განახლებული ეროვნული მოძრაობისა და ქართული ერთობის გარეშე საქართველოს არა აქვს მომავალი!

7 თებერვალი 2010
gerbi1შეფასების,ანალიზისა და დაფიქრებისათვის წარმოგიდგენთ პოლიტიკურ ანალიზს, რომელიც 6 წლის წინ მომზადდა და ზუსტად 5 წლის წინ, დავით აღმაშენებლის დღეს გამოქვეყნდა…და რომელიც,პრაქტიკულად იყო პირველი პოლიტიკური ანალიზი ე.წ.”ვარდების რევოლუციის”,მისი წინა პერიოდის.

განახლებული ეროვნული მოძრაობისა და ქართული ერთობის გარეშე საქართველოს არა აქვს მომავალი!

(პირველი პოლიტიკური ანალიზი ე.წ. ,,ვარდების რევოლუციის” შემდგომ)
… ჩვენ უნდა ვსდიოთ ახლა სხვა ვარსკვლავს,
ჩვენ უნდა ჩვენი ვშვათ მყოობადი,
ჩვენ უნდა მივცეთ მომავალი ხალხს

განახლებული ეროვნული მოძრაობა ქართული ერთობისა და მომავლის საქართველოსათვის

1. განახლებული ეროვნული მოძრაობისა და ქართული ერთობის გარეშე საქართველოს არა აქვს მომავალი!

დადგა დრო, დადგა ჟამი, როცა ქართველებმა საქართველოში მცხოვრებმა ყველა მოაზროვნე ადამიანმა, საქართველოს მეგობარმა ყველა უცხოელმა პირდაპირ უნდა ვთქვათ, რომ საქართველოში კრიზისმა კრიტიკულ ზღვარს მიაღწია და ასე ცხოვრება, მართლაც აღარ შეიძლება.

ვთქვათ, ვაღიაროთ, რომ საქართველოში სიკეთე გათითოკაცებულია და ბოროტება – ერთ მუშტად შეკრული, რომ ხალხი და ქვეყანა დამშეული და დაუძლურებულია, რომ მიუხედავად პრესითა და ტელევიზიით ხელისუფლების მხრივ კეთილდღეობაზე ლამაზი საუბრებისა და დაპირებებისა, ენაწყლიანობისა, რაც დრო გადის, ღარიბი კიდევ უფრო ღარიბდება, მდიდარი კი უფრო მდიდრდება და ერთი, რითიც უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი ხალხი იკვებება, არის მდიდრებს შორის ქვეყნის ქონების გადანაწილების პოლიტიკური შოუ-კონცერტები.

ვთქვათ, რომ კატასტროფის უტყუარი ნიშანი სახეზეა: წლების განმავლობაში, თითქმის ერთმანეთის ტოლია: ქვეყანაში შექმნილი ეროვნული პროდუქტის, ქვეყნის ბიუჯეტში შესული თანხის, ქვეყანაში გაცემული ხელფასის, პენსიის, დახმარების და ქვეყანაში ვაჭრობა-მომსახურების მოცულობები. თითქმის დაუჯერებელია, მაგრამ სამწუხაროდ, ასეა და რაც უფრო მეტად დამაფიქრებელია, ეს პროცესი გრძელდება და გაცილებით მახინჯ სახეს და ხასიათს იღებს.
ვთქვათ, ვაღიაროთ, რომ მმართველი პოლიტიკური ძალის დამღუპველი საფინანსო პოლიტიკის შედეგად, ქვეყანაში ფიზიკურ და იურიდიულ პირთა 95%-ზე მეტი, დოკუმენტაციის მიხედვით წამგებიანია და მოგება მხოლოდ მომსახურე დარგებს აქვთ, რომ ქვეყანაშემოსავლებს არა სამეწარმეო, არამედ მომსახურების, საბაჟო, ბანკები, კავშირგაბმულობა, ტრანსპორტი, სათბობენერგეტიკა, ვაჭრობა, მომსახურება) სფეროდან იღებს, რომ ეს არის არა ქვეყანაში პროდუქციის შექმნით, არამედ გაწეული მომსახურებით (ძირითადში კომუნალური) და ქვეყნის გარედან შემოტანილი (ძირითადში უხარისხო და იაფფასიანი) პროდუქტებით ვაჭრობით მოსახლეობის ჯიბიდან ამოღებული თანხები, უფრო სწორი იქნება თუ ვიტყვით, მოსახლეობისათვის წაგლეჯილი თანხები, თუნდაც იმის გამო, რომ მომსახურების ტარიფები _ ელექტროენერგიით, გაზით, წყლით დაწყებული _ ბანკებით, ტრანსპოტრითა და კავშირგაბმულობით დამთავრებული) ეს არის არა კონკურენციის, არამედ ხელოვნური რეგულირების (ძირითადში ზრდის მიმართულებით)შედეგად მიღებული. რევოლუციამ ეს პროცესი გააძლიერა მოსახლეობისათვის კიდევ უფრო საზიანოდ. სახეზე გვაქვს ტარიფების კატასტროფული ზრდა, პრაქტიკულად საერთაშორისო დონესთან შედარებით, კატასტროფულად დაბალია ხელფასები, პენსიები, შემოსავლები საერთოდ. საშუალო ამერიკელის წლიური შემოსავალი 50 ათასი დოლარის ფარგლებშია. საშუალო ნიგერიელის 3,5 ათასს აჭარბებს. საშუალო ქართველის _ 700 დოლარის ფარგლებშია. დასკვნა ხალხმა გააკეთოს.

ვთქვათ, ვაღიაროთ, რომ კატასტროფის უტყუარი ნიშანია პრივატიზაცია _ მთელი მისი იდეოლოგია, პროცესი, შედეგი. პრივატიზაცია, რომელიც ძირითადში ვაუჩერებით და ნულოვანი აუქციონის წესით წარიმართა და რომელსაც მოჰყვა არა პროდუქციის შექმნაზე, არამედ საწარმოების ჯართად ქცევაზე, არა დასაქმებაზე, არამედ უმუშევრობაზე ორიენტირებული მეწარმეობა; პრივატიზაციამ, რომელმაც ქვეყნის ძირითადი ქონების სახელმწიფო მოხელეებზე, პარლამენტარებზე, პოლიციის მაღალჩინოსნებზე, ყოფილ დირექტორებზე და მათ გვერდით მდგომებზე, სხვათა გაღარიბებით გამდიდრებულებზე და კრიმინალებზე მიყიდვით, ერთდროულად დაასრულა რამდენიმე პროცესი: ერთის მხრივ, თანამდებობის პირები, სხვადასხვა დონის არჩევითი ორგანოების წარმომადგენლები ქონებითაც გაამაგრა და ამ სიმდიდრის შემქმნელი ქვეყნის ძირითადი მოსახლეობა უმუშევარი დატოვა. მეორეს მხრივ, მოკლა ქვეყნის სტაბილურობისა და დამოუკიდებლობის გარანტი _ საშუალო ფენა, მეცნიერება, განათლება, კულტურა, ხელოვნება, ჯანმრთელობა, სპორტი _ საერთოდ, ინტელექტუალური ნაწილი, პრაქტიკულად იგი ქონებისა და საკუთრების გარეშე დატოვა. ქვეყანა დაჰყო მდიდრებად და ღარიბებად, დააკანონა მდიდართა ხელისუფლება, მდიდართა ბატონობა ღარიბებზე (ე.წ. რევოლუცია ამ პროცესს აძლიერებს, სამწუხაროდ, ხალხის დახმარებით, მხარდაჭერით, რევოლუციური აღტკინებით, ტაშით, ქება-დიდებით).

ვთქვათ, ვაღიაროთ, რომ მმართველი პოილტიკური ძალის დამღუპველი საფინანსო პოლიტიკის შედეგად ქვეყანაში ბიზნესი არა უბრალოდ პოლიტიზირებულია, მეწარმეთა აბსოლუტური უმრავლესობა ფიქრობს არა ხალხზე, არამედ მმართველ პოლიტიკურ ძალაზე, ხელისუფლებაზე, მისთვის სასურველ ხელისუფლებაზე, ხელისუფალთა და ე.წ. დიდი ბიზნესის წარმომადგენელთა (საზომი ხელისუფლებასთან სიახლოვეა)_აბსოლუტურ უმრავლესობას არც ესმის ეკონომიკა.(მხოლოდ სიტყვებით აპერირებენ). არც ეკონომიკური და თუნდაც, ეკონომიკის პრობლემები აწუხებთ, _ დაკავებულნი არიან საკუთარი ბიზნესით თუ ბიზნესის გადანაწილებით_ დღეს ისე, როგორც არასდროს ჩამორთმევისა და გადანაწილებისათვის დაჭერას და ციხის კედლებსაც კი იყენებენ იმათთვის, ვინც ამას ნებაყოფლობით არ გააკეთებს. ქვეყანაში ძირითად ბიზნესად პოლიტიკა იქცა. ძირითადში ფულიანთა გაპარლამენტარების და თანამდებობაზე დანიშვნის (გაცილებით სწორი იქნება პარლამენტში და თანამდებობაზე შეგდების) ,,ცეხები~ მუშაობენ.

ასეთი მეწარმეობისა შედეგია დანგრეული ეკონომიკა, იმპორტი _ (ძირითადში კვების პროდუქტები, ავეჯი, სიგარეტი, ნავთობი…), რომელიც აჩერებს ჩვენს საწარმოებს, სამუშაო ადგილებს სხვა ქვეყნებში ქმნის, კლავს სოფლის მეურნეობას, ხალხისაგან ცლის სოფლებს, მიწას აცილებს ქართველ კაცს და ექსპორტი, (ძირითადში ქვეყნის ბუნებრივი სიმდიდრე _ ნედლეული, ოქრო, მარგანეცი, ჯართი, ხე-ტყე…) რომელიც ამუშავებს სხვა ქვეყნის საწარმოებს, სამუშაო ადგილებს ქმნის უცხოეთში აძლიერებს მათ ეკონომიკას, საბოლოო პროდუქტით სახელს აძლევს უცხოეთის ბიზნესმენთ და დაცინვის ობიექტად აქცევს ქართველ ბიზნესმენებს, ქართულ ინტელექტუალურ ძალას იძულებულს ხდის წავიდეს უცხოეთში, უცხოეთში წასვლით და შავ მუშად მუშაობით ირჩენს თავს არაერთი თანამემამულე ამ უკანასკნელთა მიერ ოჯახებისა და ახლობლებისათვის გადმორიცხული თანხით და არა ქვეყანაში შექმნილი ეროვნული პროდუქტის ზრდით არის შენარჩუნებული ლარის კურსიც.

მწარე და ტრაგიკულია ჩვენი ქვეყნის ისტორია: ხან იარაღით ვკარგავთ დამოუკიდებლობას, ხან სხვა ქვეყნის ფულით, ხან ბრძოლით და სისხლით, ხან სიცილ-ხარხარით, ხან ყველასგან მიტოვებით, ხან ერთი შეხედვით, მთელი მსოფლიოს ყურადღებით.

დღეს უტყუარად შეიძლება ითქვას, რომ დამოუკიდებლობას ვკარგავთ აზროვნების სიძნელით, ხელისუფალთა მხრივ, ეროვნულისადმი ზურგის შექცევით, უფულო ხალხითა და ფულიანი ხელისუფლებით, უფულო ბანკებითა და ფულიანი ბანკირებით, კერპთაყვანისმცემლობით.

როგორადაც მძიმე არ უნდა იყოს, უნდა ვთქვათ, რომ წარმატებულად ხორციელდება ცივილიზაციის სათავეებთან მდგომი, ჯანსაღი და ძლიერი ისტორიული ფესვის მქონე ერისა და ქვეყნის დაჩოქების, ეროვნული სულის მოსპობის პროგრამა და ეს კეთდება დემოკრატიზაციისა და გლობალიზაციის ნიშნით. პრაქტიკულად, ეს არის მასონური მოძრაობის მარწუხი, რომლისთვისაც დემოკრატიზაცია და გლობალიზაცია უთვისტომობას, ურწმუნობასა და კოსმოპოლიტიზმს ნიშნავს.

მართლაც, დიდი დაფიქრების, ქართული სულის შემადგენელი ნაწილის, ჩვენი დიდი წინაპრების მონაპოვრის _ ეროვნული მოძრაობის განახლებისა და ჩვენს ქვეყანაში მცხოვრები სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენლებთან ქართული ტოლერანტობით წარმართვისა და გაძლიერების, დიდი ქართული ერთობის გარეშე საქართველოს არ აქვს მომავალი.

II სამწუხარო რეალობა _ პირველი:
აზროვნების სიძნელე,მშიერი და დაუძლურებული ქვეყანა.

ჩვენი სამშობლოს უპირველესი მტერი, საუკუნეებიდან მომდინარე, დღესაც მყარად მდგომი ,,აზროვნების სიძნელეა.~ ,,აზროვნების სიძნელე~ კერპებით ცხოვრება, გონებით კი არა, ემოციით ცხოვრებაა, როცა ჭირს ბოროტისა და კეთილის გარჩევა
ყოველ ეპოქაში _ ყველა ქვეყნისა და ყველა ერისათვის ,,აზროვნების სიძნელე~ ყველაზე დამანგრეველი ძალა იყო და რჩება, მით უფრო, მშიერი და დაუძლურებული ქვეყნისთვის.

ვაჟა-ფშაველა დაჩოქილი ევედრებოდა ღმერთს, ხალხი და ქვეყანა არ დამიბეჩავოო. მისივე თქმით, დაბეჩავებულ ხალხში კვდბა ეროვნული სული, პატრიოტიზმის გრძნობა, ეროვნული ღირსება.

დიდი სიბრძნეა _ ჩვენთვის რეალობა.

დრომ დაადასტურა, როცა ქვეყნის დაჩოქება და დამონება უნდათ. უპირველესად, ამშევენ და აუძლურებენ, რადგან ასეთ ქვეყანაში ადვილია სიკეთის გათითოკაცება, ბოროტების ერთ მუშტად შეკვრა, ხალხის სახელით ხალხისვე წინააღმდეგ მოქმედება.

სწორედ მშიერ და დაუძლურებულ ქვეყანაშია შესაძლებელი ანტიქართული ძალების პარპაში, კლანურობის ზეობა, ფულისა და ათიათობით ადამიანის გაღარიბებით მიღებულ სიმდიდრეზე აღმოცენებული ყალბი გმირების სიმრავლე და მათი გაფეტიშება, ხალხში მონური ფსიქოლოგიის გაძლიერება, საკუთარი ეკონომიკის ნგრევა, ყველაფერი ღირებულისა და ფასეულის სხვის ხელში ჩაგდება, სხვა ქვეყნის უვარგისი, მაგრამ იაფიანი საქონლით სავაჭრო დიდ ჩარჩულ მოედნად საკუთარი ქვეყნის ქცევა, შენი ქვეყნის ინტელექტუალთა დაუფასებლობა, სხვა ქვეყნის სპეციალისტთა ყურმოჭრილ მონებად შენი ქვეყნის ხელისუფლების ქცევა. ძლიერისა და სამართლიანის დაუფასებლობა და სუსტთა იდეოლოგიის დამკვიდრება, ხალხის გამოყენება ყოველგვარი პროგრესულის, რეფორმისტულის დასამარცხებლად, სიბნელის დასამკვიდრებლად.

ისტორიულად, რევოლუციები, გადატრიალებები, სამოქალაქო ომები, ტერიტორიული დაქუცმაცება, კლანური და ყოველგვარი დაპირისპირებები სწორედ მშიერ და დაუძლურებულ ქვეყანაში ხდება.

რაც ყველაზე მეტად შემაძრწუნებელია, ხალხს ყოველივე ზემოთქმული არ სჯერა _ადამიანთა ძირითადი ნაწილი კერპებით ცხოვრობს, ბელადებზე ოცნებობს, ბელადებს მისტირის…

ხალხი ვერ ხედავს იმას, რომ ქვეყანას კიდევ უფრო ამშევს, ასუსტებს, აჩოქებს ყალბი ეროვნული პათოსი, რწმენის რიტუალიზება და სოციალური დემაგოგია.
სწორედ ეს არის აზროვნების სიძნელე!

ამ თვალსაზრისით, განსაკუთრებულად დამანგრეველი უკანასკნელი ათი წელი აღმოჩნდა, როცა ორი პოლიტიკური ძალის _ ერთი მხრივ, ,,მოქალაქეთა კავშირის~ და მეორე მხრივ გარეგნულად მასთან დაპირისპირებული, სინამდვილეში კი მასთან ტანდემში მოქმედი ,,აღორძინების~ ხელმძღვანელი პოლიტიკური ელიტის იდეოლოგიამ ხალხის უდიდესი ნაწილი დაამშია და დააუძლურა; ერთ უმცირეს _ მათთვის სასურველ ნაწილს მთელი სიმდიდრე ნულოვანი აუქციონით ხელში ჩაუგდო: რუსეთთან ნულოვან ვარიანტზე ხელმოწერით ქვეყნის უდიდესი სიმდიდრე რუსეთს დაუთმო; გაანადგურა ჯანსაღი, ეროვნული სულის პარტიები და გაერთიანებები, ქვეყანაში არჩევნების გაყალბების ტექნოლოგიების დამკვიდრებით სრული პარტიული დიქტატურა დამყარა, ქვეყანა ქურდული მენტალიტეტით მართვის რეჟიმში გადაიყვანა.

მშიერი და დაუძლურებული ხალხის მართვა ადვილია, ადვილია ფულიანთა მართვა მათი გაუნათლებლობით, ხოლო განათლებულთა მართვა _ მათი უფულობით…
კორუფციის საფუძველი და მისი ყველაზე დიდი წყარო ერთი ნაწილის მოჭარბებული სიმდიდრე და მეორე ნაწილის მეტისმეტი სიღარიბეა, განათლებული უფულოს მოსყიდვა შეუძლია და იგი გრანტებით, ქველმოქმედებითა და ჰუმანიტარული დახმარებებით არის შეფერადებული.

ქართველი ხალხი არ იმსახურებს ასეთ ყოფას. იგი ამ ყოფაში, პრაქტიკულად, კოლონიურ რეჟიმში ხანგრძლივი დროით ცხოვრებამ ჩააგდო. უკანასკნელი 10 წელი ერთ-ერთი მძიმე პერიოდი იყო ქვეყნისათვის და იგი მმართველ პოლიტიკურ ძალებს _ ,,მოქალაქეთა კავშირსა~ და აღორძინებას~ უკავშირდება

 

III სამწუხარო რეალობა _ მეორე:
მმართველი პოლიტიკური ძალების _ ,,მოქალაქეთა კავშირისა” და ,,აღორძინების~ იდეოლოგია

ქვეყნის 1992-2003 წლების მმართველი ელიტის, ლიდერების ქვეყნისა და ხალხის წინაშე ჩადენილი დანაშაულის პოლიტიკური ანალიზი.

1. ქვეყნის მმართველი ორი პოლიტიკური ძალის ლიდერებმა, პოლიტიკურმა ელიტამ, ერთმანეთსა და პარტიებს შორის მოჩვენებითი დაპირსპირების პოლიტიკური სპექტაკლის დადგმით, არჩევნების გაყალბების მზკვრული სისტემის შქმნით, ერთის მხრივ, მოსახლეობაში, ამომრჩევლებში შექმნეს დაპირისპირებულ ძალიდან ერთ-ერთის ამორჩევით ქვეყნის გადარჩენის, მეორეს მხრივ, საერთაშორისო ორგანიზაციებში, აკრედიტებულ დიპლომატებსა და დამკვირვებლებში _ დემოკრატიის, პოლიტიკური პაექრობის ილუზია.
რეალურად ეს იყო ეროვნული სულისკვეთების პოლიტიკური პარტიებისა და პოლიტიკური ძალის ქვეყნის მმართველობიდან ჩამოცილების, მათი პოლიტიკური მკვლელობის მზაკვრული პროგრამა.
განახორციელეს წარმატებით, სამწუხაროდ, ხალხის მონაწილეობით, უცხოელთა დახმარებით ქება-დიდებითა და ტაშით.

2. ქვეყანაში შექმნეს კორუფციული სისტემა, რომლის მონაწილედაც ლამის მთელი ქვეყანა აქციეს.
სისტემა: როცა ქურდს და კრიმინალს ვერ იჭერ, თუ არ ქურდობ, ვერ მეწარმეობ და მეწარმეობ მაშინ, როცა ქურდი მეეწარმე და ხელისუფალი ერთიანდებიან, ანუ სახელისუფლებო სისტემა კრიმინალიზებული ხდება. პოლიტიკოსი, მეწარმე და ქურდი მეგობრდებიან _ მდიდრდებიან ხალხის აბსოლუტური უმრავლესობის უკიდურესი გაღარიბებით, ძარცვა-გლეჯვით, ქვეყნის ნგრევით.
განახორციელეს წარმატებით, სამწუხაროდ, ხალხის მონაწილეობით,
საერთაშორისო მაფიოზთა (სოროსის მსგავსთა) მონაწილეობით, დემოკრატიის ნიღბით _ ტაშით, ქება-დიდებით.

3. მოჩვენებითი დაპირისპირებით შეიქმნეს ორი პოლიტიკური ცენტრი აბსოლუტური ძალაუფლებით ცენტრში. ადგილობრივი ხელისუფლების პრაქტიკულად სრული უუფლებობით შეიქმნა ზეცენტრალიზებული სახელმწიფოს კლასიკური მოდელი, რომელიც მმართველ პოლიტიკურ ძალას ძალაუფლებას უნარჩუნებდა. ადგილობრივი ხელისუფლება აღმოჩნდა მშიერი და დაუძლურებული ხალხის რისხვის წინაშე, ხალხი კმაყოფილებით ხვდებოდა ცენტრალური ხელისუფლების მხრივ ადგილობრივ ხელისუფალთა კრიტიკას, თანამდებობიდან მათი გადაყენებას, უფრო მეტიც, ქება-დიდებას ასხამდა ცენტრს, ანუ მათი უბედურების საწყისს

4. ქვეყანა დაყვეს კონტროლირებად, ნაკლებკონტროლირებად და უკონტროლო ზონებად, რასაც კარგად შეერწყა ყველა დონის სახელისუფლებო რგოლისა და მოხელეთა ორი ჯგუფი. პირველი – გადაჭარბებული უფლებებით, მეორე _ უუფლებობით. ეს იყო მთელი სახელისუფლებო სისტემის, ყველა დონის ხელისუფლისა და მოხელის სრულ კორუფციაში ჩათრევა, ამით მათი ფინანსური ინტერესების დაკმაყოფილება _ შესაბამისად, ხელისუფლების მთელი ვერტიკალის ერთი დანაშაულებრივი ინტერესით გაერთიანება, მთელ სახელისუფლებო ვერტიკალში მონური ფსიქოლოგიის დამკვიდრება.

ეს იყო სისტემა, როცა სახელისუფლებო ვერტიკალისათვის საშიში იყო არა მექრთამე და კორუმპილებული, არამედ წესიერი და პატიოსანი მეამბოხე სულის ხელისუფალი.

ამ ჯადოსნურ და დანაშაულებრივ სისტემას მხოლოდ ერთეულებმა გაუძლეს მათი სისტემის მხოლოდ პრინციპული გამოსვლები ხალხს სიამოვნებდა, მმართველ პოლიტიკურ ძალას კი შინაგანად აღიზიანებდა, მაგრამ გარეგნულ სიმშვიდეს ინარჩუნებდა, კრიტიკას ეთანხმებოდა, კრიტიკის ავტორს არ ხსნიდა, არ იჭერდა, თუმცა არც რეაგირებდა, დღეს ეს კარგად გამოჩნდა – მათ არც სახლები აქვთ, არც მიწები დედაქალაქსა და პრესტიჟულ საკურორტო ზონებში, არც მანქანები ჰყავთ, არც ფული აქვთ ბანკებში, არც აქციების მფლობელნი არიან და არც ფინანსური ინტერესები გააჩნიათ. ასეთი, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ერთი ათეული ყოფილი თუ ახლანდელი ხელისუფალია

5. ქვეყნის მთელი შიდა სიმდიდრე ნულოვან აუქციონზე გაყიდეს, რუსეთთან ნულოვან ხელშეკრულებაზე ხელის მოწერით, ქვეყნის გარეთ არსებული სიმდიდრეც ნულად აქციეს, ხალხის ცხოვრების დონეც ნულზე დაიყვანეს _ ქვეყანა დაამშიეს და დააუძლურეს.

კაცობრიობის ისტორია ადასტურებს, რომ პოლიტიკური ხელისუფლება, რომელიც პოლიტიკური ნიშნით შექმნის მოჭარბებულად მდიდართ, პოლიტიკურად ბატონობს ღარიბზე, მშიერ და დაუძლურებულ ადამიანებზე, რომელთა მოსყიდვა ფულით და ჰუმანიტარული დახმარებით საკმაოდ იოლია.

6. მოქმედების საყრდენებად გაიხადეს ყოვლად მიუღებელი პრინციპები. ყველას ჩამოთვლა ძნელია, მაგრამ დაფიქრების, ანალიზისა და დასკვნისათვის მხოლოდ რამდენიმეს წარმოგიდგენთ.

_ თქვი, რაც შეიძლება დიდი ტყუილი, ცოტას მაინც დაიჯერებენ (გებელსი),
_შენს ლიდერს ჯერ მამა და მარჩენალი უწოდე, როცა აღარ დაგჭირდება, ლანძღე და აგინე, ყველაფერი მას დააბრალე, ებრძოლე, ჩამოაგდე, მთავარია, ხალხის გრძნობებზე ითამაშო;
_ წაახალისე მოღალატე _ სხვა პარტიიდან შენსკენ გამოქცეული, სხვისი დამბეზღებელი, ჯაშუში და უკვე შენი მლიქვნელი, შენი პოლიტიკური ოპონენტის მტერი;
_ ფულიანი ჯერ შენი პოლიტიკური მიზნებისათვის გამოიყენე, მერე მოისროლე, დაიჭირე და სატელევიზიო კონცერტების მოწყობით ხალხს ასიამოვნე;
_ შენი პოლიტიკური მხარდამჭერი ჯერ გაამდიდრე, გამოიყენე, თუკი მონობიდან გასვლას მოინდომებს, იგი ხალხს მტრად წარუდგინე.

დაბოლოს,
7.  როცა პოლიტიკურმა და სოციალურმა დემაგოგიამ აპოგეას, ხოლო ხალხის სულიერმა მდგომარეობამ უკიდურეს ზღვარს მიაღწია, როცა გაჩნდა ,,მოქალაქეთა კავშირისა~ და ,,აღორძინების!~ პოლიტიკური მმართველობის ლოგიკური, უფრო სწორად, ბუნებრივი დასასრული, პოლიტიკური პარტნიორები პოლიტიკურ მტრებად იქცნენ.გამოიკვეთა სამი დანაშაულებრივი ჯგუფი:
ორი _ პრეზიდენტ შევარდნაძის პოლიტიკურ პარტიაში: ერთის მხრივ, ჟვანია-სააკაშვილი ბურჯანაძე, მეორეს მხრივ, ჯორბენაძე, მამალაძე, ხაზარაძე და სხვები(ყველას ვერ ვასახელებთ, რადგან დრო ადასტურებს, რომ ბევრი გარეგნულად ერთთან ჩანდა, რეალურად კი მეორეს ინტერესებს ემსახურებოდა);
მესამე ძალა _ ასლან აბაშიძის…

ნებისმიერის გამარჯვება ნიშნავდა ძველი პოლიტიკური ძალის სიცოცხლის გახანგრძლივებას. გაიმარჯვებდა აბაშიძე, დაიჭერდა დანარჩენი ორის ლიდერებს, ასევე მოიქცეოდა მამალაძეც, ერთიც და მეორეც, აბაშიძეც და მამალაძეც განსაკუთრებულად დუნდობელი იქნებოდნენ ჟვანია სააკაშვილი ბურჯანაძის გუნდის პოლიტიკური გუნდის მიმართ, მით უფრო, რომ არაერთგზის გაახმიანეს კონტროლის პალატის მასალები ინვალიდების საქმესთან, სააკაშვილის _ იუსტიციის; ნოღაიდელის _ ფინანსთა, მაჭავარიანის _ შემოსავლების სამინისტროების ხელმძღვანელებად ყოფნის პერიოდის შენოწმებისას გამოვლენილ უმძიმეს ფაქტებთან პურ0პროდუქტების კორპორაციასთან დაკავშირებით; 102 მილიარდ მანეთთან დაკავშირებული საქმე და 1999 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებისაგან მიღებული ერთი მილიონი დოლარის გახმაურებული ფაქტი; ფაქტები ქვეყნიდან ჯართის, ხე-ტყის, ნედლეულის გატანის, პარლამენტის კანონით რამდენჯერმე აკრძალვისა და როგორც შემდგომ ირკვეოდა, კანონით შემდგომ მისი მოხსნის, მის მოხსნასა და გატანის დაშვებასთან დაკავშირებით. როგორც ირკვევა, პარლამენტმა 21-ჯერ აკრძალა გატანა და 21-ჯერვე შეცვალა _ დაუშვა.

ავტორიტეტის მოპოვებას ორივე, აბაშიძეც და მამალაძეც მოხსნებით, დაპატიმრებით, ქონების ჩამორთმევით, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისა დატერიტორიული მთლიანობის აღდგენის ლოზუნგებით დაიწყებდნენ. ზარ-ზეიმითა და სატელევიზიო შოუ კონცერტებით მოაწყობდნენ სააკაშვილისათვის თბილისის ცენტრში, ზემელზე ბოლო პერიოდში შეძენილი ძვირადღირებული ორსართულიანი ბინის ჩამორთმევას; ასევე ჩამოართმევდნენ პარლამენტის თავჯდომარეობის პერიოდში შეძენილ დიღმის მდიდრულ სახლს პრემიერ-მინისტრს. შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, როგორი აჟიოტაჟით მოაწყობდნენ ბურჯანაძე-ბიწაძეებისათვის, მართლაც, ზღაპრული ქონების ჩამორთმევას. ეს პროცესი მინისტრებსაც, გუბერნატორებსაც, გამგებლებსაც შეეხებოდა. დრო ადასტურებს, რომ ამ უკანასკნელთაც დიდი სიმდიდრე ჩაუგდიათ ხელში. დრო იმასაც დაადასტურებს, რომ ასეთი მდიდარი მინისტრები, გუბერნატორები, მერები და გამგებლები არასოდეს ჰყოლია საქართველოს.

გაიმარჯვა სააკაშვილი-ჟვანია_ბურჯანაძის ძალამ _ პრაქტიკულად მოქკავშირელთა ძალამ და დაიწყო იმით, რითაც დაიწყებდნენ აბაშიძე, მამალაძეც და სხვებიც.
ეს მართლაც ტრაგედიაა, ქვეყანაში არსებული სამი მთავარი პოლიტიკური ძალიდან ნებისმიერი გამარჯვებული თავისუფლად იჭერს დანარჩენი ორი ძალის ლიდერებს, უკეთებს კონფისკაციას მათ ქონებას, კანონგარეშედ აცხადებს პოლიტიუკრრ ძალას, ეს ნიშნავს,რომ ქვეყანაში ან საერთოდ არ არის კანონი, ან სამივე ძალა ბანდიტურია თავისი ბუნებით, ან ორივე ერთად, არც კანონი გვაქვს და პოლიტიკური ძალები ბანდიტურნი არიან დასკვნა ხალხმა გააკეთოს.

საქართველოში მოხდა არა ,,ვარდების რევოლუცია~ არამედ პოლიტიკურად პრაქტიკულად მკვდარი მოქკავშირის გაცოცხლება და მისი ხელმეორედ დაბადება. შევარდნაძის მრავალწლიანი მმართველობის სიძულვილით სავსე ხალხმა მთელი მოქკავშირის, მთელი მმართველი პოლიტიკური ძალის ბოროტი სისტემით ჩადენილი დანაშაულებები მხოლოდ შევარდნაძეს ,,ჩამოჰკიდა~ კისერზე, მაგრამ საქართველოსათვის ამ უბედურების მომტან ამ პოლიტიკურ ძალას, მის იდეოლოგიასა და იდეოლოგებს ტაშითა და ზარ-ზეიმით პოლიტიკური გზა მისცა.
მოქალაქეთა კავშირის იდეოლოგებს ერთადერთი გზა ჰქონდათ ქვეყნის პოლიტიკური მმართველობაში დარჩენისათვის: სახელმწიფო გადატრიალენბის მოხდენა, სხვა შემთხვევაში ისინი წასულნი იყვნენ ქართული პოლიტიკური არენიდან ბუნებრივი გზით _ არჩევნებით. მათ, მათდა სასარგებლოდ და ქართული ინტერესების საწინააღმდეგოდ ეს გზა გამოიყენეს ( ამას ისტორია დაადასტურებს) _ ეს გაკეთდა ქუჩით, ემოციით, ტაშით, უცხოეთის არაერთი ქვეყნის მხარდაჭერითა თუ ნეიტრალური პოზოციით, საერთაშორისო დონის მაქინატორთა (სოროსი და სხვა) და ქვეყნის უზნეო მდიდართა ფულითა და მხარდაჭერით.

დღეს ქვეყანას მართავს პოლიტიკური ძალა, რომელმაც, თავდაპირველად, კორუფციული სისტემის შექმნით განიმტკიცა და საკმაოდ გაიხანგრძლივა ძალაუფლება, დღეს კი მის წინააღმდეგ ბრძოლით, რომელიც აშკარად მოჩვენებითია, ინარჩუნებს მას.

IV სამწუხარო რეალობა მესამე :დღევანდელი ხელისუფლება
(რამდენიმე შტრიხი მისი დახასიათებისათვის)

1. ყალბი ეროვნული პათოსი _ რეალობაში ეროვნული ცნობიერების დანაწევრებაზე ორიენტირებული მმართველობა (იქამდეც კი, რომ ეროვნების მინიშნება და მამის სახელიც აღარ არსებობს);

2. გარეგნულად ქართული მართლმადიდებლური ეკლესიისადმი ლოიალური, რეალობაში გათიშვაზე, დაპირისპირებულობაზე, განხეთქილებაზე, სექტანტიზმზე ორიენტირებული მმართველობა (ე.წ. რევოლუციის მესამე დღეს ხალხისაგან, ეკლესიისაგან დაფარულად რეგისტრაციაში გაატარეს იეღოველთა სექტა, მაშინ, როცა რევოლუციამდე სასამართლოს მიერ უარის განჩინება იყო გამოტანილი; მართლმადიდებლურ ტაძრებსა და ეკლესიებში შევარდნა ცალკეულ პირთა დაპატიმრების მიზნით; მეჩეთში მისვლის დღედ თამარ მეფის ხსენების დღის შერჩევა; თანამდებობებზე ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის მიმართ აგრესიულად განწყობილ პირთა დანიშვნა; სკოლებში ბიბლიის სწავლების შეზღუდვა, სამლოცველო ოთახების აკრძალვა; ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი მედიის საშუალებებში ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ მიმართული აგრესიული პროპაგანდა);

3. სიტყვით _ დემოკრატიული, რეალობაში _ დიქტატურასა და ძალისმიერ მეთოდებზე ორიენტირებული მმართველობა (განმარტებისათვის: უპრეცედნტო საკონსტიტუციო ცვლილებები პრეზიდენტისათვის პარლამენტის დათხოვნის უფლებით; ადამიანთა უფლებების დარღვევის ჩვეულებრივ წესად დამკვიდრება; არასამთავრობო სექტორის პოლიტიზება; მედიაზე ზეწოლა და მისი შევიწროვება _ კრიტიკული პოზიციის საშუალებათა დახურვა, შიშის სინდრომი; უპრეცედენტო მოვლენა თვით საქართველოს ისტორიაში _ აღმასრულებელი, საკანონმდებლო, სასამართლო ხელისუფლების ყველა პირველი პირი ერთ და იმავე პოლიტიკური ძალის წევრი, მეგობარი და ნათესავია);

4. სიტყვით _ ხალხის კეთილდღეობაზე, რეალობაში _ სოციალურ დემაგოგიაზე ორიენტირებული მმართველობა (ფასების ტოტალური ზრდა, კომუნალური გადასახადების, პრაქტიკულად საერთაშორისო ნორმებით განსაზღვრა, მოსახლეობის ცხოვრების დონის დაცემა, ოჯახის შენახვისათვის მინიმალური ხარჯების რამდენჯერმე ზრდის ფონზე, რამდენიმე ლარით ფენსიის გაზრდით ტრაბახი,; საერთოდ, შემოსავლების შემცირება _ ნაცვლად დაპირებული სამუშაო ადგილებისა, 115 ლარიანი მინიმალური ხელფასებისა, გაორმაგებული პენსიებისა და უამრავი მსგავსი წინასაარჩევნო დაპირებებისა

5. სიტყვით _ კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლი, რეალობაში, მის მიერვე დამკვიდრებული კორუმპირებული სისტემის გაძლიერებაზე, პოლიტიკური ნიშნით პიროვნებათა დაჭერა-დისკრედიტაციაზე ორიენტირებული მმართველობა;
ჩვენი დროის ყველაზე დიდი პარადოქსი ის არის, რომ კორუმპირებული სისტემის შემქმნელნი იჭერენ ამ სისტემის მსხვერპლთ. დრო და მომავალი ამაზე უმწვავესად იტყვის. უბედურება ის არის, რომ ამას ითმენს საზოგადოება, ხალხი, არასამთავრობო სექტორი, პოლიტიკური ძალები.

6. სიტყვით ბიზნესზე, გადასახადების ლიბერალიზაციაზე, მაკონტროლებელთა შემცირებაზე, რეალობაში კი _ წარმოების გაჩერებაზე, ტოტალურ შემოწმებებზე, ადმინისტრირების გაძლიერებით მოსახლეობიდან გადასახადების ამოღების ზრდაზე ორიენტირებული მმართველობა. დრო და მომავალი დაადასტურებს იმასაც, რომ ქვეყანას სიკეთეს არ მოუტანს 2004 წლის ბოლოს მიღებული საგადასახადო კოდექსი, ისევე, როგორც 1997 წლის 13 ივნისს მიღებულმა კოდექსმა მხოლოდ უმუშევრობა, სიღატაკე და შიმშილი მოუტანა ქვეყანას.

7. სიტყვით ერთობაზე, რეალობაში _ გათიშვა-დაპირისპირებაზე, გამარჯვებულ-დამარცხებულ ძალთა აპერირებაზე, ხელისუფლებაში დასმენა-დაბეზღების განწყობის პირთა მოზიდვაზე ორიენტირებული მმართველობა. თუნდაც ის ფაქტი, რომ ახალბედა საარჩევნო ბლოკი ,,სააკაშვილი _ გამარჯვებული აჭარა~, _ ყველაფერში მეტყველებს უპირველესად იმაზე, რომ ყოფილა დამარცხებული აჭარაც, ან მისი ნაწილი.

 

V ჩვენ მოვდივართ! ,,წინ საქართველო” მოდის!

საქართველოში შექმნილი მდგომარეობის დღევანდელი ქართული ყოფის ანალიზმა სხვადასხვა ასაკის, პროფესიის, და გამოცდილების ერთი ჯგუფი დაგვარწმუნა, რომ საჭირო იყო მოთათბირება მეცნიერებთან, ხელოვნების, კულტრის მოღვაწეებთან, საერთოდ სხვადასხვა თაობის წარმომადგენლებთან, სტუდენტებთან, ახალგაზრდობასთან, ადამიანებთან სოფლად და ქალაქად, პოლიტიკურ პარტიებთან, არასამთავრობო სექტორთან, მედიასთან, ჩვენს მეგობას უცხოელებთან. ყველას პოზიცია ერთი იყო: დღევანდელ მსოფლიოში, ქვეყანა, სადაც ხელისუფლებას არ ჰყავს სერიოზული ოპოზიცია, არ შეიძლება იწოდებოდეს ცივილიზებულად, არ შეიძლება იყოს დემოკრატიული.; რომ ძლიერი და ქვეყნისათვის სასიკეთოა ის ხელისუფლება, რომელსაც აწყობს კონკურენტუნარიანი ოპოზიცია, რომ ხელისუფლება, რომელიც რეპრესიებს უწყობს საკუთარ ხალხს, სახელმწიფოს, კლავს დემოკრატიას, აფერხებს ქვეყნის განვითარებას,დღევანდელი ხელისუფლების მიმართ კეთილგანწყობილნიც კი, ხაზგასმით ადასტურებენ ამ პოზიციას და დღევანდელი ხელისუფლების შეცდომებს, ქვეყნის განვითარების არასასურველ ტემპებს, ქვეყანაში შექმნილ რიგ პრობლემებს სერიოზული ოპოზიციური ძალის არარსებობით ხსნიდა.

ყველას მიაჩნია, რომ მომავლის საქართველო _ ძლიერი, ეროვნული, ერთიანი, დემოკრატიული ქართული სახელმწიფო – უნდა იყოს პოლიტიკურ ძალთა ჯანსაღი კონკურენციის გზით, ქვეყნის ინტელექტუალური, ბუნებრივი და ადამიანური რესურსების მაქსიმალურად გამოყენების შედეგი.

ერთწლიანი დაძაბული მუშაობით, კონსულტაციებით, აზრთა გაცვლით, იმ გამოცდილებით, რომელიც ჩამოყალიბდა სამოქალაქო მოძრაობა ,,დემოკრატიის ცენტრში~, მივიღეთ ჭეშმარიტად ქართული გადაწყვეტილება: სამოქალაქო მოძრაობა ,,წინ საქართველო!~ ანუ ,,განახლებული ეროვნული მოძრაობა ქართული ერთობისა და მომავლის საქართველოსათვის~ დაფუძნების თაობაზე.

 

ვინ ვართ ჩვენ, დამფუძნებლები?

1.დღევანდელი საქართველოს ყველა თაობის წარმომადგენლები: ადამიანები, რომლებსაც ქართული საქმის კეთების ერთ უმთავრეს წინაპირობად თაობათა ერთიანობა მიგვაჩნია. ჩვენ ვთვლით, რომ პოლიტიკა და ხელისუფლება _ ეს არის აზროვნება და არა ასაკი!

ჩვენ ვთვლით, რომ გარკვეული ჯგუფების მიერ თაობის სახელით სახელით ლაპარაკი, ამ უფლების საკუთარი თავისათვის მინიჭება ანგრევს ქვეყნის ერთიანობას, აპირისპირებს თაობებს, თვით თაობაშივე იწვევს განხეთქილებებს და დაპირისპირებას. განსაკუთრებით დამანგრეველი ეს პროცესი მაშინ ხდება, როცა ახალგაზრდების გარკვეული ჯგუფები მთელი ახალგაზზრდობის სახელით იწყებენ საუბარს, საკუთარ თავს ნიშნავენ ლიდერებად და ხელისუფლება მათთვის თანამდებობების მიცემით ეთამაშება ახალგაზრდობას, ცდილობს მისი განწყობის მოსყიდვას და ეს პროცესი უცხო ქვეყნების გრანტებითა და ფულითაა შეფუთული. ძნელია ქართველად და მოაზროვნე ახალგაზრდად ჩათვალო ის, ვინც ხელისუფლებას მიეყიდება, სოროსის ,,კმარას~ იდეოლოგიით ცხოვრობს, ასეთ ახალგაზრდებს ილია ჭავჭავაძე ახალი თაობის ბერიკებს ეძახდა. მას მიაჩნდა, რომ აზროვნება, ცოდნა და მსჯელობაა მთავარი და არა ყვირილი და ფიცი, ღმერთმანი, ახალი კაცი ვარო.

ქვეყანაზე ორიენტირებული ხელისუფლება ახალგაზრდობის თანამდებობაზე დანიშვნით კი არ მოიწონებს თავს, არამედ განათლების უპირველეს პრიორიტეტად გამოცხადებით, მსოფლიოს მძლავრ სამეცნიერო და სასწავლო ცენტრებში ახალგაზრდების გაგზავნით, იმ გამოცდილების დანერგვით, რომელიც მსოფლიოსწარმატებულ ქვეყნებს (იაპონია, ამერიკა, გერმანია, საფრანგეთი, იზრაელი, ბალტიისპირეთის ქვეყნები) გააჩნიათ სახელმწიფო სამსახურებისათვის ახალგაზრდების მომზადების თვალსაზრისით.

თაობათა ერთიანობის, უწყვეტობის და კეთილგანწყობის ფილოსოფია _ ქვეყნის წარმატებული სვლის ფილოსოფიაა. ნიჭზე და არა ასაკზე, ნიჭზე, ცოდნასა და გამოცდილებაზე ორიენტაციის ფილოსოფიაა.
ეს ჩვენი მოძრაობის ერთ-ერთი უპირველესი ფუძემდებლური პინციპია.

2. დამფუძნებელთა შორის არიან საქართველოს ბოლო აათწლეულის თითქმის ყველა პოლიტიკური ძალის წარმომადგენლები. ჩვენ ვართ ადამიანები, რომელთაც ქართული საქმის კეთების ერთ უმთავრეს წინაპირობად საზოგადოებაში პოლიტიკური პარტიებისადმი პატივისცემითი განწყობის, პოლიტიკური პარტიებს შორის თანამშრომლობის, პოლიტიკოსებისადმი _ მათი პარტიული კუთვნილების მიუხედავად _ კეთილი განწყობის ჩამოყალიბება მიგვაჩნია.

ჩვენ ვთვლით, რომ დღეს უზნეობაა მოქმედება, როგორც ხელისუფლების შენარჩუნებისთვის, ასევე მისი მოპოვებისთვის… რომ დღეს უპირველესი ქვეყნის გადარჩენა, ხალხის გამთლიანება ეროვნული ინტერესით, ქვეყნის ტრიტორიული მთლიანობის აღდგენაა და რაც მთავარია, მეცნიერულ აზრზე დაყრდნობით ქვეყნის მართვაა.

ჩვენ ვართ ადამიანები, რომლებსაც გვჯერა, რომ ვისც არ გვაწუხებს პოლიტიკური ამბიცია, შევძლებთ გაერთიანებას _ დემოკრატიულ ძალთა ანსამბლეის შექმნას _ უპირველესად იმისთვის, რომ ჩამოყალიბდეს ქვეყნის განვითარების ალტერნატიული პროგრამა, გაძლიერდეს ხალხის კონტროლი ხელისუფლებაზე, ქვეყანა წავიდეს დემოკრატიული გზით, დაცული იყოს ადამიანის უფლებები და ცხოვრობდეს სამოქალაქო და ეროვნული ღირსებებით.

3. ჩვენ ვართ ხალხი, რომელთაც საქმის კეთების უპირველეს პირობად ქართული ცნობიერების გამთლიანება, გამთლიანებული ცნობიერება მიგვაჩნია. თანამედროვე გლობალიზაცია, ბიოსფეროდან ნოოსფეროს შექმნა ჩვენთვის ბუნებრივი პროცესია, რომელიც არ ნიშნავს უთვისტომობას, ურწმუნოებას, ისტორიული ფესვების მოშლას და კოსმოპოლიტიზმს. ქართველი ქართველობასა და მართლმადიდებლობას რომ ინარჩუნებს, რუსი _ რუსობას, სომეხი – სომხობას, აზერბაიჯანელი – აზერბაიჯანლობას, აფხაზი – აფხაზობას, ოსი – ოსობას, ქურთი – ქურთობას, ებრაელი – ებრაელობას, ბერძენი – ბერძნობას და შესაბამისად ყველა პატივს სცემს თავის რელიგიას _ მაშინ იწყება თანამშრომლობა, ინტელექტი და ბიზნესი ( აქედან არც ერთს არ გააჩნია ეროვნება და საზღვრები) გვაერთიანებს ისტორიული ფესვებისადმი პატივისცემის პირობებში.

ჩვენი პოზიცია არა პატრიოტულ პროცესთან დაპირისპირება, არა პარანოიკული შიში _ მტრისა და მტრების ძიება _ არამედ ორიენტირება ინტელექტსა და ბიზნესზე, მეცნიერებაზე, განათლებაზე, კულტურაზე, ხელოვნებასა და ეროვნული განწყობით მონაწილეობა ცივილიზაციის დიდ პროცესში. ჩვენთვის საქართველოს ერთიანობა _ ეს არის არა მხოლოდ ტერიტორიული ერთიანობა, არამედ ისტორიულ ფესვზე, ინტელექტსა და ბიზნესზე

4. დამფუძნებლებს გვაერთიანებს ქართული საქმის კეთების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრინციპისადმი _ პროფესიონალიზმისადმი ერთნაირი ხედვა _ ქართული ყოფის უბედურების მძლავრ სათავედ სწორედ არაპროფესიონალიზმი, მრავალდიპლომიანი უცოდინარობა _ განსაკუთრებით ხელისუფლებაში, _ ხელისუფლების მხრივ პროფესიონალთა და საერთოდ, ინტელექტუალთა უგულებელყოფა მიგვაჩნია. კაცობრიობის ისტორია ადასტურებს, რომ წარმატებას აღწევენ და დემოკრატიულად ვითარდებიან ის სახელმწიფოები, რომლის მმართველობაშიც არიან ინტელექტუალური, პოლიტიკური, ეკონომკური ფართო გაგებით_ ელიტის წარმომადგენლები და ყველაზე წარმატებულად ვითარდებიან სწორედ ის სახელმწიფოები, რომლის მართველობას, ძირითადში წარმოადგენს პოლიტიკური და ეკონომიკური ელიტა და ერთიც და მეორეც მხოლოდ ინტელექტუალებს, მხოლოდ მაღალპროფესიონალებს ეყრდნობა.
ამერიკის შეერთებული შტატების ,,დამფუძნებლებს~ მიაჩნდათ, რომ ხელისუფლებაში მყოფნი უნდა იყვნენ არა მარტო პროფესიონალები არამედ ამ ადამიანებს საკუთარი გამოცდილების გარდა, უნდა გააჩნდეთ სახელმწიფო მმართველობის საფუძვლიანი ცოდნა. ამერიკის ,,დამფუძნებელთა~ აზრით, ასეთი ცოდნის მიღება პოლიტიკურ ფილოსოფოსთა და ისტორიკოსთა მიერ საუკუნეების (აკონკრეტებენ 2000 წლის) განმავლობაში შექმნილი შრომების შესწავლით შეიძლება. ასევე თვლიან ჭკვიანი ადამიანები, მიუხედავად მათი ასაკისა, საქართველოშიც: ჩვენი მოთხოვნაც ასეთივეა საკუთარი თავის, პოლიტიკოსის, ხელისუფლების წევრის და ხელისუფლებაში მოსვლის მსურველისადმი. ეს ჩვენი ფუძემდებლური პრინციპი და პოზიციაა.

5. დამფუძნებელთა შორის ერთიც არ არის ძველი ან ახალი მთავრობის, მმართველი პარტიის ,,მოქკავშირისა~ და ,,აღორძინების~ მმართველობის და პრაქტიკულად, არც ამ პარტიების წევრი ან არჩეული დეპუტატად ამ პარტიების სიებით.

6. დამფუძნებელთა შორის არ არის არც ერთი, რომელმაც პოლიტიკური ან სხვა მიზნების გამო, შეიცვალა გვარი, სარწმუნოება ეროვნება და საერთოდ, ჩვენთვის პოლიტიკურ პარტნიორად მიუღებელია ყველა, ვინც ეს გააკეთა ან მომავალში გააკეთებს.

7. დამფუძნებელთა შორის არც ერთი არ არის არც პროამერიკული და არც პროამერიკული და არც პრორუსული პოლიტიკოსი. მიუხედავად ჩვენი მრავალეროვნული შემადგენლობისა, ყველანი ქართული ეროვნული პოლიტიკის მიმდევრები ვართ, ვთვლით, რომ ჩვენი ეროვნული ისტორიული ფესვისკენ სვლა, თავისთავად მთელ მსოფლიოსთან თანამშრომლობას გულისხმობს, რადგან სწორედ ქართულ ისტორიულ ფესვთანაა დაკავშირებული პლანეტარული აზროვნება. ჩვენთვის სტრატეგიულია თანამშრომლობა როგორც ამერიკასთან ასევე რუსეთთან, ყველა კონტინენტთან, თუმცა პრიორიტეტი, როგორც ,,ჩვენი საცხლი~, ევროპაა. ასევე ჩვენ ვართ ძლიერი კავკასიური სახლის მომხრე პოლიტიკური ძალა.
ასეთია მოძრაობა ,,წინ საქართველოს~ დამფუძნებელთა შემადგენლობა.

 

მოძრაობა ,,წინ საქართველოს~ დამფუძნებელთა შვიდი მთავარი პრინციპი:

პირველი: ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი;

მეორე: ვინც კარგ დროს ელოდება, ცუდს ახანგრძლივებს;

მესამე: უმჯობესია რამდენიმე პროგრესული და წესიერი კაცი გიჭერდეს მხარს, ვიდრე ათასები ბრმად გიკრავდნენ ტაშს;

მეოთხე: სხვისი ლანძღვა გინებით საკუთარი წესიერების მყტკიკიცება სულმოკლეობა, საკუტარი უმწეობისა და უწესობის დადასტურებაა;

მეხუთე: ვინც ხმას იყიდის, ქვეყანას გაყიდის;

მეექვსე: პოლიტიკოსი საკუთარი აზრებით და ხალხის გრძნობებით უნდა ცხპვრობდეს;

მეშვიდე: თუ თავი შენი შენ გახლავს, ღარიბად არ იხსენები;

 

VI ჩვენ მოვდივართ _ ქართული ოცნების _ საქართველოს ბედნიერების იმედად, მოვდივართ განახლებული ეროვნული მოძრაობით და ქართული ერთობით!

ჩვენი მოძრაობის საყრდენებია:

ბიბლია;
,ვეფხისტყაოსანი~;
,,ქართლის ცხოვრება~;
მსოფლიო ცივილიზაცია და მისი სიკეთეები;
ილია ჭავჭავაძის ეროვნული
იოანე პეტრიწის ფილოსოფიური,
ნიკო ნიკოლაძის ეკონომიკური,
დიმიტრი უზნაძის ფსიქოლოგიური მემკვიდრეობა
ჩვენი გზა _ დავით აღმაშენებლის
ჩვენი გზა დიდი წინაპრების გზაა!

ჩვენ მოვდივართ ამ გზით და არ არის ძალა, რომელიც შეგვაკავებს, რადგან მასში სინთეზირებულია ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო პლანეტერული;

არ არის ძალა, რომელიც ჩვენ შეგვაკავებს, რადგან ჩვენთვის ბედნიერება ბრძოლაა, ოფლის ღვრაა, სეუძლებლის შეძლებაა ქვეყნისა და ხალხისათვის!

ჩვენ ბევრნი ვართ და კიდევ უფრო გავმრავლდებით, რადგან ჩვენ დიდი ქართული ტრადიციული პრინციპები გვაერთიანებს, გვაერთიანებს _ ერი, მამული, სარწმუნოება!

 

მოძრაობა ,,წინ საქართველო!” –ს წევრობა:

ჩვენს მოძრაობას შეუძლია შემოუერთდეს მხოლოდ რწმენის კაცი, მართალი კაცი… შურზე და მტრობაზე ამაღლებული… ვინც ზნეობით ცხოვრობს… ვისთვისაც სინდისი არის ,,გონებაი მამხილებელი~…

მოძრაობის წევრი შეიძლება იყოს ყველა:
_ ვისაც არც წარსულის და არც მომავლის არ ეშინია…
_ ვისაც სხვისი გახარების უნარი აქვს…
_ ვისაც სხვისი ტკივილის, სხვისი მწუხარების გათავისება შეუძლია
_ ვინც აცნობიერებს, რომ რწმენა იგივე სიყვარულია…
_ ვინც იცის, რასაც სიყვარულით მოეკიდება, არაფერია ამქვეყნად ძნელი…
_ ვინც სიძულვილის კენჭი რომ ესროლო, სიყვარულის ლოდს დაგახვედრებს;
_ ვინც იცის დედაშვილობის ფასი;
_ ვისთვისაც ოჯახიშვილობაა მთავარი, წინაპრის საფლავი _ უწმინდესი…
_ ვისთვისაც დიდი სიმაღლეა ქართველი ქალის კდემამოსილება, ქალისადმი კრძალვა და რიდი…
_ ვინც იცის, რომ ადვილია ნგრევა-სულმოკლეობა, ძნელია შენება, სულგრძელობა…
_ ვინც იცის, რომ უმადურობა სულმოკლეობაა, ე.ი. ნგრევა; მადლიერება კი სულგრძელობა, ე.ი. შენება…
_ ვინც იცის, რომ უბედურების სათავე სხვათა ძარცვა-გლეჯვით, უკანონობით მოპოვებული სიმდიდრეა…
_ ვინც იცის, რომ ხარბი კაცი არასოდეს იქნება ბედნიერი
_ ვისაც გაცნობიერებული აქვს, რომ ფული და სიმდიდრე გაუნათლებელი ადამიანის ხელში, დამანგრეველია მისი ოჯახისათვის, ქვეყნისათვის, ხრწნის ერსა და ხალხს…
_ ვინც იცის, რომ არ შეიძლება მდიდარი იყო მაშინ, როცა ღარიბია; გაუსაძლის ყოფაშია წესიერი კაცი; შიმშილობს მეცნიერი, მწერალი, შემოქმედი, კულტურის მოღვაწე, ცნობილი სპორტსმენი… როცა შიმშილობს მასწავლებელი, ბავშვს ბავშვობა აღარ აქვს, მოხუცს სიცოცხლე აქვს გამწარებული, გაწამებულია ხიზანი, მიტოვებულია შრომის უუნარო, მიუსაფარი… როცა არ აფასებენ ნიჭიერს, კაი კაცს, პატიოსნებას, არ აფასებენ ძლიერს… როცა ყველაზე მეტად იმ ხალხს გაუჭირდა, ვინც წესიერად და პატიოსნად იცხოვრა…
_ ვისაც შესისხლხორცებული აქვს, რომ თავისუფლება პასუხისმგებლობაა და ყოველი ადამიანი თავისუფალია საკუთარი პასუხისმგებლობის ფარგლებში…
_ ვინც იცის, რას ნიშნავს საკუთარი ქვეყნის ,,ცა-ფირუზ, ხმელეთ-ზურმუხრო~…
_ ვინც იცის, რომ საქართველოს სიძლიერე და მომავალი მის მამულში, ენასა და სარწმუნოებაშია… მის ისტორიულ ფესვებში, ტრადიციებისადმი ერთგულებაშია, განათლებასა და აზროვნებაშია…
_ ვინც იცის, რომ ჩვენი გზა _ დავით აღმაშენებლის გზაა…
_ვისაც სწამს, სიცოცხლის ფასადაც რომ დაგვიჯდეს, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა უნდა აღვადგინოთ…
_ ვისაც აქვს სიამაყე ამ ბრძოლისათვის…
_ ვინც იცის, რომ
,,არა არს წესი ქართველთა მტრისადმი ზურგის შექცევა…~
_ ვინც ცხოვრებაც და ცხოვრების ფილოსოფიაც სამი წიგნია: ,,ბიბლია~, ქართლის ცხოვრება~, ვეფხისტყანი~…
_ ვინც აცნობიერებს, რომ საქართველო დიდი წარსულისა და კიდევ უფრო დიდი მომავლის ქვეყანაა…
_ ვინც ხედავს, რომ ახალ ათასწლეულში კაცობრიობას ერთი მეფე ჰყავს _ განათლება…
_ ვისაც სწამს, რომ განათლებული კაცი, მართლაც მეფე იქნება, გაუნათლებელი _ მონა…
_ ვისაც სწამს და სჯერა, რომ საქართველო განათლებულთა _ ე.ი. მეფეთა ქვეყანა უნდა იყოს.!
_ ვინც იცის, რომ ბედნიერება რწმენაა, ძალაა, სარწმუნოებით ცხოვრებაა, მიმტევებლობაა, თანაგრძნობაა, მოთმინებაა, ამტანობაა, რომ ბედნიერება სიყვარულია, სრულყოფის მწვერვალია, სრულყოფილება და ზნეკეთილობაა, რომ ბედნიერება გათითოკაცებული სიკეთის ერთ მუშტად შეკვრაა, რომ ბედნიერება თავგანწირვაა, თავგანწირვაა შენი ქვეყნისა და ხალხისათვის…
_ ვინც იცის, რომ ბედნიერია ღვთისმოშიში კაცი…
_ ვისაც ძვალსა და რბილში აქვს გამჯდარი სარწმუნოებრივი და ცხოვრებისეული სიბრძნე: ისჯება არა ცოდვის ჩამდენი, არამედ მისი შთამომავალი;
_ ვინც იცის, რომ ბედნიერია კაცი, რომელსაც არ უნდა, მის შვილს, ,მის შთამომავლობას ცოდვილი, ლაჩარი და ბოროტი მამა და ბაბუა ჰყავდეს…
_ ვინც იცის, პასუხისმგებლობა შვილის, შთამომავალის წინაშე, ანუ ესე ცხოვრება, რომ საკუთარი ცხოვრების გამო შთამომავლობაში ვინმემ არ ზღოს შენი ცოდვებისათვის _ უმაღლესი საზომია ადამიანისა და ადამიანობის…
_ ვინც იცის, ბედნიერია, როცა მისი ცხოვრება კვალი ნათელია შთამომავლობისათვის!..

ასეთ დიდ ქართულ პრინციპებზე ვიწყებთ გაერთიანებასა და მოძრაობას. ჩვენთვის სასიხარულოა თანამშრომლობა ყველასთან, ვინც შემოგვიერთდება, თუმცა აქვე დაუშვებლად და მიუღებლად მიგვაჩნია თანამშრომლობა:

1. კერპთაყვანისმცემლებსა და სექტანტებთან;
2. კორუმპირებულებთან;
3. მათთან, ვისაც დემოკრატია უთვისტომოდ, კოსმოპოლიტიზმად მიაჩნიათ;
4. მათთან, ვინც საკუთარ გვარს, ეროვნებას, სარწმუნოებას, ქვეყანას ღალატობს;
5. მათთან, ვინც მხარს უჭერს ერთი სქესის წარმომადგენელთა ქორწინებას, ვისაც არასწორი სქესობრივი ორიენტაცია გააჩნია, ან თანაუგრძნობს მათ.
6. დამბეზღებლებთან, დამსმენებთან, მლიქვნელებთან;
7. უცხოეთის ქვეყნების სპეცსამსახურებთან დაკავშირებულ პირებთან და მათტან, ვინც უცხო ქვეყნების ხელმძღვანელთა თუ ცალკეული პირების დავალებებს ასრულებენ საქართვეოში (მნიშვნელობა არ აქვს, ეს კატეგორია ხელისუფლებაშია თუ მის გარეთ).

VII შვიდი ისტორიული და უკვე ძვალსა და რბილში გამჯდარი პოლიტიკური სიმახინჯე, რომელთა არსებობის პირობებში ქვეყანის მომავალი არ აქვს და მათ უნდა ებრძოლოს ჩვენი ქვეყნის ყველა ჭეშმარიტი მოქალაქე, მამულიშვილი, ჩვენი ქვეყნის ყველა ჭეშმარიტი მეგობარი.

მოძრაობა ,,წინ საქართველო!~ თავის პოლიტიკური ბიოგრაფიას სწორედ ამით იწყებს.

პირველი პოლიტიკური სიმახინჯე: საქართველოში, მთელი მისი სახელმწიფოებრიობის მანძილზე ხელისუფლების წყარო არასოდეს ხალხი არ ყოფილა; ან თუ იყო, მხოლოდ ექსტრემალურ სიტუაციაში. მეოცე საუკუნემდე მას ან გვაროვნული წარმომავლობა განაპირობებდა, ან დამპყრობელი განსაზღვრავდა. მეოცე საუკუნემ გვაროვნულში არსებული პოზიტიურიც წაშალა, საერთოდ გამორიცხა ხელისუფლების გონებით მოყვანის სესაძლებლობა და მხოლოდ ემოციით, ქუჩის რევოლუცია-კონტრრევოლუციების, ძალისმიერი მეთოდების, უცხო ქვეყნის ჩარევის და ფულის გაფეტიშების გზა დაამკვიდრა. ყველა ხელისუფლება, 1918 წლიდან დაწყებული და 2003 წლით დამთავრებული, მოვიდა ხალხის გაჭირვებაზე, ხალხის გრძნობაზე თამაშით დაყ ველა წინა წავიდა ხალხის უკიდურესი გაჭირვების, შიმშილისა და იმედგაცრუების გამო. საქართველოში ხელისუფლების წყარო ხდებოდა ხალხის ის ნაწილი, რომლის მსგავსსაც სხვა ქვეყნებში არჩევნებშიც არ აღებინებდნენ მონაწილეობას.
ეს სიმახინჯე უნდა დამთავრდეს _ საქართველოში წაღმასვლა და აღმასვლა დაიწყება, მაშინ, როცა ხალხი უპირველესად გონებით და არა ემოციით, არა ფულით, ნათესაობით, ძმაბიჭობუით გადაწყვეტს, ვის მისცეს ხმა.

მეორე პოლიტიკური სიმახინჯე: მოქალაქეთა კავშირის მიერ არჩევნების გაყალვბების ტექნოლოგიების დამკვიდრების გამო არჩევნების იგებს არა ხალხი, არამედ ის პოლიტიკური ძალა, რომელიც ითვლის ხმებს. მთელი ქვეყანა უნდა დადგეს ფეხზე ამის მისაღწევად, რომ არჩევნების შედეგებს ითვლიდეს არა პოლიტიკური ძალა, არამედ პროფესიული საარჩევნო კომისია, მოსახლეობის მიერ არჩეული და სერჩეული ნდობით აღჭურვილი ჯგუფები. დღევანდელი საარჩევნო კომისიები ეს არის დანაშაულებრივი ერთობა პოლიტიკური ძალის, კრიმინალების და ფულის. თუ ვინმეს უნდა ჩამოერთვას ქონება, სწორედ საარჩევნო კომისიების წევრებს _ კომისიებში შესვლის შემდგომ შეძენილი იქნება ეს სახლი, მანქანა, ფული ბანკში, აქცია და წილი.

თუ ქვეყანაში საარჩევნო კომისიათა თავხედობას წერტილი არ დაესვა და თუ წარსულს არ ჩაბარდა პოლიტიკური სიმახინჯე _ არჩევნებს იგებს ვინც ხმებს ითვლის _ ქვეყანაში მდგომარეობა უფრო დაიძაბება და კვლავ ქუჩა, ხალხი, ემოცია, რევოლუცია და რევოლუციონერები, მასონთა და ქვეყნის შიდა მაფიის ფული იქნება ხელისუფლების წყარო და არა ხალხი. ამას კი ქვეყანა ნამდვილად ვეღარ გაუძლებს.
მესამე პოლიტიკური სიმახინჯე: პოლიტიკური სახელმწიფო აპარატი, სახელმწიფოს მმართველობის მანქანა

.ეს არის არა უბრალოდ პოლიტიკური სიმახინჯე, არამედ ქვეყნის სირცხვილი: სახელმწიფო აპარატები, ნაცვლად პროფესიონალურად საქმის კეთებისა, ხალხზე ფიქრისა, გადაიქცა ინტრიგების, დასმენების, ჭორების ორგანოებად, პროგრესულ პოლიტიკოსთა სასაკლაოდ. კონკრეტულ ქვეყანაში მყარდება აპარატების დიქტატურა მონური ფსიქოლოგიით მმართველი ძალისა და პირველი პირისადმი. ეს პროცესი კიდევ უფრო გაძლიერდა ე.წ. რევოლუციი შემდგომ სრულიად უკანონო მასიურ დათხოვნებს მოჰყვა ნაცნობ-მეგობრების, ნათესაობით, პარტიულობით, ასევე მასიური დანიშვნა აპარატები ამ განწყობის ხალხით არჩევნების დროს _ ეს არის საარჩევნო შტაბები.

პოლიტიკური სიმახინჯის ეს ციხესიმაგრეები უნდა მოიშალოს კანონით, რომლის მიხედვითაც აპარატის მუშაკებს უნდა იღებდნენ ხელშეკრულბით, კონკურსში გამარჯვების შემდგომ და იგი არ უნდა იყოს დამოკიდებული არც გამარჯვებულ პარტიაზე და არც გუბერნატორზე, მერზე, გამგებელზე, მინისტრზე თუ პროკურორზე. ეს შექმნის ქვეყანაში ჯანსაღ გარემოს, როცა აპარატის მუშაკის საზომი იქნება არა პარტიულობა, პარტიისადმი ერთგულება, პარტიული ხელმძღვანელობისადმი მონობა, არამედ პროფესიონალიზმი და ხალხისადმი ერთგულება, მისი განთავისუფლების მიზეზი შეიძლება იყოს ხელშეკრულებათა მოთხოვნების შუსრულებლობა და არა ხელმძღვანელის სიმპათია ან ანტიპათია.
ყველა ცივილიზირებულ ქვეყანაში ეს სისტემა მოქმედებს და საქმეც მეტი კეთდება. ადამიანის უფლებაც დაცულია, ქვეყანაშიც მეტი სტაბილურობაა _ გადატრიალებებს არ აწყობენ თანამდებობეაზე მისვლისათვის.

მეოთხე პოლიტიკური სიმახინჯე: ხალხის მიერ არჩეული მსახური არჩევის დღესვე უკეთ ცხოვრებას იწყებს, ვიდრე ის ხალხი, ვინც ეს პიეროვნება მსახურად აირჩია, ანუ ხალხი თავის მიერ არჩეული მსახურის მსახური ხდება. დავაკვირდეთ, როგორ ცხოვრობდნენ და ცხოვრობს ყველა დონის ხლისუფალთა აბსოლუტური უმრავლესობა და როგორ ცხოვრობს ის ხალხი, ვინც ისინი თავიანთ მსახურად აირჩია, ვნახოთ, როგორია დინამიკა, ვისი ცხოვრების დონე იცვლება, რა მიმართულებით და რა ტემპით.

მან, ვინც ხალხმა უკეთესი ცხოვრების იმედად დამ ის მსახურად აირჩია, საუკეთესოდ მოიწყო ცხოვრება, დეპუტატებმა ათჯერ და მეტად გაიზარდეს ხელფასები, ხალხი, ვინც ისინი აირჩია იგივე ხელფასებით და პენსიებით ცხოვრობს, პირობები არ გაუმჯობესებია.მსახურს კარგი ხელფასი, კარგი სახლი, უცხოური ძვირადღირებული მანქანა, კეთილმოწყობილი აგარაკი (თუ აგარაკები არა), უცხოეთის ძვირადღირებული კურორტები. მის ამომრჩეველს _ მონური ცხოვრება, უმუშევრობა, შიმშილი.

ვიდრე ხალხი არ გააცნობიერებს, რომ მისი მსახურის მსახური არ უნდა იყოს, ვიდრე არ დაკანონდება, რომ ხელისუფლებაში ყოფნა _ მით უფრო დღევანდელი საქართველოსათვის _ შეწირვას ნიშნავს და არა პრივილეგიას და გამდიდრებას, ვიდრე არ დაკანონდება, რომ ხელისუფლებაში მისვლის შემდგომ ვინც მანქანა, სახლს შეიძენს, ბანკში ფულს დააგროვებს, აქციათა პაკეტის მფლობელი გახდება (ეს პრაქტიკულად ხალხის ხარჯზე ხდება), ასეთი კაცისაგან ხელისუფლება უნდა განთავისუფლდეს, ქონება ხალხს დაუბრუნდეს, ვიდრე ხალხი არ გააცნობიერებს, რომ მანამ, სანამ ქვეყნის ბიზნესში ხელისუფლების წარმომადგენლები და მათი ფულიანი მეგობრები იქნებიან, ქვეყანაში დამანგრეველი პროცესები გაძლეიერდება, ქვეყანა ხელიდან გამოგვეცლება

მეხუთე პოლიტიკური სიმახინჯე: ამომრჩეველთა, საერთოდ არჩევნების დროს მოსახლეობის მოსყიდვა ფულით, დაპირებით, სოციალური დემაგოგიით.
მოსახლეობამ უნდა გააცნობიეროს, რომ ვინც ხმას იყიდის, ქვეყანას გაყიდის და ქვეყანას ყიდის ისიც ვინც ხმახს ჰყიდის.

მოსახლეობამ უნდა გააცნობიეროს, რომ რაც მეტი ფული დაიხარჯება არჩევნების დროს, მით უფრო მეტად კორუმპირებული გახდება ქვეყანა, საზოგადოება, რადგან დეპუტატობის კანდიდატი ფულს ხარჯავს იმიტომ, რომ მასზე მეტი ფული იშოვნოს ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით) დეპუტატობის დროს და ეს ფული ხალხისათვის, ამომრჩევლისათვის წართმეული ფული იქნება. დავაკვირდეთ, გავაანალიზოთ და დავრწმუნდებით, რომ ის ვინც დიდ ფულს ხარჯავს არჩევნების დროს, დღემდე არავის უნახავს გაღარიბებული ) ყველა კიდევ უფრო ფულიანი, სეძლებული და მდიდარი გახდა.

მოსახლეობამ უნდა გააცნობიეროს, რომ დეპუტატობის კანდიდატი, რომელიც ხალხს გზას, წყალს, შუქს, ხიდს, ხელფასს, პენსიას, სამუშაო ადგილს და სხვა სოციალურ სიკეთეს პირდება და ამაზე აგებს მთელ საარჩევნო კამპანიას, ბოროტია, სოციალურიდემაგოგია, რომელიც ვაჭრობს ხალხის გაჭირვებით, რომელსაც დეპუტატობა ხალხის გაჭირვებაზე დაყრდნობით უნდა რომ მიიღოს. დავაკვირდეთ, გავაანალიზოთ და დავრწმუნდებით, რომ რაც მეტად გვპირდებიან სიკეთეს, მით უფრო აღარ გვაქვს იგი.

1992 წელს ხალხმა ძირითადში, პოლიტიკური და არა სოციალური ნიშნით აირჩია პარლამენტი, რომელმაც, პრაქტიკულად, ომის პირობებში გაცილებით მეტი გააკეთა ქვეყნისათვის, ვიდრე შემდგომმა პარლამენტებმა.

1995 წლიდან წინა პლანზე მოდიან სოციალური დემაგოგიის პარტიები: ,,მოქკავშირი~, ,,აღორძინება~. სამწუხაროდ, ხალხმა ზურგი შეაქცია ეროვნული განწყობის პარტიებსა და პოლიტიკოსებს, შედეგად ის მივიღეთ, რომ თითქმის ჩაკვდა ეროვნული სული ქვეყანაში, დაიკარგა ქართული ერთობა, ქვეყანამ პრაქტიკულად დაკარგა დამოუკიდებლობა, ქვეყანა და ხალხი გაცილებით დაამშიეს და დააუძლურეს იმასთან შედარებით, ვიდრე ეს 1991-1995 წლებში იყო. დაპირებები იყო უსაშველოდ დიდი _ მილიონი სამუშაო ადგილთ დაწყებული, მინიმალური ხელფასის 200 ლარით, პენსიების რამდენჯერმე გაზრდით, მოწესრიგებული გზებით და კომუნალური საკითხენით დამთავრებული, არც გზა გვაქვს, არც წყალი, არც შუქი და არც გაზი, არც ხელფასები, არც პენსიები, მილიონი სამუშაო ადგილის თემა კი ანეგდოტად იქცა, არაერთმა დანგრეულმა გზამ და ხიდმა უკვე სამი და მეტი დეპუტატი შეიყვანა პარლამენტში, ხიდი კი კვლავ დანგრეული და გზა გაუვლელია.

ნუთუ ვერ უნდა ვისწავლოთ ჭკუა.

ბედნიერი იქნება საქართველო, ქვეყანაში დაღმასვლა და აღმასვლა დაიწყება, როცა ხალხი ფულზე არ გაყიდის მის ყველაზე სის სიმდიდრეს, მისი და მისი ქვეყნის მომავალს, მისი შვილების მომავალს _ საკუთარ ხმას; როცა ხალხი პარლამენტში აირჩევს არა ფულიანებს, არამედ ნამდვილ პოლიტიკოსებს, წესიერ ადამიანებს, ოჯახიშვილებს, პროფესიონალებს _ ძირითადში ფილოსოფოსებს, პოლიტოლოგებს, ფსიქოლოგებს, იურისტებს, ეკონომისტებს, ფინანსისტებს, დიპლომატებს.

მეექვსე პოლიტიკური სიმახინჯე: გრანტები გრანტომანები, გრანტებზე მიყიდული ქართველები, რომლებიც უცხოეთის მასონური წრეების წარმომადგენელთა დაკვეთებს ასრულებენ ქვეყანაში. საქართველოს მოსახლეობამ, სამწუხაროდ, არ იცის, რომ ქვეყნის არასამთავრობო სექტორის დასახმარებლად უცსოეთიდან რამდენიმე მილიარდი დოლარის გრანტი შემოვიდა. შეიძლება ითქვას, რომ ეს იყო ამ წლების ქვეყნის ბიუჯეტის ტოილ თანხა, ამ ფულით გაკეთებული ხალხს და ქვეყანას არაფერი უნახავს _ გარდა ვარდების რევოლუციისა. სახეზეა გრანტებზე აღმოცენებულ პოლიტიკოსთა დიდი ჯგუფი, რომლის იდეოლოგია მასონიზმი, სექტანტიზმი, კოსმოპოლიტიზმია. ისინი ძირითადში უთვისტომო და ურწმუნო ადამიანები არიან. ამ განწყობის ხალხი ნამდვილად გვიმრავლა უცხოეთის გრანტებმა.

ჩვენი პოზიციაა, მოსახლეობამ მიიღოს სრული ინფორმაცია, რა გრანტები შემოვიდა ქვეყანაში, ვისგან, ვის გადაეცა (ჩამოითვალოს პიროვნებები კონკრეტულად), სად დაიხარჯა და რა დარჩა ქვეყანას. ჩვენი პოზიციაა, ხალხის კონტროლს დაექვემდებაროს ქვეყანაში შემოსული ყოველი გრანტი.

მთელი სახელისუფლებო აპარატი _ პრეზიდენტით, პარლამენტით, მთავრობით დაწყებული, არასამთავრობო სექტორის ძირითადი ნაწილით დამთავრებული, როგორც ძველკის შესწავლის, ასევე ახალი ადათ-წესით – ხალხის კონტროლით მისი ხარჯვის წინააღმდეგი იქნება, სხვას არც უნდა ველოდოთ, როცა თითქმის ყველა მინისტრყ გრანტებზეა გაზრდილი, გრანტებითაა ნასაზრდოები, სოროსის ფონდგამოვლილია, როცა სახელმწიფო მოხელეები ხელფასს სოროსისგან იღებენ (საცოდავი საქართველო), როცა დღესაც გრანტებით ხდება არასამთავრობო სექტორის პოლიტიზირება დაამას პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრის და სხვა მაღალი რანგის ხელმძღვანელთა მეუღლეები უდგანან სათავეში.

ამ პოლიტიკურ სიმახინჯეს წერტილი უნდა დაესვას, თუ ქართველებად და ქართულ სახელმწიფოდ გვინდა დარჩენა და ეს, უპირველესად, ჯანსაღი ეროვნული სულის პარტიების და ქართული სახელმწიფოსადმი კეთილად განწყობილი ადამიანების ერთობით _ განახლებული ეროვნული მოძრაობით და ქართული ერთობით უნდა მოხდეს.

მეშვიდე პოლიტიკური სიმახინჯე:
ქვეყანაში წახალისებული გამყიდველობა, დამსმენობა, ჯაშუშობა. ტრაგედიაა, როცა ქვეყნის პოლიტიკური მმართველობა საკუთარი პოლიტიკური პარტიების ლიდერთა ჯერ ქებით, შემდგომ კი ლანძღვით ავტორიტეტმოპოვებული ხალხისაგან შედგება. გავაანალიზოთ მმართველი პოლიტიკური ძალის შემადგენლობა პრეზიდენტით, პრემიერით, პარლამენტის სპიკერით დაწყებული და საპარლამენტო უმრავლესობით დამთავრებული და ამაში დავრწმუნდებით. ეს არის ხალხი, ვინც პარტიიდან პარტიაში მომთაბარეობდა, ვინც გვერდით ედგა ან შევარდნაძეს, ან აბაშიძეს, ან ნათელაშვილს, ან თოფაძეს, ან ასათიანს და ამით ამაყობდა, აქებდა ლიდერს და ამიტომ იყო მათთან ერთად ქვეყნის მმართველობაში. დღეს მათი ლანძღვით მოვიდნენ და არიან ხელისუფლებაში ასეთივე მდგომარეობაა მხარეებშიც, ქალაქებსა და რაიონებში. ეს უკვე აღარ არის საქართველო, როცა მმართველ პოლიტიკურ ძალას წარმოადგენენ ადამიანები, რომელთაც ეს მოიპოვეს ლიდერის ღალატით, ვიღაცის დასმენით, რომელიმე პიოლიტიკური პარტიაში ჯაშუშის ფუნქციით შესვლით. ასეთი განწყობის რამდენიმე კაციც კი საშიშია ქვეყნისათვის და როცა ასეთია უმრავლესობა, ქვეყანას, ხალხს, ამომრჩეველს სერიოზული დაფიქრება გვმართებს, თუ ქვეყანა გვიყვარს და თუ მომავალზე ვფიქრობთ.

ილია ჭავჭავაძე მოღალატეობას ბეზღობას ჯაშუშობას ყველასათვის მავნებელ და საზიზღარ ჭირად თვლიდა, ძირფესვიანად ამოჭრას და მატლსავით ფეხქვეშ გასრესას მოითხოვდა. ამ უბედურების მატარებელ ადამისანებს გულჭუჭყიანებს, სულმდაბლებსა და ზნედაცემულებს უწოდებდა და, რაც განსაკუთრებულად დამაფიქრებელია, მისი აზრით, ასეთი ადამიანების პატივით ყოფნა საზოგადოებაში უტყუარი ნიშანია თვით საზოგადოების სისუსტისა, დაუძლურებისა და საქართველოს სიყვარულით ნათქვამი ეს სიტყვები

ჩვენი პოზიციაა, გამყიდველობა, დამსმენობა, ჯაშუშობა ჩვენი ქვეყნის ყველაზე უმძაფრესი, ყველაზე მეტად დამანგრეველი და ქართველობის შემარცხვენელი პოლიტიკური სიმახინჯეა და წინა ექვსის ლოგიკური შედეგიცაა. შედეგია იმისა, რომ დღემდე ქვეყანაში ხელისუფლების საკითხს გონება კი არა ემოცია წყვეტს; შედეგია იმისა, რომ არჩევნებ ხალხი კი არა, ის იგებს, ვინც ხმებს ითვლის; შედეგია იმისა, რომ სახელმწიფოს აპარატია პოლიტიზირებული და მმართველი პოლიტიკური ძალის მიმართ მონური განწყობის; შედეგია იმისა, რომ ხალხის დიდი ნაწილი შეეგუა მის მსახურს ემსახუროს, ხმა გაყიდოს და სოციალურ დემაგოგს _ დაპირებების ოსტატს მისცეს; შედეგია იმისა, რომ შევეგუეთ ქვეყნის პოლიტიკური ხელისუფლების გრანტებზე გაყიდვას და ვცხოვრობთ მასონთა კარნახით შექმნილი ხელისუფლების ქვეყანაში.

მოძრაობა ,,წინ საქართველო!” არ აპირებს შეეგუოს ამ პოლიტიკურ სიმახინჯეებს. ჩვენ მოვდივართ განახლებული ეროვნული მოძრაობით, ქართული ერთობით საქართველოს მომავლისათვის – ძლიერი სახელმწიფოსათვის და ვიცით, ყველაფერი გვერდზე დარჩება, თუ მთელ ქართველ ხალხთან ერთად, საქართველოს მოსახლეობასთან ერთად არ გავათავისუფლეთ ქართული პოლიტიკის სივრცე ამ პოლიტიკური სიმახინჯეებისა და მათი ავტორებისაგან, გავათავისუფლოთ ქართული პოლიტიკური სივრცე ,,მოქალაქეთა კავშირის” და მისი იდეოლოგებისაგან.

თეიმურაზ შაშიაშვილი
2004 წელი

მოხსენება განხილული და მხარდაჭერილია სამოქალაქო მოძრაობა ,,წინ საქართველოს”დამფუძნებლების მიერ.
გამოქვეყნდა 2005 წლის 8 თებერვალს გაზეთში ,,წინ საქართველო” ამ დღეს გელათში, დავით აღმაშენებლის საფლავთან ,,წინ საქართველო”-ს დამფუძნებლებმა უღალატობის ფიცი დადეს

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *