(რეიტინგი)თემურ შაშიაშვილი: ბაგრატის ტაძრის დაკარგვაში დიდი წვლილი მიმიძღვის“

 


566345_288295577948785_1680886211_nთემურ შაშიაშვილს
გული წყდება და უკვირს. როდესაც იგებს, რომ ადამიანებმა 

არ იციან, რა ერქვათ მათ წინაპრებს. თავად ზეპირად იცის, სამი საუკუნის განმავლობაში თავისი წინაპრების სახელები. ამით რასაკვირველია, ძალიან ამაყობს. ამაყობს იმით, რომ ქუთაისის მერობის დროს ქალაქისთვის ბევრი კარგი რამ გააკეთა.

რატომ დააქვს დედის სურათი ჯიბით

 

 – ჩემს გვარში არც დედის, არც მამის მხრიდან პოლიტიკაში არავინ ყოფილა ჩართული. არავინ არასდროს თანამდებობაზე არ ყოფილა. ამას ხაზგასმით იმიტომ აღვნიშნავ, რომ პირველი ვარ, ვინც პოლიტიკაში ჩავერთე, ჩვენი ოჯახი დაკავშირებული იყო მიწასთან. ჩემს წინაპრებს ქუთაისში ცხრა კვალი მიწა ჰქონდათ.

 – ცხრა კვალი მიწა რამდენია?


0222700 კვადრატული მეტრია. ჩემი წინაპრები 300 წლის წინ ქუთაისში მეზობელი სოფლიდან გადავიდნენ. სოფელი ადრე წყალტუბოს რაიონი იყო, თუმცა გვარის ისტორია კახეთიდან იწყება. კახეთში არის სოფელი შაშიანი. სწორად ის იყო ჩემი დიდი წინაპრების ადგილსამყოფელი. ამ სოფელში ბევრთან მაქვს ურთიერთობა, ქუთაისში ჩვენი ბიოგრაფია იწყება გიორგიდან და ჯერჯერობით გიორგით მთავრდება. ჩემი ბიჭი არის გიორგი თეიმურაზის ძე, მე ვარ თეიმურაზ გივის ძე, გივი იყო პოლიკარპეს ძე, პოლიკარპე იყო ანტონის ძე, ანტონი იყო ვასილის ძე, ვასილი კი იყო გიორგის ძე. სწორედ ამ გიორგის პატივსაცემად დავარქვი ჩემს შვილს სახელი. ყველა ეს წინაპარი დასაფლავებულია ქუთაისის გარეუბანში. ერთ-ერთ სასაფლაოზე. ბაბუაჩემი ანტონი მგალობელი იყო. ხობის წმიდა გიორგის  ეკლესიის ხატისკაცები ვიყავით და დიდ გადასახადსაც ვიხდიდით. წმიდა გიორგის შესახებ ბევრი რამ რომ გავიგე, გადავწყვიტე მისთვის ვაჟის დაბადება მეთხოვა. ორი ქალიშვილი მყავდა. ახლა ერთი 25 წლისაა, მეორე – 23-ის. ბიჭი კი 16 წლისაა. ახმეტაში წავედი თეთრი გიორგის ეკლესიაში. შევთხოვე წმიდა გიორგის, ბიჭი მინდოდა და თუ მართლა შემეძინებოდა, გიორგის დავარქმევდი და იმ ეკლესიაში მოვნათლავდი. ღმერთმა ბიჭი მომცა, გიორგი, რომელიც თეთრი გიორგის ეკლესიაში მოვნათლე,

როგორც გითხარით, ჩემი წინაპრები მიწათმოქმედებას მისდევდნენ. მახსოვს, ბაბუაჩემ ანტონის თეთრ ცხენს ბეგლარი ერქვა. ჩემთვის მიწაზე მუშაობა უცხო არ იყო. მიუხედავად იმისა, რომ ქალაქში ვცხოვრობდით, ჩვენი წინაპრები მიწასთან იყვნენ დაკავშირებული და ჩვენთვის მიწა იყო განსაკუთრებული.

 – მითხარით,  რომ დედის ფოტო ჯიბით დაგაქვთ ასეთი გადაწყვეტილება რატომ მიიღეთ?

– დედის ფოტო დაახლოებით 30 წელია, ჯიბით დამაქვს. ამით დედას და მამას არ ვარჩევ ერთმანეთისაგან. მგონია, რომ დედა ყველა ქართველისათვის განსაკუთრებულია. დედა, შუშანა სალდაძე, სათნოებით გამორჩეული ქალი იყო. ბავშვობაში დედა რომ ადგებოდა და პირჯვარს იწერდა, მეღიმებოდა და რამდენჯერმე სიცილიც დავიწყე. მის ამ საქციელზე და ახლაც მჯერა,. რომ მას ჩემი საქციელის გამო ბიოდიში უნდა მოვუხადო.

 – როგორც ვიცი, ორი დედმამიშვილი გყავთ, მომდევნო ფოტოზე მთელი ოჯახია გადაღებული.

– dzჩემი უფროსი ძმა 1946 წელს დაიბადა, როცა სამამულო ომი დამთავრდა. მაშინ ყველას სტალინს არქმევდნენ. მამა და დედა ყველაზე მეტად იმიტომ მიყვარს, რომ ავთანდილი დაარქვეს, მე – თემური, დას კი – მარინე.

 – ბავშვობაში ბევრი ფოტო არ გადაგიღიათ

– მხოლოდ ეს ერთი ფოტო მაქვს თბილისში dzzწამოღებული. სურათი ჩემს ბიძაშვილსა და დასთან ერთად მაქვს გადაღებული. ბიძაშვილს ტუღუშას ვეძახდით, ნამდვილი სახელი კი ივანე ჰქვია. დედის მხრიდან ბაბუაჩემს ივანე ერქვა და ბავშვს მისი სახელი დაარქვეს. უკეთილშობილესი კაცი იყო. ორი წლის წინ გარდაიცვალა. ჩვენ ერთ ჯგუფში ვსწავლობდით. საბავშვო ბაღში გადაღებული სურათია.

 – ბავშვობა როგორ გახსენდებათ. თქვით, რომ პოლიტიკოსი თქვენს გარშემო არავინ ყოფილა, თავიდანვე გქომდათ პირველობის ამბიცია?

გულწრფელად გეტყვით, რომ არც ვმალავ, მინდოდა ყველაზე კარგად მესწავლა . ოჯახშიც მეუბნებოდნენ, რომ განათლება აუცილებელი იყო. ფეხბურთს რომ ვთამაშობდი, პირველობა მინდოდა, ჭიდაობაშიც პირველობა მინდოდა. როცა მესამე ადგილზე გავედი, ვთქვი, ეს ჩემი საქმე არაა-მეთქი და გამოვედი. კალათბურთს კარგად ვთამაშობდი. ჩოგბურთში ქუთაისის ჩემპიონი გავხდი. მათემატიკას კარგად ვსწავლობდი. იყო პერიოდი, როდესაც „ვეფხისტყაოსანს“ ფაქტობრივად ზეპირად ვიცოდი. მათემატიკაში არ მახსოვს ტური, რომ არ გამემარჯვა. ერთხელ მოსკოვშიც მივიღე მონაწილეობა საკავშირო ტურში. ვერ გავიმარჯვე, მაგრამ ჩემთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა მონაწილეობის მიღებას. საქართველოდან მხოლოდ სამნი ვიყავით. ვფიქრობ, რომ საქართველოში თუ ძლიერზე გაკეთდება პრიენტაცია და ძლიერი დაფასდება, ხელისუფლების წარმომადგენლები სუსტებსა და ქამელეონებს არ მოისვამენ გვერდით. წარჩინებით ვსწავლობდი. არც ვიცოდი, ოთხიანი რა ნიშანი იყო. საბოლოოდ ერთადერთი ოთხი ქართულ წერაში გამომყვა. კალიგრაფია მქონდა ცუდი. ოქროს მედალი მაინდამაინც იმ წელს გაუქმდა, მე რომ სკოლა დავამთავრე. მოგვიანებით ყველა დიპლომი ფრიადებზე ავიღე.

 – რა პროფესია გაქვთ?

– ინჟინერი ვარ ეკონომისტი და პოლიტოლოგი. როგორც გითხარით, სპორტშიც მაგარი ვიყავი მაგრამ ეს ჩხუბშიც უნდა დაგემტკიცებინა. ერთი ძალიან კარგი მეგობარი მყავდა გვარად დეისაძე. ბიჭებმა იფიქრეს, რომ შეიძლებოდა მომრეოდა ჩხუბში, მაშინ დანის ხმარება აკრძალული იყო. ძალით უნდა დაგემტკიცებინა, რომ მაგარი იყავი.

– ამ ჩხუბში გაიმარჯვეთ?

– მოვიგე და იმიტომაც მირჩევდნენ ყოველთვის საპასუხისმგებლო ადგილებზე. პირველად თბილისში კიბერნეტიკის ფაკულტეტზე მოვეწყვე. ოჯახს იმის საშუალება არ ჰქონდა, რომ თბილისში მესწავლა და საბუთები ქუთისში გადავიტანე. პირველ კურსზე ჯგუფხელად ამირჩიეს. რაზმეულის საბჭოს თავმჯდომარედ მე მირჩევდნენ, კომკავშირის მდივნად მე მირჩევდნენ, სპორტში კაპიტნად  სულ მე მირჩევდნენ, სიმღერის კონკურსებზე გუნდი მე გამყავდა. დიახ, მუსიკაზეც დავდიოდი. დედას ძალიან უნდოდა, რომ გიტარაზე დაკვრა მცოდნოდა და გაკვეთილზე პირველად რომ მივედი „ყვავილების ქვეყანა“ მასწავლეს. დღესაც, როცა მინდა დედა გავიხსენო, ამ სიმღერას ვმღერი.

როგორ დაიწყო ბაგრატის რესტავრაცია

 – მომდევნო ფოტო როდის გაქვთ გადაღებული?

 – 1989 წელს ქუთაისში ქალაქის საბჭოს თავმჯდომარე ვიყავი. პატრიარქი ჩამობრძანდა. უწმიდესს გელათის სასულიერო აკადემიის აღდგენა ვთხოვე. სინოდი ჩემი იდეის წინააღმდეგი იყო. უთხრეს,  საკმარისი სასულიერო აკადემიებია საქართველოშიო. პატრიარქმა თქვა, ჩვენ მოვესწარით იმას, რომ საბჭოთა ეპოქის მერე ქალაქის მერი მოდის და ითხოვს, სასულიერო აკადემია აღდგესო. მისმა ნათქვამმა გადაწყვიტა ყველაფერი. როინ მეტრეველი და მარიკა ლორთქიფანიძე მხარში დაგვიდგნენ და გელათის აკადემია აღდგა, მომდევნო სურათი მაშინაა გადაღებული, როდესაც აკადემია აღდგა და ქუთაისს მსოფლიო პატრიარქი ესტუმრა.

8

დღეს ბაგრატის ტაძრის აღდგენას ყველა იბრალებს, მისი აღდგენა 1986 წელს მამუკა ასლანიკაშვილმა დაიწყო, ის ღირსეული კაცი იყო. ყველაზე დიდი სარესტავრაციო სამუშაოები მან ჩაატარა. ტაძრის აღდგენისათვის  მთავარი იყო, რომ ბაგრატს თავისი ტერიტორიები დაბრუნებოდა. გალაქტიონ ტაბიძეს ჰქონდა სკოლა დამთავრებული, რომელიც მთლიანად ეფარებოდა ბაგრატს. მამუკამ გაბედა და თქვა, ეს სკოლა უნდა ავიღოთ, რომ ბაგრატი გამოჩნდესო. მთელი ქალაქი დადგა მაშინ ფეხზე. თქვენ წარმოგიდგენიათ, 1986 წელს იმ სკოლის დანგრევა, რომელიც ბაგრატს ეფარებოდა და სადაც გალაქტიონი სწავლობდა, რას ნიშნავდა? ტაძრის მიმდებარე ტერიტორიიდან ასამდე ოჯახის გაყვანა გახდა საჭირო. ოჯახებში 2-3 საათი ვიჯექი და ვეხვეწებოდი, ხალხი ტერიტორიიდან გასვლას დათანხმებოდა.

 – ფაქტია, რომ ბაგრატის რესტავრაცია ისე მოხდა, რომ ტაძრის ავთენტურობა დაირღვა.

– ქუთაისის აღმასკომის თავმჯდომარე რომ გავხდი, სამი რამის გაკეთება გადავწყვიტე, მინდოდა, საბჭოთა კავშირის ყველა ქვეყანაში შემექმნა ქართული სათვისტომოები. ქუთაისი თხუთმეტ ქალაქთან დავაძმობილე. გავხდით მსოფლიოს დაძმობილებულ ქალაქთა ასოციაციის წევრი, რასაც ასლან აბაშიძე ეწინააღმდეგებოდა. მუშაობა დავიწყეთ იმაზე, რომ ბაგრატი და გელათი მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შესულიყო და მიზანს მივაღწიეთ. მსოფლიოს კულტურულ მემკვიდრეობათა სიაში 418-ე  419 -ე და 420-ე ქართული ძეგლებია შეტანილი. 2002 წელს იუნესკოსთან ერთად გამოვაცხადეთ კონკურსი ბაგრატის ტაძრის რესტავრაციისათვის. ეს ყველაფერი ყველაზე კარგად იცის პეტრე მეტრეველმა, რომელიც დღემდე პრეზიდენტის მრჩეველია და, სამწუხაროდ, დღემდე დუმს. ის იუნესკოს წარმომადგენელი იყო იმ პერიოდში. იუნესკოს გენერალური დირექტორთან ჩვენს ვმეგობრობდით. გასაგებია, პეტრე მეტრეველი რატომ დუმს. პრეზიდენტის თანაშემწეა და ხმას ვერ იღებს. მან გადასარევად იცის, რომ ჩვენ გამივაცხადეთ კონკურსი, პროექტი ჩვენი ფულით გაკეთდა. 2003 წლის 21 სექტემბერს კონკურსის შედეგები გამოცხადადა. იუნესკოში ორივე  წარდგენილი პროექტი დაიწუნეს. პროექტი მსოფლიო პატრიარქმაც დაიწუნა. იუნესკოში მითხრეს, რას შვებით, ხალხნო, თქვენს ძეგლებს თქვენვე ებრძვითო? ისე არასდროს შევრცხვენილვარ, როგორც მაშინ. მერე კი ამ დაწუნებული პროექტით აღადგინეს ბაგრატი.პროექტი, რომლითაც ბაგრატი აღადგინეს, ჩვენი გაკეთებულია.

 – დაწუნებული პროექტით რატომ დაიწყეს რესტავრაცია?

– თვითნებობით გააკეთეს. პროექტის ავტორი ვანო გრემელაშვილი გარდაცვლილია. ბრწყინვალე პიროვნება იყო.

 – ლიფტის გაკეთების იდეაც მისი იყო?

9 ვანო გრემელაშვილი და ლიფტი? წარმოუდგენელია ეს იდეა მოგვიანებით გაჩნა და იყო კაპრიზი. აქ ხომ არ შეიძლება ვინმე ვინმეს შეეკამათოს. ბაგრატის მოძღვარი ვინც იყო, ჟვანია, ტაძარს მოაცილეს. გული მწყდება მეუფე კალისტრატეზე, რომელიც ხმამაღლა ამბობდა, ვინც ბაგრატს ააშენებს, მეორე დავით აღმაშენებელიაო, დავით აღმაშენებელს ეძახდა ედუარდ შევარდნაძეს. რამდენჯერმე მეც მიწოდა, მაგრამ ვუთხარი, მე თავი დამანებეთ მსგავსი სახელების შერქმევისგან მეთქი. მოკლედ, იუნესკომ 2003 წელს პროექტი რომ დაიწუნა. ლიფტი არ იყო. მაშინ ვინ გაბედავდა ასეთი რამის თქმას. ყველაფერი ვანო მეგრელიშვილის პროექტით გაკეთდა, გარდა ლიფტისა და ზემოთ ასასვლელისა. გრემელაშვილი იყო ვახტანგ ცინცაძის მოწაფე, ის ცუდს არაფერს მოიმოქმედებდა.

 – როგორც მივხვდი, თქვენ იყავით ბაგრატის ტაძარის რესტავრაციის ინიციატორი, მაგრამ ეს პროექტი თავიდანვე არასწორად დაიწყო.

– კი, მაგრამ ჩვენ ვაპირებდით, რომ ახალი კონკურსი გამოვეცხადებინა.

 – როგორც ვხვდები, ბაგრატის ტაძარი ქართველებმა გავაფუჭეთ და ამაში წვლილი თქვენც მიგიძღვით

– გეთანხმებით. ამ ყველაფერში დიდი წვლილი მეც მიმიძღვის, იმიტომ, რომ ვერც პროექტი, ვერც ტაძარი ვერ დავიცავი.

ყოველთვის მომწონდა კლასიკური მუსიკა

 – მომდევნო ფოტოზე გვიამბეთ
18

– სურათი იუნესკოს ტრიბუნასთან მაქვს გადაღებული. მაშინ ვთქვი, რომ ქუთაისი საუნივერსიტეტო, მეცნიერებისა და ბიზნესის ქალაქი უნდა ყოფილიყო. მაშინ იუნესკოს გენერალურმა დირექტორმა თავის სიტყვაში თქვა, მე არ ვიცნობ უკეთეს მერს, ვიდრე ქუთაისის მერი არისო.

 – მომდევნო ფოტო სადაა გადაღებული?

4 ესაა იმერეთის ყველაზე მაღალი ადგილი, სადაც ფაქტობრივად, გზა ვერ ადის. რვა საათის განმავლობაში მივდიოდით იმ ადგილამდე. ესაა ხარაგაულში, რკინის ჯვარზე ვიყავით. სვიმონ კანანელმა და ანდრია პირველწოდებულმა აიტანეს აქ ჯვარი. ეს ყველაზე დიდი დასტურია, რომ პირველი საუკუნიდან ქრისტიანობასთან ნაზიარები ვართ. ბედნიერი ვარ, რომ იქ ავედი.

 – მეუღლე როდის გაიცანით?

– ჩემი მეუღლე მჭედლიშვილია. დეა ჰქვია. მისი სახელი სიყვარულის ქალღმერთთანაა დაკავშირებული. მეუღლის დედის, მარინა მაჭავარიანის მეორე მეუღლე გახლდათ ზურაბ ანჯაფარიზე. დეა დიდი მომღერლის გვერდით იზრდებოდა. ყოველთვის მომწონდა კლასიკური მუსიკა.

555105_135108476678413_266372776_n

ზურან ანჯაფარიძესთან, ლექსო თორაძესთან ვმეგობრობდი. მომავალი მეუღლე კი ჩემი და ზურა ანჯაფარიძის საერთომეგობართან, დათო შალიკაშვილთნ გავიცანი, მომდევნო ფოტო მეუღლესთან ერთად მაქვს გადაღებული.

 – რამდენი წელია ერთად ხართ?

– ოცდაექვსი. ერთხელ ბორჯომში ჩავედი მოხსენების დასაწერად., ზურაბ 482751_131883990334195_1351933944_nანჯაფარიძე ოჯახთან ერთად იქ დამხვდა. მაშინ მე და დეამ უფრო  კარგად გავიცანით ერთმანეთი. ოჯახთან ერთად რომ წამოვიდა, მაშინ 1987 წლის გაზაფხულის პირველ დღეს ვიფიქრე, რომ დეა ჩემი ცოლი გახდებოდა. დაქორწინების გადაწყვეტილება კი მე და დეამ ჩემი დაბადების დღეს, 20 ივნისს მივიღეთ… მძიმე პერიოდები გავიარეთ. პირველი ქალიშვილი, ნესტანი, თბილისში შეგვეძინა. მერე ქუთაისში წავედით. შეგვეძინა მეორე ქალიშვილი. ფოტო ქალიშვილებთან ერთად მაქვს გადაღებული. ერთი ქალიშვილი გათხოვილია. მომდევნო ფოტოზე  სიძესა და ვაჟიშვილთან ერთად ვარ. sidze da vajishviliჩამოვედით აქ, ბინა არ გვქონდა და შვიდი საცხოვრებელი ადგილი გამოვიცვალეთ. ბოლოს ჩემი მეუღლის ბებიის, ელისო მაჭავარიანის ბინაში დავსახლდით. ბედნიერი ვარ, რომ ისეთ ადგილას ვცხოვრობთ, საიდანაც მამა დავითიც ჩანს და სამებაც.

ესაუბრა მერი კობიაშვილი

 

 

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *