ვინ ვის ემსახურება საქართველოში: ხელისუფლება ხალხს, თუ ხალხი ხელისუფლებას?

საქართველო დღეს: პენსიონერებს – ნიგერიული პენსია, მასწავლებლებს, ექიმებს – ნიგერიული ხელფასი, ხელისუფალთ  – ამერიკული შემოსავალი.

 

gerbi1ხელისუფლების აზრით აყვავებულ, დიდი რეფორმების და ეკონომიკური აღმავლობის ქვეყანაში რეალურად მდგომარეობა იმაზე უმძიმესია, ვიდრე მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ამას საკუთარ თავზე გრძნობს.

ევროსტატისა და საქართველოს სტატისიკის დეპარტამენტის მასალებზე დაყრდნობით ამის დამადასტურებელ ერთ ანალიზს წარმოგიდგენთ.

ბელგიაში სპეციალისტი ერთ საათში იღებს 38-40 ევროს. დღევანდელი კურსით – 85 ლარის ფარგლებში. ევროზონაში ეს ციფრი 27 ევროს ტოლია. ყველაზე დაბალი მაჩვენებელი პოლონეთს აქვს  – სპეციალისტი ერთ  საათში 7 ევროს იღებს. (ევროსტატის მონაცემები ევროზონის მიხედვით თან ერთვის)

გამოდის, რომ რასაც სპეციალისტი ბელგიაში ერთ საათში იღებს, ეს იმდენია, რამდენსაც საქართველოში პენსიის სახით  თვეში იღებს პენსიონერი… გამოდის, რომ რასაც სპეციალისტი ბელგიაში ერთ საათში იღებს, 2,5-ჯერ მეტია, ვიდრე წლის განმავლობაში სახელმწიფო ბიუჯეტიდან იხარჯება ერთი ადამიანის სამედიცინო მომსახურებაზე (დავფიქრდეთ, მსოფლიოში ერთი ადამიანის სამედიცინო მომსახურებაზე სახელმწიფო ფული – 478 დოლარი იხარჯება, საქართველოში ბიუჯეტიდან  – 35 დოლარი)… გამოდის, რომ რასაც ბელგიაში სპეციალისტი 4-5 საათში იღებს, საქართველოში მისი კოლეგა მასწავლებლის და ექიმის, უკეთეს შემთხვევაში, თვის ხელფასის ტოლია.

ამ დროს ბელგიაში კომუნალური გადასახადები და ფასები ძირითად საკვებ პროდუქტებზე თითქმის ისეთივეა, როგორიც საქართველოში. დიდი დაფიქრებისათვის: ზემოაღნიშნული ანალიზის ფონზე ბელგიასა და საქართველოში ხელისუფალთა ანაზღაურება თითქმის ტოლია.

ნებიემიერ მოაზროვნე ადამიანს შეუძლია გააკეთოს დასკვნა, თუ როგორი სოციალური და პოლიტიკური სამართლიანობაა საქართველოში. ამომრჩეველს, ანუ ხელისუფლების დამქირავებელს – მასწავლებელს, ექიმს, სტუდენტს, პენსიონერს, მუშას, მომსახურეობაში დასაქმებულთ აქვთ ნიგერიული შემოსავლები, ანუ იმ ქვეყნის შემოსავლები, რომელიც გაეროს მიერ პენსიების, ხელფასების და შემოსავლების კუთხით აღიარებულია ყველაზე მძიმე ქვეყნად და ამდროს ხალხის მიერ დაქირავებულ ხელისუფალთ აქვთ ამერიკული შემოსავლები.

დემოკრატიულ მსოფლიოში ხელისუფლება ხალხის მსახურია. როგორც ჩანს, ეს მთავრი პრინციპი თადაყირაა დაყენებული  საქართველოში – ხალხი ემსახურება ხელისუფლებას: თვითონ ცოდვის ტირილშია, ხელისუფლება – განცხრომაში.

 დასკვნის გაკეთება ზემოაღნიშნულიდანაც შეიძლება, მაგრამ ჩვენს ვებ.გვერდზე www.tetrebi.org მოცემულია საქართველოში არსებული მდგომარეობის ამსახველი ანალიტიკური მასალა: „საქართველო დღეს – სააკაშვილისა და ვარდების რევოლუციის 8 წლისთავზე“.

 ვინ ვის ემსახურება, ეს საკითხი გარკვეულია: დემოკრატიულ მსოფლიოში ხელისუფლება – ხალხს და ავტორიტარულ საქართველოში – ხალხი  ხელისუფლებას. 

 ხელისუფლებას ემსახურება ის პოლიტიკოსიც, რომელიც ითმენს ამას და ფიქრობს სკამზე და პარლამენტში შესვლაზე და არა ამ კაცთმოძულე ხელისუფლებისაგან ქვეყნის განთავისუფლებაზე.

 

ახალი პოლიტიკური ძალა „თეთრი მოძრაობა“ (თეთრები)

თემურ შაშიაშვილი

2012 წლის 10 იანვარი

 

P.S:  ევროსაბჭოს ქვეყნებში საათობრივი ანაზღაურება ევროებში

 

ევროპაში ადამიანის შრომა (მათ შორის მაღალკვალიფიციური სპეციალისტების, პორფესიონალების) ყველაზე ძვირად ბელგიაში ფასობს. ყველაზე იაფია პოლონეთში. დანარჩენ ევროპულ სახელმწიფოებშიც სხვაობა შრომის ანაზღაურებაში არც თუ მცირეა.

 

ბელგია                                  38

დანია                                     37,6

შვეცია                                    36

საფრანგეთი                           33,2

ლუქსემბურგი                       32,8

ნიდერლანდები                    30,4

გერმანია                                29,1

ფინეთი                                  28,9

ავსტრია                                 27,9

ევროზონა                              27,0

ირალია                                  26,2

დიდი ბრიტანეთი                20,0

ესპანეთი                                20,0

საბერძნეთი                           17,5

სლოვენია                              14,1

პორტუგალია                        12,1

ჩეხია                                      9,9

უნგრეთი                               7,3

პოლონეთი                            7,0

ეს.27 ქვეყანა                          22,5

 

 

 

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *