(საქართველო და მსოფლიო) როინ მეტრეველი: მათი სამკვიდრო საქართველოა!

9970shashiashvili1თემურ შაშიაშვილი: ჩემთვის დიდი პატივია ისეთი მასშტაბის სახელმწიფო მოღვაწისა და ისეთი კლასის მეცნიერის მიერ, როგორიც ბატონი როინ მეტრეველია, ამ ფაქტის გახსენება. 
მართლაც საოცარი რამ მოხდა, ბევრ ფულიანს  – ბიზნესმენს თუ ხელისუფლებისაგან ბიზნესმენად წოდებულს, გაუჩნდა სურვილი, დაეფინანსებინა რუსეთიდან საქართველოში ქართველ მეფეთა გადმოსვენება. 
ვამჩნევდი, რომ მთავრობის სხდომაც მათკენ იხრებოდა. ჩემი გამოსვლა მწარედ მიიღეს, მაგრამ არგუმენტიც კი არ არსებობდა ჩემი პოზიციის უარსაყოფად. მაშინაც და დღესაც იგივე აზრი მაქვს: უცხოეთში გარდაცვლილი და უცხოეთში დასაფლავებული ქართვეელი მეფეები საქართველოში უნდა გადმოვასვენოთ და ეს უნდა მოხდეს სახელმწიფო, ანუ ხალხის ფულით და არა რომელიმე გაყოყოჩებული და ხელისუფლებასთან  დაახლოებული ბიზნესმენის სახსრებით. 
ბედნიერი ვარ, რომ ვიყავი ერთ-ერთი ინიციატორი იმერეთის მეფის, სოლომონის თურქეთიდან საქართველოში გადმოსვენების და გელათის ტაძარში დასაფლავების. 
news_30691რამდენიმე დღეში (2002 წ. აპრილი) გაიმართა საქართველოს მთავრობის გაფართოებული სხდომა. პირველ საკითხად იდგა ქართველ მეფეთა და სხვა საეკლესიო და პოლიტკურ მოღვაწეთა ატრახანიდან გადმოსვენება. მე დეტალურად მოვახსენე ვახტანგ VI-ისა და თეიმურაზ II-ის მოღვაწეობის, მათი როლის შესახებ რუსულ-ქართულ ურთიერთობებში; ძნელბედობის გამო მათი საქართველოში ჩამოუსვენებლობის მიზეზები; ის აუცილებლობა, რომელიც განაპირობებდა მათი გადმოსვენების საჭიროებას. კერძოდ, ხაზი გავუსვი მათ ანდერძებს, და, რაც მთავარია, არ გამოვრიცხეთ, რომ ასტრახანის კრემლის სარეკონსტრუქციო სამუშაოების გამო შესაძლო იყო ქართველთა საძვალე სხვაგან გადაეტანათ (ეს ინფორმაცია მეუფე დიმიტრის ასტრახანის მიძინების ტაძრის მოძღვარმა მიაწოდა). მოხსენებაში გადმოსვენებასთან დაკავშირებულ ხარჯებზეც იყო საუბარი – აღვნიშნე, რომ შესაძლო იყო ქართველ ბიზნესმენებს გაეღოთ თანხა ამ ღონისძიების სისრულეში მოსაყვანად. აქ ერთი საინტერესო ფაქტი მოხდა. სხდომაზე გამოვიდა იმერეთის გუბერნატორი თემურ შაშიაშვილი, რომელმაც დააყენა საკითხი – ეს საშვილიშვილო საქმე ქვეყნის ბიუჯეტით განხორციელებულიყო. მთავრობამ ერთხმად დაუჭირა მხარი ჩვენს წინადადებას. დადგა რუსეთის ხელისუფლებასთან და პატრიარქთან დაკავშირების საკითხი. მათთან შეუთანხმებლად, მათი ნების გარეშე, საქმის გაკეთება გამორიცხული იყო. ედუარდ შევარდნაძემ 2002 წლის 11 აპრილს საგანგებო წერილი-თხოვნა გაუგზავნა რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს.” 

„…ვაი, სიკვდილო, მწარე სიკვდილო!”

ვახტანგ VI

„ესე არს განსასუენებელი ჩემი, უკუნითი

უკუნისამდე; ესე მთნავს: აქა დავემკვიდრო მე”

წარწერა დავით აღმაშენებლის საფლავის ქვაზე

„ვა, სოფელო, რაშიგან ხარ,

რას გვაბრუნვებ, რა ზნე გჭირსა!

ყოვლი შენი მონდობილი

ნიადაგმცა ჩემებრ ტირსა!

სად წაიყვან სადაურსა,

სად აღუფხვრი სადით ძირსა”…

 

რამდენჯერ ვიგონებთ გენიოსი პოეტის ამ სიტყვებს. საქართველოს მძიმე ისტორიულმა ბედმა, ხშირმა ბრძოლებმა სამშობლოს დასაცავად, არაბობამ, მონღოლობამ, ოსმალობამ, ყიზილბაშობამ, ლეკიანობამ თავისი დაღი დაამჩნია ქვეყანას. გამარჯვება-წარმატებებთან ერთად სხვადასხვა სახის სირთულეები ქართველი ხალხის მარადიული თანამდევი იყო. ამგვარი სირთულეების დროს ბევრმა ქართველმა ნებსით თუ უნებლიედ ქვეყანა დატოვა და სხვა ქვეყნებში მოუხდა სამსახური. ზოგიერთმა იქ მიაღწია წარმატებას. ისტორიის ფურცლები ღაღადებენ, რომ საუკუნენახევრის განმავლობაში ეგვიპტის სახელმწიფოს სათავეში ქართველი მამლუქები იყვნენ, სპარსეთის შაჰის კარზე დიდი ხნის განმავლობაში ქართველებს დაწინაურებული მდგომარეობა ჰქონდათ. ბევრმა ქართველმა სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა დარგში გამოიჩინა თავი და ამ ქვეყანას სახელი და დიდება მოუტანა. მაგრამ სამწუხარო ისაა, რომ სამშობლოს გარეთ შექმნილი წარმატება სხვა ქვეყნის საკუთრებაა. სხვის ომში ბრძოლა, თუნდაც გამარჯვება, სამშობლოსათვის დაკარგულია. სხვისი დედის დაფიცება (როცა საკუთარი გყავს) უგუნურებაა.

სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ქვეყანას არაერთმა ქართველმა პოლიტიკურმა და საზოგადო მოღვაწემ შეაფარა თავი. ზოგიერთს იძულებით სამსახური უხდებოდა საზღვარგარეთ, ბევრმა სამშობლო-ქვეყნის ნახვის ნატვრაში უცხოეთში დალია სული.

ნიშანდობლივია, რომ ქართველ პოლიტიკურ და საზოგადო მოღვაწეთა მნიშვნელოვანი წარმომადგენლები რუსეთში გარდაიცვალნენ და იქვე დაიკრძალნენ. მათ შორის ქართველი მეფეებიც არიან. მოსკოვის დონის მონასტერში არჩილ II, მისი მეუღლე ქეთევანი, შვილები: დარეჯანი, მამუკა და ალექსანდრე (მისი მეუღლე გლიკერია), ვახტანგ VI-ის შვილები: ბაქარი და გიორგი, ვახუშტი ბაგრატიონი, სხვა დიდგვაროვნები დაიკრძალნენ. აქ სათანადო კვლევითი სამუშაო ჩატარდა არქეოლოგ გივი ღამბაშიძის ხელმძღვანელობით და საინტერესო მასალა იქნა მოპოვებული. ამჯერად ჩვენ მკითხველის ყურადღებას მივაპყრობთ რუსეთის ქ. ასტრახანის კრემლის მიძინების ტაძრის საძვალეს, სადაც განისვენებენ ქართველი მეფეები: ვახტანგ VI და თეიმურაზ II. აქვე არიან დაკრძალული: ქართველი მწერალი, საეკლესიო (ქუთათელი მთავარეპისკოპოსი) და საზოგადო მოღვაწე, მეცნიერი, დიპლომატი, კარტოგრაფი და მხატვარი ტიმოთე გაბაშვილი, ქართველი მეცნიერი, ლიტერატორი, პედაგოგი, მთარგმნელი, დიპლომატი გაიოზ რექტორი (1808-1821 წწ. იყო ასტრახანის მთავარეპისკოპოსი), იოსებ სამებელი და რომანოზ სამთავროელი. სხვა ინფორმაცია არ გაგვაჩნია. ქართველ მეფეთა საძვალის წესრიგში მოყვანისა და შესაძლებელ შემთხვევაში საქართველოში გადმოსვენების საკითხი ადრეც დაისვა, მაგრამ უშედეგოდ.

 

გასული საუკუნის 50-იან წლებში ცნობილმა ქართველმა საზოგადო მოღვაწემ, მოსკოვის ანდრეი რუბლიოვის სახელობის მუზეუმის დირექტორმა დავით არსენიშვილმა  (პროფესორმა ნათელა ვაჩნაძემ გამოსცა მონოგრაფია დ. არსენიშვილის შესახებ და ფართო საზოგადოებისთვის გახადა ცნობილი ეს ჭეშმარიტად პატრიოტი ქართველი მოღვაწე.)  საბჭოთა კავშირის კულტურის სამინისტროს წინაშე დააყენა საკითხი ვახტანგ VI-ისა და თეიმურაზ II-ის საფლავების მოვლა-პატრონობისა და მემორიალურ ობიექტებად გადაქცევის შესახებ. მეცნიერმა მიაღწია, რომ ისტორიისა და ხელოვნების ძეგლთა დაცვის სახელმწიფო ინსპექციამ მიიღო გადაწყვეტილება “О включении мест погребений указанных лиц в списки памятников союзного значения и о восстановлении утерянных мемориальных досок на могилах царей Грузии Вахтанга VI и Теймураза II в Астрахани”. აღნიშნულ წერილს ხელს აწერს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა დაცვის სახელმწიფო ინსპექციის უფროსი ბ. მიხაილოვი (17.IX.54). საქმე ის იყო, რომ მიძინების ტაძარი მდებარეობდა ასტრახანის კრემლში, სადაც იმხანად სამხედრო გარნიზონი იყო განთავსებული. საქმეში უშუალოდ ჩაებნენ ასტრახანის საქალაქო საბჭოს თავმჯდომარე ნ.ი. პუზანოვი და ასტრახანის გარნიზონის სარდალი ნ.ი. კალაძე (თავისთავად ქართველი პირის ამ საქმეში მონაწილეობა მნიშვნელოვანი იყო). არქიტექტორმა ა. ვორობიოვმა დააზუსტა საფლავების კონკრეტული მდებარეობა. საკითხით დაინტერესდა საბჭოთა კავშირის კულტურის სამინისტრო. შეიქმნა საგანგებო კომისია. 1955 წლის ივნისში ჩატარდა დაზვერვითი არქეოლოგიური სამუშაოები. მოხდა საფლავების ნაწილობრივ გახსნა, თუმცა ეს საკმარისი იყო იმისათვის, რომ ხელისუფლებას ყურადღება მიექცია და კულტურის ძეგლებად ეღიარებინა. ხაზი გაესვა იმ გარემოებას, რომ ასტრახანი – ეს ძველი რუსული ქალაქი მნიშვნელოვან როლს ასრულებდა რუსეთისა და საქართველოს ურთიერთობაში (დამატებითი მასალებიც იქნა მოპოვებული ასტრახანის არქივებში).

 

გასული საუკუნის 70-იან წლებში (1973 წ.) ასტრახანში ჩატარდა არქეოლოგიური გათხრები პროფ. გ. პაიჭაძის და პროფ. ვ. ჯაფარიძის ხელმძღვანელობით და საკმაოდ საინტერესო მასალა იქნა მოპოვებული.

XXI საუკუნის დასაწყისში, როცა თბილისში წმიდა სამების ტაძრის მშენებლობა გაჩაღდა, კვლავ დადგა ასტრახანიდან ქართველ მეფეთა გადმოსვენების საკითხი. 2002 წლის დასაწყისში, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც იმჟამად რექტორი გახლდით, გვეწვია ბათუმისა და ქობულეთის მიტროპოლიტი დიმიტრი. სხვადასხვა საკითხებზე საუბრისას, მეუფე დიმიტრიმ ასტრახანს დაკრძალული ქართველი მეფეები გაიხსენა. ორთავემ ვთქვით, რომ ვახტანგ VI-ისა და თეიმურაზ II-ის, ასევე ასტრახანის მიძინების ტაძარში დაკრძალულ სხვა ქართველ მოღვაწეთა გადმოსვენება სამართლიანი იქნებოდა. მე გამოვთქვი აზრი, რომ თუკი საკითხი დაისმებოდა, უნივერსიტეტი და პირადად მე აქტიურად ჩავებმებოდით ამ საქმეში. ამასთან მეუფეს მოკრძალებულად ვუთხარი, რომ თუ პატრიარქის ლოცვა-კურთხევა იქნებოდა, ვახტანგ VI და თეიმურაზ II შესაძლო იყო წმიდა სამების ტაძარში დაგვემარხა. მეუფე დიმიტრიმ ჩვენი საუბრის შესახებ, როგორც ჩანს, უწმიდესსა და უნეტარეს ილია II-ს მოახსენა. იმავე დღეს დაირეკა სატელეფონო ზარი უნივერსიტეტში – პატრიარქი თავისთან მიხმობდა. ილია II-სთან მეუფე დიმიტრი და რამდენმე სამღვდელო პირი დამხვდა. პატრიარქი კმაყოფილი ჩანდა. მან მოიწონა საკითხი ასტრახანიდან მეფეთა გადმოსვენების შესახებ. მე მადლობა გადამიხადა – განსაკუთრებით გაუსვა ხაზი მეფეთა წმიდა სამების ტაძარში გადმოსვენების ჩემს წინადადებას: ეს დიდი საქმეა და უთუოდ ღმერთმა შთაგაგონაო. პატრიარქმა საქმის წამოწყება – ოფიციალურად საკითხის დასმა და მასთან დაკავშირებული საკითხები მე დამავალა. საკითხის წინ წაწევა საკმაოდ რთული იყო. მას სახელმწიფოებრივი გადაწყვეტა სჭირდებოდა.

 

 

პირველი, რაც მე გავაკეთე, მოვამზადე საგანგებო წერილი საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძისა და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის სახელზე.

2002 წლის მარტის 27-ს სახელმწიფოს პრეზიდენტისა და ქვეყნის პატრიარქის სახელზე ჩემი წერილით წარვდექი:

 

საქართველოს პრეზიდენტს

ბატონ ედუარდ შევარდნაძეს

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უნეტარესსა და უწმიდესს ილია II-ს

 

თქვენო აღმატებულებავ,

თქვენო უწმიდესობავ,

 

იქნებ ჩვენს რთულსა და მძიმე პერიოდში საჩოთიროდაც მოგეჩვენოთ ამ საკითხის ჩემს მიერ დაყენება, მაგრამ გარკვეული გარემოების გამო საჭიროდ ჩავთვალე შემეწუხებინა თქვენი ყურადღება. მოგეხსენებათ, რომ ჟამთა სიავის გამო საქართველოს ზოგიერთი უდიდესი პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე რუსეთს იყო თავშეფარებული. ამჯერად მხედველობაში მყავს ორი მათგანი: ვახტანგ VI (1675-1737 წწ.) – ქართლის გამგებელი (ჯანიშინი) 1703-1714 წწ., მეფე – 1716-1724 წწ. და თეიმურაზ II (1700-1762 წწ.) – კახეთის მეფე 1709-1715 წწ., გამგებელი 1733-1744 წწ., ქართლის მეფე 1744-1762 წწ.

ვფიქრობ, ზედმეტია იმ ღვაწლის ჩვენება, რაც ამ მოღვაწეებს ქვეყნისა და ხალხის, საერთოდ, ისტორიის წინაშე მიუძღვით. ვახტანგ ვჳ დიდი რეფორმატორი იყო. იბრძოდა ქვეყანაში წესრიგის აღდგენისა და ცენტრალური ხელისუფლების გაძლიერებისათვის. აღადგინა ეროვნული წეს-ჩვეულებები, ფართო მუშაობა გააჩაღა ქვეყნის ეკონომიკური და კულტურული აღმავლობისათვის. ვახტანგ VI-ის თაოსნობით შეიქმნა „სამართლის წიგნთა კრებული”. მის სახელთანაა დაკავშირებული სწავლულ კაცთა კომისიის საქმიანობა. ვახტანგ VI-ის სტამბაში დაიბეჭდა „ვეფხისტყაოსანი” (1712 წ.). მან ფაქტობრივად საფუძველი ჩაუყარა მეცნიერულ რუსთველოლოგიას. წვლილი მიუძღვის ქართული დიდაქტიკური მწერლობის განვითარებაში. მის შემოქმედებაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ლირიკას. თარგმნა „ქილილა და დამანა”, „ამირ-ნასარიანი”…

 

 

თეიმურაზ II ქართლ-კახეთის გამაერთიანებელია. მიაღწია მნიშვნელოვან სამხედრო წარმატებებს და ამიერკავკასიაში უპირატესობას. თეიმურაზ II აღორძინების ხანის ქართული მწერლობის წარმომადგენელია. ავტორია ნაწარმოებებისა: „დღისა და ღამის გაბაასება”, „სოფლის სამდურავი”. „ხილთა ქება”… სპარსულიდან თარგმნა იგავ-არაკების კრებული „თიმსარიანი”.

ორივე მეფე განისვენებს ასტრახანის მიძინების ტაძარში. ვახტანგ VI-მ სიცოცხლის ბოლო ორი წელი ასტრახანში გაატარა და აქვე გარდაიცვალა. თეიმურაზ II პეტერბურგში გარდაიცვალა. მისი გადასვენება იმხანად ასტრახანამდე მოხერხდა და აქვე დაიკრძალა. აღვნიშნავთ, რომ საფლავები დღემდე დაცულია.

და აი, კადნიერებით ვაყენებ საკითხს თქვენს – ქვეყნის უზენაესი პირების წინაშე, ამ ორი ჭეშმარიტი ქართველის საქართველოში გადმოსვენების თაობაზე. ეს თხოვნა, გარდა იმისა, რომ მათ ანდერძებს შეესაბამება, განპირობებულია იმითაც, რომ არ არის გამორიცხული ამ მიცვალებულთა გადასვენება იქვე, სხვა სასაფლაოზე (ეს ცნობა ასტრახანის მიძინების ტაძრის მოძღვრიდან მოდის).

ამგვარად, სასურველად მიგვაჩნია დიდი ქართველი საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწეების: ვახტანგ VI-ისა და თეიმურაზ II-ის გადმოსვენება ასტრახანის მიძინების ეკლესიიდან თბილისში – წმიდა სამების ტაძარში (ამ აქტით წმ. სამების ტაძარი ახალ, მნიშვნელოვან დატვირთვას შეიძენს).

ვფიქრობ, დიდ საქმეს გააკეთებთ, თუ გამონახავთ დროსა და საშუალებას რუსეთის პრეზიდენტთან და სრულიად რუსეთის პატრიარქთან ამ აქციის ორგანიზაციული მხარის შესათანხმებლად.

დარწმუნებული ვარ, მთელი საქართველო მადლიერი დაგრჩებათ ამ ეროვნული საქმის განხორციელებისათვის.

მოკრძალებით

რექტორი, აკადემიკოსი

როინ მეტრეველი

გულწრფელად მინდა ვთქვა, რომ საოცარი ოპერატიულობით მოხდა რეაგირება წერილზე. 28 მარტს მივიღე ჩემს წერილზე საქართველოს პრეზიდენტის რეზოლუცია:

„ბატონო როინ,

იქნებ მოახსენოთ მთავრობის სხდომას თქვენი ინიციატივის შესახებ. მჯერა, ქართველი ხალხი ერთსულოვნად დაგვიჭერს მხარს. სიმართლე გითხრათ, საბჭოთა კავშირის დროს, მქონდა ასეთი მცდელობა, მაგრამ იმ პერიოდში ეს შეუძლებელი გახდა.

იქნებ ორგანიზაციული უზრუნველყოფის სქემაც შემოგვთავაზოთ.

ე. შევარდნაძე

28.03.2002″

პარალელურად ე. შევარდნაძემ დავალება მისცა საქართველოს მთავრობის კანცელარიის ხელმძღვანელს პეტრე მამრაძეს:

„ბატონ როინს, როგორც შევთანხმდით, მოვუსმინოთ მთავრობის სხდომაზე”

ე. შევარდნაძე

02.04.2002″.

რუსეთის მმართველ ელიტასთან დაკავშირების თაოსანი პატრიარქი იყო. ილია II-მ საგანგებო წერილი მოამზადა რუსეთის პატრიარქის ალექსი II-სადმი. თანაც წერილის პროექტი ედუარდ შევარდნაძეს გაუგზავნა 2002 წლის 28 მარტს. პატრიარქი აღნიშნავდა, რომ პარალელურად საჭირო იყო ე. შევარდნაძის წერილის გაგზავნა რუსეთის პრეზიდენტისადმი:

„ბატონო ედუარდ, – იხარეთ და იდღეგრძელეთ

გიგზავნით ჩემი წერილის პროექტს, რომლითაც მე მივმართავ რუსეთის პატრიარქს, მეფეთა, – ვახტანგ VI და თეიმურაზ II საქართველოში გადმოსვე-ნების შესახებ.

ალბათ საჭიროა თქვენი წერილი რუსეთის პრეზიდენტის მიმართ.

მეფეების დაკრძალვა წმიდა სამების ტაძარში დიდ ძალას და განსაკუთრებულ მნიშვნელობას შესძენს ამ ტაძარს.

საკითხის დასაჩქარებლად შეიძლება ფაქსით გავაგზავნო მოსკოვში ჩემი წერილი.

ღმერთმა დალოცვილი გამყოფოთ

ილია II

28/III. 2002 წ.”

როგორც ჩანს, ე. შევარდნაძეზე დიდი შთაბეჭდილება დატოვა აღნიშნულმა წერილმა და მოიწონა მისი მოსკოვში გაგზავნის იდეა. აი ალექსი II-სადმი გაგზავნილი ილია II-ის წერილი:

Его Святейшеству, Святейшему Алексию II,

Патриарху Московскому и всея Руси

Ваше Святейшество!

Сердечно приветствую Вас с пожеланием Вам великих милостей от Господа.

Многовековая история русско-грузинских взаимоотношений знает много имён выдающихся русских и грузинских государственных, общественных и церковных деятелей, которые внесли свой большой личный вклад в развитие этих отношений. Многие грузинские деятели, в том числе цари, царицы, члены их семей, иерархи Грузинской Православной Церкви и дипломаты, деятели культуры и военнослужащие, вопреки своим завещаниям, волей судеб и из-за сложившихся обстоятельств, были погребены в разных городах России (в Петербурге, Москве, Астрахани и др.).

К сожалению, в течение веков не удалось исполнить последнюю волю многих из них и перезахоронить их останки на Родине.

 

Мы считаем, что сегодня, когда отношения между Россией и Грузией постепенно налаживаются и переходят в нормальное русло, можно исполнить волю некоторых почивших о перезахоронении их в Грузии.

 

На данном этапе мы считаем возможным поставить вопрос об исполнении последней воли грузинских царей Вахтанга VI (1716-1722 гг.) и Теймураза II (1744-1762 гг.), которые погребены в Успенском Храме г. Астрахани; они были не только государственными деятелями, но и выдающимися поэтами и просветителями.

 

Согласие о перезахоронении выразил Преосвященный Иона, Епископ Астраханский и Енотаевский.

Мы обращаемся к Вам, Ваше Святейшество, дать Ваше разрешение для исполнения этого Богоугодного дела.

Подобное письмо о перезахоронении направил Президент Грузии, господин Эдуард Шеварднадзе Президенту Российской Федерации, господину Владимиру Путину.

Желаю Вашему Святейшеству доброго здоровья и в радости встретить Светлое Христово Воскресение. С братской во Христе любовью

Илия II

Католикос-Патриарх всея Грузии

 

რამდენიმე დღეში (2002 წ. აპრილი) გაიმართა საქართველოს მთვრობის გაფართოებული სხდომა. პირველ საკითხად იდგა ქართველ მეფეთა და სხვა საეკლესიო და პოლიტკურ მოღვაწეთა ატრახანიდან გადმოსვენება. მე დეტალურად მოვახსენე ვახტანგ VI-ისა და თეიმურაზ II-ის მოღვაწეობის, მათი როლის შესახებ რუსულ-ქართულ ურთიერთობებში; ძნელბედობის გამო მათი საქართველოში ჩამოუსვენებლობის მიზეზები; ის აუცილებლობა, რომელიც განაპირობებდა მათი გადმოსვენების საჭიროებას. კერძოდ, ხაზი გავუსვი მათ ანდერძებს, და, რაც მთავარია, არ გამოვრიცხეთ, რომ ასტრახანის კრემლის სარეკონსტრუქციო სამუშაოების გამო შესაძლო იყო ქართველთა საძვალე სხვაგან გადაეტანათ (ეს ინფორმაცია მეუფე დიმიტრის ასტრახანის მიძინების ტაძრის მოძღვარმა მიაწოდა). მოხსენებაში გადმოსვენებასთან დაკავშირებულ ხარჯებზეც იყო საუბარი – აღვნიშნე, რომ შესაძლო იყო ქართველ ბიზნესმენებს გაეღოთ თანხა ამ ღონისძიების სისრულეში მოსაყვანად. აქ ერთი საინტერესო ფაქტი მოხდა. სხდომაზე გამოვიდა იმერეთის გუბერნატორი თემურ შაშიაშვილი, რომელმაც დააყენა საკითხი – ეს საშვილიშვილო საქმე ქვეყნის ბიუჯეტით განხორციელებულიყო. მთავრობამ ერთხმად დაუჭირა მხარი ჩვენს წინადადებას. დადგა რუსეთის ხელისუფლებასთან და პატრიარქთან დაკავშირების საკითხი. მათთან შეუთანხმებლად, მათი ნების გარეშე, საქმის გაკეთება გამორიცხული იყო. ედუარდ შევარდნაძემ 2002 წლის 11 აპრილს საგანგებო წერილი-თხოვნა გაუგზავნა რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს.

Его Превосходительству

Президенту Российской Федерации

господину Путину В.В.

Уважаемый Владимир Владимирович,

Как Вам известно, взаимосвязи наших народов корнями уходят в глубокое прошлое. Летопись хранит немало полных драматизма эпизодов истории Грузии, когда гонимые судьбой многие наши соотечественники вынуждены были искать убежище в единоверной России.

Среди тех, кто нашел свое последнее пристанище на русской земле, были такие выдающиеся поэты, просветители и государственные деятели Грузии, как Картлийские цари Вахтанг VI и Теймураз II. Прах обоих правителей покоится в Успенском храме г. Астрахани.

Недавно общественность Грузии с согласия Католикоса-Патриарха всея Грузии Ильи II выступила с инициативой перезахоронения праха этих достойных сынов своего народа на Родину.

Уверен, Вы с пониманием воспримете просьбу моих сограждан и окажете содействие в осуществлении их намерения.

Эта акция еще раз напомнит всем, сколь тесно переплетены судьбы русского и грузинского народов, и внесет весомый вклад в укрепление дружбы, сотрудничества и взаимопонимания между нашими единоверными государствами.

 

С заверениями в искреннем уважении,

Эдуард Шеварднадзе

№ 179/1

11.04.2002

ქვეყნის უმაღლესი პირების წერილებმა გარკვეული გავლენა იქონია. 2002 წლის 25 აპრილითაა დათარიღებული (ე.ი. საკმაოდ ოპერატიული პასუხია) მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის თანხმობის წერილი (პასუხი) საქართველოს პატრიარქისადმი. გარკვეული ინფორმაციით, ქ. ასტრახანის მიძი-ნების ტაძრის მღვდელმთავარიც მხარს უჭერდა ამ აქციის განხორციელებას. იგი თვლიდა, რომ მისი ქრისტიანული ვალია ხელი შეუწყოს რუსეთში დარკ-ძალულ ქართველ მოღვაწეთა სამშობლოში გადმოსვენებას. ასეთივე თანხმობა არ იქნა მიღწეული პოლიტიკოსებში. ერთი მხრივ, თავს იკავებდა ქ. ასტრახანის იმჟამინდელი გუბერნატორი და მეორე მხრივ, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, არ ჩანდა (ალბათ იგვიანებდა) რუსეთის პრეზიდენტის ვ. პუტინის პასუხი. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ე. შევარდნაძის წერილი 2002 წლის 11 აპრილს გაიგზავნა. თითქმის მთელი წელი დააგვიანდა პასუხს. უფრო მეტიც, წერილობითი პასუხი, საქართველოს პრეზიდენტის თხოვნაზე, არ მიღებულა. როგორც ჩანს, ე. შევარდნაძე რუს კოლეგას 2003 წლის მარტში დამატებით ელაპარაკა აღნიშნულ საკითხზე, რაც პეტრე მამრაძისა და ირაკლი ანდრიაძისადმი მიცემული დავალებიდან ჩანს:

 

„პეტრე მამრაძეს,

ირაკლი ანდრიაძეს

საუბარი ამ თემაზე პრეზიდენტ პუტინთან შედგა. ის წინააღმდეგი არ არის. შეარჩიეთ კანდიდატურა, ვინც ამ საკითხზე იმუშავებს.

ე. შევარდნაძე

08.03.2003″.

დაიწყო პირველი საორგანიზაციო სამუშაოები. საქმის კოორდინაცია არქე-ოლოგიური კვლევის ცენტრის საქართველოს ფარგლებს გარეთ არსებული ქართული კულტურის კვლევის საპრობლემო ჯგუფის ხელმძღვანელს გივი ღამბაშიძეს დაევალა. დაისახა პროგრამა, სადაც გათვალისწინეული იყო ქ. ასტრახანის მიძინების სახელობის ტაძარში 1973 წ. ჩატარებული არქეოლოგიური სამუშაოების სამეცნიერო ანგარიშისა და სხვა საარქივო მასალების შესწავლა; ვახტანგ VI-ის თავის ქალის მოძებნა (დაიკარგა XX საუკუნის 40-იან წლებში ვახტანგ VI-ის სამარხის გაძარცვისას); მიძინების ტაძარში დაკრძალული სხვა სამღვდელო პირების სიის დადგენა; თეიმურაზ II-ის ნეშტისათვის ექსპერტიზის ჩატარება; ქართველ მოღვაწეთა სამარხების გათხრისას აღმოჩენილი სამოსელის, ჯვრებისა და სხვა აქსესუარის ქ. ასტრახანის მხარეთმცოდნეობის მუზეუმიდან მიღებისათვის ზრუნვა. საჭიროდ ჩაითვალა მივლენილიყვნენ ქ. ასტრახანში: ღვთისმსახური, არქეოლოგი, ანთროპოლოგი, ისტორიკოსი, ფოტო-ვიდეო ოპერატორი. ეს ყოველივე საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის არქეოლოგიური კომისიის (თავმჯდომარე აკადემიკოსი ანდრია აფაქიძე) სხდომაზე გადაწყდა. აუცილებლად იქნა მიჩნეული ვახტანგ VI-ის შედგენილი კანონთა კრებულის „დასტურლამალის” 65-ე კარის, 23-ე პარაგრაფის – „მეფისა და მეფის ოჯახის წევრების დასაფლავების განაწესის” გათვალისწინება (საქართველოს არქეოლოგიური კომისიის სხდომის ოქმი № 3, 2002 წ. 11 აპრილი).

 

 

 

ხელისუფლებისა და საპატრიარქოს მიერ ჩატარებული ორგანიზაციული საქმიანობის შემდეგ, 2003 წლის 24-31 მაისს ქ. ასტრახანში მივლინებული იქნა დელეგაცია (დააფინანსა წმიდა სამების ტაძრის მშენებლობის ფონდმა), რომლის შემადგენლობაში შედიოდნენ: მეუფე დიმიტრი – ბათუმისა და სხალთის ეპისკოპოსი, ზურაბ ცხოვრებაძე – საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე, გივი ღამბაშიძე _ მეცნიერებათა აკადემიის არქეოლოგიური კვლევის ცენტრის საქართველოს ფარგლებს გარეთ არსებული ქართული კულტურის კვლევის საპრობლემო ჯგუფის ხელმძღვანელი. ჩატარდა მოსამზადებელი სამუშაო. საჭირო გახდა მთელი რიგი საკითხების მოგვარება. სამწუხაროდ, საქმიანობა ერთხანს შეჩერდა…

აღნიშნული საკითხის მოსაგვარებლად გარკვეული ნაბიჯი გადაიდგა საქართველოში ხელისუფლების შეცვლის (2003 წლის ნოემბერი) შემდეგაც. საგარეო საქმეთა სამინისტროს ჰქონდა დავალება გარკვეული შეთანხმებების მიღწევისა (საქართველოს პრეზიდენტის მითითება 2004 წლის 10 ივლისს). საგარეო საქმეთა მინისტრმა 2004 წლის 28 ივლისს წერილით მიმართა პრეზიდენტ მ. სააკაშვილს და მოახსენა, რომ გაიმართა საპატრიარქოს, პრეზიდენტის ადმინისტრაციის, საგარეო საქმეთა სამინისტროსა და მეცნიერებათა აკადემიის წარმომადგენელთა შეხვედრა. აქვე სთხოვს, რომ პროცესის (გადმოსვენებაა მხედველობაში) დაუბრკოლებლად განსახორციელებლად აუცილებელია რუსეთის ფედერაციის სხვადასხვა სახელმწიფო უწყების, კერძოდ ქ. ასტრახანის მერიის, რუსეთის კულტურის სამინისტროს, საბაჟო და სასაზღვრო სამსახურების ნებართვები. თითოეული მათგანი ითხოვდა რუსეთის უმაღლესი ხელისუფლების შესაბამის მითითებას. გამომდინარე აქედან, საგარეო საქმეთა მინისტრს სასურველად მიაჩნდა – მომზადდეს წერილი ვლადიმერ პუტინის სახელზე, რომელშიც გამოსახული იქნებოდა ქართველი ხალხის ნება აღასრულოს ქართველი მეფეებისა და მღვდელმთავრების უკანასკნელი სურვილი – დაკრძალულ იქნენ საქართველოს მიწაზე.

ამის შემდეგ მომზადდა საქართველოს პრეზიდენტის წერილის პროექტი ვლადიმერ პუტინისადმი. წერილში კონკრეტული წინადადება იყო წამოყენებული: „В начале ноября текущего года грузинская сторона планирует направить в г. Астрахань научную экспедицию, в состав которой войдут ученые и служители духовенства, с цეлью проведения окончательной экспертизы и идентификации останков. Церемония погребения состоится 23 ноября, в день Святого Георгия, в нововозведенном Соборе Святой Троицы”.

 

ეს წერილი არ გაგზავნილა (ყოველი შემთხვევისათვის, მისი გაგზავნის კვალი არ ჩანს, არც საქმეში ჩართულმა მიტროპოლიტებმა და არქიმანდრიტმა იციან რამე). როგორც ჩანს, შექმნილი პოლიტიკური კონიუნქტურის გამო ეს არ გაკეთდა…

 

წლების მანძილზე აღნიშნული პრობლემის სხვადასხვა მიზეზების (უპირატესად ხელისუფლების დაუინტერესებულობის) გამო ვერ მიექცა სათანადო ყურადღება. 2012 წელს საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლები: ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე, ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრი და არქეოლოგი გივი ღამბაშიძე ეწვივნენ ასტრახანს. მათ სათანადო მოლაპარაკება ჩაატარეს ადგილობრივი სამღვდელოების ხელმძღვანელებთან (მიტროპოლიტი იონა და სხვ.). ქართული მიზნის მიღწევა, მიუხედავად მნიშვნელოვანი მტკიცებულებებისა, შეუძლებელი გახდა და დაიგეგმა მომავალში კვლავ გაგრძელებულიყო კონსულტაციები.

რუსეთის საპატრიარქოს თაოსნობით 2014 წლის 9-11 ივნისს ქ. ასტრახანში ჩატარდა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „ასტრახანი და ბაგრატიონები: ორი დაკრძალვის ისტორია”. საქართველოდან ოფიციალურად იქნენ მიწვეული: ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე – საქართველოს საპატრიარქოს უცხოეთის განყოფილების ხელმძღვანელი, ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრი, მოსკოვის წმიდა დიდმოწამე გიორგის ტაძრის არქიმანდრიტი ვახტანგი; მეცნიერები: ისტორიკოსი ზაზა აბაშიძე, არქეოლოგი ვახტანგ ჯაფარიძე, ანთროპოლოგი ლია ბითაძე და ამ სტრიქონების ავტორი.

 

ნიშანდობლივია, რომ კონფერენციაში რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტორიტეტული წარმომადგენლობა იღებდა მონაწილეობას: მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარე, ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი ილარიონი. ასტრახანისა და კამიზიაკსკის მიტროპოლიტი იონა, მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენლები ნიკოლაი ბალაშოვი, იგორ იაკიმჩუკი, ფიოდორ შულგა; ასტრახანის ეპარქიიდან: მიხაილ პროსტაი, ვიქტორ გნატენკო. კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობდა ასტრახანის ოლქის კულტურის მინისტრის მოადგილე ოლგა პროკოფიევა. კონფერენციაზე მოხსენებებით გამოვიდნენ მოსკოველი რუსი მეცნიერები. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს შეხვედრებში საქმიანად მონაწილეობდნენ ქ. ასტრახანის ქართული სათვისტომოს წარმომადგენლები (თავმჯდომარე ამირან მაკარაძე). არაფორმალური შეხვედრა შედგა ასტრახანის ოლქის მთავრობის თავმჯდომარესთან კონსტანტინე მერკელოვთან. კონფერენციას ესწრებოდნენ სხვადასხვა დაინტერესებული პირები, მათ შორის ასტრახანში მცხოვრები ქართველებიც.

კონფერენცია დაიწყო ვახტანგ VI-ისა და თეიმურაზ II-ის საფლავების მოხილვით, სადაც ქართველმა მიტროპოლიტებმა მეუფე დიმიტრიმ და მეუფე გერასიმემ, არქიმანდრიტმა მამა ვახტანგმა პანაშვიდი გადაიხადეს.

კონფერენცია შესავალი სიტყვით გახსნა და თავმჯდომარეობდა ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი ილარიონი. მისასალმებელი სიტყვები წარმოსთქვეს ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა გერასიმემ, ასტრახანისა და კამიზიაკსკის მიტროპოლიტმა იონამ, ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა დიმიტრიმ. მოხსენებები გააკეთეს რუსეთის მხრიდან: პროფესორებმა ვ. ტრეპავლოვმა (რუსეთის ისტორიის ინსტიტუტი), მ. ვოლხანსკიმ (მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობის ინსტიტუტი „მგიმო”), ვ. კულაკოვმა (ასტრახანის უნივერსიტეტი). საქართველოს მხრიდან: ზ. აბაშიძემ (რუსულ-ქართული ურთიერთობები – მართლმადიდებლური ტრადიცია), ვ.ჯაფარიძემ (ვახტანგ VI-ისა და თეიმურაზ II-ის საძვალეთა გათხრები ასტრახანის მიძინების ტაძარში) და რ. მეტრეველმა (ქართველ მეფეთა ქ. ასტრახანში დაკრძალვის საკითხების შესწავლის ისტორიიდან).

 

სხვა საკითხებზე არ შევჩერდებით და აღვნიშნავთ ერთს, რომ საქართველოს დელეგაციის წევრებმა (მიტროპოლიტები გერასიმე და დიმიტრი, მეცნიერები) დასაბუთებულად, მკვეთრად დააყენეს საკითხი ქართველ მეფეთა საქართველოში გადასვენების თაობაზე. მოკრძალებით მოვიყვან ჩემი მოხსენების იმ მონაკვეთს, სადაც ეს საკითხები პირდაპირ იყო დასმული:

„…После всей истории, связанной с проблемой погребения грузинских царей в Астраханском Кремле, имея в виду старания наших церковных и научных деятелей за последние 10-15 лет, настало время, когда вопрос должен быть решен кардинально.

1. Надо учесть, что политические отношения между нашими государствами – Россией и Грузией крайне напряжены. Хочу напомнить, что наши отношения в прошлом в основном всегда были дружескими, и мы, наши народы – грузины и русские обречены на вечную дружбу. Исходя из этого, я думаю, что свершится историческая справедливость, если перезахоронить выдающихся грузинских политических деятелей в Грузию.

2. Надо учесть завещание обоих царей об их похоронах в грузинской земле; учесть, что еще в 1782 году Астраханский губернатор получил указание из Петербурга – содействовать похоронам Теймураза II по его завещанию; учесть письменное согласие Святейшего патриарха всея Руси Алексия II, согласие президента Росии В.В. Путина.

3. На наш взгляд, вопрос надо решить цивилизованно. При надобности провести антропологическую экспეртизу (это можно сделать в короткое время). Все затраты, связанные с экспертизой, грузинская сторона возьмет на себя.

4. Думаю, что будет правильно, если мемориальные доски останутся на месте, т.е. историческая правда не пострадает. По другим организационным вопросам конкретно можно договориться.

5. На мой взгляд, наша конференция должнა принять меморандум (коммюнике), где будут определены конкретные сроки проведения мероприятий, связанных с перезахо-ронением Вахтанга VI и Теймураза II.

6. Думаю, не исключено, что понадобится дополнительное согласование с вышестоящими органами. Если наше мнение, т.е. мнение участников конференции и воля наша будут положительными, т.е. мы придем к общему знаменателю, в таком случае согласование можно произвести оперативно.

 

Уверен, что эта акция послужит делу укрепления дружбы русского и грузинского народов. Эта акция еще раз напомнит всем, сколь тесно переплетены судьбы русского и грузинского народов, и внесет весомый вклад в укрепление сотрудничества и взаимопонимания между нашими единоверными государствами”.

უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენი მასპინძლები საერთოდ კეთილი განწყობით დაგვხვდნენ, ყოველგვარად ცდილობდნენ ჩვენს პატივისცემას, მაგრამ როგორც კი კონკრეტულ საქმეს მიადგნენ (მეფეთა გადმოსვენების საკითხი), გარკვეულად თავს იკავებდნენ, გადაწყვეტილებას ვერ იღებდნენ. აქ საეკლესიო მოღვაწეებს „მხარს უმაგრებდნენ” მეცნიერთა წარმომადგენლები, რომლებიც ყოველგვარი საბუთიანობის გარეშე მიიჩნევდნენ, რომ ეს ქართველი მეფეები რუსეთის (კერძოდ ქ. ასტრახანის) ისტორიის ნაწილს წარმოადგენდნენ და მათი აქედან გადასვენება მიზანშეუწონელი იყო. გაკვრით იმასაც ამბობდნენ (ყოველგვარი საბუთის გარეშე), რომ იქ დაკრძალვა თვით მეფეთა – ვახტანგ VI-ისა და თეიმურაზ II-ის სურვილი იყო. ძირითადად ვახტანგ VI-ზე იყო აქცენტი. ცხადია, ჩვენი ოპონენტებისათვის უცხო იყო ვახტანგის პოეტური შემოქმედება. სამშობლოდან დევნილი მეფე თავის განწყობას მუქ ფერებში გადმოსცემდა:

„მიაგავს ჩემი სიცოცხლე რუსთა წალკოტის წესებსა,

რა გამოჩნდება ნაყოფი, ჭია სჭამს ბევრ ათასებსა,

სისრულეშია სიცივე, დაჟრის და დააკვნესებსა,

დანამწიფარსა ყინული ფოლადებრ დააკვნესებსა”.

 

ან კიდევ:

 

„ცუდ უბადობით ვაშრომებ დღესა, დროსა და ჟამებსა,

რუსთა ზაფხულებს გაივლით მოსოფლიოსა წამებსა.

რა გამყვეს ანუ რა დამრჩეს, ვით რამე დამიამებსა?

უნაყოფოსა ვემსგავსე, ხისა რაისმე გვამებსა”.

ნიშანდობლივია, რომ ლექსს „კაეშანი” ეწოდება. სათაურს აკადემიკოს ალექსანდრე ბარამიძის განმარტება აქვს: „…ჭმუნვა-ნაღვლისა მაქარვებელად იწერების საქართველოს მეფის ვახტანგისა მიერ დიდსა ქალაქსა მოსკოვსა შინა, წელსა 1730″.

მასპინძლებს შევახსენეთ, რომ აღნიშნულ საკითხზე იყო თანხმობა, როგორც რუსეთის ხელმძღვანელების (საერო და საეკლესიო), ასევე პირადად ასტრახანის ყოფილი გუბერნატორის ანატოლი გუჟვინისა და პირადად მიტროპოლიტ იონასი. ამ განცხადებამ, რომელიც დოკუმენტურად იქნა დასაბუთებული, ერთგვარად დააბნია მასპინძლები. მეუფე იონამ გაუგონარი რამ (არ მინდა შევკადრო „სიცრუე”) განაცხადა. ჩვენ თანახმა ვიყავით, მაგრამ ქართულმა მხარემ არ გადაასვენეთო. „მიზეზიც” დაასახელა – შავი ჭირის (რატომღაც თეიმურაზ II შავი ჭირით გარდაცვლილად მიიჩნია. ეს არსად და არასდროს დამტკიცებულა) ეპიდემიის შეგეშინდათო. ამაზე ჩვენ მკვეთრი განცხადებით ვუპასუხეთ – უარვყავით ეს გამოგონილი ამბავი. ერთი რამ აშკარად დავინახეთ, რომ არც რუსეთის საპატრიარქოს წარმომადგენლობა (მიტროპოლიტი ილარიონი და სხვ.) და არც ასტრახანის სამღვდელოება (მიტროპოლიტი იონა და სხვ.) არ ჩანდნენ მზად საკითხის გადასაჭრელად. ერთნიც და მეორენიც ასრულებდნენ ზემდგომთა მითითებებს. წინა შეთანხმება (პრეზიდენტ პუტინთან, პატრიარქ ალექსი II-სთან), როგორც ჩანს, „ვადაგასულად” მიიჩნიეს. გამოითქვა მოსაზრება, რომ გადაიდგას ნაბიჯები საქმის გადასაწყვეტად. ჩვენ პირდაპირ განვაცხადეთ, რომ ვახტანგ VI-ისა და თეიმურაზ II-ის საქართველოში გადასვენებასთან დაკავშირებული ყველა საბუთი არსებობს და ყოველგვარი კონფერენციები ზედმეტად მიგვაჩნია, რომ საკითხი კარდინალურადაა გადასაწყვეტი. საბოლოო განწყობიდან ჩვენ მაინც იმედი მოგვეცა, რომ ჩვენი რუსი კოლეგები – სასულიერო თუ საერო პირები, იზრუნებენ ამ საქმის მოსაგვარებლად, გაითვალისწინებენ ისტორიული სამართლიანობის აუცილებლობას და სწორ ნაბიჯებს გადადგამენ, ნაბიჯებს, რომელიც ხელს შეუწყობს ჩვენი ორი ხალხის – რუსებისა და ქართველების, რუსეთისა და საქართველოს ურთიერთობის გაუმჯობესებას.

P. S.. რუსეთიდან დაბრუნების უმალ შევხვდით უწმიდესსა და უნეტარეს ილია II-ს და მოვახსენეთ საქმის ვითარება. ილია II-მ მზაობა გამოთქვა რუსეთის პატრიარქთან საკითხის ერთხელ კიდევ დასმისა (საგანგებო წერილის გაგზავნის გზით) და რწმენა გამოთქვა, რომ ისტორიული სიმართლე იზეიმებს – ვახტანგ VI და თეიმურაზ II ღირსებით იქნებიან ჩამოსვენებული საქართველოში და დაიკრძალებიან წმიდა სამების ტაძარში.

როინ მეტრეველი

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული

აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი,

აკადემიკოსი

 გაზეთი „ლიტერატურული საქართველო”

 

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *