2004 წლის 4 იანვარს საპრეზიდენტო არჩევნები. ხალხმა მისცეს შეფასება ჩემს პოზიციას

122004 წლის    4 იანვარს ვარდების რევოლუციის ტალღაზე მოსულმა მიხეილ სააკაშვილმა საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა. ამ დღიდან დაიწყო რეალურად ნაცმოძრაობის და მისი ლიდერის სისხლიანი დიქტატურა,  რის შედეგებსაც ქვეყანა დღემდე იმკის.

იმ პერიოდში ცოტა თუ გაბედავდა სააკაშვილს ღიად დაპირისპირებოდა. რევოლუციის  და ქუჩის პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი ნიშანი ხომ ემოციების გონზე გამარჯვებაა. მაშინ მოსახლეობის უმრავლესობა არ აცნობიერებდა, თუ რა ბნელ ძალას აბარებდა საკუთარ და ქვეყნის ბედს  თავისივე ნებით.

თეთრების ლიდერი იმ მცირედთა შორის იყო, ვინც თავიდანვე კარგად ხედავდა საშიშროების მასშტბებს. იქნებ იმიტომ, რომ კარგად იცნობდა სააკაშვილს, იქნებ იმიტომ, რომ თავის დროზე სააკაშვილმა სწორედ მას შესთავაზა პოლიტიკური გაერთიანება და პრეზიდენტობის კანდიდატადაც მოიაზრებდა, რაზეც შაშიაშვილმა მტკიცე უარი განაცხადა.

2004 წელს კი, თემურ შაშიაშვილმა მეტად მძიმე პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო და სააკაშვილს ღიად დაუპირისპირდა საპრეზიდენტო არჩევნებში.

დღეს,  „ თეთრების“ ლიდერი კვლავ იხსენებს იმ პერიოდს.

„1997 წლიდან ხმამაღლა ვაცხადებდი და ვწერდი, რომ სააკაშვილი არის არასერიოზული, გაუწონასწორებელი და ქვეყნისთვის საშიში პიროვნება; არ მივიღე შევარდნაძის, ჟვანიას და სააკაშვილის არაერთი შემოთავაზება გავმხდარიყავი „მოქკავშირის“ წევრი, მისი ერთ-ერთი ლიდერი და ამ სამეულთან ერთად ჩავრთულიყავი ქვეყნის მართვაში.

2000 წლის აპრილში ტელევიზიის პირველ არხზე, ინგა გრიგოლიას საავტორი გადაცემაში „პირისპირ“ დებატები მიხეილ სააკაშვილთან ასე დავამთავრე: „ საცოდავი საქართველო ასეთი მინისტრების ხელში“  მომდევნო პერიოდში კი არაერთხელ მითქვამს “საცოდავი საქართველო, ასეთი პრეზიდენტის ხელში!”

2003 წლის 2 ნოემბერს, ხმის მიცემის უბანზე, ჟურნალისტ ნანა თვალაბეიშვილის კითხვას, რას მოიტანს ეს არჩევნები, ვუპასუხე ერთი სიტყვით: “უბედურებას!”. ხოლო მისსავე კითხვაზე:“ როგორია თქვენი პროგნოზი?“, ვუპასუხე: “ხალხის ემოციით მოყვანილი ხალხის მიერვე იქნება გასტუმრებული პოსტიდან“

2003 წლის 23 ნოემბერს როცა იმერეთის გუბერნატორის პოსტიდან გადადგომა გამოვაცხადე, ვთქვი: „მოგენატრებათ შევარდნაძე არა იმიტომ, რომ ის კარგი იყო, არამედ იმიტომ, რომ გაცილებით უარესი ძალა მოდის ქვეყანის სათავეში…“

2004 წლის 4 იანვარს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის თაობაზე განცხადების დროს ვთქვი, რომ პრეზიდენტი დანიშნული იყო და ნებისმიერი სხვა კანდიდატის გამარჯვება გამორიცხული გახლდათ. ვმონაწილეობდი რათა ქალაქ-ქალაქ, სოფელ-სოფელ ხალხისათვის მეთქვა სიმართლე…

მას შემდეგ დიდი დრო გავიდა – 9 წელი. ხალხმა მისცეს შეფასება ჩემს პოზიციას.   – აცხადებს „თეთრების“ ლიდერი.

2004 წლის 4 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნები, სადაც სააკაშვილმა ტოტალიტარული ქვეყნებისთვის დამახასიათებელი ხმათა უმრავლესობით გაიმარჯვა არჩევნებში და გახდა ქვეყნის პრაქტიკულად ერთპიროვნული მმართველი.  აქედან გამომდინარე მძიმე შედეგებით… ეს თარიღი დღეს ბევრს დავიწყებული აქვს. მაგრამ ალბათ აჯობებს, თუ ისტორიის გაკვეთილებიდან დასკვნებს გამოვიტანთ, რათა მომავალში მსგავსი კატაკლიზმები აღარ განმეორდეს.

 

იხ. თემურ შაშიაშვილი: მიშა კი არ გაგიჟდა, ის იგივეა, რაც იყო

 

 

 

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *