(ქრონიკა+) ბადრი პატარკაციშვილი, უტიფარი სააკაშვილი და “ნულოვანი აუქციონის” დედოფალი ლაურა ღაჭავა

მძიმედ დაწყებული და ლამის აღიარებითი კვირეულის დასასრული კიდევ უფრო მოულოდნელი აღმონდა ქვეყნისთვის. საზოგადოებას კარდაგ დაცდილი სამთავრობო კარუსელი ვერ მოენელებინა, უფრო ადრე კი დავით ნარმანიას თბილისის მერობა, აღარაფერს ვამბობთ საკანონმდებლო ორგანოში რატიფიცირების რიტუალზე, პრეზიდენტ მარგველაშვილის დაუპატიჟებელ მისვლასა და პარლამენტში ძლივს დატევაზე, რომ აშკარად ჩრდილში მოქცეულმა უმცირესობამ სატელევიზიო სეზონი გაგანია დასვენების დროს გახსნა. აქეთ ძებნაზე დასმულმა „სოდის: ყოფილმა მაღალჩინოსანმა და იქეთ ევროპა-ამერიკა ტურისტად გავარდნილმა , აწ უკვე პატიმრობაშეფარდებულმა ექსპრეზიდენტმა მოხსნეს გუდას პირი და ქვეყანას გამარჯვებული ხალხის ტელევიზიის ეკრანებიდან „აღიარებითი ჩვენება“ მისცეს. კოდუამ მერაბიშვილს აუნთო წითელი და თან ქილერობის უნებლიე დადასტურება გააკეთა, სააკაშვილმა სამოქალაქო სექტორში „ასულ“ ბიძინა ივანიშვილს დაურღვია მშვიდი ძილი თუ სიზმრებში მშვიდი ცურვა – ორივე მათგანმა , შეთანხმებულად, ლონდონში გარდაცვლილი ბადრი პატარკაციშვილი შეახსენა საზოგადოებას. ხალხსაც მეტი რა უნდა, როცა ქვეყნის ბიუჯეტი 7 მილიარდით გერღვევა მეოცნებე ხელისუფლებას, მოსახლეობა მშიერი გყავს. პურს ვერ ურიგებ გამოსარკვევად, მინიმუმ, თუ ნამუსი გაქვს და თან კიდევ გამუდმებული შიში მოახლოვებული თუ მოსაახლოებელი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების, სანახაობა მაინც ხომ უნდა მისცე იმ ელექტორატს, წლიდან წლამდე, არჩევნებიდან არჩევნებამდე რომ თავს გაბითურებინებს და ყველაფერს გიჯერებს?!
ამ სანახაობამაც არ დააყოვნა და „აღიარებითმა კვირეულმა“ ქვეყნის არეული „საოცნებო ჩინოსნები“ გადაფარა და ქვეყნის გარეთ – ასოცირების ხელშეკრულების მოსალოდნელი რისკები საგადასახადო სეგმენტში. მოკლედ, ისედაც წარსულში დაბრუნებულ ქვეყანას, სადაც ენერგოსისტემა ისე იშლება, 3-4 საათიანი დენის წასვლა მოსახლეობას მხოლოდ მინისტრის მხრიდან ჰესებზე მონატრებული ფეხბურთის თამაში ჰგონია, რა გასაკვირია, რომ 7 წლით უკან დაგვეხია და ისევ ბადრი პატარკაციშვილამდე მივსულიყავით? იმ ეტაპამდე, როცა რეალურად დაიწყო მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების, ანუ უფრო სწორად, რეჟიმის დემონტაჟისათვის ბრძოლა. მოეწონება თუ არა ეს სამოქალაქო სექტორში „ასულ“ ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც სკანალურად შერაცხულ ციხის კადრებთან ერთად 1 ოქტომბერს ქვეყანა ერთ მუშტად შეკრა, მაინც ამ გზით გამგრძელებელი გამოდის, რომელსაც 7 წლის წინ ბადრი პატარკაციშვილი დაადგა, მაგრამ ბოლომდე ვერ გავიდა.
დღეს კიდევ ერთხელ დღის წესრიგში დაბრუნებულ ბადრი პატარკაციშვილს, იმერეთის ყოფილი გუბერნატორი, პარტია „თეთრების“ ლიდერი თემურ შაშიაშვილი იხსენებს ყველა იმ თანამდევ პროცესთან, თუ თანმხლებ პირთან ერთად, ვინც მეხსიერების ავად, ან კარგად შემორჩა.
პატარკაციშვილი და მოქკავშირის ნგრევის პროცესი:
პატარკაციშვილი და „ნაყიდი“ პოლიტიკოსები
პატარკაციშვილი და „ვარდების რევოლუცია“
პატარკაციშვილი, ონიანი და საქართველოს ხელისუფლება
პატარკაციშვილი , უტიფარი სააკაშვილი და „ნულოვანი აუქციონის“ დედოფალი ლაურა!
–
ესაუბრა ნანა თვალაბეიშვილი



