(ახალი თაობა)თემურ შაშიაშვილი: `ნაციონალები მარგველაშვილის და ალასანიას გარშემო გაერთიანდებიან“

 

`თავისუფალი დემოკრტები ღარიბაშვილს აშანტაჟებენ“

ვინ წაიყვანა სააკაშვილის გუნდის წევრები უკრაინაში

 

12რატომ ვერ განახორციეებს ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობაში ცვლილებას, რომელი პარტიები იყრიან თავს ნაცმოძრაობის გარშემო, რა მიზანს ემსახურებოდა 21 მარტის აქცია, რა დავალება აქვთ მიღებული ალასანიას და მარგველაშვილს _ ამ თემებზე `ახალ თა¬ო¬ბას~ მოძრაობა `თეთრების~ ლიდერი თემურ შაშიაშვილი ესაუბრება.

თემურ შაშიაშვილი:

_ ირაკლი ალასანიას, გიორგი მარგველაშვილს და ნაციონალებს პატრონი აერთიანებს. პრეზიდენტი გაიძახოდა, რომ პლასტელინი იყო და ეს ბიძინა ივანიშვილსაც დააჯერა. გიორგი მარგველაშვილი სინამდვილეში პლასტელინია, ოღონდ გარე ძალების მსახური პლასტელინი. 21 მარტს დაანონსებული აქციის მიმართ დიდი შიში და მოლოდინი იყო. მაშინაც ვთქვი და ახლაც ვიმეორებ, რომ 21 მარტის აქცია არ ყოფილა საშიში. საშიში არის ის გარე ძალა, რომელიც ამ პროცესებს მართავდა. ასევე საშიშია მოქმედი ხელისუფლება.

_ ხელისუფლება რატომ არის საშიში?

_ საშიშია იმიტომ, რომ მისი მოქმედება თუ უმოქმედობა ანტიქართულ ძალებს აძლი¬ერებს როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ. ქვეყნისთვის ასევე საშიშია ის პროცესები, რომელსაც `ქართულ ოცნებაში~ აქვს ადგილი. საშიშია ისიც, რომ კოალიციის ლიდერები განსხვავებულ აზრს ვერ იტანენ. ქვეყნისთვის ხალხის განწყობაც სახიფათოა. მოსახლეობა დღემდე ფიქრობს, რომ ბელადი ან მილიარდერი გადაგვარჩენს.

21 მარტის აქციის მიზანი ხელისუფლებისთვის უნდობლობის გამოცხადება არ ყოფილა. გა¬რე ძალებმა ეს აქცია ნაციონალების მომხრეთა რაოდენობის გმოსავლენად დაგეგმეს. ძალიან სამწუხაროა, რომ ამ ძალას `ქართული ოცნების~ ზოგიერთი წარმომადგენელი უერთდება, რაც ცოტა ხნის წინ წარმოუდგენლად გვეჩვენებოდა.

_ ვინ უერთდება ნაცმოძრაობას?

_ ირაკლი ალასანია და მისი გუნდი. კარგად მახსოვს ის პერიოდი, სანამ ალასანიას თავდაცვის მინისტრის პოსტს დაატოვებინებდნენ. მის გადაყენებამდე ერთი კვირით ადრე, პრეზიდენტმა უშიშროების საბჭოს სხდომა მოიწვია. მასზე დასწრებაზე კატეგორიულ უარს აცხადებდნენ ალასანიას გუნდის წევრი მინისტრები.

_ მანამდე, ცოტა ხნით ადრე, ალექსი პეტრიაშვილმა სოციალური ქსელით პრე-ზიდენტი საფუძვლიანად გამოლანძღა. ეს ლანძღვა მარგველაშვილმა იმიტომ დაიმსახურა, რომ გაეროში უნდოდა წასვლა, სადაც ღარიბაშვილი მიდიოდა.

_ ასე იყო. მისი მისამართით თავი მაია ფანჯიკიძემაც გამოიჩინა. წავიდნენ თუ არა მმართველი კოალიციიდან, რა გააკეთეს? ალასანია და მისი გუნდი გიორგი მარ-გველაშვილს შეხვდნენ. ეს შეხვედრაც გარე ძალების მოთხოვნით შედგა. მინისტრობიდან გადაყენებული ალასანია ეგრევე ამერიკაში გაიქცა და მაკკეინს ჩააბარა ანგარიში.

_ მაკკეინზე ცუდი არაფერი ჰქონდა ნათქვამი და სუფთა სინდისით ჩააკითხა.

_ უბედურებაც ეგ არის, რომ ხბოს აღტაცებით მირბიხარ ამ კაცთან. მას მოახსენა ყველაფერი. მაკკეინზე დიდი პიროვნული მტერი საქართველოს ბოლო პერიოდში არ ჰყოლია.

ახ¬ლო მომავალში შესაძლოა თავისუფალი დემოკრატების და რესპუბლიკელების ერთობაც ვიხილოთ. რესპუბლიკელებმა ღიად გამოხატეს მათ მიმართ მხარდაჭერა. იგივე ითქმის გიორგი მარგველაშვილზეც. მას პრემიერთან და კოალიციის სხვა წევრებთან დაძაბული ურთიერთობა აქვს. სამაგიეროდ, რესპუბლიკელებთან ყოველდღიურად იუმჯობესებს ურთიერთობას. ყოფილ ხელისუფლებასაც დაუტკბა და მათი მოთხოვნის საფუძველზე პარლამენტის რიგგარეშე სხდომა დანიშნა.

_ ამ სხდომის მოწვევის უფლება საპარლამენტო უმცირესობას ჰქონდა.

_ კი ბატონო, მაგრამ სამარცხვინო იქნებოდა, ეს სხდომა რომ ჩატარებულიყო.

_ რატომ იქნებოდა სამარცხვინო?

_ გოკა გაბაშვილის გამოსვლა იქნებოდა დიდი სირცხვილი. მმართველ ძალას სრულად ვეთანხმები იმაში, რომ მათ ეს სხდომა ჩაშალეს.

_ რიგგარეშე სხდომაში მონაწილეობა არც ალასანიას გუნდს მიუღია.

_ ეს ბევრს არაფერს ნიშნავს. ისინი ერთ გუნდს წარმოადგენენ, რაც რამდენიმე დღის წინ კიდევ ერთხელ დამტკიცდა. გამოვიდა მიშა მაჭავარიანი და განაცხადა, რომ ისინი თავისუფალ დეოკრატებზე დიდ იმედებს ამყარებენ. მაჭავარიანმა ასეთი რამე როგორ უნდა გაგიბედოს? მეგონა, რომ ამით ირაკლი ალასანიას თანაგუნდელები შეურაცხყოფილები დარჩებოდნენ და იტყოდნენ, რა უფლებით აკეთებენ ნაციონალები ასეთ განცხადებებს. ხმა არა¬ვის ამო¬უ¬ღია.

_ გია ცაგარეიშვილმა გაპროტესტა ეს ამბავი. მისი თქმით, მაჭავარიანის განცხადება თა¬ვი¬სუფალი დემოკრატების დისკრედიტაციას ისახავდა მიზნად.

_ მაჭავარიანი შენზე იმედს რომ დაამყარებს, დისკრედიტებული ხარ, აბა რა ხარ! კარგი იქნებოდა, ნაციონალების ეს განცხადება სხვა ლიდერებს გაეპროტესტებინათ.

_ ცაგარეიშვილიც ამ პარტიის ერთ-ერთი ლიდერი არ არის?

_ გია ცაგარეიშვილი ალასანიას გუნდს მოგვიანებით შეუერთდა. საქართველოში ძალიან ცოტამ თუ იცის, რომ ის თავისუფალი დემოკრატების წევრია. ცაგარეიშვილი ძალიან ბევრს ჯერ კიდევ გოგი თოფაძის პარტიის წევრი ჰგონია. ამიტომ ჯობდა, სხვა ლიდერებს გაეკეთებინათ განცხადება.

_ სხვებმაც გააკეთეს განცხდებები. ირაკლი ალასანიამ განაცხადა, რომ ისინი ნაციონალების ინიციატი¬ვას მხარს არ დაუჭერენ. თავისუფალი დემოკრატები მთავრობის უნდობლობის საკით¬ხის დაყენებას თავად აპირებენ. ეს ინიციატივა თავდაცვის ექსმინისტრმა ჯერ კი¬დევ თებერვლის თვეში გააჟღერა.

_ რა განსხვავებაა მერე? რა მნიშვნელობა აქვს, ნაციონალები შეუერთდებიან ამათ მიერ გამოცხადებულ უნდობლობას თუ პირიქით. ეტყობა, ბრიყვები და გაუნათლებლები ვგონივართ. მე არ ვიცი, რომელმა მოაზროვნემ მოიფიქრა ეს ამბავი ნაციონალებში, მაგრამ მათ წაუგებელი თამაში ითამაშეს.

_ რაში გამოიხატება ეს?

_ მთავრობაში ცვლილებების განხორციელება ირაკლი ღარიბაშვილსაც უნ¬და. ამის შესახებ არაერთი განცხდებაა გაკეთებული. რადგან რამდენიმე მინისტრი შეცვლილია, ახა¬ლი ცვლილების შემდეგ მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხი ავტომატურად დგება დღის წესრიგში. თუ ასე მოხდა, იტყვიან, აი, მთავრო¬ბა ხომ გავუშვითო. მთავრობაში მი¬ნისტრების უმეტესობა შესაცვლელია. ისინი წესით თავს უხერხულად უნდა გრძნობდნენ, რამდენიმე ალბათ თავად დაწერდა განცხადებას წასვლის შესახებ, მაგრამ სწორედ ნაცმოძრაობის წყალობით არიან ისინი კომფორტულად.

_ რატომ?

_ ღარიბაშვილი ვერც ერთ მინისტრს ვეღარ შეცვლის. როგორც კი ეს ცვლილება მოხდება, მაშინ მისი ნდობის საკითხიც დადგება. მთავრობის წასვლას ნაციონალების მიერ დაწყებული იმპიჩმენტის პროცედურა სულ არ სჭირდება. ამათ რომ არ დაეყენებინათ ეს საკითხი, ღარიბაშვილი შეცვლიდა რამდენიმეს. დღეს ის განიარაღებულია. მას ფაქტობრივად აშანტაჟებენ.

_ ვინ აშანტაჟებს, მინისტრები?

_ ნაციონალები და თავისუფალი დემოკრატები. ის იძულებული ხდება, მინისტრებს მოეფეროს და ზედმეტი სიტყვაც არ უთხრას.

_ მოფერებით რატომ უნდა მოეფეროს?

_ რომელიმემ საკუთარი ნებით რომ არ დატოვოს თანამდებობა. ამ შემთხვევაში, როგორც უკვე გითხარით, მთავრობის ნდობის საკითხი დადგება. ამის გამო მინისტრები კიდევ უფრო გაქსუვდებიან.

_ `ქართული ოცნება~ აცხადებს, რომ მათ ჰყავთ მყარი საპარლამენტო უმრავლესობა და რადგან ასეა, მთავრობისთვის ნდობის ხელახალი გამოცხადება პრობლე-მა არ იქნება.

_ გასაგებია, მაგრამ ამით ნაციონალები დაიწერენ ქულებს. 21 მარტის აქციის შემდეგ მათთვის ეს დიდი გამარჯვება იქნება. ეს აქცია გარედან იყო მოწყობილი. პატრონების მოთხოვნით, მარტო დატოვეს ნაციონალები. რამდენიმე პიროვნება შეგნებულად გააცალეს პარტიას და წაიყვანეს უკრაინაში.

_ ყოფილ მაღალჩინოსნებზე საუბრობთ, რომლებიც ახლა უკრაინის მთავრობაში არიან?

_ ისინი უკრაინაში მართლა რეფორმების გასატარებლად კი არ წაიყვანეს, არამედ აქაურობას გააცალეს. ეს ხალხი მათ მიერ საგანგებოდ არის მომზადებული. თითოეული მათგანის მომზადებაში დიდი ფულია ჩადებული, მილიონებზეა საუბარი. ამ ფულის გადაყრა და მათი დაკარგვა არ აწ¬ყობთ. ამი¬ტომაც წაიყვანეს უკრაინაში.

_ რაში არიან მომზადებული?

_ პირველ რიგში, რევოლუციების მოწყობაში. ოდიოზურ ფიგურებს კიდევ მოაცილებენ პარტიას. ამის პარალელურად შეუქმნიან სატელიტ პარტიებს.

_ სატელიტ პარტიებზე აქამდეც იყო საუბარი.

_ სატელიტები მართლაც არ აკლიათ, ზოგს რას არქმევენ და ზოგს რას. მე რეალურად ვიცი 5-6 პარტია, რომელიც ერთი ცენტრიდან ფინანსდება. მათ რეკომენდაცია ნაციონალურმა მოძრაობამ გაუწია. ასეთ გუნ¬დებს მომავალშიც შექმნიან. მერე იტ¬ყვი¬ან, ვერთიანდებით ახალ კო¬ა¬ლი¬ციაშიო. ამ კოალიციის წამყვანი გუნდი იქნება რესპუბლიკური პარტია. ლიდერებად კი მოგვევლინებიან მარგველაშვილი და ალასანია. თქვენ როგორ გგონიათ, ეს ხალხი შემთხვევით მოხვდა აქ?!

2007 წლის 7 ნოემბრის დარბევის შემდეგ სააკაშვილის ავტორიტეტი შეირყა. ამერიკას მისი ჩანაცვლება სურდა. პარტიაშიც მოხდა რაღაც ცვლილებები. ბურჯანაძე გაემიჯნა სააკაშვილის გუნდს. დასავლეთი თავის დროზე სწორედ მასზე ამყარებდა იმედებს. როცა მიხვდნენ, რომ ის მათ ინტერესებს ბრმად არ გაატარებდა, ეგრევე გამოჩნდა ალასანია. გახსოვთ ალბათ, რა მოულოდნელად გადადგა ის გაეროში საქართველოს ელჩის თანამდებობიდან. ის სამშობლოში დიდი რეიტინგით ჩამოვიდა, მაგრამ არც ის გამოადგათ.

_ რატომ არ გამოადგათ?

_ ის იმ ტვირთს ვერ აწევდა, რასაც მას აკისრებდნენ. ამიტომ დაიწყეს ძიება. ამე¬რი¬კას ყველაზე მეტად არ უნდოდა სააკაშვილი. მარგველაშვილის როლი არის ამ ამბავში ძალიან საინტერესო.

_ რა მხრივ არის საინტერესო?

_ ის ნი¬ნო ბურჯანაძესთანაც დიდი ფიგურა იყო. მას ფონდის ხელმძღვანელის თანამდებობა ეკავა. ალასანიასთანაც ასეთივე მაღალი პოსტი ეკავა. წარმოუდგენლად დიდი ფიგურა გახდა ივანიშვილთანაც. თქვენ გგონიათ, რომ ასეთი რამე შემთხვევითია?

_ იმის თქმა გინდათ, რომ შეგდებული იყო?

_ ასე გამოდის. ის არის თავისუფლების ინსტიტუტის კადრი და ამით ბევრი რამეა ნათქვამი. დღეს ქვეყანაში დამნაშავეს თავზე ხელს უსვამენ. საშინელი შიში აქვთ ძლიერის. მხარდამჭერებს ზურგი შეაქციეს, პოლიტიკაში ელემენტარული პატიოსნება და განათლება დაიკარგა. თუ შენ წესიერი კაცი ხარ, არ წახვალ იმ თანამდებობაზე, რომლისთვისაც მზად არა ხარ. ერთი კაცი მაინც დამისახელეთ, რომელიც ზის იმ სკამზე, რომლისთვისაც მზად არის. ასეთს ვერ დაასახელებთ.

_ დავით უსუფაშვილი?

_ ხშირად მომისმენია ეს მოსაზრება. მე ას კაცს მაინც დაგისახელებთ, რომელიც უკეთესი სპიკერი იქნებოდა, ვიდრე დავით უსუფაშვილია. ირაკლი ღარიბაშვილი კარგი პიროვნებაა და 15 წლის მერე მართლა ძლიერი პრემიერი იქნებოდა. ახლა ამისთვის მზად არ არის. ქვეყანა როგორ გაიმართება წელში, როცა ქვეყანაში ყველა სხვის სკამზე ზის.

ესაუბრა შორენა მარსაგიშვილი

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *