განცხადება

 

ბოლო 15-20 დღეა, ელექტრონულ სივრცეში ვრცელდება 15 სხვადასხვა ჯგუფისა და კონკრეტული პიროვნების ინიციატივა, ვიყარო კენჭი საქართველოს  პრეზიდენტად

უღრმესი მადლობა მათ და 2000-ზე მეტ ადამიანს, რომელთაც კონკრეტული ჩანაწერით გამოხატეს ჩემდამი კეთილგანწყობა და სურვილი, ვიყარო კენჭი.  სხვათაშორის,იგივე წინადადებით მომმართა არაერთმა ცნობილმა პიროვნებამ და საზოგადო მოღვაწემ.

ეს საამაყოც არის  ჩემთვის, მაგრამ უდიდესი პასუხისმგებლობას მანიჭებს. ვიცი რა, რომ დღეს პოლიტიკოსობა საერთოდ, და მითუმეტეს პრეზიდენტობა – ეს ხალხისთვის თავგანწირვით მუშაობაა.

მწამს და მჯერა!აჩქარებით საკითხის გადაწყვეტა არავისთვის სასიკეთო არ იქნება, პირველ რიგში, ქვეყნისთვის. არადა ვხედავ, რომ ეს განწყობა სჭარბობს დღეს საქართველოში.  ვფიქრობ, ყველა, ვინც საბოლოოდ იქნება პრეზიდენტობის კანდიდატთა რიგებში მისი წარსულით, ხალხის თვალში უნდა იყოს პიროვნება, რომელმაც ეს უფლება წესიერებით და თავშეწირვის მზაობით მოიპოვა!

მსოფლიოში არ არსებობს პოლიტიკოსი, რომელსაც ამბიცია არ ჰქონდეს, რაც  კანონზომიერია, მაგრამ არსებობს ორი სახის ამბიცია: ერთი – როცა იბრძვი იმისთვის, რაც დაიმსახურე, გეკუთვნის და რისი გაკეთებაც შენი გამოცდილებითა და განათლებით შეგიძლია და მეორე – როცა გინდა მიიღო ის, რაც არ გეკუთვნის, მაგრამ გაქვს საშუალებები, რომ ისეთ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, როცა ხალხი სასოწარკვეთილ მდგომარეობაშია, როცა მოსახლეობის დიდ ნაწილს არსებობა უჭირს – მოიპოვო ის, რაც არ გეკუთვნის!!!

სამწუხაროდ, საქართველოში მეორე სჭარბობს! ძნელია,მოძებნო ადამიანი, რომელიც იმ ადგილზე ზის, რომელიც ეკუთვნის – უწესობა მარტო ქრთამის აღება კი არ არის, გაცილებით მძიმეა, როცა სხვის ადგილზე ზიხარ, როცა როგორც მინიმუმ, ათ კაცს მაინც შეუძლია ამ თანამდებობაზე შენზე მეტის გაკეთება. საქართველოში ამას მასიური ხასიათი აქვს. ეს კატასტროფაა და ამიტომაც ვართ ამ მდგომარეობაში.

მე სერიოზულად ვაანალიზებ ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას -იმას, რისი გაკეთება შეიძლება ამ უფლებების მქონე პრეზიდენტის თანამდებობიდან, ვთათბირობ უამრავ ადამიანთან, პრეზიდენტობის ჩემი კანდიდატებიც მყავს, რომლებთანაც ვაპირებ შეხვედრებს და შეთავაზებას, იყარონ კენჭი და თუ საჭიროდ ჩათვლიან, მე მათ გვერდით დავდგები.

ალბათ,კიდევ ათი დღე დამჭირდება,  გავიარო კონსულტაციები და საჯაროდ გამოვხატო ჩემი პოზიცია – ვიყრი კენჭს, თუ არა.

ერთი,რაც დღეს ჩემთვის გადაწყვეტილად ითვლება:

პარტიის სახელით არ ვიყრი კენჭს,პარტიულ კანდიდატს არ დავუჭერ მხარს და არც ქუჩაზე ორიენტირებულს.პარტიებმა ქუჩის პოლიტიკით მივიყვანეთ ქვეყანა ამ გაუსაძლის მდგომარეობამდე.

უნდა დამთავრდეს პარტიების გაფეტიშების და ქუჩის პოლიტიკოსების ეპოქა.ქვეყანას სრულიად სხვა მასშტაბისა და პოლიტიკური კულტურის მმართველობა სჭირდება – მეცნიერებაზე დაფუძნებული მმართველობა.

ეს მისია სწორედ მომავალმა პრეზიდენტმა უნდა იკისროს.მას უნდა ჰქონდეს ეს განწყობა, გამოცდილებაც და იმის უნარიც,რომ ამ საშვილიშვილო საქმეს ჩაუდგეს სათავეში .

თეიმურაზ შაშიაშვილი

გელათის მეცნიერებათა აკადემიის წევრი

2აგვისტო,2018 წელი

 

 

Объявление

За последние  15-20 дней,  в электронном пространстве  появилась  инициатива 15 разных групп и конкретных личностей, чтобы я баллотировался на должность  президента Грузии.

Выражаю огромную благодарность тем людям (более 2.000 человек),  которые проявили ко  мне благосклонность своими конкретными записями, по поводу  вышеуказанного  предложения.  Хочу добавить, что с такими же предложениями обратились ко мне многие известные  личности и общественные деятели.

Такое отношение к моей персоне наполняет меня гордостью,  но одновременно,  огромной  ответственностью  – ведь быть политиком,  тем более,  президентом государства, значит беспредельную отдачу всего ресурса на благо  родины.

Я глубоко уверен,  что поспешное  решение  такого  значительного и важного вопроса, никому  не принесет   добра,  в первую  очередь,  нашей стране,  несмотря  на то,  что явно видно  – сегодня в Грузии преобладает такой  настрой.

Убежден, кандидаты на пост президента, своим прошлым, честностью и порядочностью, самозабвенным служением стране,  должны быть достойным  примером  для всего нашего народа.

Надо сказать, что во всем мире политики  достаточно амбициозны,  что  является  закономерностью,  но однако существует  два  вида амбиции:  одна,  когда  борешься  за  то,  что тебе  положено  твоим  прошлым,  образованностью  и опытом  и сможешь  все это  использовать  на  благо своей родины  и второе  –  когда  хочешь получить  то, что тебе не положено, но  к  сожалению, в сегодняшней Грузии, когда люди остро  нуждаются и потеряли веру, ты пытаешься  любимыми   средствами  получить  то, что тебе не принадлежит.

К сожалению, на сегодняшний  день в  Грузии,  властвует  этот  второй постулат!   Очень  сложно   найти такого человека,  который сидит  на своем  месте  –  безнравственно  не  только получать взятки,  но гораздо унизительно,  что незаслуженно занимаешь должность,   когда  на твоем  месте  минимум  десять порядочных и авторитетных людей  сделали бы  намного больше полезных  дел  для своей родины.  К сожалению, такая ситуация в Грузии уже стало закономерностью  и  поэтому, по  моему глубокому убеждению, мы находимся на грани полной  катастрофы.

Я  серьезно отношусь и много думаю о сегодняшней ситуации нашей страны, о том, что сможет сделать президент с ограниченными  правами, советуюсь с знающими людьми, кстати, у меня есть свой кандидатуры на пост президента,  собираюсь встретиться с ними и предложить свою  помощь и содействие, если они захотят баллотироваться в  выборах.

Мне самому  нужно  несколько  дней, для принятия  окончательного решения, принять или нет участие  в выборах.

По  моему глубокому  убеждению  и решению, я не буду баллотироваться от имени какой-либо партии,  не поддержу  ни  одну  кандидатуру от любой партии  и ориентированных на  уличных  хаотичных  движениях.  К сожалению,  именно  партии,  с помощью таких уличных  демонстрации, привели  нашу  страну к такому  тяжелому состоянию.

Нужно  окончательно  отказаться  от  фетишизации партий и отдельных личностей,  завершить эпоху   уличных  политиканов.  Страна нуждается в других  масштабах, в правлении политической культуры, основой  которой является научное правление.

Именно это мнение должно стать  приоритетной для будущего президента и главное  – иметь  патриотический  настрой  и способность, вывести  страну из тяжелейшей ситуации, на благо народа и будущего поколения.

 

Теймураз Шашиашвили

Член Гелатской академии

  1. 02. 08. 2018 г.

 

 

დროა თქვენი ამდენი წლების გამოცდილება მოახმაროთ სამშობლოს

თქვენ იყავით ის პიროვნება, ქვიტირში ტანკს რომ წინ გადაეფარეთ

დარწმუნებულ ვართ, გაყიდულ საქართველოს დააბრუნებთ! (კომენტარები სოციალურ ქსელში)

ნიაზ დავითაძე: ნამდვილად ყველაზე რეალური და გამართლებული საპრეზიდენტო კანდიდატი იქნება ბატონი თემურ შაშიაშვილი

რონალდ კოპალიანი: აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა უმრავლესობას, არასდროს დაგვავიწყდება თქვენი მხარდაჭერა…

მამუკა გუნცაძე: ემიგრანტების დიდი ნაწილი დაგიჭერთ მხარს!

მალხაზ ქართველი-ძიძიგური:ფეისბუქ-გამოკითხვა: ვის ისურვებდით საქართველოს პრეზიდენტად

ლუარა ნიჟარაძე: დღევანდელი გადასახედიდან არ ჰყავს ალტერნატივა

მედეა ადამია: ადამიანი რომელიც ესადაგება ქართული სახელმწიფოს მართვის სადავეებს..

ლევან ოდიშარია: შაშიაშვილს გააჩნია ყველა ის პიროვნული და პროფესიული თვისება, რაც აუცილებელია ქვეყნის პრეზიდენტობისათვის

ნარგიზა ფირცხალავა: ვიბრძოლოთ, ბ-ნი თემურისნაირი გულანთებული ადამიანი გაუძღვეს ქვეყნის საქმეს!

ლია მიჩიტაშვილი: ეს იქნება უნიკალური შემთხვევა!

გოჩა ხვიბლიანი: ვთხოვოთ ბატონ თემურს დააყენოს თავისი კანდიდატურა,ჩვენ კი ყველაფერი გავაკეთოთ მისი გამარჯვებისათვის

თემურ შაშიაშვილის პოლიტიკური განსწავლულობა ამ დროში მართლაც წამალია ავადმყოფი საქართველოს გადასარჩენად…

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *