თემურ შაშიაშვილის პრესკონფერენცია: „სახელისუფლებო ბანდიტიზმი, გაუფასურებული ფული, თუ ორთავე ერთად?!!“

10 დეკემბერს, სააგენტო „რეპორტიორის“ პრესკლუბში ჩატარდა თეთრების ლიდერის თემურ შაშიაშვილის პრესკონფერენცია თემაზე „სახელისუფლებო ბანდიტიზმი, გაუფასურებული ფული, თუ ორთავე ერთად?!!“
ჟურნალისტებთან შეხვედრისას განხილულ იქნა საკითხები:
– „ნაციონალური მოძრაობა „ თავხედობის პიკზეა. დადასტურდა, რომ არც ხელისუფლებას და არც ნაცების უცხოელ პატრონებს არ აწყობდათ და არ აწყობთ „ნაციონალური მოძრაობის“ გასამართლება. ხელსიუფლებაში ასეთი ორი ძალის არსებობა, პირდაპირ უნდა ვთქვა, ბედნიერებაა უცხოელი პატრონებისთვისაც, ერთმანეთისთვისაც , ხოლო უბედურებაა ქვეყნისა და ხალხისათვის.
– დრო ადასტურებს, რომ ხელისუფლების უმაღლეს ეშელონებში ბიზნეს-ინტერესების მქონე პიროვნებათა ყოფნა დამანგრეველია ქვეყნის საერთაშორისო ავტორიტეტისათვის, ეკონომიკისათვის, ებრძვის დემოკრატიას, აძლიერებს კლანურობას, ისედაც შეშინებულ ბიზნესს კიდევ უფრო უძლურს და უმოქმედოს ხდის, ბიზნესს აცილებს ეროვნულ ინტერესს.
– კატასტროფულია, რომ ქვეყანაში პოლიტიკა და კაპიტალი ერთი კაცის ხელშია, ჩვენ პრაქტიკულად გავხდით ამ პიროვნების ბიზნესის მძევალი. მისი ბიზნესის გადარჩენას ეწირება ქართული ეროვნული ინტერესი.
– დასრულდა ხელისუფლების ყველა დონეზე, ადგილობრივის ჩათვლით, ხელისუფლებაში იმ ადამიანების მოსვლა, რომლებიც სანდონი არიან „თავისუფლების ინსტიტუტისა“ და სოროსული სტრუქტურებისათვის. პირდაპირ ვთქვათ, რომ ადგილობრივ ხელისუფლებას თითქმის ყველგან, ამ ტიპის ადამიანები, ან ამ ტიპის არასამთავრობო ორგანიზაციები მოაჯდნენ თავზე.
– მთავარია არა ის, რომ ცუდად ვცხოვრობთ, არამედ, ის, რომ რომ უნდათ, რომ ცუდად ვცხოვრობდეთ და ეს რეალობა დაგეგმილია, რადგან ადვილია მშიერი და დაუძლურებული ხალხის მართვა. რომ ყოველგვარი დამატებითი რესურსების გარეშე, მინიმუმ 10-ჯერ მეტის გაკეთება შეიძლება სხვა, წესიერი და მაღალკვალიფიციური კადრებით.
– აშკარაა, რომ ლიბერალური ეკონომიკის ნაცვლად, მივიღეთ უმძიმესი კლანური ეკონომიკა. სამართლიანობა მოითხოვს იმის აღნიშვნას, რომ ეს პროცესი მოდის 90-იანი წლებიდან.
– ხელისუფლება შეიცვალა, მაგრამ არ შეცვლილა პატრონი, ამიტომ, ნაცვლად სისტემური ცვლილებებისა, მივიღეთ ნაცების ანტიქართული სისტემის გაგრძელება სადაც სახელმწიფო მოხელეებს ბიუჯეტიდან ქრთამს აძლევენ, რომ ქრთამი არ აიღონ.
– ცდილობენ შეგვიქმნან ილუზორული წარმოდგენა, რომ ხელისუფლება იცვლება, ერთი პოლიტიკური ძალა ცვლის მეორეს. სინამდვილეში, ადამიანებს, რომლებიც იყვნენ , ან არიან ხელისუფლებაში, აქვთ არა რომელიმე პოლიტიკური ძალის მსოფლმხედველობა, არამედ ისინი წარმოადგენენ საერთაშორისო ავანტიურისტულ ძალებს საქართველოში.
– ხელისუფლება ფიქრობს არა ქვეყნის მომავალზე, არამედ საკუთარი ძალაუფლების გადარჩენაზე, ანუ საკუთარი გარემოცვის კეთილდღეობის შენარჩუნებაზე. დრო დაადასტურებს, რომ ყველაფერი მიდის დალესი – ბზეჟინსკის სცენარით.
– ხელისუფლების უმეტესი ნაწილი აზრზე არ არის, როგორ ცხოვრობს ხალხი, ისინი მდიდართა ოჯახების შვილები არიან, რომლებმაც განათლება მიიღეს უცხოეთში და საქართველოში დაბრუნდნენ ან თანამდებობებზე, ან უცხოელთა მიერ ფინანსირებად არასამთავრობოებში
“თეთრების” პრეს-ცენტრი
10.12,2012წ.
იხილეთ ამ თემასთან დაკავშირებული მასალები: ანგარიშგება – ილუზორულის ნაცვლად, რეალური
ტაშს ითხოვენ ხალხისაგან, იმ ხალხისაგან, რომელთა სახელითაც უნდა სამართლდებოდნენ!



