ნუგზარ ფოფხაძე: “ოოო, მელანო, მელანო! ისევ ეწევი პაპიროსსა?”

ცნობილი ჟურნალისტი და პუბლიცისტი, ნუგზარ ფოფხაძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე საინტერესო ანალიზს აქვეყნებს, რომლის ტექსტს ჩვენს მკითხველს სრულად ვთავაზობთ:

 

“ოოო, მელანო, მელანო! ისევ ეწევი პაპიროსსა?”

(რეპლიკა კინო-ფილმიდან “რაც გინახავს ვეღარ ნახავ”)

ოცამდე “საყვედური მივიღე” იმის თაობაზე, რომ მხოლოდ კომენტარად დავტოვე და არ ცალკე პოსტად ეს “მასალა”. ვასწორებ, შეცდომას და გიჯერებთ ბატონო გუგა, ბატონო მერაბ, ბატონო გრიგოლ და… ა.შ.

ვაქვეყნებ ფბ-მეგობართან, ბატონ გიორგი ნიშნიანინიძესთან პაწია “გასაუბრების” ტექსტს:

George Nishnianudze სალომე ზურაბიშვილის მინისტრობისას 2006 რუსებმა სამხედროები და ტექნიკა გაიყვანეს საქართველოდან. პროვოკატორ ნიკა გვარამიას დაუხშეთ საინფორმაციო ღრუ ცრუსთავი 2 ომი დაიწყო ფოსტალიონმა /ნოდარ დუმბაძე მე ვხედავ მზეს/

Nugzar Pokhadze
10 августа 2018 г. 23:32

გიორგი ბატონო, თუ არ მიწყენთ, გულწრფელად გეტყვით, რომ რბილად რომ ვთქვათ, არ არის კორექტული (და დაზუსტებას მოითხოვს) ეგ შეხედულება და შეფასება, რაც ქვეტექსტით ეთანხმება ქალბატონ სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, რომ მისი პირადი ძალისხმევით მოხდა რუსეთის ჯარების გაყვანა საქართველოს ტერიტორიიდან.

ამას მხოლოდ თქვენ არ ცოდავთ. ფეისბუკი სავსეა ქალბატონ სალომეს მომხრეთა აღტაცებული ყიჟინით ამ თემასთან დაკავშირებით.

… იმ დროს, როცა რუსეთის ჯარების გაყვანის პრინციპული გადაწყვეტილება(!!!) მიიღეს სტამბულის სამიტზე (1999 წ. 18 ნოემბერი), ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი მუშაობდა საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში, არცთუ გადამწყვეტ(!) თანამდებობაზე. არამცთუ მას, იმ დიდი ქვეყნის პრეზიდენტს, მთავრობას და საგარეო საქმეთა სამინისტროსაც კი არ ქომდა და არც შეიძლებოდა ქონოდა, რაიმე, სულ პაწია შეხებაც კი ჩვენი ქვეყნისა და რეგიონის ცხოვრებისთვის ამ გადამწყვეტ და ისტორიულ მოვლენასთან.

ასე რომ, ნუ დაიბრალებს ქალბატონი პრეზიდენტობის კანდიდატი, რომ მან აიძულა(!!!) პრეზიდენტები: კლინტონი, ელცინი, დემირელი და შევარდნაძე ხელი მოეწერათ ამ გადაწყვეტილებაზე.

ასევე, მას, ფრანგ მოქალაქეს (ვიმეორებ: იქაური საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთერთ ჩვეულებრივ თანამშრომელს) და ამ ქვეყნის პრეზიდენტსა და მთავრობას არ (!!!) დაუდგენია(!!!), რომ გაყვანის პროცესი დასრულდებოდა 2006 წლის 1 იანვრამდე…

რეალურად ეს „გაყვანა“ მოხდა მხოლოდ ნაწილობრივ(!!!!!!), რამეთუ გუდაუთის და ეშერის ბაზები ხელუხლებელი დარჩა. მაშინ, ეს “ჩავარდნაც”, რუსეთის მხრიდან სტამბულის სამიტის გადაწყვეტილების “ფეხებზე დაკიდებაც”, ეგებ, „დაიბრალოს“ ქალბატონმა “ძალისმხმეველმა” და ამ ფაქტზეც, მან, მაშინდელმა ქართული დიპლომატიის მაშინდელმა ხელმძღვანელმა აიღოს მორალური პასუხისმგებლობა?) ეს მიდგომა, ჩვენი მხრიდან, რა თქმა უნდა, რიტორიკულია. ნეტავი, მართლა ისე იყოს მოწყობილი ეს ქვეყანა და მსოფლიო, რომ ერთ პიროვნებას, რაგინდ უმაღლეს თანამდებობასაც არ უნდა იკავებდეს ის, შეეძლოს მსგავსი საბედისწერო გადაწყვეტილებების მიღება. ასეთი ერთპიროვნული “გმირობის” გამონაკლისი, როგორც ჩანს, მხოლოდ ერთი რომელიმე პრეზიდენტობის კანდიდატი შეიძლება აღმოჩნდეს.

დღესავით ნათელია, რომ მაშინ, ვინც არ უნდა ყოფილიყო საგარეო საქმეთა მინისტრი (ვინმე სიკინჭელაშვილი თუ ვინმე ზურაბიშვილი), მას თანამდებობრივად მოუწევდა ამ გადაწყვეტილების შესასრულებლად საჭირო ფორმალური სამუშაოების ჩატარება (ანუ, კოლექტიურ “ლავროვთან” სატელეფონო თუ წერილობითი კომუნიკაცია და… მისდამი, როგორც “ბრწყინვალე დიპლომატისადმი” სიმპათიებით განწყობა).

ასე რომ, როცა ნებისმიერი ჩინოსანი, მათ შორის, პრეზიდენტობის ქალბატონი კანდიდატი, წარბის შეუტოკებლად, საკუთარი (და არა მხარდამჭერთა) პირით აცხადებს, რომ რომ მისი პირადი, პიროვნული ურთიერთობებით, რაღაც ზებუნებრივი მონაცემების გამოყენებით თუ ძალისხმევით მოხდა ჟანდარმი და ოკუპანტი სახელმწიფოს კბილებამდე შეიარაღებული კონტიგენტის და სათანადო ტექნოლოგიურად აღჭურვილი ბაზების გაყვანა-დახურვა, არის, რბილად რომ ვთქვათ, საკუთარი ე.წ. დამსახურების გაზვიადების მცდელობა, ხოლო ხისტად – ელემენტარული ცრუპენტელობა და მოსახლეობის (ამომრჩევლების) უტიფრად დაბოლება.

ვიმეორებ: ნებისმიერი ადამიანი, ვინც იმ დროს საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე იქნებოდა, უნდოდა თუ არა, მოწონდა თუ არა, აუცილებლად გახდებოდა მონაწილე ამ პროცესის. ისე, თუ “თამაში”და ბაქი-ბუქობა გვინდა, მაშინ ქალბატონ სალომეს ლოგიკით უფრო უპრიანი იქნებოდა ეს “დამსახურება” პრეზიდენტ სააკაშვილისთვის მიგვეწერა. და ეს ჩვეულებრივ მოვლენაად ჩაითვლებოდა და არც არავის გაუკვირდებოდა ისევე, როგორც ნატოს კარზე მიკაკუნების, ავტობანის მშენებლობის მსოფლიო ბანკთან პრინციპული გადაწყვეტილების ავტორის – ედუარდ შევარდნაძისთვის, ბათუმის უმნიშვნელოვანესი “გვირაბის – ასლან აბაშიძისთვის და არაერთი კაი საქმის ავტორობის სხვებისთვის “ჩამორთმევა” და საკუთარ დამსახურებათა ყულაბაში “ჩაჩხრიალება”. ნუ აღარფერს ვამბობ, ქართული სახელმწიფოს შექმნაზე და… რისი დავით აღმაშენებელი, მეფე თამარი, გიორგი ბრწყინვალე, პატარა კახი…

დასკვნა: დროა, ყველა მორჩეს პოლიტიკურ კეკლუცობას და ელემენტარულ ცრუპენტელობას და, რა თქმა უნდა, ეროვნული გმირის მანტიის მოსხმას…

მე კი ისღა დამრჩენია შევძახო: ტაში, კუკური!!!!!

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *