გამოსვლა მეცნიერთა კონგრესის საორგანიზაციო ჯგუფის ტრადიციულ შეხვედრაზე.

თემა: ჩვენ სხვა გზას ვირჩევთ.

 

 

რა არის ეს გზა, ჩამოყალიბებულია მეცნიერთა დიდი გუნდის პროგრამულ დოკუმენტებში: „გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ“, „ახალი განზომილება: რა შევცვალოთ, რომ გადავრჩეთ“, „გვინდა ვიცხოვროთ ბედნიერებით სავსე სამშობლოში“.

მოხსენებას ორ ნაწილად წარმოვადგენ: დღეს პირველს. შემდგომზე – მეორეს.

 

პირველი ნაწილი: რა დღეში ვართ. ანუ საქართველო დღეს

მეორე ნაწილი: რისი გაკეთება შეგვიძლია, ანუ როგორია მომავლის საქართველოს ჩვენეული ხედვა.

თავშივე ვიტყვი, რომ მოხსენების მიზანი არის ჩვენი მუშაობის შეჯამება  და მოსახლეობის იმაში დარწმუნება, რომ ეს არის პროგრამა, რომელიც ერთ საპარლამენტო პერიოდში ძირითადად  ცვლის სიტუაციას და მეორე საპარლამენტო პერიოდში გვაცხოვრებს ქვეყანაში, სადაც მოსახლეობის მინიმუმ, 70 პროცენტი  (ნაცვლად დღევანდელი 7-10 პროცენტისა), საშუალო ფენა იქნება ამ ტერმინის კლასიკური და ზოგადკაცობრიული გაგებით.

თავშივე ვამბობ  ამის პირობას: უნდა დასრულდეს ცხოვრება სიყალბეში და უნდა დასრულდეს ქვეყანაში პოლიტიკური მაფია. ადვილია? ძნელია, მაგრამ რეალურად შესაძლებელი. სხვა გზა არც გვაქვს, თუ გვინდა ვიყოთ მომავლის ქვეყანა. ვის შეუძლია ამის გაკეთება? ,მორალურ ადამიანებს, ღირსების მქონე ადამიანებს. ქვეყნისთვის თავშეწირულ პოლიტიკოსებს, პარტიებს, ხელისუფლებას. ვინ აკეთებს ამას? გავიხსენოთ მსოფლიოს გამოცდილება: ნებისმიერი ქვეყნის წარმატების საფუძველი და ქვაკუთხედი არის ხალხი და ბრძენკაცნი. მე არ ვიცი საქართველოს ისტორიაში მეორე პერიოდი, როდესაც ასეთი უმძიმესი პასუხისმგებლობა ეკისრებოდა მეცნიერებს, ინტელიგენციას, მოაზროვნე ადამიანებს.

ვამბობ ღიად და პირდაპირ. დღეს ქვეყნისთვის შეშინებული მეცნიერი, ხელოვანი, მოაზროვნე ადამიანი უარესია, ვიდრე ავანტურისტი პოლიტიკოსი. ვფიქრობ, არავისთვის საკამათო არ არის , რომ მეცნიერი, ინტელიგენტი და მოაზროვნე არის ის, ვინც ხალხს იცავს ხელისუფლებისგან და არა ხელისუფლებას ხალხისგან, როგორც ეს დღეს არის აბსოლუტურ უმრავლესობაში. როგორი ახლობელიც არ უნდა იყოს შენთვის უმაღლესი, თუ ზოგადად, ნებისმიერი ხელისუფალი, რა პირობებსაც არ უნდა გიქმნიდეს პიროვნულად, თუ შენ მეცნიერი, თუ შენ ინტელიგენტი ხარ, თუ შენ მოაზროვნე ხარ, კარგად უნდა გვახსოვდეს უპირველესად, ბიბლია და ბრძენის ის შეგონება, რომელიც როგორც წყლის ერთ წვეთში, მთელ სამყაროს , ისე ათავსებს მთელ ბიბლიურ განწყობას: რამდენადაც მეგობარი ახლობელი არ უნდა იყოს, უნდა გვახსოვდეს, რომ ჭეშმარიტება უფრო მაღლა დგას (პერიფრაზი არისტოტელის გამონათქვამისა პლატონთან დაკავშირებით). კიდევ უფრო ხაზგასმით უნდა ვთქვა: წმიდა მამები ამბობენ, და ესგამოკვეთილად თქვა იოანე ოქროპირმა: „საკუთარი სისხლის ფასად გაგათავისუფლად ღმერთმა და ნუ იქნებით ადამიანთა მონები“.

ეს შესავალი. იმიტომ, რომ მძიმე ანალიზი მაქვს წარმოსადგენი. ამ წიგნში  – „ჩვენ თეთრები“  გაკეთებულია სააკაშვილის პერიოდის მეცნიერული ანალიზი. დღეს ჩვენ მეცნიერებთან ერთად ვაანალიზებთ, შეიცვალა კი რამე? და თუ შეიცვალა – რა

 

თეზისები პირველი ნაწილისთვის:

  1. საქართველო დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ:

 

  1. არასდროს დემოკრატიული არ ყოფილა
  2. პოლიტიკური ფუნქცია დაკარგული ჰქონდა პარლამენტს
  3. ხელისუფლების მთელი ვერტიკალი ყალიბდებოდა ერთი კაცის პოლიტიკური გემოვნებით. პრაქტიკულად, ქვეყანა ბანკირის ფსიქოლოგიით იმართებოდა და იმართება.
  4. ვერ გაუძლო გარე ძალთა გავლენას, მიიღო საბედისწერო გადაწყვეტილება: დაეთანხმა განვითარებადი ქვეყნის სტატუსს, ანუ პრაქტიკულად გახდა ქვეყნის გარედან მართვადი.
  5. არასდროს განვითარების ბიუჯეტი არ გვქონია . ყველა სოციალური განვითარების ბიუჯეტით ამაყობდა, ეს კი იყო გზა ხალხის პოლიტიკური აქტივობის განადგურების , მშიერი და დაუძლურებული ხალხის პოლიტიკური დამორჩილების… რეალურად რეფერენდუმის ჩატარების უფლებაც კი წაერთვა და ქვეყნის ბატონ-პატრონი ხალხი თავისი მსახურის, ხელისუფლების მსახური გახდა. ხელისუფლებამ მყარად მიითვისა ხალხის უფროსის სტატუსი  და არათუ ხალხის მსახურიაღარ არის, საერთოდ, დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ, ხელისუფლების პასუხისმგებლობა ხალხისადმი მკვდარია.
  6. არ ანალიზდება, ან ხელისუფალნი ხმამაღლა ვერ ამბობენ, რა მოგვცა სავალუტო ფონდთან ურთიერთობამ, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში შესვლამ. არავინ იცის  პრინციპული  დეტალები მთელი რიგი საერთაშორისო შეთანხმებებისა, მათ შორის ნატოსთან და ევროკავშირთან ხელმოწერის.
  7. საქართველო ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებს შორის ყველაზე გამორჩეულად ჩამოყალიბდა, როგორც პარადოქსების ქვეყანა.

ეს არა ზოგადი, არამედ უაღრესად პრაქტიკული დასკვნებია, რაშიც დარწმუნებული ხართ, მაგრამ მოკლე ანალიზი კიდევ უფრო გაგაძლიერებთ ამ რწმენაში. რეალობა ასეთია: საქართველო ყოფილ საბჭოთა კავშირის ქვეყნებს შორის ყველაზე მეტად შეეწირა პოლიტიკურ დაპირისპირებებს და ამის შედეგია უმთავრესი პარადოქსი: მდიდარ ქვეყანაში ვცხოვრობთ ღარიბად (ვაკეთებ ბალტიისპირეთისა და საქართველოს ანალიზს).

ვაკეთებ 1-6 პუნქტის ანალიზს. განსაკუთრებით ვჩერდები მე- 7 ზე „საქართველო პარადოქსების ქვეყანა“.

  1. მდიდარ ქვეყანაში ვცხოვრობთ ღარიბად.

 

  1. ქვეყანაში პრაქტიკულად განადგურებულია წარმოება. არ გვყავს რეალურად მდიდარი მეწარმე და ქვეყანა სავსეა მილიონერი ბანკირებით.

 

  1. ქვეყნის ბიუჯეტი ივსება უცხოური, თუ ადგილობრივი სესხებით. ამოქმედებული საწარმოებით და ყოფითი ბიზნესით, რაც პრაქტიკულად არის მოსახლეობის ჯიბიდან ამოღებული ბიუჯეტი. ქვეყანას ჰყავდა და ჰყავს ხელისუფლებები, რომლებიც მოსახლეობას პრაქტიკულად ჯიბეში არაფერს აძლევს და ჯიბიდან ყველაფერს უღებს. მოსახლეობას არ პატიობს ერთ თეთრს და დღემდე არ უფიქრია იმ ვალის დაბრუნებაზე, რომელიც მოსახლეობის მიმართ აქვს.

 

  1. ქვეყნის საგარეო და საშინაო ვალები. ნაცვლად იმისა, რომ ხალხი კითხულობდეს, ირგვლივ არაფერი მუშაობს, ან ძალიან ცოტა მუშაობს , საიდან ვაგებთ გზებს, საიდან აქვს ამ ხელისუფლებას ასეთ მაღალი ხელფასები, საიდან ვიღებთ საერთოდ, დახმარებას? და ამ პირობებში 21 მილიარდს გადააჭარბა ქვეყნის საგარეო ვალმა და თუ ამ ციფრს შიდა ვალსაც დავუმატებთ, ახლოს იქნება 30 მილიარდთან. ეს კატასტროფაა! ჩვენ ვწირავთ ქვეყნის მომავალს და შთამომავლობას ვუტოვებთ კოლოსალურ ვალს!

 

  1. ქვეყნის პოტენციალის მხოლოდ 7-10%-ია მოქმედებაში მოყვანილი. დამოუკიდებობის აღდგენის შემდგომ, ვერც ერთმა ხელისუფლებამ მეტის მოქმედებაში მოყვანა ვერ შეძლო.

 

  1. არასდროს ლარს ერთი ლარის საქმე არ გაუკეთებია. ჩვენი ანალიზით, მაქსიმალური ზღვარი – 30 თეთრია. იკითხავთ რატომ? ამის უკან დგას ელიტური კორუფციაც, დაბალი კვალიფიკაციაც და იძულებითი მომენტიც (მხედველობაში გვაქვს, რომ სავალუტო ფონდის და უცხოური ბანკების მიერ გაცემული სესხით გარე ძალები უფრო სარგებლობენ, ვიდრე საქართველო. ჩვენნ ხელთ გვაქვს ანალიზები, როდესაც საქართველოში ერთი და იგივე დროს აშენებული მაღალი კლასის ერთი და იგივე ტიპის სახლი (საცხოვრებელი, სასტუმრო, რესტორანი, ბენზოგასამართი) როცა საკუთარი ფულით შენდება და საკუთარი მიზნებისთვის, 4-5 ჯერ ნაკლები ღირს კვ.მ, ვიდრე ფულის გამთეთრებელი ბიზნესმენები ან სახელმწიფო აშენებს. უფრო მეტიც. გვაქვს მაგალითები, რომ საცხოვრებელ ბინებს კვადრატულ მეტრს  7-8 ჯერ ძვირად ყიდდნენ, ვიდრე მისი თვითღირებულება იყო . აშენდნენ ბანკები და ბანკებზე მიბმული ბიზნესმენები. ეს იყო საბანკო ავანტურა.

 

  1. ბანკები აფინანსებდნენ გარედან პროდუქტების შემოტანას და უარს ეუბნებოდნენ ყველას, ვინც საქართველოში ანალოგიური პროდუქტის მოყვანას აპირებდა. გარედან შემოდიოდა უხარისხო, მაგრამ იაფი პროდუქცია მოკლეს ჩვენი მსუბუქი მრეწველობა, ავეჯის წარმოება, სოფლის მეურნეობა და ზოგადად მწარმოებლური სფერო. ამ მიზეზით, პრაქტიკულად, ტურიზმიც კი წამგებიანი გახდა, რადგან 80 პროცენტი ტურიზმის ბიზნესიათვის რაც არის საჭირო, უცხოურია. გულსაკლავია, რა მდგომარეობაში ჩააყენა გარედან შემოტანილმა უხარისხო პროდუქციამ ჩვენი ჯანმრთელობა. დაგვაავადმყოფეს და ჩვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა უამრავთათვის ბიზნესად იქცა.

 

  1. საქართველოს აქვს სოციალური დიფერენცირების ერთ-ერთი ყველაზე მაღალი დონე. ერთი და იგივე რაოდენობის მდიდართა და ძირითადი მოსახლეობის ცხოვრების დონე 28-30ჯერ განსხვავდება ერთმანეთისგან, მაშინ როდესაც მსოფლიო გამოცდილება ადასტურებს, რომ ათია ზღვრული და ამ დროსაც კი ქვეყნის რღვევა იწყება. რეალურად ვთქვათ, რომ საქართველოში საშუალო ფენა 4-5 პროცენტია. მდიდარი – 1% ; 95 % არის ღარიბი და რასაც ფლობს მოსახლეობის 1% , ეს თითქმის იმდენივეა, რაც მოსახლეობის 90%-ს გააჩნია.

 

  1. ნახევარი საქართველო ქვეყნის გარეთაა გასული. დემოგრაფიული მდგომარეობა კატასტროფულია. ერის დაბერება ხდება. მედიანული ასაკი 38 წელია, მაშინ როცა ანალოგიური მეზობელ ქვეყნებშიც კი, ამის ნახევარია.

 

  1. დღეს ტვირთბრუნვა რკინიგზაზე 7-8 მილიონი ტონის ფარგლებშია. 2003 წელს – 23 მლნ ტონა იყო, არც სერიოზული ანალიზი არ კეთდება, ვის სჭირდებოდა ან რატომ აშენდა ყარსი-ახალქალაქის რკინიგზა. 1,5 მლრდ ვალი გვაქვს უკვე აზერბაიჯანის 5% – იანი სესხი არავინ საუბრობს ქვეყანაში იმ უმძიმეს პერსპექტივაზე, რაც იკვეთება რუსეთოი – ირანი – ყაზახეთი, თურქმენეთი – აზერბაიჯანის ერთობლივი პროექტით კასპიის ზღვის სპარსეთის ყურესთან შეერსების, გზა 700 კმ სიგრძეა, 450 უკვე გაკეთებულია. თუ უფუნქციოდ არა, 2-3 – ჯერ შემცირდება გადაზიდვები შავი ზღვის საშუალებით.
Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *