(ვერსია) თემურ შაშიაშვილი: “შს მინისტრის მოადგილე გელა ხვედელიძემ ათას ადამიანს სააკაშვილის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე მისვლა აუკრძალა?!”

თემურ შაშიაშვილი იმუქრება, რომ 8 თებერვალს ზნეობრივად პრეზიდენტთან ერთად , პარალმენტსაც გაანადგურებს!

n5მართალია, რომ პრეზიდენტის იმპიჩმენტში ივანიშვილის მთავრობა და პარლამენტი ვერ დაარწმუნეს, მაგრამ კოალიცია “ერთსულოვნება“ და სააკაშვილის წინააღმდეგ მიმართული თემურ შაშიაშვილი უკან აღარ იხევს და იმუქრება, რომ 8 თებერვალს პარლამენტში სიტყვით გამოსასვლელად მისულ მიშას სირცხვილის კორიდორს მოუწყობს. სირცხვილის კორიდორის დეტალებსა და იმის შესახებ, რატომაა პარლამენტი, პრეზიდენტის მსგავსად შერცხვენილი „ვერსიას“ თემურ შაშიაშვილი ესაუბრა, რომელიც შს მინისტრის მოადგილე გელა ხვედელიძეს სკანდალურ ბრალდებას უყენებს.

– თუ სააკაშვილი დღეს გაცნობიერებულად იქცევა, სპეციალურ დაწესებულებაში თეთრი ხალათითაა მოსათავსებელი, მაგრამ იმ შემთხვევაში, რუ ყველაფერ ამას პარტიის გადასარჩენად აკეთებს, მთელი პარტია უნდა გასამართლდეს! საერთოდ, მგონია, რომ ეს კაცი ციხისაკენკატასტროფული ნაბიჯებით მიდის!

– ისეთი პირი უჩანს,რომ სააკაშვილის დაჭერას, ან პოსტიდან გაშვებას ახალიხელისუფლება არ აპირებს...

– საერთაშორისო დონის კონსტიტუციონალისტმა, პაატა ცნობლაძემ ვახტანგ ხმალაძე დებატებში გამოიწვია, მაგრამ ერთი კვირაა, მისგან პასუხი არ მიგვიღია – ფიზიკოსი კაცი, რომელიც მთელი ქვეყნის კანონმდებლობაზე პასუხისმგებლობას იღებ, ცნობილაძესთან დებატებს რატომ უნდა გაურბოდე?! ისე, სააკაშვილის პრეზიდენტობის ვადასთან დაკავშირებით ხმალაძემ მითხრა: იურიდიულად  სწორი ხართ, მაგრამ ახლა ეს პოლიტიკური საკითხიაო. ამ საკითხს სულ სამი – სამართლებრივი, პოლიტიკური და ზნეობრივი ასპექტები აქვს.  ცხადია, სამართლებრივი და ზნეობრივი ასპექტები მოვიგეთ და თუ პოლიტიკურს ვაგებთ, მაშინ ცალსახად ვაცხადებ: სააკაშვილის ქმედებებზე უმძიმეს პასუხისმგებლობას ბიძინა ივანიშვილი აიღებს!

სააკაშვილი მდგომარეობიდან გამოვიდა, როცა ის არც დავოსში მიიწვიეს და არც აშშ-ს პრეზიდენტის ინაუგურაციაზე. სწორედ ამ დროს ილია მეორე პუტინს შეხვდა, ხოლო ივანიშვილმა შეხვედრები გამართა დავოსში, საააკშვილს კი საქარველოში ეძახდნენ ვადა გაგივიდაო. სააკაშვილი ხვდება, რომ თამაშგარე მდგომარეობაშია!

– პარლამენტი და მთავრობა არაფერს ამბობენ და თქვენ რამდენიც გინდათ , ეძახეთ სააკაშვილს, ვადაგასული ხარო…

– როცა მერაბ ბერძენიშვილი, ჯანო ბაგრატიონი, ჭაბუა ამირეჯიბი, რეზო ჩხეიზე და სხვა ბევრი ცნობილი ადამიანი ამბიბს, სააკაშვილი აღარაა პრეზიდენტიო და ამ აზრს ქვეყნის ყველა კონსტიტუციონალისტი, თუ მილიონზე მეტი მოქალაქე იზიარებს, პარლამენტი, სიმართლე გითხრათ, ზნეობრივად დამარცხებულია!

მერი და გუბერნატორი ხალხმა უნდა აირჩიოს, პრეზიდენტი კი პარალმენტმა და ეს ახლი პარლამენტის მხრიდან სწორი მიდგომაა?! ორივე მთავარი ფიგურა – პრეზიდენტი და პარლამენტის თავმჯდომარე ერთმა და იგივე პარტიამ უნდა აირჩიოს?! – ეს ხალხის გამასხარავებაა და მას, ვინც ამას აკეთებს, საქართველოში მუდმივი დაძაბულობა უნდა! სააკაშვილის წინააღმდეგ ხელმოწერებს 2 მილიონამდე მივიყვანთ და ეს ორივე მხარის – პრეზიდენტისა და პარლამენტის ზნეობრივი განადგურება იქნება, რის გამოც დრის წესრიგში რეალურად, ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების აუცილებლობა დადგება, რადგანს ასეთი ხალხისა და არაპროგნოზირებადი კაცის ხელში, ქვეყანა წინ ნამდვილად ვერ წავა!

  – ეს არაპროგნოზირებადი კაცი“ 8 თებერვალს პარლამენტში მიდის…

– 8 თებერვალს, ქუთაისის პარლამენტთან დილის 10 საათზე გავმართავთ „ღირსების შეკრებას“ და პარალმენტში ამ თვითმარქვიას მისვლას გავაპროტესტეთ! რამდენიმე ადგილას  გამოვფენთ ისტორიულ ტექსტს, სადაც ეწერება, ჩვენ ქვეყანას ისეთი პარალმენტისაგან ვიცავთ, რომელიც თვითმარქვია პრეზიდენტს იწვევს, და ასევე ვიცავთ პირველი ოქტომბრის მონაპოვარს! რაც მთავარია, ეს შეკრება სხვების მიერ ორგანიზებული აქციებისაგან  რადიკალურად განსხვავებული იქნება – ყველა ქალაქსა თუ რაიონიდან სიას შევადგენთ და რომელი რაიონიდან და ქალაქიდანაც არ ჩამოვა ხალხი. ე.ი. ამ რაიონმა და ქალაქმა უარი თქვა ამ ისტორიულ ბრძოლაზე და ეს მათი სირცხვილი იქნება. აქამდე სააკაშვილს ხალხი ყველგან ფულით დაჰყავდა, ასე ქირაობდა ავტობუსებს ივანიშვილიც. ჩვენ კი, საპირისპიროს მომხრენი ვართ.

 – ალბათ იმიტომ, რომ ფული არ გაქვთ!

– რგ არაფერ შუაშია, ვისაც ფული არ აქვს, ჩამოსვლა არ შეუძლია, ის თავის ხელმოწერას მეზობელს, ან ნაცნობს გამოატანს.  ასე ჩამოვა „ღირსების ავტობუსები“ ყველა რაიონიდან და ყველაფერ ამას იმ პირობებში შევძლებთ. როცა ორხრივი – ახალი და ძველი ხელისუფლების მხრიდან ლანძღვის ქვეშ ვართ!

 – 8 თებერვლის ერთდღიანი აქციისგან რა შედეგს ელოდებით, ბატონო თემურ?

– პრეზიდენტთან საქმე აღარ გვაქვს! ახლა საქმე პარალმენტია, სადაც დავით უსუფაშვილის სახელზე გადაწყვეტილების პროექტია გაგზავნილი, რომელსაც საკონსტიტუციო უმრავლესობა კი არა, ერთი ხელმოწერა სჭირდება, თუმცა პასუხის ღირსადაც არ ჩაგვთვალეს, ვის უკეთებს პარალმენტი იგნორირებას? შეიძლება რეზო ჩხეიძეს სიტყვა არ მისცე  „ნაციონალები“ ნაწყენები დარჩებიანო?! – ვის წყენაზეა ლაპარაკი, იმ ხალხისა, ვინც ციხეში უნდა იჯდეს?!

 

 – თუ იმპიჩმენტის პროცედურაზე საუბრობთ, გაუგებარია, პარალმენტს რას ერჩით, როცა ბიძინა ივანიშვილმა ერთი თვის წინ თქვა, იმპიჩმენტის მოწყობას არ ვაპირებთო?

– – ბატონი უსუფაშვილის სახელზე ისეთი პატივსაცემი ადამიანების წერილია გაგზავნილი, როგორიც, მაგალითად, ჭაბუა ამირეჯიბია, მაგრამ პასუხიც კი არ მიგვიღია და კიდევ ჩვენ ვართ დამარცხებული?

ახლა ერთ ფაქტს გეტყვით, კონკრეტული გვარებით, რომლის შესახებაც დიდხანს ვდუმდი: ბატონმა ხუბულურმა, რომელიც პოლიტპატიმარია, ათასამდე ადამიანი შეკრიბა და აპირებდა 20 იანვარს, ავლაბრის რეზიდენციასთან ჩვენს აქციას შემოერთებოდა, მაგრამ შს მოადგილე გელა ხვედელიძემ დაუძახა, საშინელი რამეები უთხრა ჩვენ ამ აქციის წინააღმდეგნი ვართ და იქ არ მიხვალთ და ეს ათასი ადამიანი დააშლევინა!

 – ანუ ამბობთ, რომ აქცია შს სამინისტრომ ჩაგიშალათ. თუკი ეს მართალია, მაშინ რითი განსხვავდება ივანიშვილის შს სამინისტრო სააკაშვილის  ამავე უწყებისაგან?

– ბატონი ხუბულური, რომელმაც რამდენიმე დღით ადრე განგვიცხადა, ათასი კაცის სია მაქვსო, აქციაზე საერტოდ არ მოვიდა!ორი დღის წინ, პოლიტპატიმერბის შეკრებაზე ხუბულურმა საჯაროდ მითხრა, ამ დღეებში პრესკონფერენციას ჩავატარებ და ვიტყვი, როგორ დამიბარა გელა ხვედელიძემ და აქცია როგორ დაშალაო! სხვათა შორის,ხვედელიძე „სახალხო კრების“ საორგანიზაციო ჯგუფის ერთ-ერთი მთავარი ხელმძღვანელი  იყო და გული მწყდება, რომ ამ ადამიანებს, რადგან თაბამდებობებზე მივიდნენ, ჰგონიათ, რომ რაღაცას წარმოადგენენ, ტელეფონები შეცვალეს, ხალხს ემალებიან! თუ ივანიშვილმაც თავისიანებს ყველაფერი აპატია, აღარ ვიციმ ეს კაცი ვინ იქნება! ასეთი მტრობა, როგორც  ივანიშვილს მის მიერვე გაცოცხლებული პოლიტიკური გვამები მტრობენ, არ მინახავს!

 – ბატონო თემურ, შალვა ნათელაშვილი პირველი ოპოზიციონერი იყო, ვინც სააკაშვილს ხელმოწერები შეუგროვა და მისი იმპიჩმენტის მოთხოვნა პარლამენტში პროცედურების დაცვით შეიტანა. ბრძოლის გაგრძელებას ნათელაშვილთან ერთად არ გეგმავთ?

– რაც შეეხება შალვა ნათელაშვილს, იმ ადამიანთან რომელმაც მხოლოდ ლანძღვა იცის და ჰგონია,რომ მთავარი  მხოლოდ თვითონაა, საქმეს არ დავჭერთ და ამას არც სხვას ვურჩევ!., უნდა ვაიძულოთ პარლამენტი, სწორი გადაწყვეტილება მიიღოს , ოღონდ ამას, თემური, შალვა და ყველა ერთად უნდა ვითხოვდეთ, მაგრამ არიან პოლიტიკოსები, რომელთაც თავი „დიდკაცები“ ჰგონიათ, სინამდვილეში კი პოლიტიკოსი, რომელსაც პოლიტიკური კულტურა არ აქვს – გაუგზავნი წერილს და პასუხსაც არ მოგწერს, პოლიტიკოსი არაა! საქართველოში პოლიტიკოსების პარპაში აღარ მინდა, თუ ივანიშვილიც ასეთი გახდება – თავის ხალხს აპარპაშებს და მოსახლეობას თავზე დაასვამს, ამის წინააღმდეგ ისე ვიბრძოლებ, როგორც შევძლებ!

ესაუბრა ნინო კომახიძე

 

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *