(ვერსია)თემურ შაშიაშვილი: “ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ სახალხო კრების გაწირვა უნდა იმ ხალხს, ვინც ბადრი პატარკაციშვილი გაწირა…”

Capture9თემურ შაშიაშვილის კომენტარი “ვერსიის” ჟურნალისტს

“რომ დავრწმუნდე, რომ ბადრი ბიწაძე რამეში მონაწილეობს, პირველ რიგში მას პასუხს მოვთხოვ. მე, თემურ შაშიაშვილი არასოდეს ვყოფილვარ ნინო ბურჯანაძის გუნდში. არ ვიცი ვინაა ყინწვისში დაკავებული ხალხი, ეს ჯგუფი ჩემთან აბსოლუტურად არანაირ კავშირში არაა. ყველამ იცის, რომ 24 მაისს ბათუმში ვიყავი და თბილისში გვიან ღამით ჩამოვედი, ასე რომ მათთან არანაირი კავშირი არ მაქვს.
ერთი ვიცი, ბადრი პატარკაციშვილი ამ ხალხმა გაწირა. ახლა ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ სახალხო კკრების გაწირვა უნდა იმ ხალხს, ვინც ბადრი პატარკაციშვილი გაწირა. არც ის ვიცი, ვინაა გამოძიების 5 მოწმე, წარმოდგენა არ მაქვს, უჩავას გარდა ჩვენება ვინ მისცა. საერთოდ უჩავას კარგად არც კი ვიცნობდი, მაგრამ ისე მოძრაოვდა ეგ კაცი, მართლა, შემოგზავნილი ყოფილა! უჩავაზე მინდა გითხრათ, შემოუთვლია, ჩემი ოჯახი ჰყავთ უმძიმეს მდგომარეობაში, სიტყვას არ ვამატებ, მინდა ოჯახი გადავარჩინო და კრებამ მაპატიოსო. ეს ინფორმაცია მისმა ადვოკატებმა გამოიტანეს.

წარმოდგენა არ მაქვს დაკითხეს თუ არა ვინმე მე ასეთ რამეებში არ ვმონაწილეობ. მიმაჩნია, რომ ბადრი ბიწაძე უნდა აიყვანონ და თვითონ დაიცვას საკუთარი თავი!

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *