(საქართველო და მსოფლიო) ჯოშუა კუჩერა– საქართველო კვლავ “უფრო ახლოსაა” ნატო-სთან, მაგრამ ოდესმე შეაღწევს იქ ?

ჯოშუა კუჩერა– საქართველო კვლავ "უფრო ახლოსაა" ნატო-სთან, მაგრამ ოდესმე შეაღწევს იქ ?  ამ სათაურით აქვეყნებს ჯოშუა კუჩერა სტატიას, რომელშიც სქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებასა და რუსეთთან ურთიერთობაზე საუბრობს.“მიმდინარე კვირის ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე ბრიუსელში, ალინსის გენერალურ მდივანს არ დაუშურებია უზომო ქება-დიდება წევრობის მისწრაფების მქონე საქართველოს მიმართ. ანდერს ფოგ რასმუსენმა, მისცა რა მაღალი შეფასება “თავისუფალ, სამართლიან და ინკლუზიურ” არჩევნებს საქართველოში, განაცხადა, რომ “საქართველო  მოდელად გვევლინება უფრო ფართო რეგიონში” და თავის ძირითადად ფართოდ ციტირებულ კომენტარებში აღნიშნა, რომ “ამ ხუთი წლის განმავლობაში იმის შემდეგ, რაც შევქმენით ნატო-საქართველოს კომისია, საქართველო კიდევ უფრო დაუახლოვდა ნატოს”.

როგორც ერთ-ერთმა ხუმარამ ტვიტერზე აღნიშნა, რასმუსენის განცხადება ისეთივე წარმატებით შეიძლებოდა გაკეთებულიყო 2005 ან 2007 წელს, როგორც დღეს. და მართლაც, საქართველოს ნატო-სკენ წინგადადგმულ მაბიჯებში, მის მუდმივ “უფრო დაახლოვებაში” არის რაღაც ზენონისეული პარადოქსიდან, თითქოსდა სულ უნდა ელოდოს იმ დროს, როდესაც ნამდვილად მიაღწევს იქამდე.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვიც ბრიუსელში იყო, ცდილობდა რა შეესრულებინა “წვეულების ჩამშხამებლის” როლი. გამართულ პრესკონფერენციაზე, მან აღწერა ნატო-ს ექსპანსია, როგორც ცივი ომის გაგრძელება. სივილ.გე-ზე ვკითხულობთ:

ლავროვმა განაცხადა, რომ ნატო-ს გაფართოვება, არა მხოლოდ საქართველოს კონტექსტში, არამედ ზოგადად, წარმოადგენს “საბჭოთადროინდელი “ცივი ომის” ინერციული ლოგოკის გაგრძელებას.”

“ეს გულისხმობს არა მარტო იმ გამყოფი ხაზის შენარჩუნებას, რომლის მოშორებითაც ჩვენ ყველა ვართ დაინტერესებულნი, არამედ ეს ასევე გულისხმობს მათი [ამ ხაზების] უფრო შორს აღმოსავლეთისაკენ გადაწევას, რაც პრინციპულად ეწინააღმდეგება იმ ვალდებულებებს, რომლის შესრულებაც ჩვენ თავზე ავიღეთ უსაფრთხოების განუყოფელობასთან დაკავშირებით უმაღლეს დონეზე”, – თქვა ლავროვმა. “არავინ არ უნდა გადადგას ისეთი ნაბიჯი, რომელიც საფრთხეს შეუქმნის მისი პარტნიორის უსაფრთხოებას”.

ლავროვმა რამდენადმე შემრიგებლური შენიშვნებიც გამოთქვა იმ საკამათო საზღვრისპირა ღობეებთან დაკავშირებით, რომელიც რუსეთმა აღმართა სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო და საკუთრივ საქართველოს საზღვრებს შორის, კერძოდ, მან აღნიშნა, რომ  ღობე “აღარ იქნება საჭირო, როგორც კი “ფიცხები და თავზეხელაღებულები” დამშვიდდებიან.” ჯერჯერობით არ არის ნათელი, რას გულისხმობდა ამით ლავროვი; მოსკოვის პირველი თავზეხელაღებული მტერი, ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, უკვე პრეზიდენტის თანამდებობაზე მყოფი, მაგრამ შემდეგი ვადისათვის არარჩეული პირი იყო, რომელიც თავისი საპრეზიდენტო ვადის ბოლო დღეებს ითვლიდა, როდესაც ამ მავთულხლართების აღმართვა დაიწყო, ხოლო ახალი მთავრობა თბილისში სერიოზულ მცდელობებს მიმართავდა რუსეთთან ურთიერთობის მოსაწესრიგებლად. და მაინც, საინტერესოა ლავროვის ვარაუდი, რომ მავთულხლართები დროებითია.

რასმუსენს ასევე ჰკითხეს, როგორ შეიძლება საქართველომ შეუსაბამოს ნატო-ში ინტეგრაცია რუსეთთან  ურთიერთობების გაუმჯობესებას:

ბევრი ერი ნატო-ს წევრიცაა და ამავე დროს, მათ შესანიშნავი ურთერთობა აქვთ რუსეთთან. მე ვიტყოდი, რომ, სინამდვილეში, ნატო-ს 28-ვე მოკავშირეს, იმავდროულად, განსაკუთრებული პარტნიორობა აქვთ რუსეთთან. ნება მომეცით, უბრალოდ შეგახსენოთ, რომ ჩვენ გვაქვს სპეციალური ფორუმი, ნატო-რუსეთის საბჭო. რუსეთი ერთადერთი ქვეყანაა, რომელთანაც ჩვენ სპეციალური საბჭო გვაქვს. მოცემული საბჭოს ფარგლებში, ჩვენ განვიხილავთ ბევრ სხვადასხვა საკითხს: საკითხებს, რომელზედაც ჩვენ ვთანხმდებით. ჩვენ ვმსჯელობთ როგორც პრაქტიკული თანამშრომლობის შესახებ, ასევე იმ საკითხებზე, რომელშიაც ვერ ვთანხმდებით. ეს ძალზე სპეციფიური პარტნიორობაა. და არ არსებობს წინააღმდეგობა ნატო-ს წევრობასა და იმავდროულად, რუსეთთან ამგვარი ურთიერთობისცამოყალიბებას შორის.
თუმცა, ნატო-რუსეთის ურთიერთობის ამგვარმა ლამაზმა შეფასებამ ნაკლებად სავარაუდოა, რომ შეცვალოს კრემლში მყოფთა უმრავლესობის აზრი.

ამ ეტაპზე, საქართველო-ნატო-რუსეთის გაჭიანურებულ საქვეყნოდ ცნობილ დისკუსიას ცოტა თეატრალურობის ელფერი დაჰკრავს. საქართველოს ნატო-ს წევრობა არ არის შეუძლებელი რამ, მაგრამ ეს თუ მოხდა, დრამატულად შეცვლის ამჟამინდელ გეოპოლიტიკურ ვითარებას. მართალია, სამივე მონაწილე მხარემ, სავარაუდოდ, იცის ეს, მაგრამ სამივეს აქვს გარკვეული ინტერესი იმისა, რომ გააგრძელონ თავის მოჩვენება, თითქოს ამგვარი პერსპექტივა რეალურია. საქართველოსათვის დასავლეთთან დაახლოების შთაბეჭდლების მოხდენაც მნიშვნელოვანია როგორც შინაპოლიტიკური მიზეზების, ასევე მისი საერთაშორისო იმიჯისგამო. ნატო-სთვის, მკაფიო მიზნების არმქონე ორგანიზაციისათვის, რომელსაც ჯერ კიდევ ჰყავს საქართველოს მსგავსი მგზნებარე თაყვანისმცემლები, ეს თითქოსდა აქტუალურია. რუსეთს კი, ვითომდა საფრთხის შექმნა, განსაკუთრებით კი ისეთი ქაღალდის ვეფხვისაგან, როგორსაც ნატო წარმოადგენს, ეხმარება კრემლის მცდელობებში, წარუდგინოს თავისი თავისაკუთარ მოსახლეობასა და მთელს მსოფლიოს, როგორც ძლიერი გეოპოლიტიკური ძალა. ასე, რომ ნუ ელით, რომ ეს ფარსი მალე დასრულდება”, – წერს ჯოშუა კუჩერა.
http://www.eurasianet.org/node/67831

 

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *