სახალხო ტელევიზიის საზოგადოებრივ – პოლიტიკურ გადაცემების მიზანი

 

ათწლეულის მანძილზე საზოგადოებრივი ინფორმაციის საშუალებების მკაცრი შეზღუდულობის გამო მოსახლეობის ინფორმირებულობისა და პოლიტიკურ კულტურაში არსებულმა ნაკლოვანებებმა; მოვლენათა არასრულმა, ხშირად კი სრულიად არასწორმა ანალიზმა; ვიწრო პოლიტიკური ჯგუფების (როგორც სამთავრობო, ისე ფსევდოოპოზიციური) მიერ ქვეყნისათვის მავნე იდეოლოგიის ქადაგებამ განაპირობა სრულიად არანორმალური ვითარება  საეთერო სივრცეში.

ადამიანთა ფართო წრეებთან ურთიერთობები, ქალაქებსა და რაიონებში რეალური მდგომარეობის ნაალიზი, სოციალური ქსელებით მიღებული ინფორმაციები, საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეების მიერ დანახული პროცესების შეფასებები, ჩვენი მეგობარი მეცნიერების  აკადემიური დასკვნები გვაძლევს საფუძველს ვიფიქროთ, რომ ქართველი ერის გამთლიანებისათვის, საქართველოს ყველა მოქალაქის აზრებისა და ძალისხმევის სამშობლოს საკეთილდღეოდ წარმართვისათვის დღეს,როგორც არასდროს აუცილებელია სატელევიზიო ეთერში ისმოდესსრულიად რიგითი ადამიანების ხმა. ადამიანებისა, რომლებზეც დგას ნებისმიერი ერის სიცოცხლისუნარიანობა, ნებისმიერი სახელმწიფოს სიძლიერე, ნებისმიერი საზოგადოების კეთილდღეობა.

სწორედ არაორდინალური ტელევიზიის შექმნა შეიტანს ქართულ საზოგადოებრივ აზროვნებაში სრულიად ახალ დინებას, რომელიც გამონთავისუფლებული იქნება ცალკეული პოლიტიკური ძალების დიქტატისაგან, სამთავრობო, თუ ფსევდოოპოზიციური წნეხისაგან,  თუნდაც ძალიან მაღალკვალიფიციური, მაგრამ მაინც პროფესიული ჟურნალისტური შაბლონისაგან.

შეიძლება ზოგჯერ გაუმართავი სტილი, არასალიტერატურო მეტყველება, საუბრის არც ისე მაღალი კულტურა, მაგრამ შეუზღუდავი და ალალ-მართალი სიტყვა, ნააზრევის ლაღად გადმოცემის საშუალება, პოლიტიკური ცენზურის თუნდაც არაოფიციალურადაც კი არარსებობა, საშუალებას მისცემს პოლიტიკურ სიმპათია-ანტიპათიათა გამო მკვეთრად პოლარიზებულ საზოგადოებას, მოახდინოს თვითკონსოლიდაცია უზენაესი საერთო-სახელმწიფოებრივი ინტერესების რეალიზაციისათვის.

 

 პროექტი: „სამართლიანობის დამკვიდრება“

ქვეყანაში  გამეფებულმა უსამართლობამ საზოგადოებრივ ურთიერთობათა ყველა სფეროში და ყველა დონეზე მძიმე დაღი დაასვა სახელმწიფოს, საზოგადოების, პიროვნების ჩამოყალიბების პროცესებს.

მცდარია საუბრები სამართლიანობის აღდგენაზე, ვინაიდან ადრე, განვითარების სხვადასხვა ეტაპზე არსებული სამართლიანობისადმი დამოკიდებულება საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფში სხვადასხვაგვარია. უფრო მეტიც, წამოვიდა თაობები, რომლებსაც საერთოდ არ უცხოვრიათ სამართლიან სახელმწიფოში.

ამდენად, სწორი იქნება ვიმუშაოთ ქვეყანაში სამართლიანობის დამკვიდრებაზე. მითუმეტეს, რომ ყოველი ხელისუფლების უპირველესი კონსტიტუციური მოვალეობაა ადამიანისათვის ბოძებული ბუნებრივი უფლებების დაცვა.

სიცოცხლის, თავისუფლების, საკუთრების უფლებების სრულად დაცვა თავისთავად გულისხმობს სამართლიანობის დამკვიდრებას, რომლის განსახორციელებლად ჯერ კიდევ 2009 წელს ქვეყნის პრეზიდენტს, მოგვიანებით კი პრემიერ-მინისტრს წარედგინა 25 -პუნქტიანი „სამართლიანობის მანიფესტი“, ხელმოწერილი 2000-ზე მეტი მოქალაქის, საზოგადო მოღვაწის, დიდი მეცნიერის, ცნობილიმსახიობისა და სპორტსმენის; ასევე ორი ათეული არასამთავრობო და პოლიტიკური ორგანიზაციის მიერ. არც ყოფილმა, არც ამჟამინდელმა ხელისუფლებამ პასუხის ღირსადაც არ ჩათვალა ღრმადპატივცემულ პიროვნებათა ფართო წრე.

„სამართლიანობის მანიფესტის“ 25 პუნქტი არის ის ელემენტარული, რომლის შესრულება ხელისუფება უნდა აიძულოს საზოგადოებამ.

 

შენიშვნა: პროექტი ხორციელდება „სამართლიანობის მანიფესტის“ მოთხოვნათა გათვალისწინებით.

პროექტი: „შორია ივერიამდე“

 უკანასკნელი ორი ათეული წლის მანძილზე ერის მეოთხედი  სამუშაოდ გავიდა უცხოეთში. ქვეყნის ბიუჯეტს რეალურად ქმნის უცხოეთიდან  შრომით მიგრანტთა გადმოგზავნილი ფულადი სახსრები. ბოლო ათწლეულის მანძილზე შექმნილმა ქართულმა ემიგრაციამ გადაარჩინა ქართველი ერი შიმშილით სიკვდილს. დაგდგა დრო სახელმწიფომაც იზრუნოს ემიგრაციაზე. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში არსებობს 4-5 სამინისტრო, რომელთაც სხვადასხვა ფუნქციონალური დატვირთვით ევალებათ ემიგრანტებთან რეალური მუშაობა:

ა – არ არის უზრუნველყოფილი მოქალაქის უპირველესი პოლიტიკური უფლება, ხმის მიცემის უფლება;

ბ – არავინ იცავს ჩვენს მოქალაქეს იმ საზღვრებში, რომლებიც დაშვებულია დროებითი საცხოვრებელი ადგილის სახელმწიფოს კანონმდებლობით;

გ – სრულიად უუფლებო მდგომარეობა განპირობებულია როგორც სახელწმიფოს მხრივ დაუინტერესებლობით, ისე საქართველოში საერთაშორისო სამართლის იმ სპეციალისტთა ნაკლებობით, რომლებიც სპეციალიზირებულნი იქნებოდნენ თურქეთის, საბერძნეთის, იტალიის, ესპანეთის, რუსეთის იურისპრუდენციაში და  სახელწმიფო ენაში.

დ- უფლებათადაცვით სფეროში წარმოდგენილი ვაკუუმი თავის მხრივ განაპირობებს საქართველოს მიგრირებულ მოქალაქეთა დიდი ნაწილის ფიზიკურ და მორალურ სტრესებს უმძიმესი შედეგებით.

ქართველ მიგრანტებს დაუგროვდათ უზარმაზარი გამოცდილება, რომლის საფუძველზე მათ ძალუძთ:

1) მათგანვე არჩეულიმაჟორიტარი დეპუტატების საშუალებით ევროპული  პოლიტიკური ურთიერთობების ელემენტების შემოტანა ქართულ საზოგადოებრივ ცხოვრებაში;

2) ერთობლივი საწარმოების შექმნა უცხოელ პარტნიორებტან ერთად;

3) აახლისამუშო ადგილების შექმნა როგორც საქართველოში, ისე დროებითი განთავსების სახელმწიფოში;

4) ქვეყნისათვის საჭირო საწარმოებისა და ნედლეულის შემოტანა, საქართველოში მოპოვებული და წარმოებული ნედლეულისა და ნაწარმის გატანის პრაქტიკულად ახალი სისტემის შექმნა, რომელიც თავისუფალი იქნება ზემოგებებზე ორიენტირებული მაფიოზური სტრუქტურებისაგან;

5) უცხოეთში შექმნილი ქართველთა კულტურული ცენტრების შესაძლებლობებისა და გამოცდილების ჩაყენება სამშობლოს სამსახურში. კულტურული გაცვლისა და ეკონომიკური ურთიერთოებების გაფართოვებს;

6) უცხოეთში მცხოვრებ ქართველთა ერთი ნაწილის ნეგატიურ საქმიანობაზე მორალური და საზოგადოებრივი ზეწოლის გაძლიერება;

ქართველი მიგრანტების წინადადებების რეალიზაცია განაპირობებს:

ა) თანდათანობით და უმტკივნეულოდ დაბრუნებას სამშობლოში;

ბ) დაშლილი ოჯახების გამთლიანებას, უდედოდ დარჩენილი ათასობით არასრულწლოვანის ქუჩიდან მშობლიურ კერაზე შემობრუნებას;

გ) საქართველოს მოქალაქეთა ინტელექტუალური და შრომითი რესურსების სრულად ჩაბმას განახლებული ქართველი ერის და ქართული ეროვნული პროდუქციის შექმნის საქმეში;

დ) სახელწმიფოში ისეთი საზოგადოებრივ და სოცალურ ურთიერთობათა სისტემის შექმნას, რომელიც თავისუფალი იქნება ერთი, ან რამდენიმე პოლიტიკური ძალის, მითუმეტეს, ერთი, ან რამდენიმე პიროვნების დიქტატისაგან.

 

შენიშვნა: პროექტი ითვალისწინებს მიმართვის: „ემიგრანტთა განწყობა – გადაძახილი მომავლის საქართველოსათვის“ ძირითადი პოსტულატების განხორციელებას.

 

 

პროექტი: „ სოციალური ფსიქოლოგია – ნულოვანი მენტალობა“

 ქვეყანაში არის  დიდი პოლიტიკური კონფლიქტი. აქ საუბარია არა პარტიებს, ცალკეულ ჯგუფებსა თუ მითუმეტეს პიროვნებებს შორის ურთიერთობებზე. ეს არის კონფლიქტი ქვეყნის დღევანდელი დღისა და მომავლის ხედვის ორ ფუნდამენტალურ მიმართულებას შორის.

პირველი მიმართულება იბრძვის ქვეყნის განვითარებისათვის მისი ბუნებრივობიდან გამომდინარე გზით.

მეორე მიმართულება ჯიუტად აგრძელებს ერის მენტალიტეტის შეცვლის კურსს, რასაც ასე დაუღალავად ახორციელებენ სოროსისაგან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციები, „თავისუფლების ინსტიტუტი“, ძველი ხელისუფლება მთლიანად და ახალი ხელისუფლების ერთი ნაწილი, სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების საქართველოს ფილიალები. მათი საქმიანობის  მაგალითებია:

– ქართული სალიტერატურო ენის განზრახ დამახინჯება დაბარბარიზმების მასიური დამკვიდრება;

– ქართული ცნობიერებსი , სულიერი ფასეულობების, ეროვნული ფსიქიკის  ნგრევა დამათი ჩანაცვლება ფსევდო-ევროპული, რეალურად, ანტიეროვნული ღირებულებებით;

– სახელწმიფოს ეროვნული იდეოლოგიის არქონა, მის ნაცვლად „ალენ დალესის დოქტრინის“ პუნქტობრივად განხორციელებისგაგრძელება ათი – თხუთმეტ წლიანი წარმატებით მუშაობის შემდეგაც;

– სახელწმიფო მართვაში, რელიგიურ რწმენათა თავისუფლებაში, ადამიანის პიროვნულ თვისუფლებებათა განხორციელებაში, რეაქციული სექტანტობის დამკვიდრება;

– ჭეშმარიტი ღვთისმოსავობისა და  ნამდვილი პიროვნული თავისუფლებების ნაცვლად მკრეხელობისა და გარყვნილების მხარდაჭერა, მარალი თანამდებობების პირებისაგან პირადი მაგალითების ჩვენება და ხშირად მიზანმიმართული და წინასწარგანზრახული „ინფორმაციის გაჟონვა“ მათი პირადი გარყვნილი ცხოვრებიდან;

– თაობებს შორის „ხიდის ჩატეხვა“, ახალგაზრდა თაობის მიერ უფროსებისადმი, მათი ნამოქმედარისადმი უპატივცემულო დამოკიდებულების ქადაგება. აქედან გამომდინარე, ქრისტეს სწავლების მეხუთე ცნების სრული უპატივცემულობა;

ჩვენი აზრით: სახელმწიფო უნდა იმართებოდეს ერის ბუნებიდან, ისტორიიდან, მენტალიტეტიდან გამომდინარე და არა მენტალიტეტის შეცვლით.

ერი უნდა ცხოვრობდეს თავისი წარსულით და თავის მომავლით, და არა დალეს -ბენქლაბ – სოროსის დამანგრეველი იდეოლოგიით.

პროგრამა: „მხილების ვერნისაჟი“

 

„ნაციონალისტური“ პარტიის მმართველობის წლები ქვეყნის ისტორიაში შევა  როგორც სახელმწიფოებრივ დანაშაულთა სახელმწიფოს უმაღლესი ჩინის  პირთა დანაშაულთა, სახელწმიფოს მიერ ორგანიზებულ დანაშაულთა წარმოუდგენელი ერთობლიობა, რომელსაც შეეწირა სახელმწიფოს განვითარების 1996-2012 წლების მონაკვეთი და რომელიც დღესაც გრძელდება ნაწილობრივ. ნათქვამს ადასტურებს:

დაუჯერებელი სიმართლე – ქვეყანაში არსებული სოციალური მდგომარეობის ანალიზი;

დაუჯერებელი სინამდვილე – ძეგლების, როგორც სულიერ ღირებულებათა ხორცშესხმული სიმბოლოების გადაადგილება და განადგურება;

დაუჯერებელი სისასტიკე – 26 მაისის ხოცვა-ჟლეტის დოკუმენტები;

დაუჯერებელი სიხარბე – ზესტაფონი – ჭიათურა – ტყიბულის კომპლექსის შესახებ მასალები, მდგომარეობა ფითში, რუსთავში, მადნეულში… „მხილების მუზეუმის მასალები“

საყურადღებოა, რომ „მხილების მუზეუმის’ მხოლოდ ვირტუალური ვერსია გადარჩა, ვინაიდან იგი, როგორც მთვრობისათვის საშიში სიმართლე გატაცებული იქნა 26 მაისის ცნობილი დარბევის დროს და დღემდე ვერ იქნა მიკვლეული მისი ადგილსამყოფელი

ყველამასალა ეყრდნობა დოკუმენტებს, სისტემატიზირებულია და თვალსაჩინოდ არის წარმოდგენილი

 

 პროექტი: „ახალი ჰუმანური ცივილიზაცია“

 

– ინფორმაციული ეპოქის მოსვლასთან ერთად მომწიფდა აზრობრივი, ფილოსოფიური და, რა თქმა უნდა, ტექნოლოგიური პირობები ახალი ჰუმანური ცივილიზაციის აღმოსაცენებლად

– მსოფლიო კრიზისმა გვიჩვენა, რომ ის გახლავთ  არა მხოლოდ ეკონომიკური, არამედ ფილოსოფიური და აზრობრივი;

– 2008 წელი აღმოჩნდა დაგროვების ცივილიზაციის საბოლოო წერტილი. კაცობრიობამ ვერ იპოვა პასუხი კითხვაზე: „რატომ დავაგროვოთ?“

– მოდის ახალი ცივილიზაცია: შეცნობილი ცხოვრების ცივილიზაცია, საღად მოაზროვნე საზოგადოების საშუალებით ადამიანი ნახულობს თავის მოწოდებას, აღწევს ბედნიერების შეგრძნებას.

 

 პროექტი: „ბედნიერების არსი“

 

 – „ბედნიერება – ეს არის ცხოვრების არსი და მიზანი, ადამიანური არსებობის ერთადერთი მისწრაფება და საბოლოო მიზანი“ – არსისტოტელე

– „რომ იყო ბედნიერი, საჭიროა მუდმივად ისწრაფვოდე ამ ბედნიერებისაკენ და გესმოდეს ის. იგი დამოკიდებულია არა გარე პირობებზე, არამედ შენზე“ – ლევ ტოლსტოი.

– „ ბედნიერება ეს არის:

  • თვითრეალიზაციის მომენტალური სიხარულის შეგრძნება სიცოცხლის ერთ- ერთ დონეზე;
  • ყოველმხრივი თვითრეალიზაცია;
  • სიცოცხლის მოტივაცია;
  • სიცოცხლის არსი;
  • თითოეული ადამიანის მიერ შემოქმედების შესაძლებლობათა რეალიზაცია;
  • საცხოვრებელი სივრცის უკეთესობისაკენ შეცვლის ნიჭის რეალიზაცია;
  • სწორი ოცნებების ახდენა
  • სიხარულის შეცნობა
  • ‘სულის ინფორმაციულ – ენერგეტიკული მუხტი

-ბოროტი ქმედების შედეგად მიღებული  ბედნიერების შეგრძნება

  • თვითგანადგურების ფაზის დასაწყისი
  • თვითგანადგურების ფაზა
  • ბოროტი ქმედების შედეგები

 

 პროექტი „ბედნიერების ფორმულა“

 

– ბედნიერება გახლავთ რწმენის, იმედის და სიყვრულის ერთობლიობა.

  • რწმენა  – დაჯერება, რომ სამყარო შექმნილია სისტემურად და ჰარმონიულად. დაჯერების შედეგად ინდივიდი ერთვება სისტემაში და ხდება მისი მონაწილე;
  • იმედი – მოიცავს აზრებს, გეგმებს, ოცნებებს, განზრახულობებს;
  • სიყვარული  – უსაზღვრო სამყაროს ენერგია, რომლის საკუთარ თავში გატარება და სხვა ადამიანებისაკენ მიმართვა შეიძლება;

– გწამდეს, პლუს იმედი გქონდეს, პლუს გიყვარდეს, ნიშნავს იყო ბედნიერი.

– მიმტევებლობა – ნეგატიური ცხოვრებისეული გამოცდილებისტრანსფორმირება მომავლის პოზიტივად.

– უპატიებლობა – არა უბრალოდ ცუდი და საძრახისი ქმედება, არამედ სხეულისა და სულის დამანგრეველი არაეფექტური ქცევაა.

– „ბედნიერების ინდექსის“ , როგორც ადამიანის მოღვაწეობის მთავარი კრიტერიუმის დანერგვა ყოველი ოფისის, საწარმოს, დაწესებულების, რეგიონის, მთლიანად ქვეყნის საქმიანობასა და ეკონომიკაში.

– გაეროს გენერალური ასამბლეის 2011 წლის რეზოლუცია „ბედნიერების შესახებ“. მთლიანი ეროვნული ბედნიერების ინდექსის გამოთვლა.

– „მთლიანი შიდა პროდუქტი“ ზომავს ყველაფერს, გარდა იმისა, რის გამოც ღირს სიცოცხლე“ – სენატორი რობერტ კენედი. „ბედნიერების ინდექსის შესახებ“ ბუტანის გამოცდილება და ჩინეთის ზოგიერთი პროვინციის ექსპერიმენტი. პან გი მუნი და სარკოზი აღნიშნული ინდექსის შესახებ.

– ბედნიერების ინდექსის განმსაზღვრელი 16 პარამეტრი. მათ შორის:

  • საცხოვრებელი ფართის გათვლა თითო სულზე;
  • შემოსავლები;
  • სახელწმიფოს ხარჯი განათლებაზე;
  • სახელმწიფოს ხარჯი კულტურაზე
  • სახელწმიფოს ხარჯი სპორტზე
  • სახელწმიფოს ხარჯი მეცნიერულ კვლევებზე
  • ექიმთა ოდენობა 1 000 სულ მოსახლეზე
  • ტყის ნარგავთა ფართობი.. და ა.შ

 

–  ბრიტანული „ბედნიერების ინდექსის“ გამოთვლა არა რაოდენობრივი, არამედ ხარისხობრივი ინდიკატორებით

– „ბედნიერების ინდექსი“ და საქართველო

 

 

პროექტი: „იმიჯი თუ რეპუტაცია“

 

„ბედნიერების ინდექსზე“ დამყარებული ახალი ცივილიზაციის ახალი ეკონომიკა ემყარება ახალ დამატებით რესურსებს.

ასეთი რესურსია სოციალური კაპიტალი, მაგრამ არა ძველი გაგებით – „ნდობის კრედიტი“,  არამედ ახალი, „პოზიტიური მოქმედებით“, რომელიც ცვლის  საცხოვრებელ გარემოს უკეთესობისაკენ.

ძველი შეესაბამებოდა დაგროვების ცივილიზაციას და ბაზირებდა კრედიტულ ურთიერობებზე, ახალი კი – მხოლოდ რეალურ – პოზიტიურ ქმედებებზე, აქ და ახლა.

ახალ ურთიერთობებში ფასობს არა ე.წ. „იმიჯური“ შემადგენელი კრედიტული ურთიერთობებისა, არამედ „რეპუტაცია“ რეალური პოზიტიური ქმედებებიდან გამომდინარე.

როგორც „იმიჯი“ , ისე „რეპუტაცია“ მრავალწახნაგოვანი მცნებებია და ის შეიძლება სქემის სახითაც წარმოვიდგინოთ. (იხ. სქემა „სოციალური კაპიტალი“)

სხვათაშორის, სიტყვათშეთანხმება „სოციალური კაპიტალი“ დაიბადა ჯერ კიდევ „ძველი აღთქმის“ ცივილიზაციაში. სოციალური კაპიტალი ფინანსური კაპიტალისაგან განსხვავებით შეუღუდავია ოდენობაში, არ ექვემდებარება კრიზისს, არ განიცდის არაჯანსაღ კონკურენციას, ქმნის და ჰარმონიზაციას უკეთებს სასიცოცხლო სივრცეს.

სოციალური კაპიტალი შენახულია თითოეულ ადამიანში

 

 

 

 

 

 

 

 პროექტი: „რეპუტაციული კაპიტალი“

 

მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი გახდა ნათელი გამოვლინება მთელი ჩვენი ცივილიზაციის ფილოსოფიური კრიზისისა, რომლის მთავარ ამოცანად გამოცხადებული იყო  ტექნიკური პროგრესი.

ადამიანებმა ვერ იპოვეს პასუხიკითხვაზე „ რაში მდგომარეობს ფულის დაგროვების არსი?“

გაეროს გენერალური ასამბლეის 2011 წლის „ბედნიერების შესახებ“ რეზოლუციიდან გამომდინარე, ევროპული ცივილიზაციის სახელმწიფოები მუშაობენ სრულიად ახალი მიმართულებებით:

1 – სამეწარმეო საქმიანობა შეივსოს ჰუმანური არსით

2 – ყოველდღიურ და ყოველმხრივ საქმიანოვაში გამოყენებული იქნას ახალი რესურსი „სოციალურიკაპიტალი“

3 – ყველა  დონეზე შესწავლილ, გამოყენებულ და გამოთვლილ იქნას „ბედნიერების ინდექსი“

4 – ჰარმონიული საცხოვრებელი სივრცის ფორმირებისათვის სულ უფრო ფართოდ იქნას გამოყენებული „პოზიტიურ ქმედებათა ბანკი“

5-  შეიქმნას გააზრებული მცირე ბიზნესის მასიური აღმოცენების სისტემა

6 – ფინანსებით შეივსოს ეკონომიკის რეალური სექტორი
7 – ჩამოყალიბდეს ცალკეული სახელმწიფოების რეპუტაციული ეკონომიკის ფუნდამენტი

8 – „ჩრდილიდან“ იქნას გამოტანილი საშუალო და დიდი ბიზნესის ფინასნსები

9 – ამაღლდეს ადგილობრივი ბიზნესისადმი ნდობის დონე

10- ამაღლდეს ნდობა პიროვნებისადმი, როგორც საკუთარი ქვეყნის მოქალაქისადმი.

 

 

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *