საქართველოს ეკონომიკური პრიორიტეტი – ტურიზმი

 

საქართველოს ხელისუფლება ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის ერთ–ერთ ძირითად პრიორიტეტად ტურიზმის განვითარება დაასახელა.

არა მარტო დაასახელა, არამედ, მთავრობის საქმიანობის ძირითად საზრუნავად გახადა.

     ფაქტობრივად, სახელისუფლებო პროექტად ჩამაოყალიბა.

აღნიშნულ პროექტზე „მუშაობა“ დაწყებულია და მიუხედავად იმისა, რომ ეს პროექტი წმინდა წყლის ავანტიურაა, უკვე იხარჯება სოლიდური ადამიანური, მატერიალური, დროითი ხასიათის რესურსები, რომლებიც შეიძლება მიმართულიყო გაცილებით მნიშვნელოვანი და რაც მთავარია, კონკრეტული უკუგების მომცემ დარგებში, რომლებიც მოსახლეობის მთავარი პრობლემების მოგვარებას შეუწყობდა ხელს.

      ტურიზმის განვითარების პროექტი არა მარტო სარისკოა, არამედ სრულიად გაუაზრებელი და განუხორციელებელი, თუნდაც მოქმედებათა თანამიმდევრობის ზოგადი კანონოებიდან გამომდინარე.

2011 წელს იგეგმება საქართველოში ორი მილიონი, ხოლო უახლოეს ოთხ–ხუთ წელიწადში ხუთი მილიონი ტურისტის ჩამოსვლა; თანაც, ითვლება, რომ 2000 წელს საქართველოს ეწვია 1 მილიონი ტურისტი, რაც აბსოლუტურად არ შეესაბამება სინამდვილეს.

საქმე ის არის, რომ ტურისტად ჩაითვალა საქართველოს საზღვრის გადამკვეთი პირი (ადგილობრივი მოსახლეობაც, ტრანზიტული მგზავრიც, ერთი–ორი დღით საქმიანი ვიზიტით ჩამოსული და ა.შ.), ანუ ის კონტინგენტი, რომელიც ეკონომიკური სარგებლის მომტანი პირის კატეგორიას არ განეკუთვნება.

ხელისუფლებას ავიწყდება, ან უბრალოდ მართლაც არ იცის, რომ ერთი ტურისტის მომსახურებას ესაჭიროება 4 დასაქმებული ადამიანი, საიდანაც ორნი, ტურიზმის ინდუსტრიასთან ირიბად არიან დაკავშირებულნი, რადგან მუშაობენ ტურიზმის დამხმარე დარგებში.

იმისათვის, რომ საქართველოს დონის ქვეყანამ 4–5  მილიონი (ანუ საკუთარ მოსახლეობაზე ოდნავ მეტი) ტურისტი მიიღოს, მოვლენათა საუკეთესო სცენარით განვითარების შემთხვევაშიც კი საჭიროა:

–       დამატებით აშენდეს და ექსპლუატაციაში შევიდეს ხუთასამდე სასტუმრო;

–       ამოქმედდეს 4 ათასამდე სხვადასხვა მაშტაბის და სახის კვების ობიექტი;

–       მოიძებნოს და მომზადდეს ორასი ათასამდე პერსონალი;

–       შეძენილ იქნას ორმოც ათასზე მეტი სატრანსპორტო ერთეული;

–       კარდინალურად გაუმჯობესდეს კომუნალური, კომუნიკაციური და ინფორმაციული მომხსახურების ხარისხი;

–       უზრუნველყოფილ იქნას ქვეყანაში სტაბილური ეკონომიკური, სოციალური და პოლიტიკური ვითარება;

–              ყველაფერი ეს ტურიზმის განვითარების პროგრამა კი არა, ქვეყნის განვითარების ძირითადი სტრატეგიული მოთხოვნებია.

      სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლებას არ ესმის და არ იცის, რომ მსოფლიოში არც–ერთ ქვეყანაში არ განვითარებულა ტურიზმის ინდუსტრია მრეწველობის, სოფლის მეურნეობის, კომუნიკაციური სისტემების და სხვა დამოუკიდებელი დარგების განვითარებისგან დამოუკიდებლად და მით უმეტეს, მათზე უფრო ადრე. 

ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, 4–5 მილიონს კი არა, ერთ მილიონ ტურისტსაც ვერ უზრუნველჰყოფს სქართველო დამაკმაყოფილებელი ასორტიმენტისა და ხარისხის საკვებით და არა იმ საკვებით, რომლის შემოტანაც ქვეყანაში თვითონვე უწყობს ხელს და რომელიც მავნე გავლენას ახდენს ადგილობრივი მოსახლეობის ჯანმრთელობაზე.

და ბოლოს, ტურიზმის განვითარების საფუძველის საბოლოო მიზანია ქვეყანაში ჩამოსულ ტურისტს შესთავაზეოდა აყიდინო არა მარტო მასპინძელი ქვეყნის მომსახურება, არამედ – სწორედ ამ ქვეყანაში წარმოებული პროდუქცია.

      მხოლოდ ამ შემთხვევაში იქნება მიღწეული ტურიზმის განვითარების ძირითადი მიზანი – თანხების შემოდინება ქვეყანაში და მათი ინვესტირება მოსახლეობის კეთილდღეობის ამაღლებასა და ადგილობრივი ეკონომიკის განვითარებაში.

 

 

 

 

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *