„1 ოქტომბერს ჩააბარეთ ანგარიში საქართველოს!“ საინიციატივო ჯგუფის პირველი ღია სხდომა

 

Снимокდღეს  სასტუმრო „თორის“  საკონფერენციო დარბაზში შედგა საინიციატივო ჯგუფის „1 ოქტომბერს ჩააბარეთ ანგარიში საქართველოს!“ პირველი  ღია სხდომა, სხდომის მუშაობას წარმართავდნენ: თემურ შაშიაშვილი, მანუჩარ მაჩაიძე და დავით გველესიანი.

სხდომის მონაწილეებმა ხაზგასმით და გამოკვეთილად თქვეს: „პოლიტიკური რეალობა ქვეყანაში ისეთია, რომ ხალხი, მიუხედავად ცნობილი ურთიერთდაპირისპირებისა, ხელისუფლებას აღიქვამს როგორც „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ერთობას.

ნაციონალების თავგასულობა, ხელისუფლების თვითკმაყოფილება და მოსახლეობის მზარდი უკმაყოფილება  – ეს არის კონფლიქტის გზა, რომლის შედეგებიც კატასტროფული და გაცილებით საშიში იქნება სახელმწიფოსათვის, ვიდრე დღეს გამეფებული უიმედობა.“

საინიციატივო ჯგუფის 50 -მდე წევრმა ხელი მოაწერა  განცხადებას, რომლის ტექსტსაც სრულად გთავაზობთ.

მიღებული იქნა დეკლარაცია „დავიბრუნოთ საქართველო!“ რომელზე ხელმოწერის პროცესიც დაიწყება მომდევნო კვირაში. მანამდე კი სარედაქციო ჯგუფი პოეტ კობა არაბულის, პროფესორ კობა კობალაძის, განათლების აკადემიის აკადემიკოსის ინესა იამანიძის, ქუთაისის საკრებულოს წევრის, გოგიტა გოგელაშვილის, ბათუმის საავტორო სკოლის დამფუძნებისა და დირექტორის, ზაურ სოლომონიძის  შემადგენლობით, მოახდენს დეკლარაციის ტექსტის რედაქტირებას გამოთქმული მოსაზრებების გათვალისწინებით.

აქვე გთავაზობთ განცხადებისა ტექსტს და დეკლაციას პროექტის სახით

საინიციატივო ჯგუფის   გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა  „1 ოქტომბერს ჩააბარეთ ანგარიში საქართველოს“   

 დეკლარაცია   დავიბრუნოთ საქართველო!

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *