მიკროსიმძლავრის ელექტრო სადგურის დანერგვა განახლებადი წყაროების გამოყენებით

 პროექტის პრეზენტაცია

მიმდინარე კრიზისის პირობებში განსაკუთრებული ყურადღება ენერგეტიკის სექტორს ენიჭება.

საქართველოს მზის ენერგიის ათვისებისთვის დიდი პოტენციალი აქვს – მზიანი დღეების რაოდენობა 250-280 წელიწადშია, ხოლო მზის ენერგიის წლიური პოტენციალი 108 მეგავატამდეა შეფასებული, თუმცა, რეალურად, ქვეყანაში მხოლოდ ფრაგმენტული მზის პროექტები ხორციელდება და მოქალაქეების მცირე ჯგუფის ინდივიდუალური გადაწყვეტილებით აშენებული მზის მცირე სიმძლავრის ელ. სადგურები გვხვდება.

ამ მხრივ, ერთადერთ პოზიტიურ მომენტად შეიძლება ჩაითვალოს გერმანული კომპანიის “ეი სოლარი” – ს მიერ, ჰუალინგის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში, ქალაქ ქუთაისში, 500 მეგავატის წლიური მოცულობით კარხნის მშენებლობა, რომელიც მზის პანელებს აწარმოებს.

რაც შეეხება ისეთ დეკლარირებულ პროექტებს, როგორიცაა კახეთში, სოფელ უდაბნოში 5 მვტ სიმძლავრის მზის ელექტროსადგურის მშენებლობა – 2018 წელს გამოცხადებული და მაღალმთიანი სოფლების ელექტროფიკაცია 2019 წელს გამოცხადებული – 178 ოჯახი 87 სოფლიდან, მათ განხორციელების შესახებ ინფორმაცია ვერ მოვიძიეთ.

ჩვენთვის საინტერესოა ის საკითხიც, თუ ვინ ისარგებლა თბილისის აეროპორტში აშენებული მზის ელექტროსადგურით – აეროპორტის მართვის კომპანია თუ მოსახლეობა. ნებისმიერ შემთხვევაში, აეროპორტში მოსახლეობის მომსახურების ტარიფების შემცირება არ გამოცხადებულა

და კიდევ ერთი კითხვა, გარდა ეკონომიკური, იყო თუ არა ჰიდრო და მზის ელექტროსადგურების მშენებლობის გარემოზე ზემოქმედების შედარებითი ანალიზი, მათ შორის შესაძლო ჰაბიტატი ენდემური მცენარეებისა და ცხოველების. –  სავარაუდო – 400 სახეობა

 

 

 

მიკროსიმძლავრის ელექტრო სადგურის დანერგვა

განახლებადი წყაროების გამოყენებით

(მზე /ქარი)

 პროექტის პრეზენტაცია

2018 წ.

თბილისი, საქართველო

 

პროეტის მიზნები და ამოცანები

პროექტის განხორციელების მიზანია, არსებული კანონდებლობის თანახმად (კანონი N 1934 – 30.04.99, მ. 25; სემეკის  დადგენილება №20 – 18.12.08, მ. 25) მიკროსიმძლავრის ელექტრო სადგურის დანერგვა განახლებადი წყაროების გამოყენებით (მზე/ქარი), ელექტროენერგიის გენერირება და მისი ჭარბი გარანტირებული რეალიზაცია ლიცენზირებულ გამანაწილებელ კომპანიის –  «ენერგო პრო ჯორჯია» კსელში მიცოდებით.

პროექტი შემუშავდა შემდეგ საკანონმდებლო აქტების, საერთაშორისო ორგანიზაციების ინიციატივებისა და საქართველოს მთავრობის მიერ აღებული ვალდებულებების საფუძველზე:

საქართველოს კანონი «ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი  გაზის შესახებ» (30.04.99 N 1934 საკანონმდებლო მაცნე N 15(22)), სახელმწიფო ინიციატივები – ახალი საწარმოებების გახსნის ხელშეწყობა – “აწარმოე საქართველოში”, “სტარტ აპ”, ევროკავშირის პროგრამა – „აღმოსავლური პარტნიორობა“ (The Eastern Partnersh) და ევროკავშირის ინიციატივები – „მერების შეთანხმება“(„Covenant of Mayors“), „ევროკავშირი ბიზნესისთვის“ (“EU4Business”) და „ევროკავშირი ენერგეტიკისთვის“ («EU4Energy»), ასევე საქართველოს, როგორც ევროკავშირის ასოცირებულ წევრის ვალდებულებები გარემო დაცვისა და ალტერნატიული ენერგიის წყაროების განვითარების ხელშეწყობა ( ხელმოწერილი 27.06. 2014 წ., ძალაში შევიდა 1.07. 2016 წ.).

მოკმედი საქართველოს კანონდებლობა ადგენს – „ მიკროსიმძლავრის ელექტროსადგური – საცალო მომხმარებლის მფლობელობაში არსებული განახლებადი ენერგიის წყარო, რომელიც მიერთებულია ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელთან საცალო მომხმარებლის მიერ ელექტროენერგიის მოხმარების ადგილას და რომლის სიმძლავრე არ აღემატება 100 კილოვატს“.

(კანონი N 1934, – (მუხ. 2, ჰ.26,-  02.03.2016. N4797, ამოქმედდა 2016 წლის 1 მაისიდან).

„განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, ხელი შეუწყოს მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის გამანაწილებელ ქსელთან მიერთებას და ელექტროენერგიის მწარმოებელთან ურთიერთობა აწარმოოს კანონმდებლობის განსაზღვრული პირობების შესაბამისად“ (სემეკის  დადგენილება №20, მუხლი 25).

სემეკ – ის დადგენილების № 20 18/10, 2008 წ. „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების“ დამტკიცების შესახებ, მუხლი 25/2. «მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მფლობელ საცალო მომხმარებელთან აღრიცხვა-ანგარიშსწორების წესი» თანახმად, ანგარიშსწორება  მიკრო გენერატორის მიერ გამომუშავებული ელ-ენერგიაზე  ხორციელდება მხოლოდ წლიურ ჭრილში (სემეკ – ის დადგენილება №11, 03/05, 2016 წ.)

აღნიშნული პროექტის კონცეფციის პრინციპი ეფუძნება მიზნობრივი გრძელვადიანი საბანკო კრედიტის  გარანტირებული დაფარვა,  მიკროგენერატორის მიერ ქსელისადმი ჭარბი  ელექტროენერგიის  გაყიდვის გზით.

მოსალოდნელი ეფექტურობა

  1. ეკოლოგიის სფეროში
  • ეკოლოგიური გარემოების გაჯანსაღება;
  • სათბურის გაზების, კერძოდ, ნახშირორჟანგის გამონაბოლქვის შემცირება;
  • მოსახლეობის და მეწარმეთა გარემოს დაცვითი ცნობიერების ამაღლება;
  • მოსახლეობის გათვითცნობიერება განახლებადი ენერგიის ეფექტურობის და სარგებლიანობის.

 

  1. ელექტრომომარაგების სფეროში
  • ენერგოეფექტურობა;
  • ენერგიაზე დამოკიდებულების და მისი მოხმარების შემცირება;
  • ენერგომომარაგების იმედიანობა და ხელმისაწვდომობა.

 

  1. ეკონომიკური ეფექტურობა

პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს:

  • ენერგომომარაგებას, უსაფრთხოებას და კავშირების გაუმჯობესებას განახლებადი ენერგგიის გამოყენებით;
  • ენერგეტიკის ბაზრის რეფორმირებას, ენერგიაზე დამოუკიდებლობას და მისი მოხმარების შემცირებას;
  • შექმნას ენერგომოხმარებლების უფრო საიმედო, გამჭირვალი და ხელმისაწვდომი პირობები;
  • შექმნას მოქალაქეებისათვის, მცირე და საშუალო ბიზნესისათვის გადასახადების შემცირებას;
  • იურიდიული ან ფიზიკური პირის მიერ (ელ-ენერგიის მიკრო-გენერირების სადგურის მფლობელი) გამოყენებული ელექტროენერგიის ხარჯის  მთლიანად ან ნაწილობრივად დაფარვას;
  • ახალი სამუშაო ადგილების შექმნას და მაღალი დონის კვალიფიციური კადრების მომზადებას;
  • ელ-ენერგიის მიკრო-გენერირების სადგურის მფლობელს გარანტირებული ჭარბი გენერირებული  ელექტროენერგიის რეალიზაციას;
  • ლიცენზიატისტვის (სადისტრიბუტორო კომპანია) – ელექტროენერგიის მიღება მიკრო-გენერირების სადგურის მფლობელისგან წინასწარ პირდაპირი მოლაპარაკებით შეთანხმებული ტარიფებით;

 

სრულყოფილი საბაზისო პროექტი ღირებულება: 9500 ლარი

 

დანადგარის შემდგომი შენარჩუნება მოხდება მიღებული შემოსავლების მეშვეობით.

აღნიშნულ მოწყობილობას აკვს 10 წლიანი  საგარანტიო ვადა და არ მოიტხოვს ძვირადრირებულ მომსახურეობას.

პროექტის ეკონომიკური  გაანგარიშება, კანონდებლობის თანახმად, ეფუძნება სხვადასხვა სიმძრავლის რევერსური მიკროსიმძლავრის სისტემების წარმოებლების და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ჩატარებულ კვლევების მონაცემებს.

პროექტის ეკონომიკა

 

პროექტი დაფუძნებულია ინვესტიციის დაბრუნების გაანგარიშებაზე, რომელშიც გათვალისწინებულია მოხმარებელ – ბენეფიციარის ქსელიდან მიღებულ ელექტროენერგიის ღირებულების ნაწილობრივად ან  სრულად დაფარვას.

  • შენიშვნა:

ამ პროგრამის დაფინანსების ფარგლებში, ბანკს შეუძლია გადაჭრას პრობლემური სესხების საკითხი დაფინანსების ხელშეკრულებაში ამ პირობის დამატებით

პროექტის განხორცილების შედეგი

 

განახლებადი წყაროების გამოყენებით (მზე/ქარი), ელექტროენერგიის გენერირება მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის შექმნით.

 

პროექტის ტექნოლოგია

  • რევერსული სადგურის 5 kWh სიმძლავრის დანერგვა.

 

პროექტის განხორცილების  ბაზა 

არსებული განახლებადი ენერგიის ბუნებრივი რესურსები – მზის ენერგია

 

სინათლის დღის რესურსი

თვე სინათლის დღის სიგრძე  (საათები) გენერირება:

დანადგარის სიმძლავრე

5 კვ (kW)

გენერირებული ელექტროენერგიის ღირებულება – ლარი

5 კვ (kW)

იანვარი 9.6 48.00 5.28
თებერვალი 10.6 53.00 5.83
მარტი 11.95 59.75 6.57
აპრილი 13.35 66.75 7.34
მაისი 14.75 72.50 7.98
ივნისი 15.1 75.50 8.31
ივლის 14.75 73.75 8.11
აგვისტო 13.8 69.00 7.59
სექტემბერი 12.45 62.25 6.85
ოქტომბერი 11.1 55.50 6.11
ნოემბერი 9.9 49.50 5.45
დეკემბერი 9.25 46.25 5.09
საშუალო სინათლის საათები დღეში  

12.19583

60.98 6.71
საშუალო სინათლის საათები წელიწადში 12.19583 Х 360  = 4390.5 21952.5 2414.78

წყარო: https://pogoda.turtella.ru/Georgia/

 

ანგარიშსწორების  ციკლი (გენერირება / მოხმარება)

360  დღე / 12.19583 / 24 საათიანი ციკლი

 

ელექტროენერგიის ტარიფები

  • სამოხმარებლო – 0.18545 ლარი/kW
  • “მწვანე” – 0.11 ლარი/kW

დანადგარების შესაძლო ინსტალაციის სქემა

პროექტი ითვალისწინებს, რომ საბოლოო გათვლები ინდივიდუალურად უნდა განხორციელდეს თითოეული კონკრეტული პროექტისთვის.

  1. დანადგარის მოცულობა 5 kWh – 9500 ლარი

სავარაუდა წარმოების / მოხმარების გაანგარიშება

 

დანადგარის სიმძლავრე 5 kWh

ელექტროენერგიის მოხმარება თვეში:

–  215.69 KW

– 40   ლარი

დანადგარის სიმძლავრე

5 kWh

საშუალო წლიური ელექტროენერგიის წარმოება kW 21952.50

 

წარმოებული ელექტროენერგიის ღირებულება –  ლარი 2414.78

 

წლიური ელექტროენერგიის მოხმარება –  საშუალო kWh 2588.30
მოხმარებული ელექტროენერგიის საშუალო წლიური ღირებულება –  ლარი 480.0
ბალანსი – +/-                                                                                            kW

ლარი

+ 19364.2

+ 1934.78

დანადგარის ღირებულება (სრულყოფილად) – ლარი 9500
განვადების დაფარვა – ურთიერთ ანგარიშსწორება წარმოებული  და  მოხმარებული ელექტროენერგიის  შესაბამისად. 4.9 წელი

 

 პროექტის რენტაბელობა

{სუფთა მოგება: (წარმოებული პროდუქცია x პროდუქციის თვითღირებულება)

 

  1. 5 kWh – 0.73 (1934.78: (21952.5 x 0.12)

1 ლარის ინვესტიცია იძლევა სუფთა მოგებას 0.73 ლარს

 

ჩადებული ინვესტიციის დაბრუნება (ROI):

{ჩადებული ინვესტიცია : სუფთა მოგება  წელიცადში}

 

  1. 5 kWh –  9 წელი (9500 : 1934.78)

 

დაინტერესების შემთხვევაში წარმოდგენილი იქნება პროექტის დეტალური ეკონომიკური გაანგარიშება

პროექტის კონსულტანტი და დეველოპერი:

«განახლებადი ენერგიის მიკრო მეწარმეთა

და მოხმარებლებთა ასოციაცია»

„ ეკო – ენ “.

 

 

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *