(რეპორტიორი) თემურ შაშიაშვილი: დღეს პოლიტიკოსების დრო არ არის!
აღნიშნული განცხადება თემურ შაშიაშვილმა დღეს „რეპორტიორის” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. მისი თქმით, ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა საკადრო პოლიტიკაა.
„რამდენიმე რეგიონში მომიწია ჩასვლა ბოლო პერიოდში. ხალხი უკმაყოფილოა. გამგებლებზე ვესაუბრებოდი და ასეთ რამეს ამბობდნენ – ისეთი გამგებელი გვყავს, სოფლის ასეულის შედგენა რომ დაევალებინა ვინმეს, იმ ასეულშიც რომ არ მოვახვედრებდითო. ირაკლი ღარიბაშვილს სწორი საკადრო პოლიტიკა რომ ჰქონოდა, 5-ჯერ მეტს გააკეთებდა.
დღეს პოლიტიკოსების დრო არ არის, ისეთი პოლიტიკოსების, რომლებიც ქვეყნის გარედან ფინანსდებიან და სხვა ქვეყენის მიერ იმართებიან”, – განაცხადა თემურ შაშიაშვილმა.
Facebook Comments