შვეიცარიის თამამი ნაბიჯი – ,,მაკდონალდსის” სწრაფი კვება აკრძალა

შვეიცარიამ “მაკდონალდის” ქსელის ყველა რესტორანი დახურა. ეს იყო უპრეცედენტო შემთხვევა, მიუხედავად იმისა, რომ ევროკომისარმა 120-ზე მეტი განცხადება მიიღო ბულგარეთიდან, ესპანეთიდან, გერმანიიდან და ევროპის სხვა ქვეყნებიდან, ყველა სახის სწრაფი კვების ობიექტის აკრძალვის მოთხოვნით.

2009 წლის სკანდალის შემდეგ, როდესაც იტალიურ და ესპანურ „ნატურალურ“ ყველში ევროკომისიის მიერ დადგენილ ნორმაზე მაღალი დიოქსინის კონცენტრაცია აღმოჩნდა, ასევე მას შემდეგ, რაც 2011 წელს გერმანია და ევროპის რამდენიმე ქვეყანა ბოსტნეულის ფსიქოზმა მოიცვა E.coli-ს (ნაწლავის ჩხირი) გამო, რომელიც გერმანელმა და ჩინელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს ორგანულ ბოსტნეულში, ევროპამ გადაწყვიტა კვებასთან დაკავშირებულ საკითხებში აღარ იყოს ტოლერანტული და გადაწყვიტა უარი ეთქვას მზა პროდუქტებსა და სწრაფ კვებაზე. თუმცა დღესდღეობით ევროკავშირი და გაერო ნაცვლად ნატურალური პროდუქტებისა, პროპაგანდას უწევს კვების მაღალტექნოლოგიურ ინდუსტრიას.

ამ ყველაფრის ფონზე ჯანსაღი კვების საერთაშორისო მოძრაობა “slow food”, რომელიც სწრაფი კვების საპირწონედ შეიქმნა, აგიტაციას უწევენ არა იმ პროდუქტების შეძენას, რომლის „ნატურალურობასაც“ ხაზს უსვამს წარწერა “BIO”, არამედ ბოსტნეულის და ხილის, რომელიც  ბაზარში, ფერმერის დახლზე იყიდება.

სტატუსი “BIO” ენიჭება ნატურალურ პროდუქტს, რომელიც გამდიდრებულია ვიტამინებით ან კვებითი დანამატებით. მაგალითად პური, რომელსაც „ნემსს უკეთებენ“ C და B ვიტამინების დასამატებლად. ევროკავშირში, საკვების ვიტამინიზაციის ნებართვას ევროკომისია გასცემს, ხოლო გაეროში ე.წ. Codex Alimentarius კომისია, თუმცა დანამატებზე მოთხოვნის გამკაცრება და შესუსტება ნებისმიერ ქვეყანას შეუძლია.

2003 წელს ამ უფლებით ისარგებლა იტალიამ, როდესაც ბიოპროდუქტად მიჩნეული შაქრის შემცვლელი – ასპარტამი, რომელსაც შაქარზე სასარგებლო პროდუქტად მიიჩნევდნენ, ჯანმრთელობისთვის სახიფათო კანცეროგენი აღმოჩნდა. გაეროს კომისიამ მოითხოვა განმეორებითი გამოკვლევა, რომელმაც ბიოშაქარში მავნე ვერაფერი აღმოაჩინა. შესაბამისად, აღარც აუკრძალავთ. თუმცა დღესდღეობით ევროკავშირის ქვეყნებში ასპარტამს ვერ იყიდით, მან ყოველგვარი აჟიოტაჟის გარეშე გადაინაცვლა განვითარებად ქვეყნებში.

გაეროსა და ჯანმრთელობის საერთაშორისო ორგანიზაციის მონაცემებით – ყველაზე მოთხოვნადი საკვები პროდუქტების ოთხეული ასე გამოიყურება 4 – შაქარი და ტკბილეული; 3 – პური; 2 – ძეხვეული, ხოლო ყველაზე მოთხოვნად და ყველაზე გაყიდვად ნაწარმად ხორცის სუბპროდუქცია დასახელდა (სოსისი, სარდელი, გაყინული პილმენი და კოტლეტი), ანუ ყველაფერი ის, რაც შედარებით იაფი და ხელმისაწვდომია. მთელი ამ ხმამაღალი ლოზუნგებისა და მოწოდებების ფონზე, ეს პროდუქტები რჩება არა მხოლოდ ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტების სიის სათავეში, სწორედ იგივე პროდუქტების ჩამონათვალით იწყება სია, რომელშიც ყველაზე ცხიმოვანი და ქოლესტერინის მაღალი შემცველობის მქონე პროდუქტების ჩამონათვალია. ყოველდღიურ კვებაში, ხორცპროდუქტები და ნახევარფაბრიკატები 70%-ს შეადგენს.

წყარო: percare.ru

იხ. (newspress.ge)თემურ შაშიაშვილი ქუთაისში “მაკდონალდსის” მშენებლობას ეხმიანება

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *