დემოგრაფიული სიტუაცია საქართველოში

      1990 წლების მონაცემებით საქართველოში, წელიწადში, 93 ათასი ბავშვი

იბადებოდა, 2005 წლის მონაცემებით, 46 ათასი დაიბადა, ანუ შობადობა

მნიშვნელოვნად შემცირდა, მაგრამ ოფიციალური მონაცემებით შობადობა

გაიზარდა.

2009 წელს –  შობადობამ 63 ათასს გადააჭარბა. 2010 წლის მონაცემებით კი საქართველოში 63 ათასამდე ბავშვი დაიბადა, ანუ მათი რიცხვი აღარ გაზრდილა.

თუმცა, ოფიციალური მონაცემებით, ბოლო 2 წელია წინა წლებთან შედარებით მატებაა.

მაგრამ არსებობს სხვა დემოგრაფიული მონაცემები, რომელიც საეჭვოს ხდის ამ მონაცემების რეალურობას.

   ჯერ ერთი, 2008-2009 წლები ომისა და კრიზისის პერიოდი იყო.

   ამ დროს, კრიზისის გამო, მოსახლეობის შობადობა მთელ მსოფლიოში შემცირდა.

   მაგალითად:  აშშ-ში შობადობა 68 ათასით შემცირდა. გელაპის ინსტიტუტის გამოკითხვებში ქალების უმეტესობამ აღნიშნა, რომ გადაავადა ბავშვების დაბადება.

ჩვენთან კი ამ პერიოდში არნახულ მატებას აქვს ადგილი – 7-8 ათასით, რაც დაუჯერებელია, რადგან, დანარჩენი მონაცემები, როგორიცაა:

პირველი – სქესთა მეორეული თანაფარდობა, რაც დაბადების მომენტში სქესთა თანაფარდობას ნიშნავს, პირდაპირ მიუთითებს, რომ არ შეიძლება შობადობის ასეთი დონისთვის მიგვეღწია.

    მეორე –  შობადობა თითქმის ორჯერ მაღალია ქალაქად, ვიდრე სოფლად, რაც კანონზომიერი არ არის.

   უფრო მეტიც, ეს შეუძლებელია.

      სწორედ იმის გამო, რომ დარღვეულია რიგი დემოგრაფიული მონაცემები, შეუძლებელია , შობადობა ამ წლებში  ამდენად მაღალი ყოფილიყო.

     ის, რომ ქალაქებში ორჯერ მაღალია სოფელთან შედარებით შობადობის მაჩვენებელი, აბსურდია.

      ის, რომ ყოველი 1000 ქალი ქალაქში ორჯერ მეტ ბავშვს ბადებს, ვიდრე სოფელში, ეს წარმოუდგენელია.

მაგალითად, ჩვენი მეზობლების – რუსეთის, სომხეთის, აზერბაიჯანის სოფლებში შობადობის დონე ბევრად უფრო მაღალია, ვიდრე ქალაქებში.

მეორე საკითხი – ბავშვთა მოკვდაობა ქალაქში უფრო მაღალია, თითქმის 2-ჯერ მეტი, ვიდრე სოფელში.

ნაკლებად დასაშვებია, რომ თბილისში, სადაც შედარებით  მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტები მუშაობენ, მაღალი ტექნოლოგიებით აღჭურვილი კლინიკებია, უფრო მეტი ბავშვი მოკვდეს ვიდრე სოფელში.

    ეს ყველაფერი მიანიშნებს იმაზე, რომ დაბადებულთა რაოდენობა, რომელიც ოფიციალურ მონაცემებით, 2009 წელს 63 ათასს შეადგენს, საეჭვოა.

     63 ათასი ბავშვის დაბადების ფაქტი ეჭვს იწვევს იმ მხრივაც, რომ მსოფლიოში არსად  არ იბადება ათას სულ მოსახლეზე – 45-60-ზე მეტი ბავშვი.

    ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემებით, მაგალითად, საგარეჯოში ყოველ 1000 ქალზე 34 ბავშვი იბადება, რაც ძალიან მაღალი მაჩვენებელია.

   ამ დროს კი ოფიციალური მონაცემებით 18 ბავშვი იბადება.

   სიღნაღში კი თურმე 84(!) ბავშვი იბადება,  რაც შეუძლებელია.

მსოფლიოში  არ მოიძებნება ქალაქი თუ რეგიონი, სადაც  ყოველ 1000 ქალზე 84 ბავშვი დაიბადოს.

      თუმცა, კიდევ უფრო  რეკორდული შედეგებიც მოგვეპოვება:

       დაბა ადიგენში მოსახლეობის ყოველ 1000 ქალზე 141 (!!) ბავშვი იბადება,    ანუ შობადობის კოეფიციენტი ქალაქში უდრის 141 პრომილეს.

     ასეთ მაჩვენებელს ვერც ერთ ქვეყანაში ვერ ნახავთ, ეს აშკარად შეთხზულია.

     ასეთი მონაცემი მარტო ერთ სოფელთან რომ იყოს დაკავშირებული, შეიძლებოდა ჩაგვეთვალა, რომ  სტატისტიკური შეცდომაა, მაგრამ მთლიანი მონაცემები აღსავსეა ასეთი წარმოუდგენელი ციფრებით. 

    მაგალითად, ხულოში 109 ბავშვი იბადება 1000 ქალზე.

ასე, რომ ყველა მონაცემს თუ ავიღებთ – ბავშვთა მოკვდავობის შობადობის, ქალაქის და სოფლის მაჩვენებლებს, სქესთა თანაფარდობას –ძალიან დიდი ეჭვის ქვეშ დგება ოფიციალურად გომოცხადებული შობადობის მაჩვენებლების სისწორე.

მიზეზი ის არის, რომ სახელმწიფოს ისე, როგორც სხვა სფეროებში, არც ამ შემთხვევაში აქვს სწორი მონაცემები რეალურად არსებულ ვითარებაზე.

გარდა ამისა, ძალიან გაახალგაზრდავდა რიგი დაავადებებისა.     მოსახლეობის დიდი ნაწილი შრომისუნარიანობის ასაკში კვდება, განსაკუთრებით მამაკაცები.

    თუ ვითარება არ შეიცვალა, 10–15 წელიწადში  სხვა ეროვნებათა   წარმომადგენლობა ქართველების საერთო რაოდენობას გადააჭარბებს და ქართველები საკუთარ ქვეყანაში უმცირესობაში აღმოჩნდებიან.

 

 

 

 

 

 

 

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *