ჩემი პირადი განწყობა და პოზიცია: ვნადგურდებით…

მეცნიერთა კონგრესის დღევანდელი შეხვედრის წინ!

ხელისუფლება უტიფრად (სხვა სიტყვას ვერ ვპოულობ) აგრძელებს იმის მტკიცებას,რომ ყველაფერი კარგადაა, რომ ,წინ მივდივართ…. ოპოზიცია გააბოროტა ხელისუფლებისთვის ბრძოლამ…
არც ერთს და არც მეორეს არ აინტერესებს მეცნიერთა პროგრამები…ორთავე პოლიტიკურ ტკბობაშია

შედეგით,არც ერთს არ უნდა ღია მსჯელობა ერთობით მდგომარეობის შეცვლაზე..
ქვეყანაში განმტკიცდა ანონიმური მმართველობა, პარტიებმა ხალხში ჩაკლეს სოლიდარული პასუხისმგებლობა გრძნობა ქვეყნის
მომავლისთვის…გაძლიერდა თვითგადარჩენის ინსტიქტი ..გამოსავალს ქვეყნიდან გაქცევაში ხედავენ..
ასეთ დროს გარკვეულ იმედად რჩება მეცნიერთა კონგრესის პროგრამები და ემიგრანტთა ერთი დიდი ჯგუფის აქტივობა.. თუ შედგება (უსიკვდილოდ უნდა შედგეს) ემიგრანტთა და მეცნიერთა ერთობა და ამას დაგვანახებს ემიგრანტთა ყრილობა, მაშინ შეიძლება პოზიტიური პროცესიც დაიწყოს..

სწორედ ამ საკითხებზე ვაპირებ საუბარს მეცნიერთა კონგრესის ოთხშაბათის ტრადიციულ შეხვედრაზე.
დიდი გარღვევის გარეშე მომავალი არ ჩანს…ყოველშემთხვევისთვის, მე ვერ ვხედავ…სწორედ ამიტომ ვდგავარ სიცოცხლის ფასად დიდი გარღვევისთვის ბრძოლაში!

სწორედ ამან უნდა გაგვაერთიანოს ყველა,ხელისუფლებით დაწყებული, მამულიშვილით დამთავრებული..
ადამიანურად მაფიქრებს ცნობილი ადამიანების დუმილი…მკლავს იმის გაცნობიერება, რომ ქვეყნის მდგომა- რეობის გამო , პასუხისმგებლობას არ გრძნობენ დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომი პერიოდის დეპუტატები, სხვადასხვა დროს ხელისუფლებაში მყოფნი..რა გამოდის, ბატონებო, ხელისუფლებაში იმიტომ იყავით,რომ თქვენი პირადი ცხოვრება
მოგეწერიგებინათ?

აქსიომაა, მტკიცება არ უნდა,ვინც სხვის, გადარჩენაზე არ ფიქრობს,ვერც თვითონ ვერ გადარჩება! შევკრათ დიდი ერთობა ჩვენი დიდი ოჯახის, სამშობლოს გადასარჩენად !

მორალურ ადამიანს სხვა უფლება არ აქვს-ეს ,როგორც ჩვენი ქვეყნის,ასევე ცივილიზებული მსოფლიოს გამოცდილებაა!
არნახულად ვჭირდებით ერთმანეთს მომავლის საქართველოსთვის !

თეიმურაზ შაშიაშვილი

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *