TRX7-NEWS თემურ შაშიაშვილის პასუხი ნიკა ვაჩეიშვილს

IMG_0798თემურ შაშიაშვილის განცხადებით, ეკა ბერიძის გადაცემის „პირდაპირი საუბრის“ ეთერში, რომელიც ბაგრატს ეხებოდა, კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს უფროსმა ნიკა ვაჩეიშვილმა რამდენიმე უტიფარი ტყუილი გააჟღერა.

პირველი ტყუილი: ბატონი ვაჩეიშვილის მტკიცებით, 1994 წელს დაშვებული იყო შეცდომა, როცა ეკლესიის უკითხავად შეიტანეს ბაგრატი იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის სიაში..“ბატონ ვაჩეიშვილის პასუხად უნდა ვთქვა, რომ უინესკოში ჩავედი ორი წერილით. პირველი და მთავარი წერილი ეკუთვნოდა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს, მეორე წერილი კი საქართველოს მაშინდელ პრეზიდენტს – ედუარდ შევარდნაძეს. იუნესკოსადმი პატრიარქის წერილში ეწერა, რომ ეკლესია უნდა აღდგენილიყო და საპატრიარქო ბაგრატს განიხილავდა, როგორც მომავალში მოქმედ ეკლესიას. გადაწყვეტილება სწორედ პატრიარქის წერილის საფუძველზე იქნა მიღებული, რადგან მაშინ ბაგრატი საქართველოს ეკლესიის კუთვნილებაში შედიოდა. „ აცხადებს „თეთრების“ ლიდერი, რომელიც იმხანად იმერეთის გუბერნატორი იყო.

არ შეესაბამება სიმართლეს ვაჩეიშვილის განცხადებაც, თითქოს იუნესკო არ იყო ბაგრატის აღდგენის საქმის ყურში. იუნესკოს გენერალურ დირექტორთან შედგა სპეციალური თათბირი, სადაც მოწვეული იყვნენ სპეციალისტები და იყო საუბარი და მსჯელობა, თუ როგორ უნდა აღდგენილიყო ბაგრატი.

„ჩვენ დავითანხმეთ იუნესკო, რომ მომხდარიყო ძეგლის აღდგენა. იუნესკოსთან ერთად გამოვაცხადეთ საერთაშორისო კონკურსი ბაგრატის ტაძრის აღდგენაზე
წარმოდგენილი იყო ორი პროექტი. დაფინანსება განახორციელა იუნესკომ. თუმცა როცა წარმოდგენილი მაკეტი იუნესკოში ჩავიტანეთ, მივიღეთ კატეგორიული უარი. იუნესკომ დაიწუნა პროექტი. მაშინ გვითხრეს“ რას ერჩით თქვენს ისტორიას და რას ერჩით ბაგრატს…“ დღეს სწორედ იუნესკოს უარყოფილი, დაწუნებული პროექტით მოახდინა სააკაშვილმა ბაგრატის აღდგენა დაჩქარებული ტემპებით რაც მხოლოდ მის პოლიტიკურ მიზნებს ემსახურებოდა…“

„თეთრების“ ლიდერის განცხადებით, ცალკე თემაა პროექტის ფინანსური უზრუნველყოფა და როგორ დაიხარჯა აღდგენისათვის გამოყოფილი ათეულობით მილიონი ლარი, რის შესახებაც მომავალში აუცილებლად ისაუბრებს.

„გული მწყდება, რომ დღეს კულტურის სამსახურში რჩებიან ადამიანები რომლებიც ასე ტყუიან. მათ მოახერხეს, რომ 1994 წელს იუნესკოს კულტურულ მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანილი ძეგლი სიიდან ამოაღებინეს. თუ ასეთი ადამიანები იქნებიან თანამდებობებზე, ეს ნიშნავს იმას, რომ ხალხი, ვინც მოიტანა 1 ოქტომბერი, თვითონვე ღალატობს მის იდეალებს!“, – ასკვნის თემურ შაშიაშვილი.

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *