(gmtv.ge)“სიტყვა ხელისუფლებაზეა!-დღეს საქართველოში პირველი დამოუკიდებელი არჩევნების დღეა!”

დღეს საქართველოში პირველი დამოუკიდებელი არჩევნების დღეა.

პარტია „თეთრების“ ლიდერი თემურ შაშიაშვილი ერთი წლის წინ გაკეთებულ მიმართვას იხსენებს, მიმართვას, რომელიც ქართული იდეით გაერთიანებულ საქართველოში ჩატარებულ მრავალპარტიულდა დემოკრატიულ არჩევნებში ეროვნულგანმათავისუფლებელი ძალების გამარჯვების დღეს ეხებოდა. მისი თქმით, ეს ის დღეა,  რომელმაც განსაზღვრა ქართული სახელმწიფოს მომავლის ორიენტირები და პრაქტიკულად მოიტანა საქართველოს დამოუკიდებლობა.

შაშიაშვილი აცხადებს, რომ ეროვნული ძალების კონსოლიდაცია ამჟამინდელი საქართველოს მთავარ გამწვევად რჩება.

მიმართვის ტექსტი იხ. http://www.tetrebi.org/?p=19194

თემურ შაშიაშვილი ყურადღებას ამახვილებს ქართული პარლამენტარიზმის ისტორიაში პირველ დიდ ნაბიჯებზე, რომელიც პოლიტიკოსის თქმით სულაც არ იყო ადვილი. მისი თქმით, ”მომავლის საქართველოს სჭირდება კონსოლიდაცია, რომლის საფუძველი უნდა გახდეს სამართლიანობის დადგენა და ეს უნდა დავიწყოთ 1991-92 წლების შეიარაღებული სახელმწიფო გადატრიალების სამართლებრივი შეფასებით“

აქვე შეგახსენებთ, რომ შარშან, დამოუკიდებელი საქართველოს პარლამენტების წევრთა და მეცნიერთაერთი ჯგუფმა მიმართვა გაავრცელა და ჩატარებულ პრესკონფერენციაზე შემუშავებულ დოკუმენტს ხელი მოაწერა. დოკუმენტზე ერთ-ერთი ხელმომწერი პოლიტიკოსი თემურ შაშიაშვილი ასე აფასებს ამ მოვლენას:

“26 წლის წინ, სწორედ 28 ოქტომბერს პირველად გავხდი დეპუტატი და ვამაყობ ამით. ვამაყობ, რომ ვიყავი დამოუკიდებელი საქართველოს პირველი მრავალპარტიულად არჩეული უზენაესი საბჭოს დეპუტატი. და წილად მხვდა პატივი, ხელი მომეწერა საქართველოს დამოუკიდებლობის დეკლარაციაზე. ასეთივე განწყობას განვიცდი დღეს, როცა  ხელს ვაწერ ამ დოკუმენტს. რომელიც მნიშვნელოვანია არა იმით, რომ მასზე იქნება დამოუკიდებელი პარლამენტის  დეპუტატების ხელმოწერა. არამედ უპირველესად იმით, რომ იგი ასრულებს პირველ და დანარჩენი პარლამენტების დაპირისპირების მძიმე ეპოქას და სრულიად სხვა მასშტაბებს ანიჭებს  ქართულ პარლამენტარიზმს.

მე, როგორც პირველი უზენაესი საბჭოს დეპუტატს, კარგად მესმის, რომ ადვილი არ იყო ამ ნაბიჯის გადადგმა   უზენაესი საბჭოს უმრავლესობისთვის – მრგვალი მაგიდის წევრებისთვის. მაგრამ ეს მოხდა.  და ეს  შედეგია პირველი პარლამენტის წევრთა მაღალი პოლიტიკური კულტურის და იმის, რომ ჩვენთვის ყველასთვის უპირველესია საქართველო და მისი ინტერესები.”

ვრცლად იხ.http://www.tetrebi.org/?p=19191

დღეს კი თემურ შაშიაშვილი აცხადებს, რომ ეს ყველაფერი უნდა და სჭირდება ხალს და ახლა სიტყვა ხელისუფლებაზეა.

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *