სუიციდი

 

      მიუხედავად იმისა, რომ ბოლო დროს ბევრს საუბრობენ “დემოგრაფიული პრობლემების გამოსწორებასა და საქართველოს გამრავლებაზე”, აშკარად ჩანს, თუ როგორ იმატა თვითმკვლელობის შემთხვევებმა საქართველოში.

      და ეს მაშინ, როდესაც ხელისუფლების დეკლარირებით საქართველო ლამის სამოთხეა.

მაშ რატომ უნდა გაუჩნდეს ამ “სამოთხედქცეულ” ქვეყანაში მოქალაქეს თვითმკვლელობის სურვილი?

      საქართველოში, ძირითადად,  ქრონიკული უმუშევრობის, ვალების, გაჭირვების და სხვა სოციალური პრობლემების გამო იკლავენ თავს  ფიზიკურად სრულიად ჯანმრთელი ადამიანები.

     თვითმკვლელობის გამომწვევ მიზეზთა შორის ყველაზე ხშირია დეპრესია, სირცხვილის გრძნობა, დანაშაულის განცდა, გაუსაძლისი სულიერი ტკივილი, ემოციური გადატვირთვა, აღელვება, შიმშილი, ფინანსური პრობლემები…

      საქართველოში ეს პრობლემები , თვითმკვლელთა ჭირისუფლის გარდა, არავის აწუხებს.

      1990 წლიდან 2008 წლის ჩათვლით, საქართველოში 5300-მა ადამიანმა მოიკლა თავი.

90-იანი წლების შემდეგ თვითმკვლელობების რიცხვი ყველაზე მეტად 2004 წელს გაიზარდა, მოგვიანებით ამ მაჩვენებელმა დაიკლო, მაგრამ 2007 წლიდან კვლავ დაიწყო მატება.

2008 წელს თვითმკვლელობის 67 შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო 2009 წლის სტატისტიკური მონაცემებით, სიცოცხლე თვითმკვლელობით 183 ადამიანმა დაასრულა.

ფსიქოლოგების დაკვირვებით, თვითმკვლელობების შემთხვევის გაზრდა, მძიმე სოციალურ და პოლიტიკურ ფონთან არის დაკავშირებული.

        ამიტომ, თუ მდგომარეობა არ შეიცვალა და ქვეყანაში განვითარების პოზიტიური ნიშნები არ გამოჩნდა, საკუთარი თავისკენ მიმართული აგრესია სხვანაირადაც გამოვლინდება და სხვათა წინააღმდეგაც მიმართულ ანგარიშსწორებად გადაიქცევა.

         ჩვენს ქვეყანაში, პრაქტიკულად განულებულია ეგრეთ წოდებული „ბედნიერების ინდექსი“.

ეს იმას ნიშნავს, რომ ბევრი, თავს უბედურად გრძნობს.

ცხოვრებაში მიზნებისა და პოზიციების დაკარგვა, კავშირების არარსებობა, მიზნების ასრულების უპერსპექტივობა, ეკონომიკური არასტაბილურობა არ აძლევს ადამიანს სრულფასოვნების შეგრძნების საშუალებას, ხოლო როცა ადამიანი თავს არარაობად გრძნობს, ის ყველაფერზეა წამსვლელი.

       თვითმკვლელობის პარალელურად გაიზარდა ასევე მკვლელობის შემთხვევებიც.

ზოგადად, წელიწადში 100 ათას ადამიანზე ორი მკვლელობა დაბალ მაჩვენებლად მიიჩნევა.

      ანუ საქართველოს მაშტაბით, წელიწადში 80-90 ადამიანის მკვლელობა ჩაითვლება როგორც დაბალი მაჩვენებელი.

    2009 წელს 205 მკვლელობა დარეგისტრირდა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *