაც, მიწაში და მიწის ზემოთ არსებულიც, დაინგრა ეკონომიკა და საქართველო უცხოეთის პროდუქციის ბაზრად იქცა, ქვეყნის მოსახლეობის უდიდესმა ნაწილმა დატოვა ქვეყანა და ეს პროცესი ძლიერდება, ქვეყანამ პრაქტიკულად დაკარგა დამოუკიდებლობა – იგი გარედან იმართება, ქვეყანას ჰყავს დანიშნული პრეზიდენტი და დანიშნული პარლამენტი, ქვეყანას მართავს ყალბი ეროვნული პათოსის, დემოკრატიის თამაშის, სოციალური დემაგოგიისა და პოლიტიკური კორუფციის ხელისუფლება, მიდის გეგმაზომიერი შეტევა ეკლესიაზე, ოჯახზე, განათლებაზე, კულტურაზე, ქართულ ცნობიერებაზე, ფეხქვეშ ითელება პიროვნება – მისი ღირსება და თავისუფლება, პრაქტიკულად დაუცველია ადამიანის ბუნებითი უფლებები: სიტყვის, საკუთრების და სიცოცხლის უფლება, რაც დრო გადის საქართველო მით უფრო ცილდება დასავლურ ცივილიზაციას, ქვეყნის საგარეო პოლიტიკა – მათხოვრულია, საქართველო იქცა მსოფლიო გიგანტთა ინტერესების დაჯახების ადგილად, ნაცვლად ქართულ ინტერესებზე მათი ინტერესების ზედდებისა… საქართველო დიდი ხანია ცხოვრობს ყალბი რეფორმებით და ეს განწყობა ტელევიზიების დამანგრეველი გავლენით კიდევ მეტ ძალას იძენს…
საქართველოში დღეს მოაზროვნე ადამიანების პოლიტიკური დრო გაჩერდა და მთავარი პოლიტიკური ძალა სიღარიბე და ღარიბი გახდა. საქართველო დღეს არის ქვეყანა, სადაც პოლიტიკიდან პრაქტიკულად გამოიდევნა გონება და მთელი პოლიტიკური სივრცე ემოციას უჭირავს, ხელისუფლებაც და მისი პოლიტიკური ოპოზიციაც ერთდროულად ტყვეობაშია და მსხვერპლიცაა: ხელისუფლება საკუთარი ტყუილების, ოპოზიცია – საკუთარი ილუზიების ტყვეობაშია და ერთიც და მეორეც იგივეს მსხვერპლია, რის ტყვეობაშიც არის. ტყუილი მხოლოდ მაშინ ხდება პოლიტიკური ინსტრუმენტი, როცა მისი ავტორი შიშს ამკვიდრებს, პოლიტიკურ ილუზიებს მოაქვს მასობრივი გულგატიხელობა. შიშმა და გულგატეხილობამ, რომლებმაც მოიცვა მთელი ქვეყანა – შექმნეს დეპრესიული გარემო. საქართველოში არის, არა რომელიმე ერთი მიმართულების (პოლიტიკური, სოციალური, ეკონომიკური, ზნეობრივი…), არამედ სისტემური კრიზისი, რომელმაც საზოგადოებრივი ყოფის ყველა სფერო და რგოლი მოიცვა.
საქართველო დღეს ყოფილ სოციალისტურ ქვეყნებს შორის, ყველაზე ღარიბი, ყველაზე ძვირი, ყველაზე გაყიდული, ყველაზე ქვეყნის გარედან მართვადი, ყველაზე დაბალი ხელფასების, პენსიების, შემწეობების და სტიპენდიების, ყველაზე დაბალი მშენებლობისა და კეთილმოწყობის ტემპების, ყველაზე მაღალი გადასახადებისა და მომსახურების ფასების ქვეყანაა…

ბრძოლა საქართველოსთვის ნიშნავს:

ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას;
ქართული ცნობიერების გამთლიანებას;
რეალურ დემოკრატიას;
თავისუფალ ადამიანს;
ძლიერ ეკონომიკას;
ქვეყანას გარედან მართვადი ხელისუფლების გარეშე;
რეალურ რეფორმებს
ნიჭის ძალაუფლებას…
მსოფლიო რეფორმათა კონცეფცია

(,,თვისებრივი მსოფლიო” კონცეფციის მიხედვით)

I. მსოფლმხედველობრივი პოზიცია

ნებისმიერი სოციალური ფორმაციის განვითარების სწორი, ევოლუციური მიმართულების განსაზღვრისათვის, პირველ რიგში აუცილებლად მიგვაჩნია მსოფლიოს, როგორც პლანეტური სოციუმის თავისთავადი, ევოლუციური ფორმირების პროცესინგის გონებაჭვრეტითი გააზრება. ამ პროცესის წარსულებრივ, საწყის მომენტად ჰომო საპიენს საპიენს-ის წარმოშობის თეორიული მომენტი და შემდგომ ,,ჯოგური” სოციალური ეტაპი მიგვაჩნია სასრულად კი – დღევანდელ მსოფლიოს რეალური, ცალკეულ ფორმაციათაგან შედგენილი სახე:
1. ჯოგურობის ეტაპი — 2. გვაროვნულობის ეტაპი — 3. ტომურობის ეტაპი — 4. ეთნოსურობის ეტაპი — 5. ხალხობრიობის ეტაპი — 6. ეროვნულობის ეტაპი — 7. ერობრიობის ეტაპი. — 8. ინტერნაციონალიზმის ეტაპი — 9. კაცობრიობის ეტაპი.

პირველყოფილი ადამიანისა და მისი ჯოგად თანაცხოვრების ეტაპზე ბიოლოგიურ-კულტურული განვითარების შესაბამისად მიმდინარეობს თანაცხოვრების ფორმათა (ურთიერთდამოკიდებულებათა) გართულება და სადგომთა გამსხვილება. ვითარდება მითვისებითი მეურნეობა, პირველყოფილი ჯოგური კულტურა და არსებობას იწყებენ პრიმიტიული რელიგიური წარმოდგენები და რიტუალები.
პირველყოფილი ადამიანური ჯოგი თანდათანობით იცვლება გვარით, მონადირე-შემგროვებლის ჯოგური ცხოვრების წესი ნაცვლდება მოშენება-მოყვანის წესით, რაც საცხოვრებელ ადგილზე მიბმულობის დასაწყისია. გვაროვნული კავშირები წარმოადგენენ ფორმას, რომელშიც უკვე არსებობენ საზოგადოებრივი და წარმოებითი ურთიერთობანი, რაც პირველყოფილი კოლექტივიზმის საფუძვლად გვევლინება. ამ პერიოდის ადამიანები ავლენენ რა ინტელექტუალურ შესაძლებლობებს, ვითარდება პირველყოფილი ტექნოლოგია, კულტურა და რელიგია. აზრს უკვე შეუძლია რეალობიდან მოწყვეტა, არსებობას იწყებენ წეს-ჩვეულებები, რიტუალები, მითები.

გვაროვნულ კავშირთა საფუძველზე წარმოიშვება პირველყოფილი თემური წყობილება, რომელსაც უკვე გააჩნია სოცილაური ორგანიზაციის ელემენტები; ამ წყობილებისთვისაა დამახასიათებელი ტომის წარმოშობა, რომელიც კლასამდელი ეპოქის ეთნო-სოციალური ერთობლიობის ტიპად, კომპაქტურ ეთნიკურ წარმონაქმნად წარმოგვიდგება. ამ პროცესის შემდგომი განვითარებისას არსებობას იწყებენ ხელისუფლების ორგანოები, რომლებიც არ ატარებენ პოლიტიკურ ხასიათს. ტომისათვის ასევე დამახასიათებელია დიალექტის საერთოობა, წეს-ჩვეულებათა და რელიგიურ წარმოდგენათა ერთიანობა.

პირველყოფილი საზოგადოებრივი წყობის დეგრადაციისა და კერძო-საკუთრებრივ დამოკიდებულებათა განმტკიცების პერიოდში ტომები ეთნიკურ ჯგუფებად ერთიანდებიან, წარმოიქმნებიან ტერიტორიული კავშირები, ტომობრივ ენათა საფუძველზე იქმნება საერთო ენა, კულტურა და საერთო კრებითი სახელი, ე.ი. ეთნოსის ჩამოყალიბების პროცესში ისტორიულ ტერიტორიებზე განსახლებული ტომები თანდათანობით ირწყმებიან და სოციალურ-კლასობრივად ერთიან მდგრად ეთნიკურ ჯგუფებს ქმნიან – ერთიანი საარსებო გარემოთი, საერთო ნიშნებით, კულტურის სტაბილური თავისებურებებით, საერთო რელიგიური წარმოდგენებით, გარკვეული ფსიქოლოგიური წყობით და საკუთარი ერთიანობის შეგნებით ანუ თვითცნობიერებით.

ხალხობრიობა თანდათანობით ეთნოსის განვითარების საფუძველზე და მონათმფლობელურ საზოგადოებაში ფორმირდება. მონათმფლობელური წყობილება წარმოგვიდგება პირველ კლასობრივ ფორმაციად, რომელიც იქმნება პირველყოფილი-თემური წყობილებილების დაშლისა და კლასობრივი საზოგადოების ინსტიტუტების (კერძო საკუთრებისა და სახელმწიფოს) ჩამოყალიბების პროცესებში. ჩნდებიან ქალაქის ტიპის დასახლებები, შემდგომ კი ქალაქ-სახელმწიფოები. ხალხობრიობის პერიოდში ხელისიუფლების ორგანოები უკვე ატარებენ პოლიტიკურ ხასიათს, ვითარდება სოფლის მეურნეობა, ტექნიკა-ტექნოლოგიები, ხელოვნება, რელიგია (პოლითეიზმი, შემდგომ იერარქიზირებული პანთეონი, რაც ღმერთის აბსოლუტიზაციის საფუძვლად გვევლინება).

ქალაქ-სახელმწიფოებრივ ფორმაციათა გამსხვილების და შერწყმის კვალდაკვალ ყალიბდებიან ქვეყანა-სახელმწიფოები, წარმოიშვება ერი (ნაცია). ამ პროცესებში ფორმირდება სახელმწიფოებრივი ენა, ვითარდება ფულადი მიმოცვლა, მიმდინარეობს კაპიტალიზაცია. პარალელურად ყალიბდება ცენტრალიზებული მმართველობის ფორმები. ეკონომიკური განვითარება მიმდინარეობს მონათმფლობელობის რეგრესირების პირობებში, რომელიც თანდათან ფეოდალურით იცვლება.

ერობრიობა იქმნება საერთო ტერიტორიულობის, ეკონომიკური კავშირების, ენის, კულტურის, რელიგიისა და ნაციონალური თვითცნობიერების ჩამოყალიბების საფუძველზე, რაც ფეოდალური საზოგადოების პირობებშია შესაძლებელი. ეს პერიოდი ხასიათდება სოციალურ ფორმაციათა მოწყობის შიდა სტრუქტურული გართულებით, პარალელურად – ცენტრალური მმართველობის ფორმათა ჩამოყალიბება-განვითარებით და სახელმწიფოთა თანდათანობითი გაძლიერებით; შედეგად გრძელდება საარსებო ტერიტორიათა გადანაწილება იქმნებიან გიგანტი სახელმწიფოები. ფეოდალიზმის გვიანი პერიოდი მის წიაღში მანუფაქტურული წარმოების და კაპიტალისტურ ურთიერთობათა ჩანასახის წარმოშობით ხასიათდება, რის შედეგადაც თანდათანობით ფეოდალიზმის ეპოქა კაპიტალიზმით იცვლება.

ინტერნაციონალიზმის ეტაპი ერებს შორის სათანამშრომლო ურთიერთობათა წარმოშობით ხასიათდება და ნაციათა გამსხვილებას, შერევას ან სერიოზულ სახეცვლილებას არ იწვევს (გამონაკლის შემთხვევათა გარდა); ამ პროცესის აქტუალურობა ბოლო საუკუნის განმავლობაში მომხდარ ევოლუციურ თუ რევოლუციურ პროცესებს უკავშირდება, რომლის დროსაც მსოფლიოში ყალიბდება ა) საზოგადოებრივ-ეკონომიკური მიოწყობის ორი ძირითადი ფორმა – კაპიტალისტური და სოციალისტური და ბ) რესპუბლიკური მმართველობის შესაბამისად ორი სახე – დემოკრატიული და ავტორიტარული; კაპიტალიზმის შემთხვევაში – მმართველობრივი პოზიცია ორიენტირებულია საზოგადოების წარმოებით ურთიერთობათა, საწარმოო ძალთა განთავისუფლების და სათანადოდ მწარმოებლის ანუ ადამიანის ინტერესების დაცვის თუ უფლებათა გაფართოებისაკენ. სოციალიზმის შემთხვევაში – მმართველობრივი პოზიცია ორიენტირებულია სოციალურ მაკონტროლებელ ფუნქციათა გაძლიერებისაკენ, ეკონომიკისა და წარმოების ცენტრალიზებისაკენ და სათანადოდ ადამიანთა უფლება-თავისუფლებათა შეზღუდვისაკენ. სოციალისტური ბანაკის რღვევის შემდგომ, ინტერნაციონალისტური ეტაპი სახელმწიფოთა შორის ეკონომიკური და კულტურული კავშირების დონეზე ვლინდება (მაგ. ევრო- კავშირი).

კაცობრიობის ეტაპის დასაწყისად ის მომენტი მოიაზრება, როდესაც ადამიანები ეთნიკურ-ეროვნულ თუ სოციალურ კუთვნილებასთან ერთად აცნობიერებენ იმასაც, რომ პლანეტაზე თანაარსებობენ და ცალ-ცალკე ვერ შეძლებენ წამოჭრილ გლობალურ პრობლემებთან ბრძოლას. გლობალურია თანამედროვე ზოგადსაკაცობრიო პრობლემათა მთელი ის კომპლექსი, რომელთაგან თითოეული სამი ძირითადი ნიშნით ხასიათდება:

1) მოცემული პრობლემა მსოფლიო მნიშვნელობისაა და ამიტომ ერთნაირად ეხება ყველა ხალხის, ქვეყნისა თუ რეგიონის ინტერესებს;

2) მისი გადაუჭრელობა, ანდაც გადაჭრის დაგვიანება გარდაუვალი კატასტროფით ემუქრება კაცობრიობის მომავალს;

3) მისი გადაჭრა აღემატება ცალკეული, თუნდაც, უმაღლეს დონეზე განვითარებული ქვეყნების ეკონომიკურ თუ ინტელექტუალურ შესაძლებლობებს და ეს შესაძლებელია მხოლოდ მსოფლიოს ყველა ხალხისა და ქვეყნის ერთობლივი მოქმედებით. კაცობრიობად თვითშემეცნება არ არის დამოკიდებული ერების შერევასთან ან ქვეყნებისა და სახელმწიფოების შერწყმასთან, მას უფრო მსოფლიო კოლექტივიზმის სახე აქვს (მაგალითად გაერთიანებული ერების ორგანიზაცია).

აღწერილიდან ნათლად სჩანს, რომ დღევანდელი მსოფლიოს შემადგენელი ნებისმიერი ქვეყნის თუ სახელმწიფოს (საზოგადოებრივ-ეკონომიკური განვითარების რა დონეზეც არ უნდა იყოს იგი) ბუნებრივი, თავისთავადი, ევოლუციური მონაპოვრებია:

განსახლების არეალი – ანუ პლანეტური ტერიტორია ბუნებრივი რესურსებითა და ეკოელემენტური ასეთობით, სადაც ,,მიბმული” მოსახლეობა Aშესაბამის მოთხოვნილებათა დასაკმაყოფილებლად ახორციელებს შრომით, დასაცავად კი – ბრძოლით ქმედებებს.

პიროვნულობა – ანუ აბორიგენული მოსახლეობის გენეტიკური, ხასიათებრივი და ნიჭიერებრივი ასეთობა, რომელიც ერთის მხრივ განსახლების არეალის ბუნებრივ პირობათა ასეთობით, მეორეს მხრივ კი ადამიანური ელემენტის წარმოშობის ევოლუციური პრინციპებით განისაზღვრება.

ეთნიკურობა – ანუ საერთო გენეტიკურ საფუძველსა და განსახლების არეალზე პირდაპირ დამოკიდებული, სოციალური ,,პაკეტის” ნიშანთვისებრივი ასეთობა.
ფორმაციულობა – ანუ ეთნიკურ თუ ეროვნულ ჯგუფად დროში განწელილად თანაარსებობის პირობებში (ისტორიულად) ჩამოყალიბებული ქვეყნის მმართველობრივი და საზოგადოებრივ-ეკონომიკური ასეთობა (გრადირებს – ტომობრივიდან სახელმწიფოებრივამდე).

კულტურულობა – ანუ ეთნიკურ თუ ეროვნულ ჯგუფად ისტორიულად არსებულობის პირობებში ჩამოყალიბებული შიდა ფორმაციული მაინტეგრირებელი (შემაკავშირებელი) მახასიათებელი, მოიცავს – ენას, ადათ-წესებს, ისტორიულ მემკვიდრეობას, ხელოვნებას, ინტელექტუალურ და სულიერ სიმდიდრეებს.
ინდივიდუალურობა -ანუ ზემოაღწერილ ნიშან-თვისებათა ერთობლიობა, რაც მსოფლიოს შემადგენელ ყოველ ცალკეულ სოციალურ ელემენტს ბუნებრივად და ევოლუციურად ფასეულს ხდის, როგორც თავისთავად, ასევე ყველას ერთმანეთისა და ყველას ყველასათვის.

ამდენადაც აწმყო მომენტისათვის მსოფლიო სოციუმი წარმოგვიდგება ცალკეულ, ინდივიდუალურ, ფორმაციულად და კულტურულად განსხვავებული განვითარების მქონე ელემენტების ერთობად, რომლებიც თავისთავადი ევოლუციური პროცესების პირობებში ფორმირებულან; ამდენადაც საგულისხმოა, რომ მათი ერთობლივი ასეთად არსებულობა და ფუნქციონალური მრავალფეროვნება, მსოფლიოს შემდგომი განვითარების ბაზისს წარმოადგენს, ანუ მისი შემდგომი ბუნებრივი პროგრესირებისთვისაა აუცილებელი.

აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს მრავალმა ქვეყანამ, თავისი არსებულობის ბოლო ეტაპზე განიცადა გაუაზრებელი, ემოციური, არადაგეგმილი ან არასწორ მსოფლმხედველობრიობაზე დაფუძნებული მენტალური რეფორმები, რომლებმაც დისონანსური და დეგრადაციული ფლუქტუაციები შეიტანეს მსოფლიოს აწმყოებრივ ასეთობაში და იგი არასტაბილური, არამდგრადი გახადეს. მსოფლიო აწმყოებრივი არასტაბილურობისა და არამდგრადობის საფუძველს წარმოადგენს ისიც, რომ ზოგიერთი ეკონომიკურად განვითარებული, მრავალრიცხოვანი ქვეყანა მსოფლიო ერთპიროვნული ლიდერობისაკენ მიისწრაფვის რა ყველანაირი საშუალებებით ცდილობს გავლენა მოიპოვოს სხვა, ეკონომიკურად სუსტად განვითარებულებზე, რასაც მოსყიდვის, მოტყუების, ძალდატანებისა თუ დამსჯელობითი პოლიტიკური მექანიზმების საშუალებით ანხორციელებს. აღნიშნული მოქმედებები თუნდაც ეკონომიკურად სუსტად განვითარებულ, მაგრამ ძლიერი ინდივიდუალურობის მქონე ქვეყნებში, ხშირ შემთხვევაში ათავისუფლებს ეროვნულ, სოციალურ თუ რელიგიურ თავდაცვის, თვითგადარჩენის თუ სხვა თვითმყოფადობის შენარჩუნებისაკენ ორიენტირებულ ბუნებრივ რეაქციებს, რასაც მსოფლიო სინამდვილეში უარყოფითი ფლუქტუაციების სახე აქვს.
მაგრამ ყველაზე უფრო საშიშ, დისონანსურ, დეგრადაციულ და საბოლოოდ შესაძლოა დამღუპველ პოზიციას მსოფლიო სინამდვილეში მსოფლმხედველობრივად არასწორად გააზრებული გლობალისტური და კოსმოპოლიტური რეფორმატორული იდეოლოგიები წარმოადგენს:

კოსმოპოლიტური იდეოლოგია უარყოფს ეროვნულ სუვერენიტეტს ქადაგებს სამშობლოსადმი, ეროვნული კულტურისადმი გულგრილობას და აყენებს “მსოფლიო სახელმწიფოს” შექმნის, “მსოფლიო მოქალაქეობის” დაწესების იდეას.
სხვა პოზიციებით, მსოფლიო შედგება განვითარებული და განუვითარებელი სოციალური ფორმაციებისგან, სადაც განვითარებულობის კრიტერიუმად მათი მხოლოდ ეკონომიკურ-ტექნოლოგიური და სოციალური განვითარებულობის დონე მიიჩნევა; და რომ ამ ნიშნულის (ჩვენის აზრით საეჭვო) მიმართ “ქვემოთ მდგომი”, არასრულფასოვანი ქვეყნების განვითარების გზას მათი იძულებითი წესით განვითარება წარმოადგენს. ამდენადაც, შექმნილია ძალადობრივად დასანერგი ეკონომიკურ-ტექნოლოგიური, დემოკრატიული თუ სხვა ასეთი ფასეულობების ნუსხა, რომელიც განვითარების ეტალონად და ორიენტირად მიიჩნევა. ამდენად გლობალისტური მსოფლიო პროცესის განვითარება გულისხმობს: ა) ქვეყნებს შორის გეოგრაფიული თუ ეკონომიკური საზღვრების თანდათანობით წაშლას, ეკონომიკურ ინტეგრაციას და ა.შ. ბ) ამ პროცესების “სამიზნე” ქვეყნებში ინდივიდუალიზმის და თვითმყოფადობის (ისტორია, ენა და დამწერლობა, სოციალური მოწყობისა და მმართველობის ფორმების, ეროვნულობა, პატრიოტიზმი, ტრადიციები და წეს-ჩვეულებები და ა.შ.) ამოძირკვას, ანუ არასრულფასოვან “უჯრედთა გენეტიკური მასალების” ჩანაცვლებას ვითომცდა “სრულფასოვანით” და გ) ე.წ. “სრულფასოვანი” მსოფლმხედველობის დანერგვას განუვითარებელ მსოფლიოში მის რელიგიურ, მსოფლმხედველობრივ თუ კულტურულ მონაპოვართა წაშლის გზით; ეს პროცესი “სოციალურ კლონირებად” გვესახება, რომლის შედეგადაც ტერიტორიულად უსაზღვრებო, სოციალურად ერთგვაროვანი, გენეტიკურად აღრეული და ინტელექტუალურ-სულიერად გაღატაკებული, ერთფეროვანი დეგრადირებული მსოფლიო მიიღება.

ჩვენეული გაგებით, როგორც უკვე ავნიშნეთ, ბუნებრივი პლანეტური ევოლუციის პირობებში, გარკვეულად განსხვავებული ინდივიდუალობის და განვითარების მქონე სოციალური “უჯრედები” ჩამოყალიბდნენ, ანუ მსოფლიო სოციალურად ა) მრავალფეროვანი და ბ) მრავალფუნქციური გახდა;

ფეროვნებაში იგულისხმება, რომ ფორმაციათა პლანეტურ, კონკრეტულ ტერიტორიებზე “მიბმულობა”, ბუნებრივი თავსებადობა, მათ საშუალებას აძლევთ, მაქსიმალურად სარგებლიანად მოახდინონ ბუნებრივ ტერიტორიათა და სიმდიდრეთა შრომითი ათვისება, რითაც თავის წვლილს შეიტანენ მსოფლიო ასეთ მოთხოვნილებათა დაკმაყოფილებაში;

ფუნქციურობაში იგულისხმება, რომ ინდივიდუალობისაგან გამომდინარე, ყოველ ფორმაციას, რა საზოგადოებრივ-ეკონომიკური განვითარების დონეზე არ უნდა იყოს იგი, გაჩნია ის ევოლუციურად მინიჭებული კულტურული,

ინტელექტუალური, სულიერი თუ სხვა “ნიჭიერებრივი” შესაძლებლობები, რომლითაც შესატყვის მონაწილეობას მიიღებენ ზოგადსაკაცობრიო მოთხოვნილებების დაკმაყოფილებასა და მსოფლიო სამომავლო გეგმების რეალიზებაში.

ამდენად, ჩვენეული კონცეპტუალური პოზიცია ასეთია:
აწმყოებრივად — პლანეტური ტერიტორია მთლიანადაა გადანაწილებული თვითმყოფად და განუმეორებელი ინდივიდუალობის მქონე სოციალურ ფორმაციათა შორის;

თითოეული სოციალური ფორმაცია, მიუხედავად იმისა თუ ა)რა ტერიტორიასა და ბუნებრივ სიმდიდრეს ფლობს, ბ)რა სახის ფუნქციურობასა თუ ნიჭიერებრიობას ავლენს მისი მოსახლეობა, გ)როგორაა განვითარებული სოციალურ-ეკონომიკურად თუ მმართველობრივად, დ)როგორია მისი ეთნო-ეროვნული კუთვნილება და ე)რა განვითარების დონეზეა კულტურულად და ინტელექტუალურად – წარმოადგენს ზოგად საკაცობრიო ფასეულობას.

ყოველი სოციალური ფორმაცია თანაბრადფასეული და თანაბარუფლებიანია, როგორც მსოფლიოს შემადგენელი ნაწილი.

ყოველ სოციალურ ფორმაციას გააჩნია ბუნებრივი, ევოლუციური უფლება შეინარჩუნოს თვითმყოფადობა, განვითარდეს ინდივიდუალურობის ფარგლებში და თავისი შესაძლო წვლილი შეიტანოს მსოფლიოს წინსვლის საქმეში.
ყოველი სოციალური ფორმაცია, როგორც მსოფლიოს ნაწილი, მოვალეა პატივი სცეს სხვებს და შესაძლებლობათა ფარგლებში ყოველგვარი დახმარება გაუწიოს მათ.
ყოველი სოციალური ფორმაცია, როგორც მსოფლიოს ნაწილი მოვალეა შესაძლებლობათა ფარგლებში აქტიური მონაწილეობა მიიღოს გლობალურ პრობლემათა დაძლევაში.

მსოფლიოს, როგორც პლანეტური სოციალური სისტემის მიზანსწრაფული, პროგრესული განვითარებისათვის საჭიროა ფორმირდეს

a)ფინანსური ფონდი;

b)კულტურული ფონდი;

c)ინტელექტუალური ფონდი;

რომელთაგანაც:
ფინანსური ფონდი წარმოიშვება მსოფლიოს სოციალურ შემადგენელთა ეკონომიკური განვითარების შესაბამისი შენატანებით და ორიენტირებულია:

1)ყოველმხრივი ურთიერთ დახმარებისაკენ;

2)გლობალურ პრობლემათა აღმოფხვრისაკენ

3)მსოფლიოს ერთიან სისტემად სამომავლო განვითარებისაკენ.

კულტურული ფონდი ორიენტირებულია: 1)ცალკეულ ფორმაციათა კულტურულ მონაპოვართა შენარჩუნებისა და 2)ზოგადსაკაცობრიო კულტურულ ფასეულებათა ერთობლივად განვითარებისაკენ.

ინტელექტუალური ფონდი ორიენტირებულია: 1)ცალკეულ ფორმაციათა ინტელექტუალური და ნიჭიერებრივი განვითარების ყოველგვარი ხელშეწყობისა და 2)მსოფლიო საერთო ინტელექტუალური პოტენციალის ჩამოყალიბებისაკენ (რომლის მიზანი იქნება მსოფლიო პრობლემათა გადაჭრის და სამომავლო განვითარების გზების მოძიება).

აუცილებელია ფორმირდეს მსოფლიო ბაზარი, რომელიც ,,მომარაგდება” ცალკეულ ფორმაციათა სამეურნეო, ტექნოლოგიური თუ კულტურულ-ინტელექტუალური პროდუქციით და გახდება როგორც მონაწილე სუბიექტთა დამატებითი შემოსავლების, ასევე მსოფლიო ფინანსური ფონდის შევსებისა და განვითარების წყარო;

აუცილებელია ფორმირდეს მსოფლიო საბჭო (ინტელექტუალური და მაპროგრამებელი ორგანო), რომელშიც თანაბარ მონაწილეობას მიიღებს მსოფლიოს ყოველი სუბიექტი და რომელსაც თანდათან ჩამოუყალიბდება ლიბერალური, რეკომენდაციული, მაგრამ რეალურად მმართველობრივი ფუნქცია (ეყრდნობა და იყენებს მსოფლიო ფონდების პოტენციალს).

ამ პოზიციიდან და რეალობიდან გამომდინარე, აუცილებელია, განცხადდეს და წამოწყებულ იქნას მსოფლიო რეფორმატორული მოძრაობა ,,ევოლუციური (პროგრესული) მსოფლიოსათვის”, რომლის მიზანსაც — ა)სოციალურ სუბიექტებსა თუ მსოფლიო ორგანიზაციებამდე ჩვენეული ხედვის დაყვანა, ბ)იდეოლოგიური პოლემიკის წამოწყება, გ)კონცეფტუალური პოზიციის ობიექტური სრულყოფა და დ)მისი რეალიზების გზების მოძიება – წარმოადგენს.

აქვე აუცილებელია აღინიშნოს, რომ შესაბამისობის პრინციპი – ,,მთლიანის რაობა განსაზღვრავს შემადგენელ ნაწილთა ასეთობას, ნაწილთა ასეთობა კი თავის მხრივ განაპირობებს მთლიანის რაობას”, გვაძლევს საფუძველს დავსვათ კითხვა – როგორი უნდა იყოს ჩვენი ქვეყანა, როგორც მსოფლიოს თანაბარუფლებიანი, თვითმყოფადი და მის განვითარებაში აქტიურად მონაწილე სუბიექტი.
II. ზოგადად რეფორმათა შესახებ

ნებისმიერი სოციალური ფორმაციის წარმოქმნა, განვითარება თუ სახეცვლა შეუძლებელია რეფორმათა გარეშე. შესაძლებელია გამოვყოთ რეფორმათა ასეთობის ოთხი მახასიათებელი – ა)მიმართულებრიობა, ბ)ხასიათებრიობა. გ)რაოდენობრიობა და დ)თვისებრიობა.

ა)რეფორმები მიმართულებრივად ორგვარი შეიძლება იყვნენ: 1. პროგრესული და 2. რეგრესული. ბ)ხასიათებრივად – 1. ევოლუციური და 2. რევოლუციური. გ)რაოდენობრივად – 1. კომპლექსური და 2. ელემენტური. და დ)თვისებრივად – 1. რადიკალური და 2. ლიბერალური.

ა) პროგრესულია რეფორმა, თუ იგი განსაზღვრულად და დაგეგმილად ორიენტირებულია სერიოზულად გააზრებული სამომავლო მიზნების მისაღწევად. ასეთი რეფორმა ეტაპთა ერთობლიობად წარმოგვიდგება, სადაც ყოველ წინა ეტაპთა შედეგები სერიოზულ გააზრებას საჭიროებენ, რაც მომდევნოთა მიმართულებრივი თუ მნიშვნელობრივი სისწორის კორელაციისათვის არის აუცილებელი.

რეფორმათა სწორი მიმართულების განსაზღვრისათვის უპირატესი მნიშვნელობა აქვს რეფორმატორთა მსოფლმხედველობრივ პოზიციას.

ა’’) რეგრესულია რეფორმა, თუ იგი სურვილთა და ემოციათა ფონზე არაგააზრებულად ხორციელდება, ანუ, რომლის საფუძველსაც რეფორმატორთა უმეცრება წარმოადგენს. ასეთი რეფორმები ხშირ შემთხვევვაში ქაოტურია. ეტაპობივი შედეგები ურთიერთგამომრიცხავია, წარმოიშვებიან წინააღმდეგობები და უარყოფითი სოციალური ფლუქტუაციები. ასეთი ქვეყანა მმართველობრივად თუ სოციალურ-ეკონომიკურად დეგრადირებს და სიტუაციურად დესტაბილიზდება.

ბ’) ევოლუციურია რეფორმა, თუ მისი წარმოშობა-განვითარება

ა) ბუნებრივად თავისთავადი ან ბ) სწორად გათვლილ-გააზრებულია

ა) ბუნებრივად თავისთავადობაში იგულისხმება იმ ობიექტური სოციალ-ეკონომიკური, რელიგიური, კულტურული და სხვა ბუნებრივი წანამძღვრების არსებობა, რომლებიც განაპირობებენ ევოლუციურ თვითრეფორმირებას. ბ) სწორად გათვლილ-გააზრებულია და ევოლუციურია რეფორმა, თუ მას რეფორმატორები აპროვოცირებენ და წარმართავენ სწორი მსოფლმხედველობრიობის საფუძველზე და მარტივი პრინციპით ,,აწმყო შობილი წარსულისაგან, არის მშობელი მომავალისა”. ასეთი ევოლუციური რეფორმები აუჩქარებლად, რბილად, სრულყოფილად მიმდინარეობს და ეტაპობრივი ცვლილებები თუ გადასვლები სოციალურად არაწინააღმდეგობრივია.

ბ’’) რევოლუციურია რეფორმა თუ მისი განვითარება დაჩქარებული, იმპულსური, ემოციური და ამდენად არაბუნებრივი და არასწორად დაგეგმილია. ასეთი რეფორმები ხშირ შემთხვევაში ნებისმიერი ქვეყნისათვის ,,გარედან” თავს მოხვეულია, ანუ ემსახურება ,,სხვა” ძალთა თუ ქვეყანათა ინტერესებს და იწარმოება ადგილზე მარიონეტულ ჯგუფთა, ან პოლიტიკურ ორგანიზაციათა მიერ. რევოლუციური რეფორმაციული ცვლილებები ქვეყნის ისტორიული, რელიგიურ, კულტურულ თუ სხვა ბუნებრივ მახასიათებელთა წაშლის და მათი უცხო ფასეულობათამიერი ჩანაცვლებით, ძალადობრივად ხორციელდება და ამდენადაც ხშირ შემთხვევაში უარყოფითი სოციალური ფლუქტუაციების ფონზე მიმდინარეობს.

გ’) კომპლექსური რეფორმა, უნდა იაზრებდეს მთლიანად სოციალური ფორმაციის გარდაქმნის გზას, როგორც მმართველობრივად, ასევე სოციალურ-ეკონომიკურად და მიზანსწრაფულად ახორციელებდეს მას. აღნიშნული რეფორმაციული ცვლილებები აზრობრივად ერთიან კონცეპტუალურ ხედვაში უნდა იყვნენ მოქცეულნი და ინტეგრალურად დაგეგმილნი, არ უნდა იწვევდნენ უარყოფით სოციალურ ფლუქტუაციებს. ასეთი რეფორმის მსოფლმხედველობრივი საფუძველი უნდა ითვალისწინებდეს 1. ,,დედა” ქვეყნის ისტორიულ, რელიგიურ, კულტურულ და სხვა წარსულებრივ ანასახებს. 2. მმართველობრივ, სოციალურ-ეკონომიკურ, თუ პოლიტიკურ აწმყოებრივ რეალიებს და 3. ქვეყნის სამომავლო მოთხოვნილებებს – მსოფლიო გეოპოლიტიკური მდგომარეობის, გლობალური პოლიტიკური მიმართების და რეგიონალური სიტუატიური ურთიერთქმედებების გათვალისწინებით.

ასეთად გათვლილი და მიზანსწრაფულად წარმოებული კომპლექსური რეფორმა აუცილებლად გახდება ქვეყნის განვითარების საფუძველი.

გ’’) ელემენტური რეფორმა ქვეყნის კონკრეტულად რომელიმე მმართველობრივი პოლიტიკურ-ეკონომიკური თუ დარგობრივი მახასიათებლის, მიმართულების ან ინსტიტუტის, ანუ სახელმწიფო ელემენტის გარდაქმნას მოიაზრებს და მიმართულია, სოციალური მთლიანობის “ქარგაში” შესაბამისობის პრინციპის აღდგენისაკენ, ანუ, იმდენად, რამდენადაც – “მთლიანის რაობა განსაზღვრავს შემადგენელ ნაწილთა ასეთობას, ნაწილთა ასეთობა კი, თავის მხრივ, განაპირობებს, მთლიანის რაობას” – ელემენტური რეფორმები გარკვეულწილად განსაზღვრავენ ქვეყნის ერთიანი განვითარების გზასაც.

დ’) რადიკალურია რეფორმა, თუ იგი ორიენტირებულია ქვეყნის მმართველობრივი და სოციალურ-ეკონომიკური ფორმის, ან მათი ინსტიტუტების პოლარულად გარდაქმნისკენ. ასეთი პოზიცია გამართლებულია იმ პირობებში, როდესაც სოციალურ ფორმაციას წარსულში უკვე განუცდია გარკვეული გაუაზრებელი, ემოციური, იმპულსური, თავსმოხვეული და სხვა არაბუნებრივი რეფორმები და შედეგად სახელმწიფოს გაუკუღმართებული ჰიბრიდული თუ გადაგვარებული ფორმა ჩამოყალიბებულა. ამ შემთხვევაში რადიკალური რეფორმა ,,გაფუჭებულის გამოსწორებას”, ანუ ,,ავადმყოფის გაჯანმრთელებას” ემსახურება, რაც წარსულებრივი გამოცდილებებისა და აწმყოებრივი აუცილებლობების ღრმა გააზრებას ითხოვს. რადიკალური რეფორმაციული პროცესის სწორად საწარმოებლად აუცილებელია სამომავლო ,,სამიზნე” პოზიციის საფუძვლიანი შემუშავება, რეფორმაციული გეგმის დასახვა და მოსახლეობასთან აგიტაციურ-პროპაგანდისტული, განმანათლებელი მუშაობის წარმოება, რეფორმებში ერთობლივი მონაწილეობის მიზნით.

დ’’) ლიბერალურია რეფორმა, თუ იგი ,,რბილად” თანმიმდევრული და ლაბილურია. ასეთი რეფორმა ქვეყნის მმართველობრივ და სოციალ-ეკონომიკურ მთლიანობას კი მოიცავს, მაგრამ, თითქმის შეუმჩნევლად მიმდინარეობს და ვითარდება. ეს შესაძლებელია იმ ქვეყნებში, რომლებმაც მმართველობრივადაც და სოციალ-ეკონომიკურადაც გარკვეულ წილ განვითარებას მიაღწიეს, ამდენად, ევოლუციური ,,სრულყოფილებისაკენ” ისწრაფვიან.
III. ქართული აწმყოებრიობა რეფორმათა ჭრილში

(რეტროსპექცია 1989-2008 წ.წ.)

უტოპიური იდეისაკენ (რეგრესული სოციალისტური რევოლუციური რეფორმის შედეგი) სვლით ,,დაღლილი”, ,,დასუსტებული”, სოციალისტური სისტემა თავისი არსებობის ბოლო პერიოდში თვითგადარჩენას დემოკრატიზაციის პროცესების წამოწყებითა და ეკონომიკის ნაწილობრივი განთავისუფლებით ანუ ე.წ. ,,პერესტროიკით”, (გაუაზრებელი და დაუგეგმავი, იმპულსური პროგრესული და ლიბერალური რეფორმა) ცდილობს, – რომელიც როგორც საზოგადოებრივ-ეკონომიკურ, ასევე ხელისუფლებრივი გარდაქმნების, ანუ გარკვეულად დეცენტრალიზაციის ჭრილში დაუგეგმავად, დაჩქარებულად ხორციელდება;
ხელისუფლებრივი თუ ეკონომიკური ცენტრალიზმის შესუსტება სოციალისტურ რესპუბლიკებში ათავისუფლებს, აქტივიზირებისკენ უბიძგებს მიძინებულ, აქამდე შებოჭილ საზოგადოებრივ პოტენციალს, – რაც სისტემის დაუგეგმავი რღვევის პროცესს განაპირობებს, ქაოტურად მიმდინარეობს და ეროვნული დამოუკიდებლობის მოპოვებისთვის ბრძოლის (გაუაზრებელი, დაუგეგმავი და ემოციური, პროგრესული, რევოლუციური, რადიკალური რეფორმა) სახე აქვს;

ამ ეტაპზე ჩვენი ქვეყნის ხელისუფლებაში მოსული, მმართველობის პრინციპებსა და პოლიტიკაში გაუწაფავი ეროვნული ძალები ვერ უზრუნველყოფენ გარდაქმნათა ქაოტური პროცესების სტაბილიზირებას, მოქმედებენ უპროგრამოდ და იმპულსურად:

საზოგადოება იხლიჩება, – იწყება ხელისუფლების გადანაწილებისთვის ბრძოლის პროცესი, (დაუგეგმავი, გარედან თავს მოხვეული, რევოლუციური, რეგრესული რეფორმა) რომელიც ერთის მხრივ – პროვოცირებულია ეროვნული ხელისუფლების სრული პოლიტიკური არაკომპეტენტურობით, მეორეს მხრივ კი – ძალაუფლებადაკარგული, მაგრამ დიდი სახელისუფლებო გამოცდილების მქონე, დემოკრატიის ნიღაბს ამოფარებული ყოფილი პროკომუნისტური ძალების მიერ; (პროვოცირდება რუსეთიდან).

ეროვნული ხელისუფლება იდევნება და ნაცვლდება დემოკრატიით შენიღბული ავტორიტარული ხელისუფლებით. იწყება მოჩვენებითი საზოგადოებრივ-ეკონომიკური დეცენტრალიზაციის პროცესები, – (არაგააზრებული, იმპულსური, დაუგეგმავი, ევოლუციური, რადიკალური კომპლექსური რეფორმა) მათ შორის ე.წ. პრივატიზაციაც, რომელიც სახალხო ქონების კლანური, პარტიული, პირადი გამორჩენის თუ სხვა ნიშნებით გადანაწილება – გათავისებაში ვლინდება. კორუმპირებული ხელისუფლება და მასთან დაახლოებული პირები ხალხის დაუკითხავად სახელმწიფო ქონებას პირად საკუთრებაში იღებენ;
ხელისუფლების საგარეო პოლიტიკა “მათხოვრულია” და მიმართულია საზღვარგარეთიდან ფინანსური დახმარებითა თუ სესეხების მოძიებისკენ. მიმდინარეობს მოზიდული თანხების არამიზნობრივი ხარჯვა და კორუმპირებულ სახელმწიფო მოხელეთა მიერ მისი პირადი ინტერესებისათვის გამოყენება;
სახელმწიფოს საშინაო პოლიტიკა მიმართულია საზოგადოების, ცალკეული ადამიანის პიროვნულობის მიზანსწრაფული დათრგუნვისაკენ, – რისთვისაც აქტიურად გამოიყენება ეკონომიკური თუ სოციალური ბერკეტები;
ხელისუფლება მიზანსწრაფულად აჩლუნგებს ადამიანის თავისუფლებისმოყვარეობას; მიმდინარეობს ტრადიციათა განდევნა და დემოკრატიული აზროვნების ჩახშობა, (გარედან დაგეგმილი ან გაუაზრებელი რეგრესული ლიბერალური რეფორმა) – რაც ხელისუფლებას საშუალებას აძლევს შეინარჩუნოს სრული საზოგადოებრივი უკონტროლობის პირობები და ამდენად, ვითომცდა ხალხისათვის, სახელმწიფოსათვის ზრუნვასა და მისთვის სასიკეთოდ მოქმედებას შეფარულმა პირადი მიზნებისა და ინტერესებისათვის იღვაწოს.
გაუაზრებელი, არამიზანსწრაფული, წინააღმდეგობრივი, სოციალური, ეკონომიკური თუ პოლიტიკური რეფორმებისაგან დაღლილი ხალხის უკმაყოფილებას კარგად იყენებენ გლობალისტური ძალები, ჩნდება ,,ამერიკული ინტერესი” კავკასიის, როგორც გეოპოლიტიკური რეგიონის მიმართ (აზერბაიჯანის ნავთობი, რუსულ-ირანული ურთიერთობები, შუა აზიის ქვეყნების მიმართ სამომავლო ინტერესები და სხვა) და ,,გარედან იგეგმება და მიზანსწრაფულად, მარიონეტული სამთავრობო ჯგუფების საშუალებით ხორციელდება რევოლუციური, საქართველოსათვის რეგრესული, კომპლექსური, რადიკალური რეფორმა, რომელშიც არასწორად ინფორმირებული, მოტყუებული ხალხი ემოციურად და იმპულსურად მონაწილეობს.

გარე მიზნებს დაქვემდებარებული მარიონეტული მმართველი ჯგუფი მოქმედებს რა უცხო ინტერესების დაკმაყოფილებისათვის, მათ მიერვე სერიოზულად გათვლილი პროგრამების საფუძველზე გაუანალიზებლად, საკუთარი (და არა ქვეყის) მოთხოვნილებათაგან გამომდინარე, ძალადობრივად აწარმოებს რეგრესულ, კომპლექსური ლიბერალურ რეფორმებს, რაც ბუნებრივია ხალხის უკმაყოფილებას იწვევს.

კომპლექსური რეგრესული რეფორმების საფუძველზე, ძალადობრივად დესტრუქცირებს ეკონომიკა, სასამართლო თუ კანონმდებელი ინსტიტუტები, განათლება და მეცნიერება. გლობალური ინტერესები საქართველოსგან ქმნიან დაქვემდებარებულ, (კულტურულად, რელიგიურად, სოციალურად) წაშლილ, ადვილად სამართავ მარიონეტულ ქვეყანას. და ა.შ. და ა.შ.

საქართველოს ისტორიული განვითარების ბოლო ეტაპის განხილვა რეფორმაციულ ჭრილში საშუალებას გვაძლევს დავაფიქსიროთ ის ფაქტი, რომ ნებისმიერი რეფორმა პროგრესულად ითვლება იგი, ევოლუციურად თუ ლიბერალურად, იმ შემთხვევაში თუ იგი გონივრულად გააზრებული, დაგეგმილი და მიზნობრივად ორიენტირებული არ არის ანუ ქაოტური, ემოციური ან იმპულსურია, დადებითი გარდაქმნებისა და ქვეყნის განვითარების ნაცვლად მის დეგრადაციასა და დაცემას ემსახურება. ამასთან ერთად აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ პროგრესულობა თუ რეგრესულობა გარკვეულად ფარდობითი ცნებებია და დამოკიდებულია იმაზე თუ რას ან რატომ, ან რასთან მიმართებაში ვთვლით ასეთად; ჩვენს შემთხვევაში, პროგრესულაliდ ვთვლით იმ რეფორმას, რომელიც ქვეყანას ა) შეუნარჩუნებდა რა ინდივიდუალურობას (ეთნიკურობას, ენას, ისტორიულ დანატოვარს, კულტურას, რელიგიას, ტერიტორიულ მთლიანობას და სხვა მახასიათებლებს) ბ) მისცემდა საშუალებას მაქსიმალურად გამოევლინა თავისი პოტენციური შესაძლებლობები და როგორც თანასწორს, დაეკავებინა ადგილი მსოფლიო თანამეგობრობაში.

 

ფულის რეფორმა
სოციალური რეფორმა (ბ)
საკუთრების რეფორმა
სოციალური გარანტიების რეფორმა
დემოგრაფიული რეფორმა
მმართველობრივი რეფორმა (გ)
სახელისუფლებო შტოების რეფორმა
დემოკრატიული რეფორმა
“ძალოვანი” რეფორმა
კულტურული რეფორმა (დ)
განათლების რეფორმა
მეცნიერების რეფორმა
კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნება
ტერიტორიული რეფორმა (ე)
ტერიტორიული მოწყობის რეფორმა
მიწის რეფორმა
ცენტრ-რეგიონალური ურთ.რეფორმა
საგარეო პოლიტიკური რეფორმა მსოფლიო სამომავლო მოწყობის კონცეფციის შემუშავება
უცხო ქვეყანათა მიმართი ურთიერთობების რეფორმა
სამხედრო ურთიერთობების რეფორმა
სასოფლო-სამეურნეო რეფორმა გულისხმობს, ამ ორიენტაციის სახელმწიფო პროგრამის არსებობას ა) რაიონებისა და სოფლების “მთლიანად დასატვირთად”, ანუ სოფლებში სოციალური პირობების შექმნას (სოფლის ცენტრი, პაბი, გასართობი) ახალგაზრდობის ადგილზე დაბმის მიზნით, ბ) სოფლის მეურნეობის (მემცენარეობა, მეცხოველეობა) დაგეგმა-დაფინანსებას, გადასამუშავებელ საწარმოთა შექმნას, იაფი კვების პროდუქტების მისაღებად, ც) ეკოლოგიური სიტუაციის კონტროლს.
მრეწველობის რეფორმა გულისხმობს, ამ ორიენტაციის სახელმწიფო პროგრამის არსებობას ა) შესაძლო სამრეწველო პროდუქციის ადგილზე შექმნის მიზნით,
ბ) მის კონკურენტუნარიანობას,
ც) შიდა ბაზრის ფორმირებას.
ფულის რეფორმა გულისხმობს ქართული ვალუტის ფასის მიბმას ქვეყნის ქონებრიობაზე, მის რეალურ ბუნებრივ თუ წარმოებულ სიმდიდრეზე.

საკუთრების რეფორმა გულისხმობს, ა) საკუთრებათა ფორმირების განსაზღვრას და დაცვას, ბ) მიწის თუ ბუნებრივ რესურსთა საკუთრებაზე ქვეყნის მოქალაქეთა პრიორიტეტულობას.
სოციალური გარანტიების რეფორმა გულისხმობს, ა)მოქალაქეთათვის შრომის უფლების დაბრუნებას, ბ) საპენსიო, სოციალურ დახმარებათა თუ ჯანმრთელობის სახელმწიფო გარანტიათა შექმნას.

დემოგრაფიული რეფორმა გულისხმობს, ა) დემოგრაფიული პრობლემების შესწავლას და სახელმწიფო პროგრამების შექმნას, ბ) ეთნიკური პრიორიტეტების განსაზღვრას და გარანტიებს.

გ)ხელისუფლებრივი შტოების რეფორმა გულისხმობს ა) სასამართლოს რეალურ თავისუფლებას, მოსამართლეთა არჩევითობას და ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის ჩამოყალიბებას, ბ) საკანონმდებლო შტოს რეფორმას და მის რეალურ არჩევითობას, ც) სახელისუფლებო შტოს პასუხისმგებლობას მოსახლეობის წინაშე და საქმიანობის აბსოლუტურ გამჭირვალობას.

დემოკრატიული რეფორმა გულისხმობს ა) მოსახლეობაში რეალური დემოკრატიზაციის პროცესების წარმოებას, ბ) რეალურად დემოკრატიული მმართველობის ჩამოყალიბებას და ც) ხალხის დემოკრატიულ განათლებასა და უფლება-თავისუფლებათა რეალურ უფლებას.
“ძალოვანი” რეფორმა გულისხმობს ა) პენიტენციალური სისტემის რეფორმასა და პატიმართა უფლების დაცვას, ბ) პოლიციური სისტემის “შერბილებას” და მის ხალხის სამსახურში ჩადგომას, ც) სამხედრო პოტენციალის ნეიტრალიტეტის რეჟიმზე გადაწყობას.

დ)განათლების რეფორმა გულისხმობს ა) სკოლებში საფუძვლიანი განათლების პროგრამის შემუშავება-დანერგვას, ბ) უმაღლესი განათლების ხარისხის მაქსიმიზაციას, ც) საყოველთაოდ აუცილებელი განათლების მინიმუმის დადგენას და უფასოობას.
მეცნიერების რეფორმა გულისხმობს ა) მეცნიერების როგორც სახელმწიფო პრიორიტეტული მიმართულების აღიარებას, ბ) მეცნიერული ინოვაციების სახელმწიფოებრივ გამოყენებას, ც) მსოფლიო დონის სამეცნიერო სისტემის შექმნას.

კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნების რეფორმა გულისხმობს ა) ენის სიწმინდის შენარჩუნების აუცილებლობას, ბ) სამუზეუმო და საბიბლიოთეკო რეფორმებს და ც) კულტურული განათლების აუცილებლობას.

ე)ტერიტირიული მოწყობის რეფორმა გულისხმობს ა) ტერიტორიული ფედერალური მოწყობისათვის აუცილებელი სამუშაოებს, ბ) ფედერალიზმის საქართველოს რეალობისათვის მორგებას და ც)ტერიტორიული პრიორიტეტების განსაზღვრას.
მიწის რეფორმა გულისხმობს ა) მიწის საკუთრების კრიტერიუმების განსაზღვრას, ბ) მიწის მაქსიმალური ათვისების სახელმწიფო პროგრამის შემუშავებას და ც) მიწის რეალურ დასაქმებას.

ცენტრ-რეგიონალური ურთიერთობების რეფორმა გულისხმობს ა) რეგიონების სტატუსების განსაზღვრას, ბ)ცენტრ-რეგიონალური ურთიერთობების სახელშეკრულებო ფორმას და ც)რეგიონთა ურთიერთობების სახელშეკრულებო ფორმას.

V. კონკრეტული რეფორმაციული ელემენტის გათვლა
დემოკრატიული რეფორმა
(,,რეალური დემოკრატიის კონცეფციის” მიხედვით)

საყოველთაო დემოკრატიზაციის მიმართულება ორიენტირებული უნდა იყოს:

საზოგადოების თითოეულ წევრამდე დემოკრატიის ძირეულ პრინციპთა დაყვანისაკენ;
მმართველობის ფორმიდან ავტორიტარიზმის ელემენტების ,,ამოშლისაკენ”;
საგარეო თუ საშინაო პოლიტიკის სრული გამჭირვალეობისაკენ;
ელისუფლებისა და ხალხის რეალური ერთობისაკენ;
ამოქალაქო საზოგადოების მშენებლობისაკენ;
ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა რეალური დაცვისაკენ და ა. შ.
სახელმწიფო მმართველობის ფორმის რეორგანიზაციაზე დიდადაა დამოკიდებული როგორც ქვეყნის სოციალური მდგომარეობა, ასევე ეკონომიკური სიძლიერე თუ ტერიტორიული მოწყობის საკითხისადმი მიმართება.
მმართველობის დღესდღეობით ჩვენს ქვეყანაში არსებული გარდამავალი, ჰიბრიდული დემოკრატიული ფორმა უხვადაა გაჯერებული ავტორიტარიზმის ელემენტებით, – რომლის დროსაც ხალხი ,,ყველაფერში დამნაშავედ” კონკრეტულ პიროვნებას, და არა მთლიანად ხელისუფლების სახეს მიიჩნევს და შემდგომ იმედებსაც ასევე პიროვნებაზე ამყარებს, – მაშინ როდესაც განვითარებული დემოკრატიის პირობებში ხელისუფლება ხალხის ინტერესების დამცველად, მის უშუალო ნაწილად და მის სამსახურში მდგომ პროფესიულ ჯგუფად მოიაზრება.
თვალნათლივია, რომ ეს ორივე პოზიცია ხელისუფლების მიმართ ხალხის დამოკიდებულებას ასახავს: ,,მონურს” ან თანასწორუფლებიანს, – და ხალხის დემოკრატიულად განათლებულობიდან გამომდინარეობს. არადემოკრატიზირებული საზოგადოებრიობის ასეთი მიმდობი და არამაკონტროლებელი დამოკიდებულება ხელისუფლების – როგორც აღმატებულისა და წინამძღოლის მიმართ იმის მიზეზადაც მოიაზრება, რომ ხელისუფლება თავის ნებაზე და ხშირ შემთხვევაში – საკუთარი თავისთვის მუშაობს, – არ ითვალისწინებს რა იმ ფაქტს, რომ ხალხია ხელისუფლების რეალური მატარებელი და წყარო, და რომ თვითონ მხოლოდ და მხოლოდ საზოგადოების თვითმმართველობის აპარატს წარმოადგენს და მასვე უნდა ემსახურებოდეს.
საზოგადოებისმიერ ასეთი უკონტროლობის პირობებში, წინასაარჩევნო დაპირებებით გამიზნულად მოტყუებული, მმართველობის პერიოდში კი მიტოვებული, მივიწყებული ხალხი, – ბუნებრივია, რომ ხელისუფლების მორიგ თუ ვადამდელ ცვლადობას სრული უნდობლობით ეკიდება და ის იმედი, რომ: ხელისუფლება შეიცვალა, გონს მოეგო, ხალხთანაა, მის პრობლემებს ითავისებს და ამჯერად ყოველ ღონეს ხმარობს მათ მოსაგვარაბლად, ანუ: ხალხის სამსახურში ჩამდგარა, – საზოგადოებას საეჭვოდ მიაჩნია, მაგრამ სხვა გამოსავალს ვერ ხედავს და იძულებულია, კიდევ ერთხელ დაიიმედოს თავი.
ამრიგად, ყოველივე ზემოაღნიშნული წარმოადგენს რა ჩვენს ქვეყანაში არსებული მმართველობის ჰიბრიდული ფორმის სხვადსხვაგვარ გამოვლენას და ერთადერთ გამოსავლად მისი განვითარებულ დემოკრატიულ ფორმად რეორგანიზაცია გვესახება რა, – ეს პირველ რიგში ადამიანის, საზოგადოების ავტორიტარულ ,,ჩვევათა” ტყვეობიდან გამოხსნასა და, სათანადოდ, საზოგადოებრივი მაკონტროლებელი პოზიციის წარმოშობას გულისხმობს, – რაც საზოგადოდ ხალხამდე დემოკრატიის ძირეულ პრინციპთა დაყვანისა და, შესაბამისად, აზროვნების განთავისუფლების გზით მიიღწევა.

ამგვარი დემოკრატიზაციული პროცესის გაშლა შემდეგნაირად გვესახება:

ა. საზოგადოებრიობისთვის, მისი ცალკეული წევრისათვის დემოკრატიის შემდეგი ძირეული ნიშან-თვისებების განმარტება მისი განთავისუფლების მიზნით: 1. მოქალაქეთათვის ფართო პოლიტიკური და სოციალური უფლებების მინიჭება; 2. სახელისუფლებო ორგანოთა არჩევითობა და მათი პასუხისმგებლობა და ანგარიშვალდებულება ხალხის წინაშე; 3. ხელისუფლების მიზნებისა და მოქმედებათა გამჭვირვალეობა; ინფორმაციის, კრიტიკის უფლებები; 4. შეკრების, ორგანიზაციის, აზრის თავისუფალი გამოხატვის უფლებები; 5. ადამიანთა მატერიალური: სამოქალაქო, პოლიტიკური, სოციალური, ეკონომიკური და კულტურული, აგრეთვე საპროცესო უფლებები და ასე შემდეგ…

ბ. ხალხთან საგანმანათლებლო მუშაობა, დისკუსიების, პოლემიკების, მსჯელობების გამართვა და ამითი საზოგადოებრიობისთვის დემოკრატიულად აზროვნებაში ხელშეწყობა;

გ. მატერიალურად თუ მორალურად შეჭირვებული, გაუცხოებული და დათითოკაცებული საზოგადოებრიობის თანადგომითა და მხარდაჭერით თუ სხვა საშუალებებით გაერთიანება-გამთლიანება;

დ. ხალხის, როგორც ხელისუფლების მატარებლისა და წყაროს – თვითშეგნების ამაღლება, პიროვნული თუ ეროვნული ღირსების გრძნობათა რეანიმაცია და შესაბამისად ორგანიზება;

ე. საზოგადოებრიობის, ადამიანების მიერ თავისუფლებათა ორგანიზებულად გამოყენების საშუალებებით ხელისუფლების მაკონტროლებელი ,,პოლუსის” წარმოქმნა, – იქიდან გამომდინარე, რომ თავისუფლებები უფლებათა წყაროს წარმოადგენენ და ჭეშმარიტი დემოკრატიის პირობებში განსაზღვრავენ კიდეც მათ;

ვ. ორგანიზებულ საზოგადოებრიობაში იმ გაგების მომწიფება, – რომ ხელისუფლების დემოკრატიული კონტროლის პირობებში თვითვე ასეთად მონაწილეობს სახელმწიფოს მართვაში და გააჩნია რეალური ბერკეტები ხელისუფლებასთან ერთად იბრძოლოს თავისივე კეთილდღეობისათვის;

ზ. ამგვარად, ხელისუფლება განიცდის რა მაკონტროლებელი ,,პოლუსის” (ხალხის) ირიბ გავლენას, – თანდათანობით რეალურად დემოკრატიულ პოზიციაზე გადადის და შესაბამისად გაგებითა და პასუხიხმგებლობით ეკიდება მასზე დაკისრებულ მოვალეობა – ვალდებულებათა შესრულებას;

თ. ამდენადაც, დემოკრატიულობის ხარისხის ზრდასთან ერთად ხელისუფლებასა და ხალხს შორის მყარდება ურთიერთგაგებრივი, თანასწორი ურთიერთპატივისცემასა და საერთო მიზნებისაკენ სწრაფვაზე აგებული თანამშრომლობა, – რაც საბოლოო ჯამში ჩვენი ქვეყნის განვითარებულ დემოკრატიულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებისაკენ მივყავართ.

კონცეფციის რეალიზაციის ძირითადი მექანიზმები:

რეფორმატორული მიმართულების პარტია;

მოძრაობა “საქართველო გარედან მართვადი ხელისუფლების გარეშე!”
თავისუფალი აზრის სახლი;
მოძრაობა “თავისუფალი პროფკავშირებისათვის”;
მოძრაობა ,,სტუდენტობა დემოკრატიისა და თავისუფლებისათვის”;
მოძრაობა “რეალური დემოკრატიისთვის”;
მოძრაობა “ძლიერი ეკონომიკისათვის – კონკურენტული გარემოსთვის;
მოძრაობა ,,საქართველოს რეგიონები ძლიერი სახელმწიფოსათვის”;
მოძრაობა ,,ტერიტორიული მთლიანობისათვის – ერთიანი საქართველოსათვის”;
მოძრაობა – “პოლიტიკური კორუფციის წინააღმდეგ”;
მოძრაობა “სიცოცხლისა და არსებობისათვის”;
მოძრაობა ” სიტყვის თავისუფლებისათვის”;
,,ყოველთა ქართველთა (თანამემამულეთა)კონგრესი”;
არასამთავრობო ორგანიზაციათა ალიანსი;
პოლიტიკურ ძალთა დემოკრატიული ასამბლე;
ფიარისა და პროგრამის მონიტორინგის — საზოგადოებასთან ურთიერთობის სისტემა;
ნდობის რეფერენდუმი;

 

I. რეფორმატორული პარტია
იქმნება ახალი პოლიტიკური პროცესის შესაბამისი პოლიტიკური ძალა, რომლის პირობითი სახელწოდებაა …… ჩვენ ვქმნით პარტიას, რომლისთვისაც მხოლოდ ერთი ძალაუფლება იქნება მისაღები – ნიჭის ძალაუფლება… ეს იქნება თავისუფალი და მოაზროვნე ადამიანების ერთობა ძლიერი სახელმწიფოსათვის.

ჩვენ გვინდა პარტიაში მოვიდნენ ის ადამიანები და ის პოლიტიკოსები, რომელთაც ერთობისათვის საფუძვლად სიძულვილი არ მიაჩნიათ (როგორადაც ეს დღეს არის), ქვეყნის მართვისათვის – გარე ძალა (როგორადაც ეს დღეს არის), პოლიტიკური საქმიანობისათვის – შავი ფული (როგორადაც ეს დღეს არის), გლობალიზაციის პროცესში მონაწილეობისავის – უთვისტომობა (როგორადაც ეს დღეს არის)……რომელთაც უგულებელყოფა არ გაუკეთეს ქვეყნის გარეთ მცხოვრებ ქართველებს, აფხაზებს, ოსებს (როგორადაც ეს დღეს არის) და, რომელთაც ბიზნესად არ აქციეს პოლიტიკა და ხელისუფლება (როგორადაც ეს დღეს არის).

ჩვენ გვწამს და ვჯერა, რომ საქართველოს მომავალი ქართულ პოლიტიკურ ძალასთან, ეროვნული განწყობის იმ პოლიტიკოსებთან არის დაკავშირებული, რომელთაც უცხოეთთან ურთიერთობის მთავარ საყრდენად ინტელექტი და ბიზნესი, ხოლო ქვეყნის აღმშებნებლობის კი – რწმენა, პროფესიონალიზმი, თაობათა ერთიანობა და კონკურენცია – მიაჩნიათ.

ახალი პოლიტიკური პარტია ამ გზით ივლის – ეს არის დიდი ქართული სახელმწიფოს გზა.

პარტია იქმნება საქართველოში დღემდე არსებული პრინციპებისგან სრულიად განსხვავებული ტექნოლოგიებით. თავშივე იკვეთება პარტიის მთავარი ორგანიზაციული პრინციპი: “თავისუფალი ადამიანების კონკურენცია ერთიანობისათვის”.

პარტიის შექმნის მთავარი პროცესი მთავრდება ცხრა თვეში.
ამ დროისათვის:

ფორმირებულია ყველა დონის სტრუქტურა რესპუბლიკური, სამხარეო, საქალაქო, რაიონული, სასოფლო.

პარტიის წევრთა, მხარდამჭერთა, მეგობართა, თანამგრძნობთა რაოდენობა (რომელსაც აქვთ შესაბამისი დოკუმენტი) აღემატება საქართველოს ამომრჩეველთა მესამედს.

პარტიის — ფორმირების ეტაპები

იქმნება 25-30 კაციანი თანამოაზრეთა ჯგუფი, ყალიბდება პარტიის პროგრამა, წესდება, საარჩევნო პროგრამის მონახაზი, იწყება რეგიონალურ ავტორიტეტთა შერჩევა ადგილებზე მოსახლეობის აზრის შესწავლითა და საერთო კონსენსუსით;

საინიციატივო ჯგუფის ყველა წევრის ხელმოწერით განსაკუთრებული ხასიათის წერილი ეგზავნებათ ქვეყნისა და ხალხის წინაშე განსაკუთრებული დამსახურების ადამიანებს, (აკადემიკოსებს, პროფესორებს, მწერლებს, მხატვრებს, მუსიკოსებს, თეატრალებს, არქიტექტორებს, კინოს მოღვაწეებს, ჟურნალისტებს, პედაგოგებს, ექიმებს, სპორტსმენებს, ბიზნესმენებს…) დაახლოებით 4-5 ათას კაცს. წერილში, ამ ადამიანების ქვეყნისა და ხალხის წინაშე დამსახურების გამო, – ხაზგასმული იქნება ჩვენი თხოვნა და სურვილი – გვითხრან რას თვლიან ქვეყნისათვის უპირველეს საქმედ და ვის თვლიან იმ ადამიანებად, ვისაც პირადად ისინი ქვეყნისა და ხალხის ბედს მიანდობენ …

გაფორმდება ხელშეკრულება, როგორც რესპუბლიკური ასევე რეგიონულ ერექტრონული და ბეჭვდითი მედიის საშუალებებთან, ხალხის ნდობით აღჭურვილი პიროვნებების შერჩევაში მათი შესაძლებლობების გამოყენების მიზნით…

შეიქმნება ავტორიტეტულ პიროვნებათა ჯგუფი, რომელიც პირველ და მეორე პუნქტით გათვალისწინებულ ღონისძიებებს გაუწევს კოორდინაციას და, რაც მთავარია, გაანალიზებს წარმოდგენილ მასალებს, გააგრძელებს მუშაობას, როგორც ღვაწლმოსილ ადამიანებთან, ასევე მედიის საშუალებებთან.

პარტიის ორგანიზების მიზნით თბილისსა და ყველა მხარეში იქმნება 7-10 კაციანი საორგანიზაციო ჯგუფები. მათი დამტკიცება ხდება საჯაროობის ყველა პრინციპის დაცვით. იქმნება რეგიონული ოფისები (თანამედროვე, მაღალი ტექნოლოგიებით)
ცენტრალური საინიციატივო ჯგუფის თითოეული წევრი ოფიციალურ რეკომენდაციას აძლევს მინიმუმ 10 პიროვნებას პარტიის წევრობისათვის.

ყველა ქალაქსა და რაიონში იქმნება 5-7 კაციანი საინიციატივო ჯგუფი, იხსნება საქალაქო და რაიონული ოფისები მათი აღჭურვა ხდება შესაბამისი ტექნიკით …
გრძელდება პარტიის რიგების შევსება: – ცენტრალური შტაბის წევრთა მიერ რეკომენდირებული (250-300 წევრი) თითოეული ორი თვის განმავლობაში რეკომენდაციას აძლევს 5-5 ახალ წევრს; – რეგიონალური საინიციატივო ჯგუფის თითოეული წევრი ორი თვის განმავლობაში რეკომენდაციას აძლევს 10-10 ახალ წევრს;

იმის გათვალისწინებით, რომ პარტიისათვის უმთავრესი იქნება ძირეული რგოლი (სოფელი…) მთელი ყურადღება გადატანილი იქნება სოფელში ღირსეული და ავტორიტეტული, მართლაც, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანების შერჩევაზე, პარტიის ოფისის შექმნაზე. ამ მიზნის მისაღწევად ყოველ სოფელში რამდენიმე დღით იქნებიან მივლინებულნი პარტიის ცნობილი სახეები, რომლებიც ხალხის აზრის გათვალისწინებით შეარჩევენ სამ-სამ პიროვნებას, რომელთაც მიეცემათ საშუალება პარტიის სახელით მოქმედების და ძლიერი პარტიული ორგანიზაციის შექმნის. ამ პერიოდში სოფელში შერჩეულმა თითოეულმა წევრმა რეკომენდაცია პარტიის წევრად უნდა მისცეს ოც-ოც კაცს. თებერვლის ბოლოსათვის უნდა დასრულდეს სოფლად პარტიული ორგანიზაციის შექმნის პირველი ეტაპი.
ცენტრალური შტაბის მიერ რეკომენდირებული თითოეული წევრის მიერ რეკომენდირებული (1250-1500) რეკომენდაციას აძლევს 5-5 ახალ წევრს;
რეგიონალური საინიციატივო ჯგუფის თითოეული წევრის მიერ რეკომენდირებული (700-800) რეკომენდაციას აძლევს 5-5 წევრს;
საქალაქო, რაიონული საინიციატივო ჯგუფის წევრთა მიერ რეკომენდირებული (600) თითოეული რეკომენდაციას აძლევს 10-ს, ხოლო ამ უკანასკნელთა რეკომენდირებული (6000) 5-ს

ტარდება რეგიონული და საქალაქო კონფერენციები, განიხილება პარტიის წესდებისა და პროგრამის, პარტიის საარჩევნო პროგრამის პროექტები, ირჩევა შესაბამისი ხელმძღვანელი ორგანოები, სამხარეო კონფერენციის დელეგატები.
მარტის თვიდან მოყოლებული პარტიის თითოეული წევრი ყოველდთვიურად რეკომენდაციას აძლევს ერთ წევრს.

ტარდება სამხარეო კონფერენციები, რომლებზეც: – განიხილება პარტიის პროგრამისა და წესდების პროექტები: – განიხილება პარტიის საარჩევნო პროგრამის პროექტი; – მტკიცდება რეგიონული სტრუქტურა, ხელმძღვანელი ორგანოები მოქმედების კონკრეტული გეგმა; – სახელდება პარტიის ლიდერის სამი კანდიდატურა (ერთი რეგიონიდან, ორი საქართველოს და საქართველოს გარეთ მცხოვრები მოქალაქეებისგან). – ირჩევენ პარტიის ყრილობის დელეგატებს.

აპრილი მაისი: – ეწყობა პარტიის საერთო ეროვნული ლიდერის ფორმირების სრულიად განსხვავებული პროცესი: რეგიონულ კონფერენციაზე დასახელებული ის კანდიდატები, რომლებმაც ნახევარზე მეტი რეგიონების მხარდაჭერა მიიღეს – იწყებენ საარჩევნო მარათონს პარტიის ლიდერობისათვის. ამ მიზნით ყველა მხარეში ეწყობა შეხვედრები პარტიის წევრებთან. (ეს უნდა იქცეს პარტიის მძლავრ წინასაარჩევნო პროცესად…)

– პარტიის ლიდერების წინასაარჩევნო რეგიონულ შეხვედრებზე, თავისი პროგრამით გამოდის თითოეული კანდიდატი, ეწყობა ფარული კენჭისყრა, რომლის შედეგებითაც ლიდერობისთვის ბრძოლას აგრძელებენ ის კანდიდატები, რომლებიც არჩევნების მონაწილე პარტიის წევრთა 30 პროცენტზე მეტ ხმას მიიღებენ:
მაისი: ტარდება პარტიის ყრილობა, რომელიც ამტკიცებს პარტიის წესდებასა და პროგრამას, პარტიის საარჩევნო პროგრამას, ირჩევს ხელმძღვანელ ორგანოებს და ახდენს პარტიის ლიდერის აღიარებას.

პარტიის ლიდერად აღიარება

პარტიის ლიდერად აღიარებული იქნება ის, ვინც რეგიონულ არჩევნებზე მიიღო არჩევნების მონაწილე პარტიის წევრთა 30 პროცენტზე მეტი ხმა, რომელსაც მხარი დაუჭირა ყრილობის დელეგატთა ნახევარზე მეტმა, არჩევნების ბოლო ეტაპზე ყრილობის დელეგატთა 90 პროცენტზე მეტმა მიიჩნია ლიდერად და რომლის ლიდერობის წინააღმდეგი არ არის არც ერთი რეგიონალური ორგანიზაცია. სხვა შემთხვევაში ის, ვინც მიიღებს ყრილობის 50 პროცენტზე მეტს, – იქნება პარტიის თავმჯდომარე. (ახალ პროცესამდე პარტია რჩება ლიდერის გარეშე). პარტიის დამარცხება არჩევნებში ავტომატურად იწვევს ლიდერის (თავმჯდომარის) გადადგომას და ახალი ლიდერის შესარჩევად პროცესის დაწყებას.

 

II. მოძრაობა “საქართველო გარედან მართვადი ხელისუფლების გარეშე”
საქართველოს ისტორია უტყუარი დასტურია იმისა, რომ საქართველო მხოლოდ მაშინ იყო ძლიერი, მხოლოდ მაშინ ცხოვრობდა ზოგადსაკაცობრიო იდეალებითა და პრინციპებით, როცა მას ქართული ცნობიერების ხელისუფლება ჰყავდა და მხოლოდ მაშინ იყო სუსტი და შეურაცხყოფილი, როცა მას უცხო ძალების გავლენით დანიშნული, უცხო ძალების დაფინანსებით “გამარჯვებული” ხელისუფლება მართავდა.

საქართველოს ისტორია უტყუარი დასტურია იმისა, რომ რუსეთის მიერ დანიშნულმა ხელისუფლებამ რუსეთის, ხოლო ამერიკის მიერ დანიშნულმა კი ამერიკის ავტორიტეტი გაანადგურა – საქართველოში.

იმის გათვალისწინებით, რომ რეფორმატორული პარტიის მთავარ მიზნებში შედის ის, რომ საქართველო და ქართველი ხალხი შეურაცყოფილი არ იყოს გარედან დანიშნული და გარედან მართვადი ხელისუფლებით… ის, რომ საქართველოს დიდი მეგობრობა ჰქონდეს ამერიკასთან, რუსეთთან, ევროპასთან, უცხოეთთან საერთოდ… ის, რომ საქართველო იყოს არა მსოფლიოს გიგანტთა ინტერესების დაჯახების, არამედ ქართულ ინტერესებზე მათი ინტერესების ზედდების ქვეყანა ის, რომ ქვეყნის მთავარი საგარეო პრინციპი იყოს: “თანამშრომლობა – ყველასთან, მეგობრობა – მეგობართან, უფროსობა – არავისგან, მსახურება – საქართველოს,” ის, რომ საქართველოს უცხოეთთან ურთიერთობის მთავარი საყდენად ინტელექტი და ბიზნესი იქცეს – პარტიის შექმნის პარალელურად იწყება დიდი ქართული მოძრაობა “საქართველო გარედან მართვადი ხელისუფლების გარეშე”.

ამ მიზნით იქმნება 35-40 ჯგუფი (თითოეულში 10-15 კაცი) და იწყება დიდი სააგიტაციო მუშაობა დეკლარაციაზე – “საქართველო გარედან მართვადი ხელისუფლების გარეშე” ხელმოსაწერად. პარტიის ყრილობისათვის (მაისის ბოლო) ამ დოკუმენტზე უნდა იყოს საქართველოს ორ მილიონზე მეტის (ნახევარზე მეტი) ხელმოწერა.

ხელმოწერა უნდა გაკეთდეს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის სრული დაცვით და ხელმოწერის პროცესი უნდა იყოს პარტიის აგიტაციის და შესაბამისად, მისი აქტიური წინასაარჩევნო პროცესი. თითოეულ ხელმომწერს უნდა გადაეცეს მოწმობა, რომ მან ხელი მოაწერა ასეთ ისტორიულ დოკუმენტს იმ მომენტში, როცა ქვეყანაში შიში მძინვარებდა და ამის გაკეთება მხოლოდ ზნეობრივ და სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანებს შეუძლიათ. ჩვენი მიზანია ეს დოკუმენტი საოჯახო რელიქვიად იქცეს…

 

 III. თავისუფალი აზრის სახლი
“ადამიანი თავისუფლებისათვის გაათავისუფლა ღმერთმა”

პარტიის შექმნის პრიოცესის პარალელურად მიმდინარეობს “თავისუფალი აზრის სახლის” ფორმირება. მისი შექმნის აუცილებლობას განაპირობებს დრო: არასდროს დამოუკიდებელ საქართველოში თავისუფალ სიტყვას, თავისუფლად აზროვნებას ისეთი პრობლემები არ შექმნია, როგორიც შეექმნა დღეს.
“თავისუფალი აზრის სახლში” მიმდინარეობს დისკუსია ქვეყნის საჭირბოროტო საკითხებზე. დისკუსია იკრებს დაინტერესებულ ადამიანებს, უპირველესად პროფესიონალებს. იკვეთება ხუთი მიმართულება :
განათლება, მეცნიერება, კულტურა;
დიპლომატია, საგარეო ურთიერთობები;
სოციალური პრობლემები;
ადამიანის უფლებები;
ეკონომიკა…
თითოეული მიმართულებით საკითხების პროფესიული განხილვისა და ნამდვილად დემოკრატიული დისკუსიის გამართვის მიზნით, იქმნება 10-15 კაციანი ავტორიტეტული, ხალხის ნდობით აღჭურვილ პროფესიონალთა ჯგუფები. თითოეული აფუძნებს დარბაზსს. მათი ერთობა არის “თავისუფალი აზრის სახლი”.
ყოველდღიურად, გარდა შაბათისა და კვირისა, იმართება დარბაზის სხდომა (თითოეული მიმართულება კვირაში ერთხელ). შაბათობით იმართება ცნობილი ადამიანების საჯარო ლექციები; კვირაობით ორგანიზება უკეთდება საკვირაო შეხვედრებს ცნობილ მოღვაწეებთან.

“თავისუფალი აზრის სახლი” ქმნის “ფორუმის” მსგავს ვებ გვერდს, თანამშრომლობს ელექტრონული და ბეჭვდითი მედიის საშუალებებთან, უშვებს გაზეთს “თავისუფალი აზრი”, რომელიც იქნება თავისუფალი აზრის დარბაზის შეხვვედრების სტენოგრამა. “თავისუფალი აზრის სახლი” 24 საათის განმავლობაში იღებს ნებისმიერი პიროვნების წინადადებას და მოსაზრებას, სტენოგრამის სახით აქვეყნებს გაზეთში.

,,თავისუფალი აზრის სახლი” საქმიანობის დაწყებიდან სამი თვის განმავლობაში, დიდი გამოკითხვისა და თათბირებების შედეგად ქმნის ,,სახელმწიფო კაცების საკრებულოს”. იგი უნდა იყოს იმ ადამიანთა საკრებულო, რომელთაც არასდროს, არც ერთ ეპოქაში არ უღალატნიათ თავისუფლებისათვის, თავისუფალი სიტყვისათვის… ეს უნდა იყოს იმ ადამიანთა საკრებულო, რომლის თითოეული წევრი საქართველოს მოსახლეობის უდიდეს ნაწილში აღიქმება, როგორც თავისუფლების სიმბოლო.

“თავისუფალი აზრის სახლის” მოქმედებისა და პრინციპების თაობაზე ინფორმაცია ეგზავნებათ საქართველოში აკრედიტირებულ საელჩოებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს – წინადადებით მათთან თავისუფალი შეხვედრებისა და საერთოდ თანამშრომლობის თაობაზე. ეს სახლი უნდა იქცეს საზღვარგარეთის ქვეყნების მაღალი რანგის სტუმართა ვიზიტის პროგრამის შემადგენელ ნაწილად. საქართველოს ნამდვილი მეგობრებისთვის დიდი პატივი უნდა იყოს შეხვედრა “სახელმწიფო კაცების “საკრებულოსთან” “თავისუფალი აზრის სახლში” და ამ საქვეყნო კაცების მოსაზრებები მოსმენა.

იმ ფონზე, როცა ხელისუფლება კლავს თავისუფალ აზრს, აჩერებს ტელევიზიებს, ებრძვის ბეჭვდით მედიას – ეს სახლი განსაკუთრებულ მნიშვნელობას შეიძენს, იგი შეიძლება და პრაქტიკულად გახდება კიდეც თავისუფლებისთვის ბრძოლის თანამედროვე ცენტრი – დიდი კონტაქტებით საერთაშორისო ორგანიზაციებთან.

 

IV. მოძრაობა ,,თავისუფალი პროფკავშირებისათვის”

ქვეყანაში დუმს და ხელისუფლებამ ჯიბეში ჩაიდო დემოკრატიული ქვეყნების აუცილებელი ატრიბუტი, ხელისუფლების ბუნებრივი ოპოზიცია და დასაქმებულთა უპირველესი ქომაგი – პროფკავშირები.

პოლიტიკური პარტიის შექმნის პროცესის პარალელურად მიმდინარეობს საზოგადოების ყურადღების კონცენტრირება პროფკავშირების როლისა და ფუნქციების გაძლიერების აუცილებლობაზე. ჩვენ ვთვლით, რომ პრაქტიკულად უგულებელყოფილია როგორც გაჩერებული საწარმოების ყოფილ მუშა-მოსამსახურეთა ინტერესები, ასევე სერიოზულად ილახება დღეს დასაქმებულთა უფლება-მოვალეობები. რეალობა ასეთია: პრივატიზებამ ჯართად აქცია სამუშაო ადგილები – გაამდიდრა წარმოების მეპატრონენი, დასაქმებულთა უმრავლესობას არ აქვს საარსებო მინიმუმი, მაშინ, როცა მფლობელები მილიონერები გახდნენ.ამ პრობლემების გააქტიურების მიზნით, დასაწყისში რესპუბლიკის მასშტაბით იქმნება 7-10 კაციანი, შემდეგ კი დიდ ქალაქებსა და ყველა მხარეში 3-7 კაციანი ჯგუფები. საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით და ქეყნის ინტერესების დაცვით იწყება დიდი მოძრაობა თანამედროვე პროფკავშირების ფორმირებისათვის (სპეცპროგრამა). იგი უნდა იყოს არა რომელიმე პარტიის ინტერესების გამტარებელი, არამედ ქვეყნის დემოკრატიულობის მაჩვენებელი და დასაქმებულთა, გაჩერებული საწარმოების მუშა-მოსამსახურეთა ინტერესების დამცველი. ჩვენი სურვილია ასეთი განწყობა ჰქონდეს ყველა პოლიტიკურ ძალას, რომ ერთად ვიბრძოლოთ არა პოლიტიკური ფუნქციის პროფკავშირებისათვის, არამედ პროფკავშირები გამოვიყვანოთ ხელისუფლების მონობიდან, დავუბრუნოთ მას საერთაშორისო მასშტაბით აღიარებული ბუნებრივი მდგომარეობა, ვიზრუნოთ, რომ პროფკავშირებს ჰყავდეს ისეთი ლიდერები, რომლებიც ფეხქვეში არ ეგებიან ხელისუფლებას და დასაქმებულებს უნდოდეთ ისეთი პროფკავშირები, რომლებიც მათ დაიცავს ხელისუფლებისაგან, ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ პროფკავშირები საქართველოში იყოს დემოკრატიის და თავისუფალი სიტყვის მძლავრი საყრდენი, ასრულებდეს ისეთივე პროგრესულ ფუნქციას ქართულ სახელმწიფოში, როგორსაც ისინი ასრულებენ თანამედროვე მსოფლიოს დემოკრატიულ ქვეყანაში.

 

V. მოძრაობა ,,სტუდენტობა დემოკრატიისა და თავისუფლებისათვის”

მთელ მსოფლიოში სტუდენტობა, სტუდენტური მოძრაობა, საერთოდ უმაღლესი სკოლა მიჩნეულია, როგორც ხელისუფლების ბუნებრივი ოპოზიცია და იდენტიფიცირებულია პროგრესთან, დემოკრატიისა და თავისუფლებისათვის ბრძოლასთან.

საქართველოში სტუდენტობასთან და სტუდენტურ მოძრაოასთან არის დაკავშირებული ბრძოლა ქართული ენისათვის, ქართული ტრადიციებისა და ქართული ცნობიერებისათვის, თავისუფლებისა და დემოკრატიისათვის. 1978 წელს სტუდენტობამ გადაარჩინა ქართული ენა მისი სტატუსის დაქვეითებისგან, 1989 წელის 9 აპრილს სტუდენტობა იყო უპირველესი ეროვნული ძალა…

ძალაუფლებისა და ფულის მოყვარულმა ხელისუფლებამ ვერაგული მეთოდებით შეძლო სტუდენტური მოძრაობის სახელმწიფოებრივი ინტერესებისაგან ჩამოშორება და, სამწუხაროდ, ფულის ძალით იგი ხელისუფლებისაგან მართვად ძალად აქცია. განათლების რეფორმა, რომელსაც ხელისუფლება წარმატებულს უწოდებს – მიმართულია ქართული ცნობიერების წინააღმდეგ. აშკარაა, რომ საქართველო არის ფულისუფლების ქვეყანა. სტუდენტთა ერთი (მცირე) ნაწილი ხელისუფლების მონადქცეულ ფულიანთა, მეორე (დიდი) ნაწილი – გაჭირვებული ოჯახებიდან მოდის და იმის გამო, რომ პირველის პოლიტიკური აქტივობა მათი მდიდარი მშობლების ინტერესებს ეწირება, მეორე კი – მცირე ფულისათვის იძულებულია ხელისუფლების ჯიბის მოძრაობად იქცეს, ხოლო, მესამე, მართალია მცირე, მაგრამ მართლაც სტუდენტთა თავისუფალ და პროგრესულ ნაწილს არ აქვს მხარდაჭერა – მოხდა მთელი სტუდენტური მოძრაობის გადაქცევა ხელისუფალთა ინტერესების დამცველ მოძრაობად. ხელისუფლება ფიქრობს არა თავისუფალ სტუდენტზე, არამედ სტუდენტის მოსყიდვაზე (ქვეყნის გარედან ან მაღალი რანგის ხელისუფალთა ჯიბით ფინანსირებადი არასამთავრობო ორგანიზების მთელი სისტემა… ე.წ. ,,პატრიოტთა” ბანაკები… ზაფხულის შრომითი ბრიგადები… თანამდებობით მოსყიდვა… საზღვარგარეთ სასწავლებლად გაგზავნა და ა.შ.) საქართველოში სტუდენტის თავისუფლება: ფულითაც შეზღუდულია მაღალი გადასახადები, ჯარიმების, გამოცდების, კურსზე დატოვების და გარიცხვის მთელი სისტემა ეს არის შიშის დანერგვა. საქართველოში ჯანსაღი სტუდენტური მოძრაობა სასიცოცხლოდ სჭირდება არა მარტო ზოგადად საქართველოსათვის ბრძოლას, არა მარტო ზოგადად დემოკრატიასა და თავისუფლებას, ზოგადად ადამიანის უფლებების დაცვის ინტერესებს, არამედ განათლების მთელ სისტემას, უმაღლეს სასწავლებლებს, უშუალოდ სტუდენტობას. საქართველოში რომ არსებობდეს თავისუფალ სტუდენტთა მოძრაობა, თუნდაც იმის ირგვლივ მოხდებოდა სტუდენტთა ძირითადი ნაწილის გაერთიანება, რომ საქართველო ეკუთვნის იმ ქვეყნების რიგს, რომელთა უმაღლესი სკოლა, განათლების სისტემა გაცილებით მეტს აძლევს სახელმწიფო ბიუჯეტს, ვიდრე ბიუჯეტი ანუ სახელმწიფო — განათლებას. ეს, მართლაც პარადოქსულია. საქართველოში განათლების მთელ სისტემას, განათლებასთან დაკავშირებულთ (პროფესორ-მასწავლებლებს, სტუდენტობას, მოსწავლეებს, პედაგოგებს) 3-ჯერ მეტი შეაქვთ სახელმწიფო ბიუჯეტში, ვიდრე იღებენ სახელმწიფო ბიუჯეტისაგან.

ხელისუფლების ოპოზიციური პოლიტიკური ძალები და პოლიტიკოსები ხელისუფლებას კი არ უნდა ვემსგავსებოდეთ სტუდენტობის მიმხრობასა და მოსყიდვაში, სტუდენტური მოძრაობის პოლიტიზებაში, არამედ ქვეყანას ვთავაზობდეთ განათლების სისტემის რეალურ რეფორმას — ორიენტირებულს საერთაშორისო სტანდარტებზე და ქართულ ცნობიერებაზე,

ჩვენ ვთვლით, რომ ბრძოლა საქართველოსათვის ეს არის ბრძოლა დემოკრატიული სტუდენტობისათვის, სწავლაზე ორიენტირებული, მაღალი იდეალების თავისუფალი სტუდენტისათვის.

ამ მოძრაობის დაწყება ჩვენ ასე წარმოგვიდგენია: საქართველოს ყველა უმაღლეს სასწავლებელში უნდა შეიქმნას თავისუფალ სტუდენტთა 7-10 კაციანი ჯგუფები, რომლებიც თითო წარმომადგენლით ქმნიან წარმომადგენლობით რესპუბლიკურ საკორდინაციო შტაბს… პირველ ეტაპზე კეთდება თითოეული უმაღლესი სასწავლებლის სიღრმისეული ანალიზი, ხდება მათი განზოგადება მთელი რესპუბლიკის მაშტაბით, გამოსვლას იწყებს თავისუფალი სტუდენტური გაზეთი, იქმნება ვებ გვერდი, კეთდება საერთო სტუდენტური განაცხადი სახელმწიფო ტელევიზიაში დროის მოპოვებისათვის, ყალიბდება რამდენიმე უპირველესი სახელმწიფოებრივი მოთხოვნა ხელისუფლების წინაშე… ამ მოთხოვნების ირგვლივ ხდება მოუსყიდავი და თავისუფალი სტუდენტობის გაერთიანება.
VI. მოძრაობა ,,რეალური დემოკრატიისათვის”

ძლიერი და დემოკრატიულია ის სახელმწიფოები, სადაც ხელისუფლება არის ხალხის მსახური, სადაც ხალხი ახორციელებს კონტროლს ხელისუფლების საქმიანობაზე. ეს არის რეალური დემოკრატია.

საქართველოში საპირისპირო პროცესები ძლიერდება — ხელისუფლება კი არ ემსახურება ხალხს, ხალხი გახდა ხელისუფლების მსახური, ანუ ხალხი გახდა თავისი მსახურის მსახური. საქართველოში ხელისუფლება გამოვიდა საზოგადოებრივი კონტროლიდან. უფრო მეტიც, პოლიტიკოსებმა ხალხს წაართვეს ხელისუფლების საქმიანობაზე კონტროლის ფუნქცია და მოახდინეს ამ პროცესის პოლიტიზება. შედეგად მივიღეთ: ფუნქცია დაკარგული ხალხი, გაყოყოჩებული ხელისუფლება, ყალბი პოლიტიკოსები, დემოკრატიის თამაში რეალური დემოკრატიის ნაცვლად.

ჩვენ ვგეგმავთ კარდინალურ ღონისძიებებს იმისათვის, რომ ხელისუფლება დაუბრუნდეს საზოგადოერივ კონტროლს, თავი დაანებოს ხალხზე უფროსობას და გახდეს ხალხის მსახური. დასაწყისში 10-15 ძლიერი პიროვნება აყალიბებს მოძრაობას რეალური დემოკრატიისათვის და ითხოვს საქართველოს კონსტიტუციის იმ მოთხოვნის შესრულებას, რომლის მიხედვითაც საქართველოს პრეზიდენტის არჩევიდან რამდენიმე თვის განმავლობაში, საქართველოს პარლამენტი პრეზიდენტის საარჩევნო პროგრამაზე დაყრდნობით კანონის ძალას უნდა აძლევდეს საპრეზიდენტო ვადის პროგრამას. ამ პროგრამის საფუძველზე მთელი აღმასრულებელი ხელისუფლების ვერტიკალის ყველა პირველ პირს უნდა გააჩნდეს კონკრეტულ რეგიონში, ქალაქში, რაიონში თუ დარგში მოქმედების პროგრამა, რომელიც ცნობილი უნდა იყოს მოსახლეობისათვის და მოსახლეობაც საზოგადოებრივი ინსტიტუტების მეშვეობით უნდა ახორციელებდეს მის მონიტორინგს — შესრულების კონტროლს.

ჩვენ ვთვლით, რომ საჭიროა ქალაქებსა და რაიონებში, მხარეებში შეიქმნას მოსახლეობის ნდობით აღჭურვილი ჯგუფები, რომლებიც კონტროლს გაუწევენ სახელმწიფო პროგრამების, როგორც შედგენას, ასევე მათ შესრულებას, ბიუჯეტში თანხების როგორც შესვლას, განსაკუთრებით თანხების ხარჯვას, პრივატიზების მთელ პროცესს — რა იყიდება, რა ფასად, ვინ ყიდულობს, რა პირობებით და როგორ ასრულებს ამ პირობებს, როგორ ცხოვრობენ სახელმწიფო მოხელეები, არჩევითი ორგანოების წარმომადგენლები, როგორია ბიზნესთან სახელისუფლებო წრეებისა და მაღალჩინოსანთა ოჯახების დამოკიდებულიება.

მოსახლეობის ნდობით აღჭურვილი ჯგუფების საქმიანობა მწარე უნდა იყოს არა მარტო ხელისუფლებისათვის, არამედ ოპოზიციური პარტიებისა და ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისათვის. ისინიც ხალხის კონტროლის ქვეშ უნდა იყვნენ და მოსახლეობის ნდობით აღჭურვილი ჯგუფები ხალხს უნდა ეხმარებოდნენ იმაში, რომ არ დაუშვან შეცდომები არჩევნების დროს.

ჩვენი პროგრამის მიხედვით, მოძრაობამ რეალური დემოკრატიისათვის შეიძლება გამართული მოძრაობა დაიწყოს ოქტომბერ-ნოემბერში და მომდევნო წლის მარტ-აპრილში იქცეს მძლავრ ავტორიტეტულ საქვეყნო მოძრაობად.

VII. მოძრაობა ,,ძლიერი ეკონომიკისათვის –კონკურენტული გარემოსათვის”
დემოკრატიულ და დემოკრატიისაკენ მიმავალ ქვეყანაში პოლიტიკურ პროცესს, სერთოდ, ხელისუფლებას აქვს ერთი ფუნქცია — კონკურენტული გარემოს შექმნა. პროგრესი, დემოკრატია, ადამიანის თავისუფლებაც და ნიჭის ძალაუფლებაც, ხალხის ცხოვრების დონის ზრდას, სამუშაო ადგილებიც, ბიზნესიც და საკუთრების თავისუფლებაც, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაც არის მხოლოდ იმ ქვეყნებში, სადაც არის კონკურენცია საზოგადოებრივ ყოფაში, პოლიტიკაში, ბიზნესსი და ადამიანის შესაძლებლობათა რეალიზაციის თვალსაზრისითაც. სხვა გამოცდილება, სხვა რამ არ იცის დღევანდელმა ცივილურმა მსოფლიომ, კაცობრიობის ისტორიამ.
დიდი ანალიზი არ არის საჭირო ნებისმიერი დაინტერესებული ადამიანი დარწმუნდეს იმაში, რომ საქართველოში ბიზნესი სრულად კონტროლდება ხელისუფლების მიერ და პრაქტიკულად ემსახურება ხელისუფლებას — მის მიერ ძალაუფლების შენარჩუნებას. საქართველოში პოლიტიკა იქცა ბიზნესად, პარლამენტია ბიზნეს-კლუბი, ქართული ბიზნესი და მელი პოლიტიკური პროცესი საერთოდ კონტროლდება პოლიტიკური ფუნქციის მქონე საგადასახადო და საბაჟო სამსახურების, პოლიციის, უშიშროების, პროკურატურის, სასამართლოსა და ჯარის სარდლობის მიერ.
ჩვენ ვთვლით რომ ბრძოლა საქართველოსათვის ეს არის ძლიერი ეკონომიკისათვის, რომელიც წარმოუდგენელია კონკურენციის, კონკურენტული გარემოს, თავისუფალი ბიზნესის გარეშე.
მოძრაობა ,,ძლიერი ეკონომიკისათვი — კონკურენტული გარემოსათვის” იწყება 7-10 კაციანი ჯგუფის შექმნით, რომელიც გააკეთებს ქვეყანაში კონკურენციის თვალსაზრისით არსებული მდგომარების სერიოზულ ანალიზს, გააცნობს საზოგადოებას, საერთაშორისო ორგანიზაციებს და, საჭიროების შემთხვევაში, შემოკრავს განგაშის ზარს. ეს იქნება პირველი ეტაპი, რომელიც დასრულდება სამ თვეში. მეორე ეტაპზე, უკვე დეკემბრიდან დაიწყება და მარტში დასრულდება ანალოგიური ჯგუფების შექმნა მხარეების, ქალაქებისა და რაიონების მიხედვით და აპრილიდან დაიწყება სრულფასოვანი, შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებთან სინქრონიზებული მოძრაობა კონკურენტული გარემოსათვის.
ჩვენ ვთვლით, რომ ბრძოლა ,,ძლიერი ეკონომიკისათვის – კონკურენტული გარემოსათვის” — ეს უნდა იყოს მოძრაობა თავისუფალი მეწარმეობისათვის, საკუთრების თავისუფლებისათვის, ბიზნესზე ხელისუფლების უფროსობის პროცესის შეჩერებისათვის, ბიზნესის ხელშემწყობი საგადასახადო გარემოსათვის, საბანკო სისტემისათვის, ენერგეტიკული პირობებისათვის.
VIII. მოძრაობა “საქართველოს რეგიონები ძლიერი სახელმწიფოსათვის”

მსოფლიოში არ არსებობს ცივილური სახელმწიფო, რომელსაც ქვეყნის განვითარების ერთიანი კონცეფცია არ ჰქონდეს შემუშავებული და კანონით განმტკიცებული.

როგორც ჩანს, საქართველო ამ თვალსაზრისითაც გამორჩეული ქვეყანაა. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს კონსტიტუციით დეკლარირებულია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს საქართველოს რეგიონების თანაბარი განვითარება – საქართველოში არც განვითარების კონცეფცია არსებობს და არც რეგიონების თანაბარი განვითარება.

ყველაზე მძიმე მდგომარეობაში რაიონებია სოფელი კვდება, საკონცენტრაციო ბანაკს ემსგავსება, მოსახლეობა დიდ ქალაქებში, განსაკუთრებით თბილისში გადადის, და ზღვისპირა და საერთოდ საკურორტო ადგილებს უცხოელები ეპატრონებიან, საქართველოს ტყეებიც და მდინარეებიც უცხოელების ხელში გადადის. თბილისი ხდება საქართველოს მოსახლეობის საკრებულო – ეს ნიშნავს, რომ ერთის მხრივ, ქალაქების და რაიონების ძირითადი ნაწილი იცლება მოსახლეობისაგან და ამით კარგავს ფუნქციას, მეორე მხრივ, თბილისი ხდება გრანდიოზული და ამით კარგავს ფუნქციას. დამაფიქრებელია, რომ საქართველოს ბიუჯეტის თანხების თითქმის 80 პროცენტი დედაქალაქში ბრუნავს, აჭარაში იხარჯება იმაზე მეტი, ვიდრე თბილისა გარდა დანარჩენ საქართველოში და ამას აჭარის მოსახლეობისათვის ჯერ-ჯერობით სიკეთე არ მოუტანია, ვერც გრძნობს ამას აჭარის მოსახლეობა.

რეგიონალური განვითარებისთვის დამანგრეველი უნდა იყოს ის, რომ მოხდა ქვეყნის მართვის სრული ცენტრალიზაცია, გაუქმდა მერების პირდაპირი არჩევნები ქუთაისში, ფოთში, რუსთავში სხვა ქალაქებში, გაუქმდა არჩევითი ორგანოები სოფლებში, უუფლებოა ქალაქებისა და რაიონების საკრებულოები – ადგილობრივ საკითხებს წყვეტენ არა ადგილებზე ხალხის მიერ არჩეული ორგანოები, არამედ ცენტრალური ორგანოების წარმომადგენლები.

ბრძოლა საქართველოსათვის – ეს არის ძლიერი რეგიონები, ანუ დეცენტრალიზებული მმართველობა, ეკონომიკა და ფინანსები. ჩვენ ვთვლით, რომ, პირველ ეტაპზე (სექტემბერი, ოქტომბერი), შეიქმნას 20-25 კაციანი ავტორიტეტული ჯგუფი, რომელიც გააანალიზებს ქვეყნის ხელისუფლების რეგიონალურ პოლიტიკას, საერთოდ ქვეყნის რეგიონებში არსებულ მდგომარეობას. გამოიტანს ამ მასალას ფართო სამსჯავროზე და ოქტომბრის ბოლოს დააფუძნებს მოძრაობას “საქართველოს რეგიონები – ძლიერი სახელმწიფოსათვის”.

შემუშავებული იქნება ქვეყნის განვითარების ერთიანი კონცეფცია რეგიონალურ ჭრილში, წარედგინება ხალხს, ხელისუფლებას, პოლიტიკურ პარტიებს, არასამთავრობო სექტორს… დასრულდება განხილვა ყველაზე დონეზე … მთელი ძალით მოქმედებაში მოვა შემუშავებული კონცეფციის მოთხოვნათა შესრულება.

ფაქტი ერთია, ხელისუფლების დამოკიდებულება რეგიონებისადმი დანაშაულებრივია, თუ იგი სასწრაფოდ არ შეიცვალა, შემდგომ მისი უარყოფითი შედეგების გამოსწორება შეუძლებელი იქნება.

IX. მოძრაობა ,,ტერიტორიული მთლიანობისათვის – ერთიანი საქართველოსათვის”
აშკარაა, რომ საქართველოს ტერიტორიული მთიანობის აღდგენის პრობლემა ჩიხში შევიდა. რაც დრო გადის, ერთის მხრივ, ამ პრობლემით მსოფლიოში დაინტერესება იზრდება, მეორეს მხრივ, რაც მეტია დაინტერესება, მით მეტად ვცილდებით აფხაზეთს, ცხინვალს, საქართველოს ერთიანობას.

ჩვენ ვთვლით, რომ ეს პარადოქსალური და ჩიხური მდგომარეობა ბევრად (თუ მთლიანად არა) არის განპირობებული ხელისუფლების არასწორი პოლიტიკით. საქართველო გადაიქცა მსოფლიო გიგანტების ინტერესებთა დაჯახების ქვეყნად, ნაცვლად იმისა, რომ ამოსავალი ყოფილიყო საქართველოს ინტერესი და მასზე სხვა სახელმწიფოთა ინტერესების ზედდება, მოხდა პირიქით, ქართული ინტერესი კვდება და საქართველოში სხვა ქვეყნების ინტერესები ძლიერდება.

მოძრაობა “ტერიტორიული მთლიანობისათვის – ერთიანი სახელმწიფოსათვის” – ეს იქნება პროფესიონალთა თანამშრომლობა სწორი პოლიტიკის შემუშავებისათვის, ამ საქმეში ქართველი და არაქართველი პროფესიონალების ფართოდ მიზიდვისათვის, ეს იქნება მუშაობა აფხაზეთიდან დევნილებთან, დიალოგი სოხუმთან, ცხინვალთან, აფხაზებთან, ოსებთან, ეს იქნება პოზიციების შეჯერება საერთაშორისო მოთხოვნებთან.

სასურველია აგვისტოს თვეში მოქმედება დაიწყოს 5-7 კაციანმა საორგანიზაციო კომიტეტმა, რომელიც სექტემბრის ბოლოსათვის ორგანიზებას გაუკეთებს მოძრაობის დაფუძნებას. ოქტომბერ – ნოემბერში – იქმნება მოძრაობის გაფართოების და მისთვის ერთიანი ქართული მოძრაობის სახელის დამკვიდრების პროცესი, დეკემბერში – ჩამოყალიბდება მოძრაობის მთავარი მოთხოვნები ხელისუფლების მიმართ, იანვარ – თებერვალ – მარტში – მოხდება საქართველოს მოსახლეობის, საქართველოს მეგობართა გაერთიანება ამ მოთხოვნების ირგვლივ, აპრილ – მაისში – მოეწყობა დიდი შეხვედრები საქართველოს რეგიონების მიხედვით, რომელიც დამთავრდება მოძრაობის ყრილობით და შემდგომი მოქმედების პროგრამის დამტკიცებით.
X. მოძრაობა ,,პოლიტიკური კორუფციის წინააღმდეგ”

მსოფლიო გამოცდილება ადასტურებს, რომ ნებისმიერი სახელმწიფოსათვის საშიშია არა კორუფცია, არამედ პოლიტიკური კორუფცია. იგი დამანგრეველია და განიხილება, როგორც ტერორისტული პროცესი სახელმწიფოს წინააღმდეგ. დემოკრატიულ ქვეყანაში სახელმწიფო პოლიტიკური მანქანა ებრძვის კორუფციას, ტოტალიტარული და ავტორიტარული მმართველობის ქვეყანაში კი ხელისუფლება ძალაუფლებას ინარჩუნებს პოლიტიკურ კორუფციაზე დაყრდნობით. პოლიტიკური კორუფცია ეს არის დიქტატორული რეჟიმის შენარჩუნების სისტემა.

საქართველო არის პოლიტიკური კორუფციის ქვეყანა. საქართველოში მართვის სისტემაა კორუმპირებული. ჰუმანიტარული დახმარებით დაწყებული — პრივატიზაციით, საგადასახადო სისტემით, საკადრო პოლიტიკით გაგრძელებული და პარლამენტის დაკომპლექტების წესით, საარჩევნო კანონმდებლობით, არასამთავრობო სექტორით და საგარეო პოლიტიკით დამთავრებული — არის პოლიტიკური კორუფცია. მოსახლეობისათვის ეს ყველაფერი პრაქტიკულად უცნობია. მახინჯი ფიარის დიდოსტატმა ხელისუფლებამ მოსახლეობას შეუქმნა იმის შთაბეჭდილება, რომ იგი (ხელისუფლება) ებრძვის კორუფციას და ეს ბრძოლა წარმატებულია.

ჩვენი ამოცანაა, ვაჩვენოთ ხალხს და საერთაშორისო ორგანიზაციებს ის, რაც რეალურად ხდება ქვეყანაში. სწორედ ამიტომ ვიწყებთ მოძრაობას პოლიტიკური კორუფციის წინააღმდეგ. უმაღლესი რანგის პროფესიონალთა მონაწილეობით იქმნება 20-25 კაციანი ჯგუფი, რომელიც პირველ ეტაპზე, სექტემბერ – ოქტომბერ – ნოემბერში აკეთებს მიუკერძოებელ გამოძიებას 10-12 და მეორე ეტაპზე, დეკემბერ – იანვარ – თებერვალ – მარტში 12-15 პრობლემის მიხედვით.

გამოძიებას დაექვემდებარება:

საქართველოში 1992-2008 წლებში შემოსული გრანტები — ვინ მიიღო, რაში დაიხარჯა, რა დარჩა ქვეყანას…

ნულოვანი პრივატიზაცია ვის ინტერესებში შედიოდა, როგორი კანონებით განხორციელდა, ვინ მოახდინა ამ კანონების ინიცირება, რა მიიღო ქვეყანამ ნულოვანი პრივატიზაციით… ჯართის და ხე-ტყის ბიზნესი — როგორი კანონმდებლობით მიდიოდა და მიდის ეს პროცესი, ვისი ინიციატივით ხდებოდა ამ კანონების მიღება, რა გავიდა ქვეყნიდან, ვინ გაიტანა, რა ფასებში, როგორი იყო იმ პერიოდისათვის საერთაშორისო ფასები, რა მიიღო ხალხმა და ქვეყანამ ჯართისა და ხე-ტყის ბიზნესით…

ბუნებრივი სიმდიდრეები — ოქროს მადნები, მარგანეცი, ნახშირი, ბორჯომის წყალი, წყალი – ვის ხელში იყო და ვის ხელშია ეს ბიზნესი, ვის აწყობდა ჭიათურ-მანგანუმის გაკოტრების დაწყება, ზესტაფონის ფერო, მადნეულის საბადოები და სხვა…

რა ხდებოდა და ხდება ამ საწარმოებში, ვინ გამოაცხადა ზესტაფონის სილიკო-მანგანუმის ბუნებრივი საწყობები ნაგავსაყრელებად, ვინ იდგა და ვინ დგას ბუნებრივი რესურსების გადამამუშავებელი კერძო სტრუქტურების უკან, რას უნდა იღებდეს სახელმწიფო ბუნებრივი სიმდიდრეებისაგან და რას იღებს სინამდვილეში…

ჰოდრორესურსები, ენერგეტიკა – ვის ინტერესებს ემსახურება – ხალხის, თუ სახელისუფლები ჯგუფის? სინამდვილეს შეეფერება თუ არა ის, რომ საქართველოს ჰესებზე წყალს ღვრიდნენ და ხალხს შუქს არ აძლევდნენ, რას ნიშნავდა მთელი დასავლეთ საქართველოს ერთიანად გამორთვის გადაწეყვეტილების მიღება…

რატომ არ მოხდა საქართველოში მეორადი პრივატიზაცია, რატომ არ ამოქმედდა კანონი გაკოტრების შესახებ ყველასათვის ერთნაირად,

როგორ გადანაწილდა (როგორ მოხდა წილებში ჩაჯდომა) ბიზნეს-წილები 2003 წლის ნოემბრის ე.წ. ,,ვარდების რევოლუციის” შემდგომ, რა შედეგი მოჰყვა მეორადი პრივატიზაციის ნაცვლად გამარჯვებული პოლიტიკური ძალის წარმომადგენელთა ბიზნეს-წილებში ჩაჯდომას…

არის თუ არა საქართველოს პარლამენტი ბიზნეს-კლუბი, რა ბიზნესი დგას პარლამენტართა და სახელმწიფო მოხელეთა უკან, ვის ინტერესებს ემსახურება ახალი პარლამენტი და მის მიერ მიღებული კანონები…

როგორ ცხოვრობენ სახელმწიფო მოხელეები, რა გზით დააგროვეს მათ სიმდიდრე – ხალხის გაღარიბებით, თუ ეკონომიკის გაძლიერებით…

საქართველოს ბიუჯეტი – საიდან შედის ფული (დარგობრივი სტრუქტურა), ბიუჯეტი არის ეკონომიკის ძლიერების შედეგი, თუ ეს არის მოსახლეობის ჯიბიდან ამოღებული ფულის ნაერთი, რაში იხარჯება საქართველოს ბიუჯეტი, რომელი ფირმები და სახელმწიფო მოხელეები დგანან ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის უკან, რომელ ბიზნესს დაუდგა გარანტად სახელმწიფო ბიუჯეტი, ვის ეკუთვნის ეს ბიზნესი, ვინ დგას სახელმწიფო ვალების გასტუმრების პროცესის უკან (თურქმენეთის, უზბეკეთის ვალები),

როგორი პირობებით ააშენეს თურქებმა თბილისის აეროპორტი, როგორი იყო გერმანელთა პირობები და საერთოდ ვინ დგას თბილისის აეროპორტის, მთლიანად ავია-ბიზნესის უკან…

ავტობანის მშენებლობა საქართველოში – რატომ არ გაგრძელდა იგი იტალიელებთან ხელმოწერილი კონტრაქტის მიხედვით, ვისი ფულით და როგორი ხარჯვის მექანიზმით შენდება ავტობანი, ვის ფინანსურ ინტერესებში შედის იგი, როგორ შეიძლებოდა განხორციელებულიყო, რომ არა პრეზიდენტის ოჯახის ინტერესები…

სამშენებლო ბიზნესი გზების მშენებლობა — ვინ დგას ამ ბიზნესის უკან, როგორ ზარალდება ხალხი, რატომ ღირს საქართველოში თვითღირებულებაზე 3-4-ჯერ ძვირი კვადრატული მეტრი საცხოვრებელი ფართი… ინვესტიციები — საიდან შემოვიდა, ვის გამგებლობაში აღმოჩნდა, ვისი გადაწყვეტილებით, როგორ იხარჯება და რა გაკეთდა საქართველოში სახელმწიფო ინვესტიციებით… ნარკო ბიზნესი, იარაღის ბიზნესი, სათამაშო ბიზნესი, მიწის ბიზნესი — ვინ დგას მათ უკან…

უშუქობა, უგაზობა, უხელფასობა, დაბალი და თან გაუცემელი პენსიები, ნიუჯეტის სექვესტრების სისტემა – რა იყო ყოველივე ეს, რეალური მდგომარეობის შედეგი, თუ ხელოვნურად მოწყობილი იმისთვის, რომ ხალხი დაემშიათ, დაეუძლურებინათ – შედეგად რევოლუცია მოეხდინათ და შემდეგ ადვილად ემართათ მშიერი და დაუძლურებული ხალხი…

მშიერი და დაუძლურებული ხალხი, მდიდარი ხელისუფლება, ზემაღალანაზღაურებადი სახელმწიფო მოხელეები, ფულის დარიგებით გაჩუმებული ინტელიგენცია, კომპრომენტირების მექნიზმებით მონად ქცეული მეწარმეები და ფულიანები – რას ნიშნავს ყოველივე ეს და ვის ინტერესებში შედის – ქვეყნის მშენებლობის, თუ ქართული ცნობიერების დანაწევრების, დემოკრატიის, თუ ტოტალიტარული რეჟიმის?

ამ და ბევრი სხვა მიმართულებით ჩატარდება კვლევა გამოძიება. მასალები დაიბეჭდება მრავალტირაჟიან ქართულ გამოცემებში, გამოვა, როგორც ცალკე ბროშურებად, ასევე წიგნებად, განთავსდება სპეციალურ ვებ გვერდზე, დაეგზავნება საელჩოებს, თითოეულ გამოძიებას დაეთმობა არაერთი პრეს-კონფერენცია.

 

XI. მოძრაობა ,,სიცოცხლისა და არსებობისათვის”
ეს არის უმუშევართა, პენსიონერთა, ხელისუფლებისაგან მოტყუებულ მეანაბრეთა და კოოპერატიული ბინათმშენებლობის წევრთა, სოციალურად დაჩაგრულთა მოძრაობა. მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნის ხელისუფლების უპირველესი კონსტიტუციური ვალდებულებაა უზრუნველყოს ადამიანის ბუნებითი უფლებების (სიცოცხლე, სიტყვის თავისუფლება, საკუთრების უფლება) დაცვა. შესაბამისად ხელისუფლება, რომელიც ამას ვერ შეძლებს, საკუთარ თავს აყენებს კონსტიტუციის გარეთ და უნდა გადადგეს. საქართველოში მდგომარეობა კატასტროფულია: რაც დრო გადის, მდიდარი კიდევ უფრო მდიდარი და ღარიბი კიდევ უფრო ღარიბი ხდება. კიდევ უფრო მეტი, ხელისუფლებას აწყობს ღარიბი და გაჭირვებული, მათი მოსყიდვით და არჩევნების გაყალბებით რჩება ხელისუფლებაში, ინარჩუნებს ძალაუფლებას. რეალობა გაცილებით მწარეა, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს: საქართველოში მოაზროვნე ადამიანთა პოლიტიკური დრო გაჩერდა, მთავარ პოლიტიკურ ძალად ღარიბი და სიღარიბე იქცა. ტრაგედიაა როცა აცნობიერებ, რომ მაშინ, როცა შენი ქვეყნის მოსახლეობის 80%-ის შემოსავალი 10-ჯერ ნაკლებია მსოფლიოში ბოლო ადგილზე მყოფ ნიგერიის საშუალო მაცხოვრებლის შემოსავალზე, როცა აცნობიერებ, რომ ცივილიზაციის სათავეებთან მდგომი ქვეყნის პროფესორისა და მასწავლებლის, კულტურის მოღვაწის ყოველწლიური შემოსავალი 15-20-ჯერ ნაკლებია ნიგერიელი პროფესორისა და მასწავლებლის ხელფასზე… როცა ნიგერიელის პენსია საშუალოდ 20-ჯერ აღემატება ქართველის პენსიას, როცა აშშ-ში მინიმალური საათობრივი ანაზღაურება (20-30 დოლარი) უტოლდება დამსახურებული ქართველის ერთი თვის პენსიას და 3-ჯერ მეტია საქართველოში მცხოვრები ქართველი ხიზანის ყოველთვიურ შემწეობაზე, როცა შენი ქვეყნის მოღვაწე, დამსახურებული ადამიანი ერთი თვის პენსიით 8 კგ. პურს და 4-5 კგ. ხორცს ყიდულობს და ამ დროს შენი ქვეყნის მინისტრის ოფიციალური შემოსავალი 4-5 ჯერ აჭარბებს საშუალო ამერიკელის ანალოგიურ შემოსავალს, მეტია ევროპის წარმატებული ქვეყნების მინისტრების შემოსავალზე და, პრაქტიკულად, უმდიდრესი ქვეყნის — აშშ-ს მინისტრის ხელფასს უტოლდება. ტრაგედიაა როცა რწმუნდები, რომ შენს მიერ არჩეული დეპუტატი არჩევიდან მეორე დღესვე უჩვეულოდ მდიდრულ და იმავდროულად უდარდელ ცხოვრებას იწყებს, რომ პრაქტიკულად, ძნელი მოსაძებნია ხელისუფლებაში კაცი, რომელსაც რამდენიმე სახლი, აგარაკი და მანქანა არ ჰქონდეს, არ ფლობდეს აქციებს, შვილები უძვირეს სასწავლებლებში არ სწავლობდნენ და არ ეწეოდნენ ფინანსურად აღვირახსნილ ცხოვრებას, ქართულ და უცხოურ ბანკებში არ ჰქონდეს დიდი ფული და ხელზე არსებული ფულის ოდენობა 10 000 ევროს არ აღემატებოდეს.

სამწუხაროა, რომ ეს ხდება იმ ქვეყანაში, სდაც 2003 წელს ე.წ. ,,ვარდების რევოლუცია” ღარიბთა სახელით და მდიდართა სიძულვილით მოხდა. იმ ქვეყანაში სადაც ხალხს დაპირდნენ სამუშაო ადგილებს ღირსეული ანაზღაურებით, პენსიონერებს საარსებო მინიმუმს, მეანაბრეებს — ანაბრებს, ხიზნებს — დაბრუნებას და გაზრდილ შემწეობას.

ჩვენი ამოცანაა არა მხოლოდ ის, რომ ვამხილოთ მატყუარა ხელისუფლება, არამედ დავიწყოთ სერიოზული მოძრაობა იმისათვის, რომ საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს მოხსნილი ჰქონდეს სამი პრობლემა: 1. საარსებო მინიმუმის, 2. სამედიცინო მომსახურეობის, 3. საცხოვრებელი ბინის. ყოველივე ამისათვის:

იქმნება საორგანიზაციო კომიტეტი, იხვეწება მოქმედების პროგრამა;

ფუძნდება მოძრაობა ,,სიცოცხლისა და არსებობისათვის”. უმუშევრები, პენსიონერები, დევნილები, ხელისუფლებისაგან მოტყუებული მეანაბრეები და კოპერატიული ბინათმშენებლობის წევრები, სოციალურად დაჩაგრული მოქალაქეები კონსტიტუციურ ულტიმატუმს უყენებენ ხელისუფლებას, რომლის მოთხოვნები დაახლოებით ასეთი უნდა იყოს:

ან ჩვენ მივიღებთ სამუშაო ადგილებს ღირსეული ანაზრაურებით,

ან ჩვენ და ყველა მეანაბრეს საქართველოში დაგვიბრუნდება სახელმწიფოს მიერ წაგლეჯილი დანაზოგები შეტანის მომენტისათვის მყარი ვალუტის შესაბამისი ექვივალენტით,

ან ხელისუფლება უზრუნველყოფს მოტყუებული კოოპერატიული ბინათმშენებლობის წევრების დაკმაყოფილებას ბინებით, ან თანხის დაბრუნებას შეტანის მომენტისათვის მყარი ვალუტის შესაბამისი ექვივალენტით,

ან ჩვენი და საქართველოში მცხოვრები ყველა ოჯახი მიიღებს საარსებო მინიმუმს:
ან ეს ხელისუფლება უნდა წავიდეს, რადგან ჩამოთვლილი პრობლემების მოუგვარებლობით იგი საკუთარ თავს აყენებს ანტიკონსტიტუციურ მდგომარეობაში!!!

იწყება მოძრაობა კონსტიტუციური ულტიმატუმის შესრულების მოთხოვნის მიზნით;  ეს მოძრაობა იღებს საქვეყნო ხასიათს… შესაბამისი შტაბები იქმნება მხარეებში, ქალაქებსა და რაიონებში;ეწყობა ყრილობა, რომელიც მსოფლიოს დემოკრატიული ქვეყნების გამოცდილების გათვალისწინებით, ქმნის ამ ადამიანთა უფლებების დამცველ საზოგადოებრივ ლიგას, რომელიც შემდგომში კიდევ უფრო გაამწვავებს მოთხოვნებს ხელისუფლების მიმართ.

დასკვნა: მშიერ და დაუძლურებულ ქვეყანაში სიკეთე გათითოკაცებულია და ბოროტება ერთ სახელისუფლებო პოლიტიკურ ძალად არის შეკრული. სახალხო მოძრაობამ ,,სიცოცხლისა და არსებობისათვის” უნდა შეძლოს ერთ ქართულ ძალად გათითოკაცებული სიკეთის შეკვრა და ბოროტების დაშლა. პრაქტიკულად მოძრაობა სიცოცხლისა და არსებობისათვის არსი იქნება ბრძოლა სიკეთისთვის (ხალხისთვის) ბოროტების (ანუ მის მომტან ხელისუფლების) წინააღმდეგ.

 

XII. მოძრაობა “სიტყვის თავისუფლებისათვის”

მსოფლიო გამოცდილებით ქვეყნის და ხელისუფლების დემოკრატიულობის საზომი არის სიტყვის თავისუფლება. ქვეყანა, სადაც არის სიტყვის თავისუფლება – დემოკრატიულია ან დემოკრატიისაკენ მიმავალი, მას ჰყავს გონიერი ხელისუფლება, რომელიც კი არ ებრძვის თავისუფალ სიტყვას, არამედ ამკვიდრებს სიტყვის თავისუფლებას. საქართველოში სრულიად განსხვავებული სიტუაციაა. ე.წ. “ვარდების რევოლუციის” შემდეგ დაიხურა ტ/კ “მეცხრე არხი” ტ/კ “იბერია” ტ/კ “202”, დაიხურა პრაქტიკულად ყველა გადაცემა, რომელიც ოდნავ მაინც იყო დაკავშირებული სიტყვის თავისუფლებასთან …

ყველა ტელეკომპანია დაექვემდებარა მკაცრ სახელისუფლებო ცენზურას; ამ პროცესმა იმსხვერპლა ტ/კ “იმედის” მფლობელი ბადრი პატარკაციშვილი; ხელისუფლების დანამატად იქცა თითქმის ყველა რეგიონული ტელევიზია;

საშინელი ზეწოლაა ბეჭვდით მედიაზე – დაიხურა ბევრი გაზეთი და ჟურნალი. ხელისუფლებამ მაღალანაზღაურებადი თანამდებობებით, სხვადასხვა გრანტებით და დაბალპროცენტიანი საბანკო სესხებით მოისყიდა ჟურნალისტთა უდიდესი ნაწილი. ადამიანებს ეშინიათ ტელეფონზე საუბრის – მათ უსმენენ, ადამიანთა ურთიერთობებიდან მიდის გულახდილი და მართალი საუბარი, რადგან უშიშროებამ მეზობლებშიც, მეგობრებშიც, სანათესაოშიც, უბანშიც თავისი “მოენეები” (მაღალანაზღაურებული) გაიჩინა.

მდგომარეობა, მართლაც, კატასტროფულია. ჩვენ მიგვაჩნია, რომ თუ დღეს რაიმის გადარჩენაზე უნდა იყოს საუბარი – სწორედ სიტყვის თავისუფლების გადარჩენაზე, რადგან ამის გარეშე საუბარი ცივილიზებულ ქვეყანაზე, დემოკრატიასა და პროგრესზე, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაზე – წარმოუდგენელია. რეფორმატორული პარტიის ფორმირების, “თავისუფალი აზრის სახლის” შექმნის პარალელურად უნდა ჩამოყალიბდეს დიდი საზოგადოებრივი მოძრაობა სიტყვის თავისუფლებისათვის.

პირველ ეტაპზე, უნდა შეიქმნას 10-15 კაციანი გაბედულ პროფესიონალთა ჯგუფი, რომელიც შეისწავლის სხვადასხვა ქვეყნების გამოცდილებას, გაანალიზებს საქართველოში სიტყვის თავისუფლების კუთხით არსებულ მდგომარეობას და  საზოგადოებას, საერთაშორისო ორგანიზაციებს, საქართველოში აკრედიტებულ საელჩოებსა და დიპლომატიურ მისიებს, პოლიტიკურ პარტიებს, ელექტრონული და ბეჭვდითი მედიის წარმომადგენლებს შესთავაზებს, როგორც შეფასებებს, ასევე მოქმედების პროგრამას. უნდა მოეწყოს დიდი შეხვედრები და გამოსვლები სიტყვის თავისუფლებისათვის. პრაქტიკულად არ უნდა დარჩეს ოჯახი, სადაც არ შევა ერთი რომელიმე გაზეთი მაინც, სადაც ნაჩვენები, განხილული იქნება ეს პრობლემა, ის, თუ ვის ინტერესებში შედის სიტყვის დაპატიმრება, სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა. ამ პერიოდში მთელი მსოფლიოსათვის უნდა გახდეს ცნობილი თუ რა მდგომარეობაა საქართველოში სიტყვის თავისუფლებისათვის.

მეორე ეტაპზე –  უნდა მოხდეს მოძრაობის გაძლიერება, დაიწყოს მზადება საერთაშორისო კონფერენციისთვის და მაისის თვეში ჩატარდეს სიტყვის თავისუფლებისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენცია.

 

XIII. “ყოველთა ქართველთა (თანამემამულეთა) კონგრესი”

ამ მძიმე ჟამს საქართველოს აქვს ერთი პრაქტიკულად გამოუყენებელი სიმდიდრე – საქართველოს გარეთ მცხოვრები ქართველები, აფხაზები, საქართველოდან წასული ოსები, საქართველოდან წასული ებრაელები.

ჩვენ მიგვაჩნია, რომ “ყოველთა ქართველთა კონგრესი” – ეს უნდა იყოს საქართველოს გარეთ მცხოვრებ ქართველებთან და საქართველოდან წასულებთან თანამშრომლობის, ქვეყნის ცხოვრებაზე მათი გავლენის გაძლიერების, უცხოეთში ქართული სახელმწიფოს ინტერესების დაცვის, ქართული ბიზნესის, კულტურის, ხელოვნების, მეცნიერების, განათლების, მხარდაჭერის სისტემა. სამწუხაროა, რომ დღემდე ჩვენი ქვეყნის ურთიერთობა საზღვარგარეთის ქვეყნებთან ეს არის საქართველოს ხელისუფლების ურთიერთობა ამ ქვეყნების ხელისუფლებებთან. პრაქტიკულად მოკვდა კულტურული, სამეცნიერო ხასიათის, ბიზნეს და სხვა ურთიერთობები. საქართველოს ხელისუფლება ფიქრობს არა საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველთა ერთიანობაზე, არამედ მათ დაპირისპირებასა და დანაწევრებაზე.

ჩვენი მიზანია, ეს სიტუაცია შეიცვალოს და შეიქმნას პირობები “ყოველთა ქართველთა კონგრესის” სრულიად ამოქმედებისათვის. საორგანიზაციო ჯგუფი (7-10 კაცი) აყალიბებს მიმართულების პროგრამას, რომელიც ოქტომბერ – ნოემბერ – დეკემბერში ანალოგიურ ჯგუფებს შექმნის საზღვარგარეთის ქვეყნებში. საზღვარგარეთის ქვეყნებში ტარდება კონფერენციები საქართველოდან წასულთა მონაწილეობით, რომლებზეც განხილული უნდა იქნეს კონკრეტული პროგრამები და წინადადებები, თუ როგორ შეიძლება მეტი ეფექტურობით ქართული ინტერესების დაცვა კონკრეტულ ქვეყანაში. მაისში – საქართველოში უნდა ჩატარდეს ყოველთა ქართველთა კონგრესი, რომელიც აირჩევს ხელმძღვანელ ორგანოებს, განსაზღვრავს მოქმედების მიმართულებას, დაამტკიცებს კონკრეტულ პროგრამას.

XIV. არასამთავრობო ორგანიზაციათა ალიანსი

ცივილიზებული და დემოკრატიული ქვეყნის ერთ-ერთი უპირველესი ატრიბუტი არის თავისუფალი არასამთავრობო სექტორი. იგი არის ხელისუფლებაზე საზოგადოებრივი გავლენისა და კონტროლის სისტემა. საქართველოში არასამთავრობო სექტორი დაბინძურდა და ამის ინიციატორი არის “მოქკავშირისა” და მისი მემკვიდრე “ნაცმოძრაობის” ლიდერთა გუნდი.

არასამთვრობო სექტორის დიდი ნაწილი საქართველოში ეს არის ხელისუფლების ჯიბე, ხელისუფლების მიერ და ხელისუფლების რეკომენდაციით უცხოეთიდან ფინანსირებადი სისტემა, რომელმაც მოახდინა ე.წ. “ვარდების რევოლუცია”, ფულით მოსყიდული არასამთავრობო სექტორი მოიყვანა ხელისუფლების სათავეში, რომელმაც ასევე ფულის ძალით შექმნა მისი მორჩილი ახალი არასამთავრობო სექტორი.

ეს მახინჯი სისტემა უნდა დასრულდეს. საქართველოს ჭირდება თავისუფალი არასამთავრობო სექტორი, ისეთი, რომლის მთავარი ამოცანა იქნება ქართული სახელმწიფოს ინტერესების დაცვა, საქართველოში დემოკრატიზაციის პროცესების გაძლიერება, ბრძოლა თავისუფალი პრესისათვის და სიტყვის თავისუფლებისათვის, ადამიანის უფლებების დაცვა, ხელისუფლების დაქვემდებარება საზოგადოებრივ კოტროლს.

ამ ფუძემდებლური პრინციპებიდან გამომდინარე იქმნება წარმომადგენლობითი საორგანიზაციო კომიტეტი, რომელიც ჩამოაყალიბებს ალიანსის შექმნის მთავარ კრიტერიუმებს.  გამოაქვეყნებს მათ და კონკრეტულ არასამთავრობო ორგანიზაციებთან კონსულტაციით და თანამშრომლობით  დაიწყებს ალიანსის ჩამოყალიბებას. სასურველია  მასშტაბურ პრაქტიკულ მოქმედებებზე გადასვლა. საერთო ამოცანაა, ჩავატაროთ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები – ახალი, ნამდვილად დემოკრატიული კანონმდებლობით, ქვეყნის მოსახლეობასთან მივაღწიოთ კონსენსუსს ქვეყნის მოწყობის თაობაზე.

 

XV. პოლიტიკურ ძალთა დემოკრატიული ასამბლეა

 

ჩვენ კარგად გვესმის, რომ ოპოზიციის საყოველთაო გაერთიანება ყოველთვის უტოპიური ამოცანა იყო, ისევე როგორც ხელისუფლებისა და ოპოზიციის შეხმატკბილება. ამის არც რეალური საფუძველი არსებობს, რადგან ყოველი პარტია იქმნება კონკრეტულ პრინციპებზე, მათ შორის, იდეოლოგიურზე დაყრდნობით და განსხვავებული პრინციპების პარტიების ქუჩაში, ვინმეს ან რამეს სიძულვილით გაერთიანებას შემდგომში დაპირისპირებასთან და ახალ გადატრიალება – რევოლუციებთან მივყავართ.

მაგრამ გვესმის ისიც, რომ ერთობლივი მუშაობა შეიძლება კონკრეტული საქმის და კონკრეტული იდეის გარშემო, თუ ეს საქმე და ეს იდეა გადაუდებლად საჭიროა მოცემულ მომენტში. რეფორმატორული პოლიტიკური პარტიის შექმნის პარალელურად, ასეთ გადაუდებელ საქმედ დღეს ჩვენ ვხედავთ: დემოკრატიზაციის საერთო პროცესის ფარგლებში, ნამდვილად დემოკრატიული და სახალხოდ აღიარებული არჩევნების ჩატარებას საქართველოში, რეფერენდუმს სახელმწიფო მოწყობის თაობაზე, ვადამდელ საპარლამენტო და ადგილობრივ არჩევნებს, არჩევნებამდე შეთანხმებას კანონ-პროექტზე, “ოპოზიციის შესახებ” და ე.წ. “ვარდების რევოლუციის” შედგომ მიღებული საკონსტუტიციო ცვლილებების გაუქმებაზე. ჩვენ გვჯერა, რომ ეს ამოცანა შეგვაძლებინებს ერთობლივ მუშაობას.

ჩვენ საჭიროდ მიგვაჩნია შეიქმნას “თავისუფალ პოლიტიკურ ძალთა დემოკრატიული ასამბლეა”, რომელიც გარკვეული წარმომადგენლობის წესით, გააერთიანებს ყველა ძირითად თავისუფალ პოლიტიკურ ძალას და ამ პოლიტიკურ ძალთა სრული კონსენსუსით – პოლიტიკოსებს. ჩვენ მიგვაჩნია, რომ “დემოკრატიული ასამბლეა” უნდა იყოს იმ პოლიტიკურ ძალთა, პოლიტიკოსთა და ერისკაცთა თანამშრომლობა, რომელთათვისაც მიუღებული და შეურაცმყოფელია ვინმეს ან რამის მიმართ სიძულვილით გაერთიანება, რომელთაც თავიანთი პოლიტიკური თავისუფლება არ მიუყიდიათ არც უცხო ქვეყნების პოლიტიკური ჯგუფების და პოლიტიკური ინტერესებისათვის და არც პოლიტიკით დაინტერესებულ ფულიანთა დაკვეთების ასრულებენ.

თავის დროზე ჩვენ ვიყავით ერთ-ერთი მთავარი ინიციატორი ეროვნული ყრილობის მოწვევისა. ეს იდეა თითქმის ყველა პოლიტიკური ძალის მიერ იქნა მხარდაჭერილი, იგი გაიზიარა ქართული სამეცნიერო და შემოქმედებითი ინტელიგენციის დიდმა ნაწილმა. 2006 წლის 8 ივლისს ხელმოწერილი იქნა დეკლარაცია ეროვნული ყრილობის მოწვევის თაობაზე.

სასურველია “დემოკრატიულმა ასამბლეამ” გააცოცხლოს ეს იდეა და სათავეში ჩაუდგეს ეროვნული ყრილობის მოწვევას. ეს იქნება დიდი ქართული თავყრილობა. საერთო ძალისხმევისა და მხარდაჭერის პირობებში იგი შეიძლება მომავალ წელს ჩატარდეს.

 
XVI. ფიარისა და პროგრამის მონიტორინგის – საზოგადოებასთან ურთიერთობის სისტემა.

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს მიერ წარმოდგენილი პროგრამა “ბრძოლა საქართველოსთვის” მრავალწახნაგოვანია და იგი აგებულია საზოგადოებასთან ურთიერთობის პრინციპებზე – მთელი ამ პროცესის მონიტორინგი უნდა ხდებოდეს დამოუკიდებელ ექსპერტთა მიერ.სწორედ ამიტომ მიზანშეწონილად მიგვაჩნია შეიქმნას ფიარის და მონიტორინგის განსაკუთრებული სისტემა. 7-10 კაციანი მაღალკვალიფიციურ დამოუკიდებელ ექსპერტთა ჯგუფი:

მოახდენს საზოგადოებაში მიმდინარე პროცესების კვლევას…
გაანალიზებს თუ როგორი აზრი ყალიბდება რეფორმატორული პარტიის და “ბრძოლა საქართველოსათვის” პროგრამით გათვალისწინებული მოძრაობების მიმართ …

სწავლობს ყოფილი საბჭოთა და სოციალისტური სივრცის ქვეყნების გამოცდილებას, ამ ქვეყნებში მიმდინარე პროცესებს და ახდენს შედარებას საქართველოში არსებულ მდგომარეობასთან …

რეფორმატორულ პარტიას, მოძრაობებს შეთავაზების კონკრეტული რეკომენდეციების მუშაობის ეფექტურობის ამაღლების თვალსაზრისით…
შეიმუშავებს ინტერნეტის შესაძლებლობათა (ინტერნეტ-ტელევიზია, ინტერნეტ-გაზეთი, და ა.შ.) მაქსიმალური გამოყენების სისტემის კონცეპციას და უზრუნველყოფს მის ამოქმედებას…

იკვლევს ელექტრონულ და ბეჭვდით მედიაში მიმდინარე პროცესებს, ქმნის მათთან თანამშრომლობის პირობებს…

შეიმუშავებს კონკრეტულ წინადადებებს იმ პირობების და რეალობის შესაბამისად, რომელიც დღეს არის შექმნილი ქვეყანაში (სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა, კონტროლი ელექტრონულ და ბეჭვდით მედიაზე, სატელეფონო მოსმენები, 30-იანი წლების საბჭოთა პერიოდის შესაბამისი მოსმენებისა და დასმენების სისტემა, “მოენეთა” ინსტიტუტი)…

იმის გათვალისწინებით, რომ ელექტრონული მედია პრაქტიკულად სრულად ექვემდებარება სახელისუფლებო კონტროლს და უახლოეს პერიოდში არ ჩანს მისი შეცვლის რეალური პერსპექტივა – განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება კარგად ორგანიზებულ ინტერნეტ-ტელევიზიას. მუშავდება წინადადებები და საჭირო დახმარების პირობებში  შესაძლებელ ი იქნება მისი ამოქმედება. პრაქტიკულად ეს იქნება დისიდენტური განწყობის ფორმა, როცა რეფორმატორული პარტიისა და სხვადასხვა მოძრაობათა წევრებთან შესაძლებელი იქნება პირდაპირი კონტაქტი …
XVII. ნდობის რეფერენდუმი
(ზოგიერთი განმარტება პროგრამასთან დაკავშირებით)

ქართველ ექსპერტთა დასკვნით აპროგრამა ა რის გარანტია იმისა, რომ საქართველოში დემოკრატიული გზით მოხდეს დიქტატორული რეჟიმის შეცვლა და ქვეყნის გადასვლა სტაბილური განვითარების რეჟიმში, როცა საზღვარგარეთთან ურთიერთობას საფუძვლად ექნება ინტელექტი და ბიზნესი, როცა ხელისუფლების უპირველესი ფუნქცია იქნება ქვეყანაში კონკურენტული გარემოს შექმნა, სამოქალაქო საზოგადოების ფორმირება, ევროპულ სტრუქტურებთან ინტეგრაციის პროცესის დაჩქარება – ისტორიული მემკვიდრეობის პატივისცემის პრინციპეპზე დაყრდნობით.

ექსპერტთა აზრით, სექტემბრიდან ამ პროგრამის დაწყება ნიშნავს იმას, რომ პარტიის რეიტინგი ნოემბერ-დეკემბერში იქნება 10-12 პროცენტი და იგი იქნება სამეულში. მომდევნო წლის მაისისათვის (ყრილობისათვის) რეიტინგი იქნება 18-22%-ი, ხოლო ყრილობის შემდგომ, ივნისის დასაწყისისთვის, პარტიის რეიტინგი იქნება ყველაზე მაღალი და შემოდგომაზე არჩევნების შემთხვევაში (რისი გარანტი ამ პროგრამის შესრულება იქნება) პარტია მიიღებს ამომრჩეველთა ხმებს 30 პროცენტის ფარგლებში. პროგრამის შესრულება არის გარანტი:
ხელისუფლების მიერ დემოკრატიული საარჩევნო კანონმდებლობის მიღებისა (ნებით, თუ იძულებით);

ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებისა;
როგორც ადგილობრივ, ასევე საპარლამენტო არჩევნებში პირველი ადგილის მოპოვებისა;

საპრეზიდენტო მმართველობის გაუქმების თაობაზე რეფერენდუმის მოგებისა.
მრავალასპექტიანი პროგრამა ,,ბრძოლა საქართველოსათვის” ავტორები იძლევიან იმის გარანტიას რომ:

  • განახორციელებენ დემოკრატიზაციის კურსს (განსაკუთრებით ეკონომიკის და საფინანსო სისტემის ჭრილში);
  • განახორციელებენ ქვეყნის მართვის დეცენტრალიზაციის კურსს;
  • განახორციელებენ ქვეყანაში კონკურენტული გარემოს დამკვიდრების კურსს (რომელიც თავისთავად გამორიცხავს კორუფციული სისტემების შექმნას);
  • განახორციელებენ პროქართულ პოლიტიკის კურსს (რის შედეგადაც საქართველო აღარ იქნება მსოფლიოს დიდ სახელმწიფოთა ინტერესთა დაჯახების ხელშემწყობი);
  • ბრძოლას გამოუცხადებენ – პოლიტიკურ კორუფციას, რომელიც ყველაზე მეტად ანგრევს დღეს ქვეყანას, სოციალურ დემაგოგიას, რომელიც ქვეყნის სათავეში ბოლშევიკური იდეოლოგიის ძალების მოსვლას უწყობს ხელს, ყალბ ეროვნულ პათოსს, რომელმაც ტყუილებსა და სიცრუეზე აგებული ანტიქართული ძალები მოიყვანა ქვეყნის სათავეში;
  • დაამკვიდრებენ რეალურ დემოკრატიას დღეს არსებული ყალბი დემოკრატიის ნაცვლად და განახორციელებენ რეალურ რეფორმებს, დღემდე არსებული ყალბი რეფორმების ნაცვლად (რადგან სწორედ ყალბი დემოკრატიის და ყალბი რეფორმების გამო ქვეყანა კარგავს საერთაშორისო ავტორიტეტს, ყოველგვარი ყალბი ძაბავს სიტუაციის ქვეყნის შიგნით).

ჩვენ ვიქნებით სწორედ ის პოლიტიკური ძალა, რომელიც ყველა დაპირებას და გარანტიას მოეკიდება პასუხისმგებლობით და ამის უტყუარი ნიშანი არის ჩვენი გადაწყვეტილება: არჩევიდან ორი წლის თავზე ჩავატაროთ ნდობის რეფერენდუმი, ხალხს ჩავაბაროთ ანგარიში – როგორ შევასრულეთ და ვასრულებთ დაპირებულ პროგრამას და ხალხმა რეფერენდუმის საშუალებით მიიღოს გადაწყვეტილება – ან დაგვიდასტუროს ნდობა, ან გამოგვიცხადოს უნდობლობა. მეორეს შემთხვევაში ჩვენ თვითონვე გავუკეთებთ ინიცირებას ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს.

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *