ზესტაფონის ფეროში შექმნილი მდგომარეობის მოკლე მიმოხილვა

1997 წელს ე.წ. ნულოვან აუქციონზე სულ რაღაც ერთ მილიონ დოლარად იქნა გაყიდული სს “ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის” აქციათა პაკეტის 49%, საიდანაც 2% გა¬და¬ცემული იქნა ქარხნის კოლექტივისადმი. დასახელებული 49%-ის მფლობელები ერთობ¬ლი¬ვად ხდებიან ქართული, ინგლი¬სური, რუსული და თურქული ბიზნეს-დაჯგუფებები (დ. შალიკაშვილი და ნ. ამბო¬კაძე, “რონლი ჰოლდინგი”, «Промыш¬ленные инвесторы» და “ფაპეტი”).

2003 წელს სახელმწიფო პირდაპირი მიყიდვის წესით, 7,1 მლნ დოლარად ყიდის სს “ფეროს” აქციათა საკონტროლო პაკეტს – 51%. ერთმანეთის კონკურენტებად გვევლი¬ნებოდნენ რუსული «Промышленные инвесторы»  და ავსტრიული «DჩM Dეცომეტალ».მენეჯმენტში შემოდის ავსტრიული კომპანია. სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილედ ინიშნება ქართული ბიზნეს დაჯგუფების ახალი სახე – ილია კოკაია.მალევე კვიპროსის თავისუფალ ეკონომიკურ ზონაში, ნიქოზიაში დარეგისტრირდა კომპანია “შელრომეხ”, რომელსაც გადაეცა სს “ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის” აქციათა პაკეტის 96%, სადაც თავის მხრივ 28% ეკუთვნის ავსტრიულ კომპანიას  «DჩM Dეცომეტალ».

გამოდის, რომ თავიდანვე ავსტრიულმა კომპანიამ რეალურად აქციების არა 51%, არამედ 25-28% შეიძინა. (ეს მიუთითებს იმაზე, რომ აქციათა პაკეტის (51%) პირდაპირი მიყიდვის წესით გაყიდვისას ავსტრიული კომპანიის უკან ფარულად, სანახევრო წილით უკვე იდგა ქართული დაჯგუფება ი. კოკაიას ხელმძღვანელობით. სახელმწიფოს მიერ «Промышленные инвесторы»-სათვის კაზრეთის მადნეულის სამთო-გამამდიდ¬რებელი კომბინატის მართვაში გადაცემის შემდეგ, მათ ქართულ დაჯგუფებას დაუთმეს სს “ფეროს” აქცი¬ა¬თა კუთვნილი წილი (25%). შედეგად, ქართული დაჯგუფება გახდა სს “ფეროს” აქციათა საკონ¬ტროლო პაკეტის მფლობელი.

2005 წლის ბოლოს, ავსტრიული მხარის ჩარევის შედეგად (წარმომადგენელი გ. ბედინეიშვილი) სს “ფეროს” აქციონერების წინააღმდეგ აღიძრა სისიხლის სამართლის საქმე განსაკუთრებით მასშტაბური ფინანსური დარღვევების გამოვლენის გამო. ქართული დაჯგუფება სასწრაფოდ პარტიზანულად ტოვებს საქართველოს. საგამოძიებო ღონისძიებებით გამოიკვეთა 63 მლნ ლარის საფინანსო ვალდებუ¬ლება სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ.

2006 წელს კვიპროსზე რეგისტრირებული “შელრომეხ”-ის აქციები გადაეცა ცნობილ ინგლისურ ტრეიდერს, სა¬ვაჭ¬რო გაერთიანებას «SТEMCOR», რომელმაც უკვე შემოდგომაზე დაარეგისტრირა შპს “ჯორჯიან მანგანეზი”. (2006 წლის სექტემბერ-ოქტომბერი).მოგვიანებით გაირკვა, რომ მათივე სახელით, ცხადია ქართული დაჯგუფების მიერ, უკვე კარგად ცნობილ ნიქოზიაში (კვიპროსი) დარეგისტრირებელი იქნა მეორე ჯორჯიან მანგანეზი _ “Gეორგიან მანგანესე Hოლდინგ ლიმიტედ”.ქართული “ჯმ”-ს დირექტორად გვევლინებოდა ვინმე ბერნდ ჰულბერტი. სს “სფერო”-ს ვალების ვითომდა ინგლი¬სური «SТEMCOR»-ის მიერ გადახდის გამო სს-ს დირექტორად ინიშნება ვინმე ბერნდ გრაბოუ. ეს უკანასკნელნი «SТEMCOR»-ის ქართველ წარმომადგენელთან, ალექსანდრე ანთაძესთან ერთად ოპერი¬რებენ ზესტაფონის აქტივებით.

2007-2008 წლების მიჯნაზე შპს “ჯორჯიან მანგანეზის” მენეჯმენტში შემოდის უკრაინული “პრივატ-ბანკი”, აღმასრულებელი დირექტორის ოლექსანდრე ზილბერმანის სახით.2007 წლის 5 იანვარს სახელმწიფოსა და შპს “ჯორჯიან მანგანეზს” შორის (გიორგი არველაძე-ოლექსანდრე ზილბერმანი) გაფორ¬მდა ოფიცია¬ლური ხელშეკრულება (ზუსტად არაა ცნობილი თუ რომელ “ჯორჯიან მანგანეზთან” დაიდო ხელშეკრულება). ჩვენთვის ცნობილია, რომ ქართული “ჯმ” გახდა ჭიათურა-ზესტაფონის მფლობელი, ხოლო “ვარციხჰესი” როგორღაც უკვე მანმადე გამხდარიყო კვიპრო¬სული “ჯმ”-ს საკუთრება. ცნობილია, რომ საინვესტიციო თანხები ასევე ტარდებოდა კვიპროსული “ჯმ”-ს მეშვეობით. ეს მიანიშნებს იმაზე, რომ ქართული დაჯგუფების მიერ კვლავ იქნა ჩატარებული ანტისახელმწი¬ფოებრივი აფიორა. რის შედეგაც, ინგლისური «ТEM»-ის შვილობილი შპს “ჯორჯიან მანგანეზის” მიერ ჩატარებული მოჩვენებითი პრივატაციის გზით, ქართულმა დაჯგუფებამ ზესტაფონის გარდა, უკვე ხელში ჩაიგდო, ჭიათურისა და ვარციხისჰესის აქტივებიც.

საყურადღებოა ის გარემოებაც, რომ «SТEMCOR»-ის მიერ სს “ფეროსადმი” სა¬ხელმწი¬ფოსაგან დაკისრებული 63 მლნ ლარის გადახდა, ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ შპს”ჯორჯიან მანგანეზს” ჩაუთვალა საპრივატიზაციო შენატანში. შედეგად ჩნდება საფუძველი იმისა, რომ აღინიშნოს, – პრივატიზაციის შედეგად სახელმწიფომ ნაცვლად დაგეგმილი 132 მლნ დოლარისა, 30-35 მლნ დოლარით ნაკლები მიიღო.

შპს “ჯმ”-ს ოპერირების პირობებში, 2007-2008 წლებში განგებ იქნა გაუარესებული საწარმოო-ტექნიკური  მაჩვენებლები. შედეგად, ხელოვნურად იქნა გაზრდილი პროდუქციის თვითღირებულება. მენეჯმენტში “პრივატ-ბანკის” გამოჩენამდე სილიკომანგანუმის საშუალო თვითღირებულება 500 აშშ დოლარია, ზილბერმანის მოსვლის შემდეგ თვითღირებულება ეტაპობრივად 1300 აშშ დოლარამდე იზრდება. ეს მაშინ, როცა მისსავე მართველობაშია, ერთ-ერთი უიაფესი ვარციხჰესი (გამო¬მუშა¬ვებული ელ.ენერგია 2-2,5 თეთრი/კვტ.სთ) და ჭიათურის მანგანუმის მადანი (ღირებულებით 100-120 ლარი/ტონა).

მიუხედავად რესურსების არსებობისა, შპს “ჯმ” სანახევროდ გადაყვანილი იქნა განიდან და კოტ-დივუარიდან იმპორტირებულ მანგანუმის მადანზე (იხ. ცხრ), რომელიც ქარხანას ეწერებოდა საბაზრო ფასად 200-450 აშშ დოლ. აღნიშნული მადნების საწარმოო გამოყენება ხდებოდა წინასწარი კვლევებისა და ახალი საწარმოო ინსტრუქციების მიღების გარეშე. რაც ასევე კანონდარღვევაა. იმპორტირებული მადანი რეალურად წარმოად¬გენდა არა საბაზრო ფასით შეძენენილ ნედლეულს, არამედ თვით “პრივატ-ბანკის” საკუთრებაში მყოფი აფრიკული საბადოდან (მაგალითად, განა) ტრანსპორტირებულ მასალას, რომლის ღირებულება გზაში ხელოვნურად იზრდებოდა 50 აშშ დოლა¬რიდან 300-400 აშშ დოლარამდე (საბაზრო ფასამდე).  ანალოგიური გზა შერჩეული იქნა იმდენად, რამ¬დენადაც ჭიათურიდან მადნის ღირებულების სამჯერადი და მეტად გაზრდა საკმაოდ უხერხულ სიტუაციაში ჩააგდებდა ადგილობრივ მენეჯმენტს. პროდუქციის სარეალიზაციო ფასები კი პირიქით, საბაზრო ფასებთან შედარებით ხელოვნურად ნაკლები ფიქსირდებოდა. მაგალითად, სილიკომანგანუმი ნაცვლად საბაზრო ღირებულებისა 1600-2500 აშშ დოლ.  იყიდებოდა 1100-1700 აშშ დოლარად. (მოყვანილია გასაშუალებული მონაცემები). ხელოვნურად იქნა გაზრდილი საწარმოო დანაკარგების მაჩვენებელი. 6%-დან გაიზარდა 24%-მდე. შესაბამისად დამალული იქნა წარმოებული პროდუქცია და მისგან მიღებული შემოსავალი. პირდაპირი (მზა პროდუქციაზე) გადათვლით, მიუღებელი შემოსავალი 100 მლნ ლარს აჭარბებს. ყოველივე ზემოაღნუშნული მაქინაციებით სახელმწიფოსაგან დამალული იქნა მრავალი ათეული მილიონი ლარის შემოსავალი (200 მლნ ლარამდე).

zest

ასევე ხელოვნურად იქნა გაზრდილი ინვესტიციები. მაგალითად, ინვესტიციებად იქნა გაწერილი თავის დროზე რუმინეთის ფეროშენადნობთა ქარხნისათვის განკუთვნილი და ჯართად ჩამოწერილი დოზატორები და საჩამოსხმო ბოყვები. Aასევე ახლის ფასად იქნა შემოყვანილი მრავალი სარკინიგზო, საგზაო და სხვა ამწე-სატრანსპორტო საშუალებები. Aასევე ინვესტიციად გასაღდა სხვა ქარხანაში ჯართად ჩამოწერილი სამსხვრევ-მახარისხებელი კომპლექსი (D&K), რომლის გაჭირვებით აწყობისა და გადაღებვის შემდეგ პრეზენტაციაზე პრემიერ-მინისტრი გილაურიც კი იქნა მიპატიჟებული.

ცხრილიდან, რომელიც ნათლად ასახავს ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის საწარმოო-ტექნიკური მაჩვენებლების შედარებით ანალიზს 2004-2008 წლებში, ანუ შპს “ჯორჯიან მანგანეზის” ჩამოყალიბებამდე და მის შემდეგ, იკვეთება, რომ ელექტრული ენერგიის ხვედრითი ხარჯი ტონა წარმოებულ პროდუქციაზე გაზრდილია 30%-ით, აღმდგენელი კოქსის ხარჯი გაზრდილია 50%-ით, ჭიათური II ხარისხის კონცენტრატი ჩანაცვლებილია ბევრად დაბალხარისხიანი (III-IVხარისხის ტოლფასი) განის კარგონატული მადნით, მანგანუმის დანაკარგი 6%-დან გაზრდილია 24-26%-მდე, მანგანუმის სასარგებლო ამოკრეფა 80%-დან შემცირებულია 70-68%-მდე.
შპს-ს პირობებში მიუხედავად ინვესტირებისა და რამოდენიმე ღუმელის კაპიტალური შეკეთებისა, პირველ წელს (2007 წ) წარმოების მოცულობა ზრდის ნაცვლად შემცირებისაკენ წავიდა (ნაცვლად 122 ათასი ტონისა _ 118 ათასი ტონა). ყოველივე ზემოაღნიშნული გაყალბების ფონზე 2008 წლისათვის წარმოება ოდნავ 129 ათას ტონამდე გაუმჯობესდა, მაშინ, როდესაც აღებული ვალდებულებების თანახმად 2008 წლის წარმოება 200 ათასი ტონა სილიკომანგანუმი უნდა ყოფილიყო.

შპს-ს ბუღალტერიაში საერთოდ მოშლილია აღრიცხვიანობის სისტემა, რაც შესაძლოა განგებაც განხორციელდა.
სახელმწიფოს მიერ ჩატარებული გეგმიური შემოწმებით, ჯერ-ჯერობით მხოლოდ 2007 წლის მონაცემებით, შპს-ს დაერიცხა 17 მლნ ლარამდე საჯარიმო გადასახადი. შემოწმება ხორციელდებოდა მხოლოდ ბუღალტრული დოკუმენტაციის მიხედვით.

მიმდინარე წლის (2009 წ.) აგვისტოში ზესტაფონის რაიონში გამოვლენილი იქნა სილიკომანგანუმის ფარული რეალიზაციის არაერთი შემთხვევა. ფაქტთან დაკავშირებით დაკავებული იქნა 22 ადამიანი, მოხსნილი იქნა ადგილობრივი პოლიციის უფროსი, ყალბი ანგარიშფაქტურების გამოვლენის გამო ასევე დაკავებული იქნა საგადასახადოს უფროსი. დაკითხული იქნენ “ჯორჯიან მანგანეზის” ხელმძღვანელ მუშაკები, მხოლოდ არც ერთი მათგანი არ მისცემია პასუხისგებაში.

 

 

 

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *