პარადოქსების ჰარმონია

gerbi1უახლესი პერიოდის საქართველო მრავალ სხვა ეპითეტთან ერთად შეიძლება დახასიათდეს როგორც პარადოქსების ჰარმონიულად თანაარსებობის სახელმწიფო. დიახ, სახელმწიფო, და არა ქვეყანა, არა ხალხი, ვინაიდან ქვეყანა და ხალხი არასდროს ურიგდება პარადოქსებს, სახელმწიფო კი ჩვენში არაეროვნული ხელისუფლების მიერ შექმნილი აპარატია ასეთ დროს არსებული ყველა თანმდევი მახინჯი წარმონაქმნით.

ამერიკის ხელისუფლების მიერ „დემოკრატიის მამად“ წოდებული შევარდნაძის და „დემოკრატიის შუქურად“ აღიარებული სააკაშვილის ოცწლიანი მმართველობის შემდგომ ქვეყნის მთავარ პოლიტიკურ პრობლემად რჩება დემოკრატიული არჩევნების ჩატარება.

ამაზე დიდი პარადოქსი რა უნდა იყოს… რა გამოდის: სწორედ „დემოკრატიის მამა“ და „დემოკრატიის შუქურა“ არიან შემოქმედნი არჩევნების გაყალბებისა.

ეს შეიძლება მივიღოთ, როგორც საერთაშორისო ხასიათის ქართული პარადოქსი.

ეხლა მეორე, საშინაო ხასიათის ქართული პარადოქსის შესახებ.

ხალხმა არ იცის, როგორ ცხოვრობს მისი ხელისუფლება და ხელისუფლებამ არ იცის, როგორ ცხოვრობს ხალხი.

ხალხს ჰგონია, რომ ხელისუფლება მასზე ფიქრში აღამებს და ათენებს, და ხელისუფლებას ჰგონია, რომ ხალხში მისადმი დიდი სიყვარულია. პირველს გულწრფელად უნდა რომ ასე იყოს, მაგრამ მეორე, ანუ ხელისუფლება საკუთარ სიცრუეს იჯერებს.

სამწუხაროა, მაგრამ ხალხმა არ იცის, ხელისუფლება არაბი შეიხების სადარი ფუფუნებითა და გონებისთვის მიუწვდომელი აღვირახსნილობით რომ ატარებს წუთისოფელს, მაშინ როცა იგივე ხალხი განიცდის სრულ გენოციდს, ხალხში სიმწრის ტირილია.

მართლაც პარადოქსების ქვეყანა ვართ: მთელს მსოფლიოში ხალხი ქირაობს მთავრობას, რომ მთავრობა ემსახუროს ხალხს. ჩვენში კი ხალხი ემსახურება მის მიერ დაქირავებულ მთავრობას.

ანუ ხალხის მსახურმა ხალხი აქცია თავის მსახურად!

ეს აბსურდის თეატრი უნდა დასრულდეს!

მისი დასრულება ღირსებით სავსე ადამიანებს შეუძლიათ!

2012 წლის 9 ივნისი

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *