(ვერსია) თემურ შაშიაშვილი: “26 მაისს სააკაშვილს აღლუმის ჩატარების უფლებას არ მივცემთ!”

 

Sequence 01.Still002“სახალხო კრების” მთავარი საბჭოს წევრი, “თეთრების” ლიდერი თემურ შაშიაშვილი მმართველ გუნდს ბრალს პოლიტიკის მონოპოლიზებაში დებს. სწორედ ამიტომ და, კიდევ სხვა ფაქტორების გათვალისწინებით საზოგადოებრივ პარლამენტს ქმნის, რომელიც მუშაობას სამ თვეში დაიწყებს და რომელიც პოლიტიკოსებს გააკონტროლებს.

– ქვეყანაში პოლიტიკის მონოპოლიზების პროცესი მიმდინარეობა, რომელიც „მოქკავშირის“ დროს დაიწყო. ახალმა მმართველმა გუნდმა „კოჰაბიტაცია“ არასწორად გაიგო და ფიქრობს, რომ ასპარეზზე მხოლოდ ორი პოლიტიკური ძალა უნდა დარჩეს, დანარჩენები კი უბრალოდ, დაიხოცნენ! ხელისუფლებას ამ გეგმის განხორციელებას არ ვურჩევ, რადგან გაპარპაშებული პოლიტიკსოების წინააღმდეგ საკმაოდ ეფექტური მექანიზმი შევიმუშავეთ. ამ პროექტისათვის თვეში 10 -12 ათასი ლარი გვჭირდება…

– ბატონო თემურ, ასეთი რა პროექტია და, საერთოდ, პოლიტიკოსთა გასაკონტროლებლად ფული რა საჭიროა?

– უნდა შეიქმნას საზოგადოებრივი პარლამენტი, რომელიც პოლიტიკოსებზე მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს და გპირდებით, საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები საკუთარ ბედს დაწყევლიან.  საზოგადოებაც დარწმუნდება, რომ „ქართული ოცნება“ იტყუება, როცა ცდილობს რომ დაგვაჯეროს, თითქოს ქვეყანაში ერთადერთი ოპოზიციური ძალა ნაციონალური მოძრაობაა. „ოცნებას“ ავიწყდება, რომ ოპოზიცია პოლიტიკური სუბიექტი კი არა, სწორედ ხალხია, რომელიც ხელისუფლებას საკუთარი ჯიბით ქირაობს და აკონტროლებს. ვწუხვარ და განვიცდი, რომ „ქართული ოცნება“ თავისი წინამორბედების კვალს მიყვება.

მეგონა, ბიძინა ივანიშვილი არასდროს დაუშვებდა, რომ მინისტრს, ან დეპუტატს პენსიონერზე 20-ჯერ მეტი ხელფასი ჰქონოდა, მაგრამ, სამწუხაროდ, შევცდი … დღეს საქართველოში ადამიანი  იმდენ ფულს ბიზნესში ვერ შოულობს, რამდენსაც   – სახელმწიფო სამსახურში და მარწმუნებენ, რომ კორუფციას ებრძვიან?! საზოგადოებრივი პარლამენტი სწორედ იმ პოლიტიკოსების რისხვა იქნება, რომლებიც გაბიუროკრატდნენ.

სხვათა შორის, რამდენიმე დღის წინ „სახალხო კრების“ საბჭოს  სხდომა გაიართა, სადაც სამოქმედო გეგმაზე ვიმსჯელეთ.

– ესე იგი, „სახალხო კრება“ დუმილს არღვევს და მესამე პოლიტიკური ცენტრის ფორმირებას ცდილობს?

– დღეს ადამიანები არსებობისათვის იბრძვიან – პრაქტიკულად, დარვინის ეპოქაში ვცხოვრობთ.  ხალხთან ყოველდღიური კონტაქტი მაქვს და კარგად ვიცი, საზოგადოებაში პირველი ოქტომბრის ზეიმი ნელ-ნელა კვდება. თუ პროცესები ასე გაგრძელდა, დასასრული მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის დამარცხება კი არა,  კატასტროფა იქნება. დიახ, რეალობა ისეთი სულაც არაა, როგორიც არჩევნების შემდეგ, წარმოგვედგინა… ისიც სამწუხაროა, რომ ბატონ ბიძინას „სახალხო კრების“ წევრებთან სურვილი არ გაუჩნდა.

კარგი, ვთქვათ თემურ შაშიაშვილი არ მოსწონს, ნონა გაფრინდაშვილმა და რეზო ესაძემ რა დაუშავა? ამიტომ ვფიქრობთ, რომ თუ რეალური ბიძინა ივანიშვილისა და მისი პროგრამების ხილვა გვინდა, პრემიერს პირველ რიგში ჩასაფრებული “ნაციონალური მოძრაობა” უნდა ჩამოვაშოროთ… პრეზიდენტი ისეა ჩასაფრებული, შიმშილით გარდაცვლილი ბავშვებითაც კი მანიპულირებს. როცა ნაციონალებს მოვიშორებთ, კოალიციას შემდეგ ვანახებთ, რას ნიშნავს ნამდვილი ოპოზიცია.

 – ნაციონალების ჩამოშორების გეგმაც  შემუშავებული გაქვთ?

– ნაცმოძრაობის 90%-სთვის სააკაშვილი უკვე მიუღებელია, რადგან იციან, რომ ეს ადამიანი მათ პოლიტიკურ მომავალს ღუპავს, მაგრამ სუსტები არიან და ამას ხმამაღლა ვერ ამბობენ. სახტად დავრჩი, როცა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, ნაცმოძრაობას სახე შევუნარჩუნეთო…

რაც შეეხება ჩვენს გეგმებს, პირველი მოთხოვნა ვადამდელი არჩევნების დანიშვნაა. პარალელურად, ნაციონალების იმიჩმენტს დავიწყებთ და სასამართლოში სარჩელსაც შევიტანთ. ქვეყნისათვის აუცილებელია, ვადამდელი არჩევნები სექტემბერში, ან მაქსიმუმ, 2014 წლის მაისში გაიმართოს, თუ საქართველო ბიძინა ივანიშვილსაც უყვარს, ეს ნაბიჯი უნდა გადადგას, რადგან არსებული პარლამენტი სამარცხვინოა. იმ მილიონნახევარ ხელმოწერას, რომელიც სააკაშვილის წინააღმდეგ შევაგროვეთ, ახლა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნისკენ მივმართავთ. იმაზეც  შევთანხმდით, რომ წელს,  26 მაისს, მიხეილ სააკაშვილს აღლუმის ჩაბარების უფლებას არ მივცემთ და სააკაშვილის გასამართლების პროცესს სწორედ 26 მაისს  დავიწყებთ.

ბატონო თემურ, რა ამის პასუხია და , მას შემდეგ, რაც რუსი ოლიგარქის, ბორის ბერეზოვსკის გარდაცვალების შესახებ გახდა ცნობილი. ითქვა, რომ ბერეზოვსკი დასააკაშვილი ბათუმში ერთმანეთს ფარულად ხვდებოდნენ და ბადრი პატარკაციშვილის ბიზნესს ინაწილებდნენ…

– ბერეზოვსკიმ ყველაზე დიდი შეცდომა დაუშვა, როცა  მეგობრობა გივი თარგამაძესთან დაიწყო. უკრაინაში საკმაოდ ცნობილმა  პიროვნებებმა მითხრეს, გავოცდით, როცა ბათუმში მმართველი გუნდის მიერ ჩვენთვის გაშლილ სუფრასთან ბერეზოვსკიც აღმოჩნდაო. დიახ, ბერეზოვსკი ხშირად ჩამოდიოდა საქართველოში, სააკაშვილის გუნდი კი მას ფეხქვეშ ეგებოდა და ამის მოწმეებიც არსებობენ. იცით, სააკაშვილი ამას რატომ აკეთებდა? პუტინთან მებრძოლი დემოკრატის იმიჯს იქმნიდა, რის გამოც აბსოლუტურად ყველას შეეკრა, მათ შოის, ბერეზოვსკისაც. გარწმუნებთ, მას შემდეგ, რაც სააკაშვილი პრეზიდენტი აღარ იქნება , ყველას, ვისაც კი მასთან მცირეოდენი შეხება ჰქონდა , ძალიან შერცხვება. სააკაშვილი ადრე მეუბნებოდა, შენ ქვეყნის მომავალი პრეზიდენტი ხარო, მაშინ მასთან ერთად პარტიის შექმნაზეც იყო საუბარი, მაგრამ ბედნიერი ვარ, რომ ეს არ გავაკეთე – მივხვდი, საქმე ვისთანაც მქონდა, შევარდნაძისთვისაც არაერთხელ მითაქვამს, რეალური პრეზიდენტი იყავი და სააკაშვილი თავზე ნუ დაისვი მეთქი, მაგრამ არ მომისმინა…

 

 

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *