ერიხ ფრომი: შეიძლება კი საზოგადოება იყოს სნეული? ნორმალურობის პათოლოგია

ეს არის ამონარიდი ცნობილი ფსიქოლოგის, ფსიქოანალიტიკოსის და ფილოსოფოსის ერიხ ფრომის ნაშრომიდან შეიძლება კი საზოგადოება იყოს სნეული?

ადამიანის მთელი ისტორია გვიჩვენებს, რომ ჩვენ მხედველობიდან გამოგვრჩა ერთი გარემოება. მმართველთა ხროვასა და ტირანებს შეუძლიათ წარმატებას მიაღწიონ თანამოძმეთა დამორჩილებითა და მათი ექსპლუატაციით, მაგრამ ისინი უძლურნი არიან წინააღმდეგობა გაუწიონ არაადამიანურ მოპყრობაზე მათ რეაქციებს. მმართველთა ხელქვეითნი ხდებიან დაშინებულნი, ეჭვიანნი, განმარტოებილნი. ამგვარი რეჟიმების დაცემა ხდება არ მხოლოდ გარე მიზეზთა ზემოქმედებით, არამედ გარკვეული ხარისხით იმის გამოც, რომ შიში,  ეჭვიანობა და მარტოობა ადრე თუ გვიან ადამიანთა უმრავლესობას აკარგვინებს გონივრული  და ეფექტური მოქმედების უნარს.

ხალხები ან ცალკეული სოციალური ჯგუფები შეიძლება ხანგრძლივი დროის მანძილზე დაიმონონ და ექსპლუატაცია გაუწიონ, მაგრამ ისინი შესაბამისად რეაგირებენ მასზე, საპასუხო რეაქციის სახით მათ უვითარდებათ აპათია და აღენიშნებათ ისეთი დეგრადაცია გონებრივ უნართა , ინიციატორობისა და ოსტატობისა, რომ ისინი თანდათან კარგავენ მათი მმართველობისთვის აუცილებელი ფუნქციის შესრულების უნარს. ხდება ისეც, რომ მათ უგროვდებათ იმდენი სიძულვილი და განადგურების სურვილი, რომ ისინი მზად არიან, საკუთარი თავის, მმართველებისა და არსებული რეჟიმის განადგურებისთვის. მეორე მხრივ, მათ  შეიძლება გაუჩნდეთ ისეთ გრძნობა დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისკენ მისწრაფებისა, რომ მათ შემოქმედებითი აღტკინება ხდება საფუძველი ახალი, უფრო სრულყოფილისაზოგადოების შექმნისთვის,

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *